ბლოგი უზბეკეთიდან
დღეს, როცა გარშემო კარგი აღარაფერი ხდება... სოციალურ ქსელში ყოველი მეორე სიახლე ტრაგედიასთან რომაა დაკავშირებული... ვეცნობით ამბებს, თუ რამდენი ათასი ქართველი გადაიხვეწა სამშობლოდან სადღაც შორს, იმის იმედით, რომ იქ უკეთესი ცხოვრება დახვდებოდათ... მსგავსი ვითარების დროს სპორტული კუთხით წარმატება უდიდეს შვებას გვგვრის, გაუსაძლის ტკივილს წამიერად გვიხსნის და გვაძლევს იმ ბედნიერ ემოციებს, რაც სტიმულს გვიმატებს ცხოვრების გაგრძელებისკენ... თუნდაც რად ღირს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური თავგადასავლისთვის თვალის დევნება, ქართველი ბიჭი იტალიის სერია A-ს პრინცად გვევლინება და ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას მემკვიდრედ მოიხსენიებენ... მისი თამაშის დროს ხომ საქართველოში ერთხმად ნერვიულობენ, ერთად განიცდიან და სიხარულის ცრემლებსაც ერთად ღვრიან.
ოქტომბრის დასაწყისში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში გაიმართა. შემადგენლობა რომ გამოცხადდა, მამაკაცთა თანრიგში დიდ წარმატებას ველოდით. უნდა ითქვას, რომ ყველას გაუკვირდა - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბექა ღვინიაშვილის მაგივრად ლუკა მაისურაძის დანახვა, თუმცა 24 წლის ძიუდოისტმა თბილისში ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა.
უკვე ყველამ იცის, რომ ქართულმა დელეგაციამ ტაშკენტიდან 4 მედალი (1 ოქრო გრიგალაშვილისგან, 3 ბრინჯაო ბექაურისგან, მაისურაძისგან და თუშიშვილისგან) დაისაკუთრა. დღეს გესაუბრებით მე-4 საჭიდაო დღეზე, როდესაც "ჰუმოს არენის" ერთ-ერთ ტრიბუნაზე სიამაყით კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ დიახ, მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა.
9 ოქტომბრის დილა გათენდა. ტაშკენტში, ტრადიციულად, დილიდან ცხელოდა. 3 წარუმატებელი დღის შემდეგ პირველი მედლის მოლოდინში "ჰუმო არენისკენ" გავემართე. წინა დღეს ლაშა შავდათუაშვილის წარუმატებელი ჭიდაობის შემდეგ ხასიათი ცოტა წამხდარი მქონდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი მსოფლიოს პირველობას მოქმედი ჩემპიონის რანგში და არასახარბიელო ფორმით შეხვდა, რის გამოც უმედლოდ დარჩა...
მე-4 საჭიდაო დღეს ტატამზე ტატო გრიგალაშვილს ველოდით. რა ვიცოდით, წინ რამხელა სიხარული გველოდა...
ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ახალგაზრდა მარგალიტი პირველ წრეში ისვენებდა, მე-2 და მე-3 წრეში ფრანგი უმარ დიალოსა და დომენიკელი კორტორეალის ბარიერი გაიარა, მეოთხედფინალში კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე შეხვდა...
როდესაც ძიუდოისტები ტატამისკენ სწრაფი ნაბიჯით მიიჩქაროდნენ, იაპონელი ჯუდოკის კიმონოზე ოქროსფერი არშია შევნიშნე. სწორედ აქ ამიტანა პირველად ნერვიულობამ... ტატოს უმძიმესი გამოცდა ელოდა. დარბაზში მასპინძელი უზბეკების შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი საქართველოდან ვიყავით ჩასულები. რა თქმა უნდა, "გრიგალას" მიმართულებით გამამხნევებელი შეძახილები ისმოდა, უზბეკებიც ჩვენი ბიჭისკენ იყვნენ. ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, საქმე "გოლდენ სქორამდე" მივიდა, სადაც 3 გაფრთხილებითა და ავტომატურად ტექნიკური გამარჯვებით ქართველი ნახევარფინალში გავიდა, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი კი რეპეშაჟისკენ გაემართა. "ჰუმო არენაზე" დამსწრე საზოგადოებამ, როგორც იქნა, ქართულ-იაპონურ დაპირისპირებაში ქართველი გამარჯვებული იხილა.
ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საიდ მოლაი ასევე ტექნიკური გამარჯვებით დაამარცხა და ტატო ფინალშია...
ფინალურ ბლოკამდე ტრადიციული შესვენება გამოცხადდა. პირველად არ დავტოვე "ჰუმო არენის" მიმდებარე ტერიტორია, იქვე სკამზე ჩამოვჯექი საქართველოს დროშით ხელში და ვფიქრობდი მრისხანე მატიას კასესთან ფინალურ ბრძოლაზე, გაიმარჯვებს ტატო თუ კასეს გავატანთ ისევ ოქროს სინჯის მედალს ბრიუსელში? დრო გაიწელა. ალბათ, ასეც ხდება, როდესაც რაღაცის მიმართ მოლოდინი გაქვს...
როგორც იქნა, შესვენება დამთავრდა. ტატამზე ჯერ - 63 კილოგრამში მოასპარეზე ქალბატონები გამოვიდნენ. პირველი ადგილი იაპონელმა მეგუმი ჰორიკავამ არავის დაუთმო.
დაიწყო კაცების ჭიდაობა. ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ქართველმა მაყურებელმა ჩვენებური აპლოდისმენტებით გავაცილეთ.
გრიგალაშვილის გამოსვლა (ფინალი)
და დადგა მე-4 დღის უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიდაობის დროც. სპეციალურად მოწყობილი ჯიხურიდან ტატო და ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ნელი და გრაციოზული ნაბიჯით გამოვიდნენ... ნერვიულობამ კიდევ უფრო მოიმატა.
მსაჯმა ნიშანი მისცა და ჭიდაობაც დაიწყო. ძიუდოისტები გარდამავალ უპირატესობას ფლობდნენ. გვეშინოდა, არ გვინდოდა კიდევ ერთი მარცხი მატიასთან. საქმე "გოლდენ სქორამდე" მივიდა. 2 წუთის თავზე "გრიგალას" 2 გაფრთხილება ჰქონდა. უკვე შედეგიანი გდება გვინდოდა, თანაც კასე დაღლილი მოჩანდა, მაგრამ 2021 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალში დაშვებული შეცდომა არ უნდა გამეორებულიყო და ტატოს არც ერთი არასწორი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა, საჭირო იყო, რომ გდება გამოსულიყო, მაგრამ რისკი მინიმუმამდე უნდა დაგვეყვანა. ამის გაცნობიერების მომენტში კიდევ უფრო მეტად ავნერვიულდი, სკამზე გაჩერება მიჭირდა. სადაცაა მე-4 დამატებული წუთი უნდა დაწყებულიყო, რომ ტატომ ქამარი აიღო. ალბათ ამ მომენტში ყველამ გულში გაიფიქრა - "მიდი, ტატო, წამოვა" და მატიას კასე გაკრულია ბეჭებზე!
გრიგალაშვილი ფინალი (ბოლო 1 წუთი)
პირველი ქართული მედალი და თანაც ოქროსი, ისევე, როგორც ყველას, სიხარულისგან ემოციების შეკავება გვიჭირდა. სწორედ ესაა სპორტის სიდიადე, გავიწყებს ყველაფერს და გაძლევს იმ ემოციას, რაც სხვა დროს, სხვა ადგილზე არ მოვიდოდა შენამდე. სიხარულისგან ცრემლებსაც კი ვერ ვიკავებდი, ვუყურებდი ქართულ დროშებს, გახარებულ ქართველებს, ვგრძნობდი, რა ხდებოდა ტელევიზორთან მდგომი ჩემი თანამემამულეების გულში და ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ბედნიერება ტატოს ბედნიერებასთან არც კი მივიდოდა. ვიდექი და ტაშს ვუკრავდი. არ მინდოდა, ეს სასიამოვნო მომენტი დასრულებულიყო, რა დროსაც უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო, შევბრუნდი და ერთი მამაკაცი დგას, უზბეკეთის დროშაშემოხვეული, გამომიწოდა ხელი, ჩამომართვა და მითხრა, რომ დამსახურებული ჩემპიონი გყავთო. ხელმეორედ ავივსე სიამაყის გრძნობით. ამ ადამიანს მეორე და მესამე კაცები მოჰყვნენ და მე, ქართულ დროშაშემოხვეულ ბიჭს გამარჯვებას უცხოელი ხალხი მილოცავდა. არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია. ამჯერად უკვე დიდი სიამაყით ვიძახდი - დიახ, მე ქართველი ვარ, - 81 კილოგრამ წონით კატეგორიას ახალი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჰყავს და ეს ქართველი ტატო გრიგალაშვილია.
