მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე არასპორტული მიზეზების გამო პირველი გუნდიდან მოკვეთა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარამდე შემტევი მეორე გუნდში ივარჯიშებს.

უნგრული გამოცემა Nemzetisport.hu  ბუდუს შესახებ წერს და "ფეჰერვარიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებს.

"საქმე საკმაოდ უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს, ზივზივაძემ გასული სეზონის იჯარის წესით "უიპეშტში" გაატარა, ორშაბათს კი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, ქართველი მათი გუნდის გულშემატკივრებს მიესალმა და მოედანი დატოვა მაისურით, რომელიც ყოფილმა თანაგუნდელმა გაუცვალა, ამ მიზეზების გამო, კლუბმა გადაწყვიტა გუნდიდან გაეძევებინა, "ფეჰერვარის" ქომაგებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რადგან ბუდუს ეს ჟესტი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ზივზივაძის ამგვარი ქმედება გარკვეულწილად გასაგებია, "უიპეშტში" იჯარამდე "ფეჰერვარში" თამაშში საშუალოდ გოლი 0.29-ჯერ გაჰქონდა, "იისფერ-თეთრებში" გადასვლის შემდეგ კი მაჩვენებელი 0.87-ამდე გაიზარდა და წარმატებული სეზონი ჩაატარა, კლუბში დაბრუნების შემდეგ კვლავ მეორე არჩევანი გახდა და მწვრთნელის ნდობა ვერ მოიპოვა, იყო მცდელობა მას და კენან კოდროს ერთად ეთამაშათ, თუმცა ტაქტიკამ არ გაამართლა, ბუდუმ გამოთქვა სურვილი, რომ კვლავ "უიპეშტში" დაბრუნდეს, ქართველის გაყიდვის წინააღმდეგი არც "ფეჰერვარი" იქნება, თუმცა უნგრულ კლუბებს ასეთი დონის ფეხბურთელების შეძენა პირდაპირი ტრანსფერით, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, უჭირთ.

ოთხშაბათს, "ფეჰერვარის" წარმომადგენლებს ვკითხეთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის სარეზერვო გუნდში ყოფნა და არსებობს თუ არა გამოსავალი, მათგან პასუხები ვერ მივიღეთ, თავად ფეხბურთელმა ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ უნგრული კლუბის ქომაგებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არც კი უფიქრია, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბუდუს იჯარით გაშვება განიხილება, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ზივზივაძემ ამ სეზონში "ფეჰერვარის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, მატჩებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, ამიტომ თავი მხოლოდ 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ნოდო
აზაროვს რაც შეეხენა თავიდანვე ცუდი სუნი ასდიოდა მაგ ტრანსფერს თურქეთში 3 მილიონად ყიდულობდნნენ და მილიონ 300 ათასად გაიდეს სერბეთში
ნოდო
ჩრდილო კორეაშიც არ ხდება მსგავსი რამ კლუბი რატო უნდა მოიქცეს ისე როგორც ულტრასებს უნდა თუ ესე მოქცევა ყოველგვარ აზრს მოკლებულია კლუბს თუ არ შეუძლია თავის ფეხბურთელი მწვრთნელი ან ნებისმიერი მათი თანამშრომელი დაიცვას ეგეთ კლუბს არასდროს აქ მომავალი რამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ და არ მინახია ერთი ფეხბურთელი ვისაც ყოფილი გუნდისთვის გოლი გაეტანოს და აღენიშნოს ეს არის პატივისცემა და არა იმ კლუბის მიმართ უფრო მეტი სიყვარული ვიდრე სადაც მოქმედი კონტრაქტი აქ
ილია
არ მიკვირს ამათი მხარდაჭერა დღევანდელი რუსეთის მიმართ.ჩვენი ცხოვრების ხედვით რა თქმა უნდა გაუჭირდება ბუდუს. და უნდა წავიდეს.ისეთი ფეხბურთელია არსად არ დაიკარგება.
zaza
წმინდა ,,ევროპულ-პროდვინუტული" აზროვნებაა , ვერაფერს დაუწუნებ . მაგათთვის მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემა უცხო ხილია აბსოლიტურ უმრავლესობაში .
სოსო
"თემს რაც სწადია,მას იზამს,თავის თემობის წესითა!"ასე გამოდის მაგათი საქციელი და არ არიან მართლები.რაც მოიგონ,არავის გაუნაწილონ!ცუდი ის არის,რომ ბუდუც ფორმიდან ამოვარდება,თორემ დაცდილი მაქვს,ასეთ დროს,მის ადგილზე ძირითადში ვისაც ათამაშებენ,ისიც დაუშავდებათ და აღარავინ ეყოლებათ, მის ადგილზე სათამაშოთ.
ჯუჯი
დიდი არაფერი დაუშავებია. რაღაც შარზე არიან. უნდა წავიდეს მგონი.
muro
ხვიჩას ბათუმში ყოფნის დროს მატჩის დამთავრებისას რომ მისალმებოდა რუსთავის ფანებს და ყოფილ თანაგუნდელისთვის მაისური გაეცვალა ბათუმელებს ეწყინებოდა? ალბათ არა. ასე რომ ჩემთვის გამომაქვს დასკვნა - ფეჰერვარის ხელმძღვანელობაც და ფანებიც მაგარი ქაჯები ყოფილან.
Givi
Budum,azarovma,gagnidzeebma,ninuam,sazonovma,abuashvilma saswrafod ianvarshive klubebi unda sheicvalon tu undat raime girebulis migweva karierashi...
ანდრი
გავკარი მაგათ კლუბის კულტურას. უზნეობას ჩადიან.
გიუშა
ეს აზაროვი მართლა სად გაქრა???განაცხადშიც რომ ვერ ხდება ცრვენა ზვეზდას
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ძალიან ცუდი, აზრი აღარ აქვს ეხლა საუბარს მაგრამ...გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უნდა გადასულიყო.(ბუდუს აგენტის სიტყვებს ვციტირებ)"გვთხოვეს ფეჰევარის წარმომადგენლებმა დარჩენა თავდამსხმელების სიმცირე გვაქვსო"და ასე დაუფასეს?! ჯერ მცირე დროს აძლევდნენ ეხლა გააძევეს გუნდიდან.
beqa
ბუდუმაც და აზაროვმაც გუნდი უნდა დატოვოს აზაროვი კიდე რაუნდა თუარაპირებდა ბრძოლას და ვარჯიშს სად მიდიოდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
კალანდაძე კარიერას უნგრულ "ფეჰერვარში" გააგრძელებს
ზივზივაძე მალე შეიძლება პოლონურ გუნდში გადავიდეს
"საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია" - ზივზივაძის ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა
ოფიციალურად - ზივზივაძე გერმანული გუნდის ფეხბურთელია
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
რას ვუყუროთ კვირას - მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს