ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

"ხვიჩა, როგორ გაზრდილხარ! მისმინე..." - კვარაცხელიასა და სიომინს შორის ნეაპოლში თბილი შეხვედრა შედგა [VIDEO]

"ხვიჩა, როგორ გაზრდილხარ! მისმინე..." - კვარაცხელიასა და სიომინს შორის ნეაპოლში თბილი შეხვედრა შედგა [VIDEO]

<p>ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი იური სიომინთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ისინი ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექსეი მირანჩუკს შეხვდნენ.</p><p>როგორც იცით, სიომინი ქართველს მოსკოვის "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა. ის "კვარაზე" ყოველთვის დადებითად და თბილად საუბრობს. მათი შეხვედრაც იტალიაში ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.</p><p>"ხვიჩა, როგორ გაზრდილხარ, გვიხარია შენ გამო და ვნერვიულობთ. მისმინე, შენ ძალიან გაზრდილხარ, რამდენი ხარ ახლა სიმაღლეში? 184 სანტიმეტრი? აშკარად გაიზარდე "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ.</p><p>ჩემთან ყველაფერი კარგადაა, გვიხარია შენ გამო და ვნერვიულობთ. ბევრი ადამიანია, რომლებიც შენ გამო ნერვიულობენ. შენ ძალიან კარგი კვალი დატოვე რუსეთის პრემიერლიგასა და "ლოკომოტივში" და არ დასწიო საკუთარი თავისთვის წაყენებული მოთხოვნები.</p><p>შენ წინააღმდეგ წესების დარღვევაზე აღარ რეაგირებ, წამოდგები და თამაშობ ხოლმე. იტალიური როგორ ისწავლე? უკვე რუსულზე უკეთ საუბრობ? აუცილებლად ისწავლე. თქვენ კარგი გუნდი გყავთ და ძალიან კარგად თამაშობთ და იმ გუნდში მოხვდი, რომელიც შენთვის საუკეთესო იყო", - უთხრა სიომინმა კვარაცხელიას.</p><p><p><br></p>

  • გიორგი

    მონა კი მონად დარჩება.

  • maqsimum

    ოკუპანტი ამერიკაა სლავა რასიიიიიიიიიიიიიიიი

  • irakli81

    კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ რუსის ადამიანობის მაინც არ მჯერა. უბრალოდ ზოგი ლაითი ოკუპანტია

  • დ

    დააკვირდით ხვიჩას, როგორი მოწიწებით და რიდით ეპყრობა სიომინს, როგორ ეტყობა, რომ ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ადამიანია, როგორი მორიდებულია, მიუხედავად ასეთი პოპულარობისა. სწორედ ამიტომ გახდება ის დიადი. ყოჩაღ ხვიჩა, ყოჩაღ შენს მშობლებს, ასეთი ქართველის აღზრდისათვის.

  • ოტო

    მეცოცხეებია სააკაშვილი ახალაია, მერაბიშვილი, ბოკერია და მთელი მათი პარტია, შეიძლება ბედუკაძეც

  • Რეზო

    ხვიჩა ნიჭიერი ქართველია, არვითარი ქართული ფეხბურთის პროდუქტი, ქართული ფეხბურთი არ არსებობს.

  • ჰაჰაჰა

    მეცოცხეები ვინ? ბედუკაძე და ვინც ის დროშაზე დაიხატა და ეროვნულ გმირად გამოაცხადა?

  • ზურა

    სიომინი, სლუცკი და ახლა უკვე სპალეტიც..საბედნიეროდ ხვიჩას კარგი მწვრთნელები და რაც მთავარია კარგი ადამიანები ხვდება.ნამდვილად დასაფასებელია მათი დამოკიდებულება და რჩევები ხვიჩას მიმართ. ეს ის შემთხვევაა როცა ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.

  • თერჯოლელი

    ყოველთვის ვამბობდი და ახლაც სიამოვნებით ვამბობ:სიომინი ბრწყინვალე პიროვნებაა,მოყვასის მოყვარულია,თბილი,ტკბილი ადამიანია,ასეთივეა სლუცკიც,ორივეს ძალიან უყვარს ხვიჩა არა მარტო მისი ტალანტის,არამედ მისი თავმდაბლობის გამო,იმ მოწიწების გამო,რომელიც ხვიჩას უფროსი ადამიანების მიმართ გააჩნია,ჯანმრთელობა და სიკეთე ყველა ასეთ ადამიანს და დიდი წარმატებები ხვიჩას.

  • არტ

    ხვიჩა იმითაც არის გამორჩეული, რომ დამსახურებას არავის უკარგავს, უმადური არ არის და ეს სწორია. მაგრამ რაც შეგვეხება ჩვენ, ქართველ გულშემატკივრებს, სიომინზე ნამეტანი გადაფიჩინება ცოტა რბილად რომ ვთქვათ ზედმეტი ხომ არაა? სიომინი და რუსები ცდილობენ ხვიჩას წარმატება მიიწერონ , ჩვენი გაზრდილიაო რაც ტყუილია, ორიოდე სეზონი იყო იქ და არანაირად არაა რუსული ფეხბურთის პროდუქტი! და მეორეც- მალხაზ ასათიანის წარუმატებელი (მის ნიჭთან შედარებით) კარიერა მათ შორის სიომინის ბრალიცაა. ჯერ ამპლუა შეუვალა და უნუჭიერეს ნახევარმცველს დაცვაში ათამაშებდა მერე კი თითი თითზე არ დაარტყა იმისათვის, რომ საერთოდ არ წასულიყო ასათიანი ფეხბურთიდან.კი ბატონო ასათიანმაუპირველეს ყოვლისა თვითონ დაუშავა თავს რომ დროზე არ წავიდა ევროპაში, მაგრამ ნურც სხვების ბრალს"" დავივიწყებთ. ხვიჩა არის ქართული ფეხბურთის პროდუქტი, მისი საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი და რატომ ვუშვებთ რომ ვიღაცეები ცდილობენ მიიწერონ?

  • ბაკარია

    მეცოცხეები იტყვიან,ნახე რუსს ჩაეხუტაო! ადრე კიდევ "ოჯახია მთავარიო" - არ ყოფილა ეს ჩვენიანიო

  • gio

    ხვიჩა ყველას უყვარს . ჩვენი სიამაყეა. მაგარ საქმეს აკეთებს ეს პატარა ბიჭი.

  • Ffff

    თვალი არ ეცეს.

  • დავით 67

    3. ასევე უმადური არ ვარ და ამ ორი მწვრთნელის ამაგს ვაფასებ. თუმცა ხვიჩას წარმატება თვითონ ხვიჩას დამსახურება უფრო მიმაჩნია. უდავოდ!

  • გეგი

    სიომინი რა მაგარი კაცია და როგორი თბილი შეხვედრაა,სლუცკიც ასეთი კარგი ადამიანია რომ იცოდეეთ.

  • Skeleton

    1.ფიზიკურ მომზადებაზე ავღნიშნე უკვე. და მაგას ვერც ვერავინ უარყოფს, რომ რუსეთში ფიზიკას მოუმატა. 2.ძალიან ბევრი სტატია და ბლოგი მხვდება რუსების, რომ ხვიჩა მათ გაზარდეს და რადგან ხვიჩამ ასე გაიბრწყინა ევროპაში, ახლა რუსეთის პრემიერლიგითაც დაინტერესდებიანო. ერთი თუ გაიზარდა ასეთი, ესე იგი სხვენიც იქნებიანო. ჩემთვის არასასიამოვნოა, რუსეთის პრემიერ ლიგის პიარი ხვიჩას გამოყენებით. 3. ასევე უმადური არ ვარ და ამ ორი მწვრთნელის ამაგს ვაფასებ. თუმცა ხვიჩას წარმატება თვითონ ხვიჩას დამსახურება უფრო მიმაჩნია. ❤️

  • ჯონი

    სიომინი არის მაგარი კაცი და აქ საერთოდ არ აქვვს მნიშვნელობარუსია თუ ქართველი ! ბევრ ქართველზე მეტი აქვს გაკეთებული ჩვენი ბიჭების მიმართ. რაც შეეხება ხვიჩას ყოველთვის მამა შვილივით ექცეოდა და ახლც ასეა.

  • დავით 67

    Skeleton-ს! არავინ ამბობს რომ მათ გამოზარდეს. მათ კერძოდ სიომინმა, მისი ნიჭი დაინახა. ესეც ბევრს ნიშნავს. ამიტომაც ეამაყებათ. ესეც რომ არა მათ სწორი მიმართულება მისცეს მის ნიჭს.დიახაც მისი პირველი მწვრთნელი არის სიომინი. თუ ძალიან ჩაუღრმავდები, მაშინ მშობლები ყოფილან ვინც ყოფილან. მათ უნდა ვუმადლოთ რომ ამდენ სიხარულს ანიჭებს ხვიჩა ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს.

  • zura222

    და ვინ ამბობს რომ რუსებმა გაზარდეს ? ორივე გუნდში ძალიან მაგარი მწვრთნელები ყავდა და კარგადავ მოამზადეს ფიზიკურად ! ის ფიზიკური მომზადება რომ არ გაევლო ეხლა ამის ნახევარსაც ვერ ითამაშებდა ! უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაქაჩავდა და დასვამდნენ სკამზე ან ფარმ კლუნში გაუშვებდნენ

  • zura222

    უყრი პალიჩი ჯიგარია! ქართველები ყოველთვის უყვარდა და შემთხვევითი არაა ამდენი ქართველი რომ ყავდა გუნდში !

  • საავედრა

    დასაფასებელია როცა ადამიანი ხარ ყველა სიტუაციაში. მალხაზ ასათიანიც ძალიან უყვარს სიომინს, კარგ დონეზე კარგი ფეხბურთი ათამაშა ლოკომოტივში, ჩემპიონთა ლიგა მერე კიევის დინამოშიც წაიყვანა როცა იქ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად. ცოტა ჩვენ კვარასაც შეავლო ხელი. მადლობა ყველას ვისაც კვარას ამ დიდი წარმატებაში სულ პატარა წვლილი მაინც შეუტანია. შენ გაიხარე კვარა ვამაყობთ! შენით უფალი გფარავდეს!

  • Skeleton

    ძალიან თბილი ვიდეოა მაგრამ... რუსებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ მათ აღმოაჩინეს ხვიჩა და მათ აქციეს ფეხბურთელად. ზედმეტად კეთდება აქცენტი ამაზე. გადაცემა "სარბიელში" ქართველი მწვრთნელი ჰყავდათ ამასწინად, ვინც ბავშვობაში ავარჯიშებდა ხვიჩას და თუ ეგრეა იმ კაცის დამსახურებაც არის რაღაც, უამრავი რამ მოყვა ხვიჩას ბავშვობაზე და მის მიდგომებზე ვარჯიშის მიმართ, სიმონი და სლუცკი თუ არის საინტერესო იტალიური პრესისთვის, ის ქართველი მწვრთნელი რატომ არაა? იქნებ იმის მიდგომები რომ არა, საერთოდ არ გამხდარიყო ხვიჩა ფეხბურთელი. 18 წლის ასაკში ხვიჩა უკვე გაზრდილი და ჩამოყალიბებული იყო, რუსებმა რომ ნახეს, თავისი ინდივიდუალური უსაზღვრო ნიჭით და შესაძლებლობებით, თუ სათამაშო დროს აძლევდნენ რუსეთში, იმას არ ნიშნავს, რომ მაგათმა აქციეს ფეხბურთელად, ხვიჩამ ფიზიკა გაიუმჯობესა რუსეთში და უფრო ძლიერი გახდა, ამას არავინ უარყოფს, თუ არ ათამაშებდნენ ბევრსაც დაკარგავდნენ. ვერ ვხვდები რატომ უძღვნიან ამდენ გადაცემას ხვიჩას რუსები, რატომ გადიან სულ იტალიურ პრესასთან კონტაქტზე და რატომ იბრალებენ ხვიჩას აღმოჩენას. ქართველ მწვრთნელებს გაუკეთდეს ამხელა პიარი იტალიურ პრესაში, ვინც პატარაობაში ხვიჩასთან იმუშავა და არა იმათ, ვისთანაც ხვიჩა უკვე როგორც მზა "პროდუქტი" ისე მივიდა. გასაგებია, რომ ქართველებს განსაკუთრებით უხარიათ, რუსისგან ნათქვამი თბილი სიტყვები და თავზე ხელის გადასმა, მაგრამ ზედმეტია რუსული პრემიერ ლიგის პიარი ხვიჩას ფონზე. ხვიჩა კი არ გამოზარდა რუსულმა ფეხბურთმა, პირიქით, ხვიჩამ გახადა სანახაობრივი რუსული პრემიერ ლიგა და ხვიჩა იყო ის, ვის გამოც ხალხი ფეხბურთის საყურებლად მიდიოდა. ამას მე არ ვიგონებ, ამას თავად რუსი მაყურებელი წერდა. ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავად იქცა და ახლაც არ ანებენენ თავს იქედან. ამ ნობელმა უკვე მერამდენე გადაცემა გააკეთა ხვიჩაზე ვეღარც ვითვლი. ერთი სული გვქონდა როდის მოშორდებოდა რუსეთს, აგვიხდა ეს ოცნება და ახლა ხვიჩას ფონზე რუსული ფეხბურთის გაპიარებას იწყებენ...

  • :-)

    პარიზში წასვლა ვიღას უკვირს დღეს? თქვენი აზრით ვინც ფეხბურთს თამაშობს პარიზში ფოტო არავის აქვს გადაღებული? გამოქვაბულში ინტერნეტმა დაიჭირა თუ რას მივაწეროთ ეს ორღობული კომენტარი? განვითარების ნაკლებობა იწვევს სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას. ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში და საკუთარი ცხოვრების უქონლობას ყველგან ნუ გამოაჭენებთ.

  • თერჯოლელი

    ხვიჩა!ბაბუ უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეს. დიდი გამარჯვებები,შენი მიზნების განსზხორციელებლად და ქართველი ერის გასახარად.

  • საბა

    სიომინი მუდამ მომწონდა, არა მგონია რამე ისე შეიცვალოს რომ სხვა წამროდგენა შემექმნას მასზე

  • ვახო სანაია.

    ხვიჩააა! როგორ გაბედე და რუსს მიესალმე და გადაეხვიე??? ვაი, მე არ ვიყო ვახო სანაია, თუ არ დაგისტვინო რა?

  • dato

    კარგი კაცია იურა სიომინი და სლუცკიც ხვიჩა როგორი მოწიწებით ელაპარაკება ეგრე გააგრძელე ხივიჩა ათასად კაცი დაფასდა ათი ათასად ზრდილობა .

  • Gaga

    ორი ადამიანი....

  • ghy

    მგონია ფორმაში შესვლას ცდილობს 4-ისთვის, მინდორზე ოფლს ღვრის, ეს კი სატრფოსთან ერთად პარიზში გულაობს, არ ვიცი რა ასე რა გამოვა.

  • ზურა

    კარგი დამოკიდებულება არ ნიშნავს რომ მაგარია!!! ასათიანი ალბათ ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი დანაკლისია, მარტო სიომინის ბრალი არ არის ეგ, მაგრამ ესეთ კაცს რომ დაცვაში ჩაიყვან უკვე დანაშაულია00 და რამდენი წლის იყო ბუცები რომ ჩამოკიდა?! ბევრი ტალანტი დაიკარგა, მაგრამ ასათიანი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი დავკარგეთ ანუ ტრავმებს ვერ დავაბრალებთ მარტო

  • dimo

    დინამოში ძირითადში რომ არ ათამაშებდნენ და რუსთავში გაუშვეს, არ არის დინამოს დონისო . ექვსი თვის მერე წაიყვანა სიომინმა ლოკომოტივში და 18 თამაშიდან 11 ათამაშა( მეტი თუ არა, ზუსტად არ მახსოვს) . ასე რომ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ.

  • :-)

    სამწუხაროდ ქართველები მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციიდან უყურებენ ამ ბიჭს. ამას გულშემატკივრიბა არ ჰქვია. როგორ შეიძლება ყველაფერზე ნეგატიური აზრი გქონდეს, ან პარიზში წასვლა გიკვირდეს (თითქოს დღეს რამე სირთულეს წარმოადგენდეს პარიზში გასვლა), ან ტრავმის მერე ამხანაგური თამაშის ისე ვერ ჩატარება, როგორც ტრავმამდე, როგორ შეიძლება ისეთ დამამცირებელ კომენტარებს უწერდე შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს... მგონია, პირდაპირ გამოქვაბულიდან მოდის ეს ხალხი. გგონიათ ყველა გოლის მერე აქ რომ ყიჟინას სცემდნენ, მართლა უხაროდათ მისი წარმატება? გამოჩნდა როგორც. ერთი სული აქვთ, თავს დაესხნენ და დაგლიჯონ. დაიწყება სეზონი და რამდენიმე თამაში თუ უგოლოდ გადააბა, მერე დააკვირდით აქ გინებას. გულისამრევია, როგორ ჭორაობენ და ილანძღებიან ამ ქვეყნის კაცები... თუ აგრესიულად გამომეხმაურებით, ესე იგი თავები ამოიცანით. ❤️

  • llcl-ს

    რა მაგარი ,,მზე" ხარ!

  • ვახო...

    მადლობა სიომინს დიდი სითბოსათვის... უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!

  • ლაშა

    წარმატებები ხვიჩას. სიომინი ჩინებული პიროვნებაა! უბრალოდ ზოგიერთი რუსის მიერ გამოვლენილი შოვინიზმიდან იწყებოდა და სამწუხაროდ გრძელდება ყველაფერი ცუდი...

  • ირაკლი

    llcl ძმა არავინ არ ამბობს იმას რომ ხვიჩას ნიჭი და წარმატება სხვების დამსახურებაა. უბრალოდ ფაქტი ისაა რო სიომინმაც და მითუმეტეს, სლუცკიმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის განვითარებაში და გინდ ისე თქვი გინდ ასე, ფაქტი ფაქტად რჩება.

  • llcl

    კარგი რა თუ ჩემი ძმა ხარ, არაფერი მაგარი კაცი არაა, ჯერ მარტო ასკა რომ დაცვაში დასწია ის ვერ მიპატიებია მაგისთვის, არცერთ ქართველს მაგის ხელში არ უთამაშია ის რისი პოტენციალიც ჰქონდათ, იმას მაინც ვერ ამჩნევთ, კვარა რომ ნაპოლიში ყოველ თამაშში უმატებს, ეგრევე იგრძნობა ტაკტიკურად და თამაშის წაკითხვის მხრივ უკვე სულ სხვაა, თორემ ნიჭი უფალმა აჩუქა ჩვენს ბრილიანტს, სლუცკიმ და სიომინმა კი არა

  • irakli

    მაგარი კაცია სიომინი, ქართველებს ყოველთვის კარგად ექცეოდა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

ნუთუ დე ლაურენტისი ასეთი გულუხვი გახდა? - ყველაფერი დე ბრუინისთვის!

"ხვიჩასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია" - ამბობს Матч ТВ-ის კომენტატორი

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

ღურწკაია: "რუბინმა" ხვიჩა 18 მილიონად არ გაყიდა, რადგან მალე 25 მილიონი ეღირება

ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით

"ზახარიანი ბარსელონაში"? არუსტამიანი "სომხურ რადიოს" ბევრს უსმენს" - ამბობს აგენტი

ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა

სიომინი: კვარაცხელია მარადონას არ ჩამოუვარდება

ჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერის გასაჩარხად იტალიაში მიფრინავს

"ნაპოლის" ზაფხულში გუნდის ფორვარდი გამოემშვიდობება

კონტეს სეზონის ბოლოს პრობლემები მოეძალა - "ნაპოლი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა?

უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე