უკვე დასრულების გზაზე მყოფ 2022 წელს თან სდევდა რუსეთ-უკრაინის ომის სევდა, ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და უსახლკაროდ დატოვება (რაც ახლაც გრძელდება). რუსული სპორტი (მცირე გამონაკლისის გარდა) თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნებისმიერ სპორტულ ბედნიერებას ომის ამბავი ლაიტმოტივად გაჰყვებოდა...

არსებული ვითარების გამო რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს საშუალება მიეცათ, კლუბებთან კონტრაქტის შეჩერებით ესარგებლათ. "რუბინის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ეს უფლება გამოიყენა და ბათუმის "დინამოში" ითამაშა, შემდეგ კი ბოლო წლებში მომწიფებული ევროპული ტრანსფერი უფრო მარტივად განხორციელდა და კვარაცხელია "ნაპოლიში" ვიხილეთ. ამას ხვიჩას ძალიან სწრაფი ადაპტაცია მოჰყვა და მან მალე მთელი ევროპის ალაპარაკება შეძლო. ასე რომ, 2022 წელი შეგვიძლია ქართული ლეგიონის უმაღლეს დონეზე კვლავ გაბრწყინებისა და ჩვენი ფეხბურთის საერთაშორისო პრეზენტაციის წლად ჩავთვალოთ - ჩემპიონთა ლიგაზე ხომ 17 წლის შემდეგ გავიტანეთ...

2022 წელს მნიშვნელოვანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წაუგებელი სერიაც იყო. უკვე ფაქტია, რომ "ერთა ლიგა" საჩვენო ტურნირია და აქ თამაში კარგად გამოგვდის. მთავარია, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ახლა მაინც შევაბიჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეებს, რომლებმაც ბოლო წლებში გული არაერთხელ დაგვწყვიტეს (ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთი), შესაბამისი რევანში ავუღეთ...

წლის ბოლოს ასპარეზზე ყველაზე დიდი საფეხბურთო შეჯიბრება, მსოფლიო ჩემპიონატი გამოვიდა. კატარში კარგი ტურნირი ვიხილეთ - ორგანიზებულობაც მაღალ დონეზე იყო და მოთამაშეების ფორმაც მშვენიერი. საბოლოოდ, ყველაფერი თითქოს ძალიან ლოგიკურად დასრულდა - ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია! გენიალურმა ფეხბურთელმა სანუკვარ მიზანს კარიერის ბოლოს მაინც მიაღწია. მესიმ ერთგვარად დაასრულა ეპოქა, რომელიც შთამბეჭდავია და გარკვეული დროის შემდეგ მას უკეთ გავიაზრებთ...

წლის ბოლოს პრობლემებზე მეტად სურვილებზე საუბრობენ. 2023 წელი კიდევ უფრო სხვა ასპარეზზე უნდა ავიდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სკუდეტოსკენ უნდა გაიწიოს; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება (თანამასპინძლობა) ისაა, რაც ასე მნიშვნელოვანია და წარმატებისთვისაც ყველაფერი უნდა გავიღოთ; საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება და პოზიტიური მოლოდინები აქაც გვაქვს...

გასულ წელს სათქმელი კიდევ უფრო მეტია, თუმცა 2023-ში დასაწერიც, საყურებელიც და საზეიმოც გაზრდილი უნდა იყოს!..

არჩილი
მართლაც გაალამაზა წელი ხვიჩამ
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე
პუტინის ყოფილი მოადგილე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას უთავკაცებს, მან უკრაინელ კონკურენტს 141 ხმით აჯობა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
უკრაინელმა ექსმეკარემ რუსეთის ცხოვრების დონეზე დამცინავად ისაუბრა და რუსი ჯარისკაცების დედებს შეურაცხყოფა მიაყენა
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"რუსეთთან ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება" - უკრაინელი ფრენბურთელი
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
მარიუპოლში ექსკალათბურთელი აფეთქებას გადაურჩა - საავადმყოფოს ნაცვლად გაყინულ სარდაფში