ტატო გრიგალაშვილი მეექვსე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან გადმოხედა მსოფლიოს. ტაშკენტის დარბაზი იღბლიანი გამოდგა ქართველი ფალავნისთვის, რომელმაც ქართულადაც იჭიდავა უზბეკურ ტატამზე და ჩემპიონობის შემდეგაც ისეთი სიტყვები მოგვასმენინა, ნებისმიერ ქართველს გულის კუნჭულამდე რომ ჩაჰყვება და სიამაყით აავსებს: "ჩემპიონობის მიზეზი ქართული სული და გამარჯვების წყურვილია. ჩვენ ჩვენი სამშობლოს მეომრები ვართ და ეს გამარჯვებაც, პირველ რიგში, გულიდან მოდის!" – თქვა ტატომ დაჯილდოების შემდეგ. მეოთხედფინალში, გრიგალაშვილმა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს აჯობა და არც დაუმალავს, რომ იაპონელის წინააღმდეგ გაორმაგებული მონდომებით იჭიდავა: "ნაგასეს კიმონოს ზურგზე ოქროს არშიას ვხედავდი... ჩემი მიზანიც ეს არის – ზურგზე არშია ძალიან მნიშვნელოვანია!"
გრიგალაშვილი დაჯილდოებამდე
კვარცხლბეკის გზამდე 4-ივე მედალოსანი ერთად შეიკრიბა, გრიგალაშვილი და ბორჩაშვილი ერთმანეთს გადაეხვივნენ და წარმატებული საჭიდაო დღე ერთმანეთს მიულოცეს... ისმოდა აპლოდისმენტები, მოპირდაპირე იარუსიდან ყველანი ერთხმად ყვიროდნენ - "ტატოს გაუმარჯოს, გაუმარჯოს" და ჩვენი ვარსკვლავი იღიმოდა, ხვდებოდა და აწი უფრო მეტად მიხვდება, რისთვის უნდა იბრძოლოს.
მედლის გადაცემა
გიორგი ჭანიშვილმა სიამაყით გამოაცხადა - ოქროსმედალოსანი საქართველოდან - ტატო გრიგალაშვილი. გადასცეს კუთვნილი მედალი და ჩაირთო საქართველოს ჰიმნი. სიამაყით ვიდექი ფეხზე და ვუსმენდი ჰიმნს, რომელიც არაერთხელ მიმღერია საფეხბურთო თუ საკალათბურთო მატჩების დაწყებამდე, მაგრამ ახლა მშვიდად მოსმენა მერჩივნა.
დასრულდა დაჯილდოება, მაგრამ დარბაზის დატოვება არ მინდოდა, ისევ ფეხზე ვიდექი დროშაშემოხვეული და ტაშს ვუკრავდი. ბედნიერი ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ამხელა გზის გავლა ღირდა, შორეულ უზბეკეთში საქართველოს ჰიმნს ამაყად მოვუსმინე, უცხოელებმა კი ჩემი ქართველობა მომილოცეს, ჩემი თანამემამულის წარმატება დააფასეს...
უკვე გასვლის დრო იყო, ამჯერად დროშა ჩანთაში არ შემინახავს, ისევ მხრებზე მქონდა შემოხვეული, ვტოვებდი "ჰუმო არენას" და რამდენიმე ქართველს ვხედავდი, რომლებმაც ჩემ მსგავსად დროშაშემოფარებულმა და ამაყად თავაწეულმა დატოვეს დარბაზი. სიამაყით მივდიოდი და მინდოდა ეს გრძნობა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო...
მანი
წინსვლა წარმატება უფლის წყალობა გქონდეს ტატო ამინ!
იმედა კურტანიძე
ყოჩაღი გიორგი. ყველაფერი მისხალ-მისხალ გაქვს აღწერილი.მაგრამ ჩემი აზრით ერთი მცირე დეტალს დანამატები,რითაც იქ მყოფმა ქართველებმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი,თუ რა საამაყო ქვეყნის შვილები ვართ.ტატომ იმ მძიმე ფინალური ბრძოლის შემდეგ, როდესაც ორივენი ძლივს იდგნენ ფეხზე,ტატომ ჩაკიდა კაფეს ხელი და ორივეს გამარჯვების ნიშნად დიდხანს ზეაწეული ეკავა.არცერთ ჩემპიონს არც ქალებში და არც კაცებში მსგავსი რამ არ ჩაუდენია.მართლაც,რომ ღირსეული ქართველი ჩემპიონის რაინდული საქციელი იყო.
ადამიანი
ბრავო,გათბა გული
გიორგი
სხვა ადამინებში ვინც მალავს თავის წარმოშობას ერთი წამითაც კი ქართველი არ მიგულისხმია. არიან ერები რომლებთაც ცხვენიათ თავისი წარმოშობის და ისინი არიან საცოდავები. ისინი მყავდა მხედველობაში. ბოდიშს ვიხდი ძალიან გულის ამაჩუყებელ წერილის ავტორთან !
G.LA
მე 30 წლამდე ვიყავი ემიგრაციაში სხვა და სხვა ქვეყნებში. არასოდეს არსად არ შემხვედრია ქართველი ვისაც თავის ქართველობა დაემალოს. მე მინახავს სხვა ეროვნების ხალხი ვინც ქართველებათ ასაღებდნენ თავს და შელაპარაკებაც მქონია მაგის გამო.( ყვავილებს ყიდნენ გადასასვლელში) არ ვიცი რა ქართველები ნახე მასეთი უნსგავსები ან თუ მართლა ნახე და არ იტყუები. ჩვენ არსად სასირცხვილოდ არ გვიცხოვრია და თუ ვიღაც დაცემულებთან მართლა გქონდა საქმე ეგ შენი პრობლემაა. აქ კი მოეშვი ჩვენ ემიგრანტების ლაფში ამოსვრას.
ავთო
გენაცვალეთ
გიორგის
ავტორს არ დაუწერია, რომ დამალა ეროვნება, გარკვევით უწერია დროშა შემოფარებული ვიყავიო :)) რატომ ხართ ჩასაფრებულის პოზიციიდან ამ მშვებიერ წერილზე?
გიორგი
27 წელია ემიგრანტი ვარ , არასოდეს არ დამიმალავს ჩემი წარმოშობა, ყოველთვის მეამამაყება ჩემი ქართველობა . ბევრია ისეთი, რომ ხშირად მალავს თავის ეროვნებას სხვადასხვა მიზეზის გამო, საცოდავია ასეთი კაცი !
ავტორს
გადმომედო ემოციები, ყოჩაღ გიორგი! ტატო ოლიმპიადაზეც ოქროს ველით
tngh
მადლობა ტატო!!! წარმატებები!!!
არჩილა
მაისურაძის დანახვა არავის გაკვირვებია, იმიტომ, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ბექაურის დანახვა გაგვიკვირდა, იმიტომ, რომ შარშანდელი ოლიმპიადის შემდეგ, მთელი 1 წელი არ ჰქონდა ნაასპარეზევი.
SL
არაერთხელ გამიგრიტიკებია ამ ავტორის დაწერილი, მაგრამ ეხლა ვუხდი დიდ მადლობას. გადმომედო ემოციები. გაიხარე გიორგი, ღმერთი შენსკენ!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
"ეს ჩემი მიზანია" - თოფურია MMA-დან კრივში გადაინაცვლებს?
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს