არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ საკუთარ ნაკრებზე ისაუბრა:

"ალბისელესტეს" თამაშში ემოცია ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა, თუმცა ახლა, ამ მუნდიალზე, ეს გრძნობა გამძაფრებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. 1978 და 1986 წლებში, მსოფლიო პირველობის მოგების შემდეგ, კიდევ ერთხელ მუნდიალზე გამარჯვება ჩვენი ხალხისა და ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ეს სახეობა ჩვენი კულტურის ნაწილია. მაშინ, როდესაც რაიმე შეჯიბრების მოგებასთან ახლოს ხარ, ნერვიულობა, ემოციურობა ბუნებრივი თანმხლები მოვლენაა, თუმცა ეს გრძნობა დღეს უფრო მეტია, რადგან კატარში ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე ჩამოვიდა ჩვენი ნაკრების მხარდასაჭერად.

"ალბისელესტეს" თამაშზე სტადიონი ივსება, მაყურებლები არაჩვეულებრივ გარემოს ქმნიან და ფეხბურთელებსაც ბოლომდე მხარს უჭერენ. ეს მათთვის დიდი თავგადასავალია, რა თქმა უნდა, მათი მოსმენა და დანახვა წარმოუდგენელ გრძნობასთანაა დაკავშირებული. ფანები მხოლოდ მატჩის მიმდინარეობისას არ მღერიან, შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე არგენტინული სპექტაკლი იწყება და თამაშის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

ისინი აქ ორი მიზეზით ჩამოვიდნენ: რადგან ჩვენმა 36-მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ მოლოდინი გააჩინა, რომ არგენტინა ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა რეალური საბაბი სხვა არის, ლიონელ მესის ბოლო შესაძლებობა აქვს, რომ მსოფლიო პირველობა მოუტანოს "ალბისელსტეს", რასთანაც უკვე ახლოსაა. რა თქმა უნდა, ეს სხვა ფეხბურთელებმაც იციან და მოედანზე გულსა და სულს ტოვებენ. ლეო ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოძღვრავს, ასწავლის და აძლევს იმ გამოცდილებას, რაც მათ არ აქვთ, რადგან უმეტესი მათგანი მუნდიალზე პირველად გამოდის. შეხედეთ, როგორ გრაციოზულად მოდიან გვირაბიდან? მესი წინ მოუძღვის, ისინი კი თითქოს და მისი დაცვის წევრები არიან.

მოედანზე ყველანი მზად არიან, რომ მისთვის იბრძოლონ, დაიცვან ფიზიკურად და მისი ოცნებაც ახდეს. ვიცი, მაქვს მეც მასთან ნათამაშები და ზუსტად ასე ვიქცეოდით, თუმცა ახლა ვხვდები, რამდენად დიდ სიამოვნებას იღებს ლეო ამ მუნდიალიდან.

2014 წელსაც ასე იყო, არგენტინა ფინალში გავიდა, თუმცა მაშინ ჩვენი ლიდერი 27 წლის იყო, ახლა კი 35-ისაა... ერთადერთი განსხვავებაა, ის ახლა უკანასკნელ მუნდიალს ატარებს და საქმე კარიერის დასრულებისკენაც მიდის. ეს ყველაფერი კი ამ გათამაშებას ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რა იქნება იმაზე მეტად განსაკუთრებული, ვიდრე ის, თუ მესი კარიერის ბოლო მუნდიალს მოიგებს?

არგენტინა ყოველთვის ზღვარზე თამაშობს

მოედნის გარედან მარტივია იმის დანახვა, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები კაპიტნისა და გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მოგზაურობა დიდებულია, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ "ალბისელესტემ" ბეწვის ხიდზე გაიარა... საუდის არაბეთთან 1:2 მარცხის შემდეგ მექსიკასთან მძიმე ბრძოლა მოგვიწია, სადაც ისევ ლეოს ჯადოსნური გასროლით უპირატესობა მოვიპოვეთ, შემდეგ კი ენცომაც გამოიჩინა თავი. არამხოლოდ ფეხბურთელები და გულშემატკივრები გადაირივნენ, მესის კერბი, პაბლო აიმარი ნაკრების თავკაცის, სკალონის ასისტენტია, ამ გოლის შემდეგ კი ატირდა... გახსოვთ?

ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ პასუხისმგებლობას ყველა გრძნობს, თუმცა ნაკრებმა ბევრი იმუშავა, რომ ზღაპარი კარგად დასრულებულიყო. ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში გუნდმა სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა აჩვენა, მას შემდეგ, რაც 2:0 დავწინაურდით, ევროპელებმა თამაშში ანგარიში ბოლო წამზე გაათანაბრეს, თამაშს ვესწრებოდი და ძალიან ვნერვიულობდი, რადგან თითქმის მოგებული შეხვედრა პენალტებამდე მივიდა...

გაბრაზებული მესის თამაში არის ის, რაც გვიყვარს

ბევრისგან გავიგე, რომ ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ არგენტინელებმა მათ მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს, თუმცა, მეგობრებო, ეს ფეხბურთია, დაფიქრდით, რა დევს სასწორზე. მატჩის დაწყებამდე ვან გაალისა და მათი სხვა წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა არასახარბიელო ფრაზა გავრცელდა, თითქოსდა მესი ბურთს არ ეხება და ა.შ. მე ვიტყვი, რომ საბოლოოდ არგენტინამ თავი ყველაფერს კარგად გაართვა. მომეწონა ლეოს გამარჯვების შემდეგ გამოხატული რეაქციაც (ვან გაალის წინ აღნიშვნა და სიტყვები, რომლებიც მას უთხრა). მიყვარს გაბრაზებული მესის ყურება, პატარა მარადონას მაგონებს და ეს ცუდი სულაც არაა, როდესაც მიზნად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ისახავ.

მინდა ეს ამბავი ისე დასრულდეს, როგორც 1986 წელს, "ალბისელესტე" კარგად გამოიყურება, ჩვენი დამარცხება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრების 10-იანი ბურთს იღებს. გარი ლინეკერმა სწორად აღნიშნა, ნიდერლანდებთან განვითარებული სცენარი 1986 წლის მუნდიალზე გამარჯვებას რაღაცით წააგავდა. მაშინ მარადონა საუკეთესო იყო მოედანზე, დღეს მესია. ორივე ფეხბურთელს მხარს კარგი ფეხბურთელები უბამდნენ და საჭირო დროს იდეალურად თამაშობდნენ. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება, ვნახეთ, როგორ დაამარცხა ხორვატიამ ბრაზილია. ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ფეხბურთის ასეთი ემოციურობის მიზეზი არაპროგნოზირებადობაა. არ ვფიქრობ, რომ ვინმე მსგავს სცენარს წარმოიდგენდა. დიახ, ჩვენ ჩვენი თავის ფინალში დანახვა შეგვიძლია, თუმცა ჯერ იქ არ ვართ" - განაცხადა პაბლომ.

შეგახსენებთ, არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება დღეს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

რრრ
კაით რა ხალხო 86-ში მარადონა სულაც არ ჩხუბობდა დაფრინავდა და იგებდა თამაშებს. ჩხუბი დაიწყო 90-ის მსოფლიოზე როცა ნარკოტიკებით გაჟღენთილს ის აღარ შეეძლო რასაც 86-ში აკეთებდა.
07
ამ მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენაა მაროკოს შესანიშნავი ნაკრები, დიდ წარმატებას უკვე მიაღწიეს, მაგრამ იმსახურებენ უფრო მეტს, თუნდაც ვიცე-ჩემპიონობას, რაც შეეხება არგენტინას და მის უდიდეს კაპიტანს ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის - მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას ვუსურვებ.
07
მე ვისი ფანი ვარ ეგ შენი საქმე არ არის, რაც შეეხება არგენტინას, ის ნამდვილად იმსახურებს ფინალსაც და ჩემპიონობასაც, ასევე ფინალში გასვლას იმსახურებს მაროკო, რომელმაც ფეხბურთის გრანდები ჩამოიცილა და უმაგრესი თამაში აჩვენა. ასე, რომ დაბოღმილი ვინც არის ნათლად ჩანს.
მახო
მთელი ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ მაგრამ არ მესმის როგორ შეიძლება უყურებდე თამაშს და ხორვატიის თავგანწირვა ზედიზედ მეორე მსოფლიო...არ იწვევდეს სიამოვნებასა და პატივისცემას..ჯერ რონალდუ ეხლა მესი, ბრაზილიაში მოცეკვავე ნეიმარი ტრენდად იქცა 1 ფეხბურთელის გამო ფეტიშიზმი..
8787
ბოლომდე წვეთი არ შერჩეს ჭიქას.
თემო
მიესალმები არგენტინა მაროკოს? მაროკოს რომ ფინალში წარმოიდგენ ამით ამტკიცებ ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ ან უბრალოდ დაბოღმილი ხარ...არგენტინის გულშემატკივარის არაფერი გიგავს ალბათ უფრო ინგლისი, გერმანია ან იტალიის „ფანი ხარ" შეიძლება გაგდებული ბრაზილიის და ეხლა ყველაზე აფსურდულ გადათამაშებას ნატრობ.
07
მივესალმები თუ არგენტინა დაამარცხებს ხორვატიას და მაროკო თუ დაამარცხებს საფრანგეთს (ეს უკანასკნელი ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც მინდა დავიჯერო) ე.ი. ფ ი ნ ა ლ ი: არგენტინა-მაროკო მე-3 ადგილისთვის: საფრანგეთი-ხორვატია საბოლოო შედეგი კი: 1) არგენტინა; 2) მაროკო; 3) საფრანგეთი; 4) ხორვატია.
თემო
არგენტინას და მის საოცარ კაპიტანს: გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ გარჯვება!!!!!!!!!!!!
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
მანუელ პელეგრინი: ეს იყო მარცხი ყველაზე ძლიერებთან
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა
კოპა ამერიკა 2015. B ჯგუფი. II ტური: არგენტინამ ურუგვაი გატეხა [VIDEO]
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
ნაადრევად ხანდაზმულები: ოპტიკური ილუზია თუ გადაკეთებული ასაკი?
რომაული არდადეგები: "სიტი" განცხ-რომაშია
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები კლუბს ლიონელ მესის ყიდვას სთხოვენ
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
პაბლო საბალეტამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]