ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დიდებული კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

დიდებული კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

სერია A-ს მე-10 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, დიდი ძალებით უტევდნენ, კვარაცხელია ყველასგან გამორჩეული იყო, მეურვეები ვერ აკავებდნენ, ჯერ ეუხეშნენ და ტრავმას გადაურჩა, შემდეგ სამი ისეთი პასი გააკეთა, პარტნიორებს უთუოდ რომ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ იხეირეს და დაისაჯენ კიდეც - კონტრშეტევაზე სტუმრები ზირკზეემ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ჟეზუსმა ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა ფლანგიდან მცველს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ლოსანომ დაასწრო. მერე მერეტმა არგასაშვები გაუშვა და ბაროუმ თანაფარდობა აღადგინა. 69-ე წუთზე „კვარამ“ ფილიგრანული პასით ოსიმენი გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა და მან ნეაპოლელები წინ გაიყვანა. 81-ე წუთზე ზილენსკის შორიდან დარტყმული ბურთი რიკოშეტით ხარიხას მოხვდა და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ლიდერობა დაიბრუნა, მეორეადგილოსანი "ატლანტა" 2 ქულით ჩამოიტოვა და 23 ოქტომბერს გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ბოლონია 3:2

გოლები: 0:1 ზირკზეე (41), 1:1 ჟეზუსი (45), 2:1 ლოსანო (49), 2:2 ბაროუ (51), 3:2 ოსიმენი (69)

• Semi

მარYალი ხართ,მაგრამ ვერ გაგიგებენ

• ზურა

რა თქმა უნდა, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ნაპოლი ძალიან კარგად შეკრული გუნდია, რის ხარჯზეც იგებს ძირითადად თამაშებს, მაგრამ, გუშინდელი თამაში პირადად კვარაცხელიამ მოიგო. ხვიჩას გარეშე მაგ მატჩს ვერ მოიგებდნენ.

• გუჯა

ყოველ ბურთის მიღებაზე საოცარი მოძრაობები, არ ვიცი

• Givi

Napolis kvela tamashi ertnairad iwkeba,gamudmebulad kvela pasebs adzlevs politanos romelic ushedegod daatrevs burts windaukan... daaxloebit 20-25 wuti ase grdzeldeba,kvaras dasawkisshi titqos veravin amchnevs pass aravin adzlevs,mere rogorc iqneba miigebs burts da goli an dzalian magari momenti iqmneba...Napoli igebs kvaras kvela aqebs...ver gavige es taqtikaa tu dasawkisshive ratom ar sheidzleba kvaras flanigan tamashis awkoba????

• გოლიათს

ვერ დაგეთანხმები გოლიათჯან, გოლის გატანა არის დამაგვირგვინებელი ფაზა პროცესის რომელსაც ინდივიდები ერთობლივად ქმნიან და ამ პროცესში ყველა ფეხბურთელის ინდივიდუალურ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და იმას რასაც შენ გუნდურად უწოდებ თითეული მოთამაშის მიერ შესრულებული დეტალებისაგან შედგება და თუ ამ დეტალების ხარისხი დაბალია, გოლის გატანის ალბათობა მცირდება. ასე რომ დეტალებზე ყურადღების გამახვილება გმართებს,კვარა მანდ უბურთოდ უფრო შედეგიანია გუნდისთვის ვიდრე იქ ზოგიერთი თავდამსხმელი ბურთით.

• საუდის არაბეთში ხარ?

ჯერ ერთი ხვიჩას მთავრობის გამოყოფილი რად უნდა და ბიუჯეტის ფული. საკმარისი ანაზღაურება აქვს. მეორე დაცვა და მძღოლები რად უნდა? საუდის არაბეთი ვართ და სსრკ-ში ვბრუნდებით მენტალურად. მთელი განვითარებული მსოფლიო უშუალობას აწვება, მინისტრები ველოსიპედებით დადიან სამსახურში აი საამაყო შვილის სტატუსი კი უკვე მოიპოვა თავისით და არც მაგის მინიჭება სჭირდება ვინმესგან. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდება, ეპოქალური

• სსს

მთავარია სანაია რას იტყვის

• ირაკლი

არასოდეს დამიწერია ტანვარჯიშზე. იმიტომ რომ არ მესმის. მეგობარო, ნუ წვლობ შენც. არ გესმის ფეხბურთი, არ არის ეგ დანაშაული. ხვიჩას საგოლე პასი იმით ფასობს, რომ: ჯერ ერთი შეტევის ბევრი შესაძლო გაგრძელებიდან ყველაზე სწორი ვარიანტი აირჩია. და მეორეც, ტექნიკურად ყველაფერი სწორად გააკეთა. ნებისმიერ სხვანაირ პასს ოსიხმენის მისამართით ან მცველები დაბლოკავდნენ, ან კარში დარტყმა არ მოხერხდებოდა.

• papai

კვარას გუშინდელი თამაში მარტო კლასიკური ვინგერის მოქმედებებს აღარ გავდა, ეს იყო ფლეიმეიქერის საუკეთესო ქმედებები.. ფორცა კვარა ფორცა ნაპოლი

• temo

გუშინ ნაპოლის ეტყობოდა როგორ აკლდა ანგისა.იგი რომ ყოფილიყო უფრო იოლად მოიგებდნენ.ნდემბელე აშკარად ჩამოუვარდება კლასით.

• ამაშია საქმე

დრიბლინგებზე არაფერს ვიტყვი მაგრამ ერთ თამაშში ამდენი უმაგრესი ჭკვიანური პასი რამდენი ხანია არავის გაუკეთებია.ყველაფერთან ერთად თავიც მაგრად უმუშაობს.

ე ბიჯო, ნელ–ნელა შემოაპარეთ ხვიჩას ამბავი, თორემ გაუსკდა სანაია–ლადარიას გულები.

• გოლიათი

.........ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჟესუსმა წონასსწორობა აღადგინა........ბარაომ წონასწორობა აღადგინა- ასე მშრალად, სხვათაშორის წერთ ნაპოლის მიერ გატანილ პირველ ორ გოლზე, აი ოსიმენის მიერ გატანილ გოლზე კი..... კვარას მიერ თავისუფალ ზონაში გაკეთებულ პასს, ფინიგრანულს უწოდებთ, ვითომდა ფორვარდს ბურთი ფეხში მიეღოს ცარიელი კარის წინ და გაეტანოს,არადა საკმაოდ მახვილ კუთხით თავისუფალ ზონაში გაკეთებულ ჭკვიანურ პასს გოლად ქცევისთვის უდიდესი საშემსრულებლო ოსტატობა სჭირდებოდა, რაც გამოავლინა კიდეც, ასე რომ რაც არ უნდა ვეცადოთ აქ, ამ პლათორმაზე, ნაპოლის დღემანდელი წარმატება ერრთი ან ორი კაცის კარგ თამაშზე დამოკიდებულად წარმოვაჩინოთ არსწორია, ნაპოლი გუნდურად არის მაგარი და არა რომელიმე ფეხბურთელზე ჩამოკიდებული, მათ შორის არც კვარაზე რა თქმა უნდა, გადამწყვეთ მომენტში თითქმის ყველას შეუძლია ლიდერობის საკუთარ თავზე აღება,, გუშინ ნაპოლიმ რამდენი მომენტი გაანიავა პირველ ტაიმში? არ წაუვიდათ შემტევებს თამაში გამოხდა და გაიტანა ჟესუსმა ყოველგვარი რთული დრიბლინგებისა და ფინიგრანული პასის გარეშე . კვარა კი უდავოდ ამ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა,რომელსაც აქვს თავის ფუნქცია და ის შესანიშნავად ასრულებს მას, როგორც გუნდის სხვა დანარჩენი წევრი. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე ითხოვდა და ითხოვს სპალეტი მისგან პასებს და დაცვაში თამაშს......გასაგებია საქმე როდესაც ხვიჩას ეხება მთლად ობიექტური ვერ ვიქნებით საქართველოში, მაგრამ.....

• gio

მთლიანად გაანადგურ აბნოლონიის დაცვა ხვიცამ. საინტერესოა რა სიტყვის ბოლონიის მწვრთნელი.

• ნიკი

ჩემი აზრით პირველი გოლი ჟეზუსის ბრალი იყო.

• კიეზა

ეს ბიჭი არა მარტო დიდი ფეხბურთელია.არამედ ნამდვილი პატრიოტი თავი ქვეყნის...ძალიან მაგარი ჯესტი იყო მარიტას ხსოვნის საპატივცემულოდ...ხვიჩამ ისე გააერთიანა ადამიანები.იმედი დაუბრუნა ხალხს.არა მარტო ფეხბურთის მიმართ...ეს ბიჭი და კიდე ბევრი საქართველოს სახეა და ნათელი მომავალი...მადლობა მის ოჯახს ასეთი ბიჭის აღზრდისათვის..მადლობა სამარგალოს..ნიჭიერთა აკვანს...

• ზაზას

მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ წლევანდელი ნაპოლი ლიგის ნახევარფინალი იქნება ძალიან მაგარი შედეგი თუ კენჭისყრაში გაუმართლებს, აი რაც შეეხება სკუდეტოს აქ უფრო მეტია მოგების შანსი

• მოსეხონელი

ნაპოლი პესჟე რო იყოს ფინალი და იქ ხვიჩა მ იპრწყინოს იქნება ზღაპრის ჯადოსნური დსასრული.როცა ნეიმარი მესის დაბაპეს ყოფნისა მოედანზე ხვიჩა მატჩის საუკეთეო მდამაშე გახდება.და ლიგაას მოიგებს.

• ქ. გ.

ხვიჩას ოფიციალურად უნდა მიენიჭოს საქართველოს საამაყო შვილის სტატუსი. საქართველოში ყოფნის დროს მთავრობამ უნდა გამოუყოს პერსონალური დაცვა, პერსონალური მძღოლები და ყველაფერი, რასაც ხვიჩა მოითხოვს.

• ქ. გ.

ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ სურთ, დაცვაში პრობლემები უნდა მოაგვარონ.

• მამუკა

ნაპოლი ისეთ ფეხბურთს აჩვენებს რომ სკუდეტო რეალურად მოჩანს უკვე, მთავარია გუნდმა ეს ტემპი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც შეინარჩუნოს

• გეგი

100%!!!

• გეგი

ძალიან მაგარი ბიჭი გვყავს! დიდ წარმატებებს ვუსურვებ უდიდესს!!!

• დავით

დაწყნარდი რა!

• ზაზა

მეგობრებო დღეს სალაჰმა აჯობა ჰაალანდს რა გამოდის? ლივერპულმა მოუგო სითის ნაპოლიმ მოუგო ლივერპულს ნაპოლის შეუძლია მოიგოს სითის ლიგაზე რჩება რეალი რეალი ის აღარ არის იქ მარტო ბენზემაა კარგი ხვიჩა არაფრით არ ჩამოუვარდება მას მეტიც უკეთეს ფორმაშია ასე რომ ხვიჩაზეა დამოკიდებული ლიგაზე გამარჯვება ნელ-ნელა მოვემზადოთ ზეიმისთვის აბა ხვიჩა შენ იცი და შენმა ბიჭობამ!!!

• სოსო

ხვიჩას,სულ ცოტა სამი საგოლე პასი გაუნიავეს,პარტნიორებმა.საერთო ჯამში,შეტევაში არც ახლა ჰქონიათ პრობლემები,მაგრამ რაჰმანის ტრავმის შემდეგ,დაცვას გაუჩნდა საგრძნობი ბზარები.ახლა გადარჩნენ,თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა, ვერც მოეგოთ.მეკარეც აჭრილი ჩანდა და საგრძნობი შეცდომები დაუშვა.

ხვიჩას პასით რამდენი უნდა გაეტანათ კიდევ??????????? ო თ ხ ი

• დავით 67

რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, ისეთი რაღაც მოხდება, რაც იტალიაში არ მომხდარა ჯერ, ხვიჩას დამსახურებით რა თქმა უნდა. კარგია რომ ოსიმენსაც გამოუდის თამაში. ტრამვის შემდეგ უფრო მაგრად ათამაშდა, ვიდრე მანამდე!

