ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ქობულეთის "შუქურამ" ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"საფეხბურთო კლუბი "შუქურა" გილოცავთ ახალ 2023 წელს და დამდეგ შობას. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და განვითარებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ქართულ საფეხბურთო სამყაროს და იმედს ვიტოვებთ, რომ 2023 წელი როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თვალსაზრისით პროგრესის და წინსვლის წელი იქნება.

გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ "შუქურას" გარშემო შექმნილ ნეგატიურ საინფორმაციო ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ "შუქურას" ინვესტორი და მენეჯმენტი აღიარებს დროებითი ფინანსური შეფერხებების ფაქტს, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ იდგმება ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, დავალიანების გასასტუმრებლად და 2023-ის სეზონისთვის გუნდის მოსამზადებელი პერიოდის დასაგეგმად, გარე ძალები ცდილობენ კლუბის დისკრედიტაციას და "შუქურასთან" დაკავშირებით არასასურველი მოლოდინების შექმნას.

ამასთან, ობიექტურობისათვის საჭიროა მეტი დეტალები გავაჟღეროთ. გუნდში, ადმინისტრაცია და პერსონალიანად სულ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. გუნდის სახელფასო ყოველთვიური ბიუჯეტი 160,000 ლარი იყო. საშუალოდ ფეხბურთელებს 3,500 ლარი ჰქონდათ ხელფასი, როცა იმავე ლიგაში საშუალო ხელფასი 1,000 ლარია. შესაბამისად, წლის განმავლობაში გუნდში ინვესტიციამ უკვე 2 მილიონ ლარს მიაღწია.

გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ "შუქურა" არათუ არ დაიშლება, არამედ ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება და ჩვენი გუნდი განვითარების გზით გააგრძელებს სვლას. ახალი ინვესტორის მოსვლის შემდეგ ჩვენ დამაჯერებლად დავძლიეთ ლიგა-2-ის ბარიერი და ელიგაში აღვზევდით, მიღწეულზე შეჩერებას კი არ ვაპირებთ.

კლუბის ინვესტორის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ინფრასტრუქტურის საკითხი, რაც "შუქურას" სამომავლო წარმატებებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მთავარი საფუძველი გახდება. მივმართავთ იმ "კეთილმოსურნეებს", რომლებსაც "შუქურას’ გარშემო აპოკალიპტური სურათის დახატვით საფეხბურთო საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ.

თუ "შუქურას" ბედი მართლაც გაინტერესებთ და გაღელვებთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და უსაფუძვლო უარყოფითი დასკვნებისგან. ძალიან მალე ყველა დაინახავს, თუ რა დადებითი ძვრები განხორციელდება კლუბის განვითარების მიმართულებით".

"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
საქართველოს თასის პირველი ფინალისტი დრამატულად გაირკვა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]