• ზურა

რაც მე ვნახე, ორმა გამოცემამ ხვიჩა საუკეთესოდ დაასახელა ანუ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ეს უკვე მეორედ, დიდებულად ითამაშა! ბოლოს ხვიჩასაც დაეტყო დაღლა, გიჟური ტემპი იყო, იმედია პერიოდულად ექნება დასვენების საშუალება. ელმასმა რომ ხვიჩა არ შეცვალა ცოტა გამიკვირდა, ალბად ვერ გარისკა გამოყვანა, საკმაოდ რთული თამაში იყო.

• რუსთავი

პირველი გოლი შემთხვევითი, მეორე გოლი ფაქტიურად ხვიჩასი იყო და მესამე გოლზე იდეალური პასი. ხვიჩა დღითიდღე უმატებს, ნაპოლისთვის კი სიგნალი უნდა იყოს, რომ ხვიჩას გარეშე აუტსაიდერთანაც არ აქვთ საგოლე კრეატიულობა.

• Charley

კვარას ბევრი კარგი თამაში ქონდა, მაგრამ დღეს ალბათ პირველად ულიდერა გუნდს. არავის თამაში არ მიდიოდა და ამან იმდენი ქნა რო მოაგებინა ნაპოლის. ერთი გოლის გარდა ყველა ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ხო კიდე ერთი მომენტი იყო ზიელისნკიმ რომ გაუშვა და ლოზანომ მაინდამაინც მეკარეს დაუმიზნა. დანარჩენი ყველა მომენტი კვარამ შექმნა უშუალოდ.

• გოგა

ჟორდანიამ "სოფლის გუნდიაო" და შარვლიდან ამოხტით, სად ხვიჩას კლასი და სად ესენი?

• Semi

სპალეტიზე საოცრებებს რომ წერდით სად ხართ ის ხალხი? სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს რომ ახსენებენ ხვიჩაც მათ შორის იქნება და ეს სპალეტის დამსახურებაც იქნება. აქ კიდე ჟურნალისტები როგორ სათაურებს წერდით? როგორც იქნა აღიარა სპალეტიმ ხვიჩაო ხო ? :D

• დავითი

აი ძალიან მაგარ გარემოშია ხვიჩა მოხვედრილი, სპალეტის ამ ეტაპზე იდეალურად ეწყობა და უმატებს. ეხლა ხვიჩა ისეთ ასაკში და პერიოდშია,მომავალი დამხვედრი მწვრთნელის მიხედვით უნდა ააწყოს და არა კლუბის სახელით, რასაც აკეთებს კიდევაც. ბაიერნის ბალელშიკი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ აი რა უნდა ესწავლებინა ნაგელსმანს ხვიჩასთვის? ან რას მოიგებდა ხვიჩა ალეგრისთან ურთიერთობით იუვენტუსში რომ გადასულიყო ან გინდ ტოტენჰემში კონტესთან? ალეგრი და კონტე ისეთი ტიპის მწვრთნელები არიან ,რომლებიც ერთფეროვან ტაქტიკას ანიჭებენ უპირატესობას და პრიორიტეტად მიმდინარე შედეგი აქვთ დასახული, სპალეტი კიდე უფრო მომავალზე აკეთებს ფსონს და მუდმივად სიახლეს და განვითარებას ეძებს ფეხბურთელებში.

• ასეა ეს

შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ვიოცნებოთ.ვთქვათ ნაპოლიმ იტალია მოიგო და ჩ.ლ-აც მიაყოლა.ამის შემდეგ ოქროს ბურთის პირველი კანდიდატი ხომ ხვიჩა გახდება რადგან გუნდში ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას.იმედია ფრანს ფუტბოლი უსინდისოდ კიდევ მესის არ მიყიდის.ხვიჩა მესის უკვე თავში ურტყავს ყველაფერში.

• რაბუ

ეს ბიჭი მოვლენაა ფეხბურთში, კაცობაში, ადამიანურ გაგებაში. ამდენი სიკეთე ერთად, ერთ ადამიანში იშვიათია.

• ქეთი

მეგობრებო, ეს რა იყო? ცოტა ხნის წინ, მავანი ამბობდა, კვარაცხელია მარადონა ან მესი არ არის, თამაში რომ მარტომ მოიგოსო... კარგად დაუფიქრდით ბატონებო, სანამდე რამეს იტყვით!

• ზვიადი

საგოლე პასი? ჰმ მარტო მოიგო თამაში

• muro

ყველა თამაშში ვამჩნევ რომ ხვიჩას დროულად პასს ვერ უკეთებენ, ან თუ გაუკეთეს დიდი არაფერი პასი ის არ არის. ხვიჩასნაირი პასის კულტურა ნაპოლის სამწუხაროდ არ აქვს.

• goga

მე მგონი ხვიჩა საუკეთესო იყო დღესაც თუმცა აუცაიდერთან რო ვერ ცვლის ხვიჩას ეს ცოტა საყურადღებოა ნაპოლის ცოტა გადაღლა ეტყობა ასევე დაეტყო ანგისას არ ყოფნა ლობოტკა ოდანავ დაღლილი ჩანს აი ეხლა წესით სპალეტი ლიდერობას ხვიჩას ანდობს სავარაუდოდ რადგან ფიზიკურად ძალიან მაგრადაა თუმცა აუცაიდერებთან ხვიჩას გარეშეც უნდა შეძლოს ნაპოლიმ .

• შალვა

დიდებული ხვიჩა, ერთ რამედ ღირდა მისი თამაში, ცეკვავს

• ემიგრანტი

4 საგოლე გადაცემა გააკეთა მარა ერთმა გოლად აქცია

• emigrant

ხვიჩა მაგარია,ვარსკვლავი ბიჭი. მთელ მსოგლიოს უყვრს და ნეტა სმარცხვინო მხედრიონელებმა და მათმა სანათესაომ თუ შეიყვარეს მაგათი?!!! ......

• ვოოტ

აი, ამიტომ ვამბობ, რომ სტატისტიკა და ბომბარდირობა არაფერს ნიშნავს... სტატისტიკურად ხვიჩამ ერთი საგოლე პასი შემატა საკუთარ მონაგარს და რეალურად კი, ვინც ბოლონიელთა ნახევარზე გადავიდა, ყველა პირისპირ გაიყვანა მეკარესთან (რატომ ღმერთი არ გაიცინებს - მარიო რუიც კი), თუმცა პარტნიორთაგან არც ერთს ეყო ნამუსი და ტექნიკა (ალბათ, უფრო მეორე), რომ ერთი საგოლე ხვიჩასთვისაც ეპასათ... დიდი ფეხბურთელები ყოველგვარი სტატისტიკისა და ბომბარდირობის გარეშეც დიდები არიან...

ასეთი სანახაობრივი და სწრაფ ტემპიანი თამაში კარგა ხანია არ მინახავს. უმაგრესი ხარისხი დადო თვითონ ხვიჩამ და მთელმა გუნდმა. ასე გააგრძელონ ნეტა, ბოლოს სპალეტი როგორ გაიქცა და ხვიჩას შემოახტა :)))

• გულშემატკივარი

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჩვენმა მოკაშკაშე ვარსკვლავმა!!! ყოჩაღ!!! წინსვლა და წარმატებები,უფალი ფარავდეს!!!

• dato

კვარადონა არა მაგრამ ახალი ყიფიანი კია მგონი .

• rado

უფრო აქტიურად კლავიატურის მშიერო ლომებო,,კომენტარები დააჩქარეთ..

• ბესო შიოშვილი

სასწაულ თამაშს ვუყურეთ!!! დიდებულია ხვიჩა!!! დიდებულია ნაპოლი!!! პ.ს. მე ყველაზე მეტი სიამოვნება იმ მომენტმა მომგვარა, კვარაცხელიამ რომ მიიღო და ეგრევე რომ შემოუტარა ტიპს ბურთი! გმადლობ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელო!!!

• Კახა

ამ თამაში ხვიჩამ მინიმუმ 5 საგოლე გადაცემა გააკეთა,2 აქედან ძელს მოხვდა და მხოლოდ ერთი გამოიყენა ოსიმენმა. დიდებული პასები აკეთა კვარამ.

• dimo

იფრინა ძმამ,როგორც ყოველთვის!!!

• irakli

ობიექტურად რომ შევაფასოთ ხვიჩა ერთი თავით მაღლა იდგა დღეს თავის თანაგუნდელებზე ოსიმენს თუ არ ჩავთვლით. არც დაცვა ვარგოდნენ არც მეკარე, არც მეკარე და არც თავდამსმხმელები. მაგრა დაეტყოთ ანგისას არ ყოფნა. პირველი გოლი შემთხვევით გაიტანეს, ხოლო 2 კვარას უშუალო მონაწილეობით. კვარა ფიზიკურად ძალიან გადაიტვირთება, ვერ ცვლის სპალეტი, ისეთი მატჩებია, ბოლომდე გაურკვევლია ანგარიში.

• გუჯი

ხვიჩას მაგარი თამაში აღარ მიკვირს ისე შეგვაჩვია და გაგვათამამა მაგრამ ნაპოლის რომ პრობლემები აქვს რაჰმანის და ანგისას გარეშე ეგ უკვე ფაქტია

• ჯუჯი

ხვიჩამ დღეს დაამტკიცა ,რომ ვარსკვლავია და ფეხბურთის პროფესორია.

• vova

დღესაც საუკეთესო

• ლაშა

მატჩის დასაწყისში ხვიჩას სამი 100-იანი მომენტი გააფუჭეს ნაპოლის ფეხბურთელებმა და მაშინვე ოსიმენის თამაშში ჩართვის აუცილებლობა იგრძნო სპალეტიმ და შედეგიც მოიმკო! ანგისას ტრავმამ ნაპოლის დანაკლისი თვალნათლივ ცხადყო, მაგრამ ჟესუსმა წინა თამაშისგან განსხვავებით თამაშის ხარისხი გააუმჯობესა.

• ჯონი

ფანტასტიკური თამაში ხვიჩას მხრიდან !!!! მე მგონი დღეს საუკეთესო თამაში იყო ხვიჩასი ნეოპოლში, ნახევარი გოლები რომ გაეტანათ მაგის პასებიდან 5-2 იქნებოდა. ბრავო ხვიჩა , მთელი ქართველობა მთელ მსოფლიოში შენი თამაშის მოლოდინშია !!!

• ლაშა

სამივე გილი და ხვიჩას დამსახირება იყო და ასევე 2 ასპროცენტიანი გამოუყენებელი საგოლე გადაცემა...

• ალექს

დღეს პირწმინდად ჩააგდო ნაპოლიმ თამაში. მეკარე მოწეულში იყო, დაცვა შვებულებაში, დანარჩენი საქეიფოდ ან უქეიფოდ ბრძანდებოდა(ლოზანოს და ოსიმენის გარდა) ხვიჩას პერსონალური დამსახურებაა მოგება. რა პასები დახატა,მოქარგა და ლანგრით მიართვა ხუთჯერ და მარტო ოსიმენმა იხეირა.

• ლევანი

მგონი დიქტორი დაიხრჩო, მოიკითხეთ ვინმემ ცოცხალია?

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

"თან "ვარსკვლავის სინდრომიც" არ აწუხებს..." - ხვიჩას რუსები გულთბილ კომენტარებს არ აკლებენ

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]

სიგიჟე ნეაპოლში - რა ხდებოდა ქალაქში, როდესაც "ინტერის" მარცხის შესახებ გაიგეს [VIDEO]

გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლიმ" და "ბოლონიამ" ქულები გაიყვეს

ანგისას სუპერგოლი - "ნაპოლი" ბოლონიას" ფრედ ეთამაშა და "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

ნური შაჰინი გადაყენების ზღვარზე - "დორტმუნდს" "მანჩესტერის" ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს?

საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?

კვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა