"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა Матч ТВ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს ყველა თამაში ნაყიდი ჰქონდა.

- ხომ არ თვლით საჭიროდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის შემდეგ რიტორიკის ცოტა შეცვლა და ჩერჩესოვის მხარდაჭერა გმართებდათ?

- რისთვის უნდა დამეჭირა მხარი? იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი იყიდეს? ყველა თამაში იყიდეს. თქვენ რა, ამის შესახებ არაფერი არ იცით?

ჩვენ საშინაო მუნდიალზე ვთამაშობდით. იგივე იყო, რაც კორეასა და იაპონიაში, როდესაც იტალიელები დახოცეს, საერთოდ გაიტანეს. ასე რომ, დაასრულეთ. ჩერჩესოვის მუშაობის შედეგი ევროპის ჩემპიონატზე აისახა. ეს ყველაზე მთავარი მაჩვენებელია. გაჭირვებით სძლიეს ფინელებს.

ტურნირზე ყურებით მიგვათრევდნენ. პლუს, ვის ვეთამაშეთ ასე? ურუგვაის, რომელმაც გაგვიტანა. ესპანელებთან, რომლებიც გაუგებრად თამაშობდნენ. ეს უცნაური თამაში იყო. ეს ძალიან უცნაური თამაში იყო. მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში ეს ამბავი ამოტივტივდება.

- თვლით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე ასეთი რამ შესაძლებელია?

- თქვენ არ დაფიქრებულხართ, მატჩამდე ერთი დღით ადრე რატომ მოიშორეს ესპანეთის მწვრთნელი? დანიშნეს იერო, რომელიც შედეგის მიუხედავად, ფედერაციაში იმუშავებდა. ფიქრობთ, რომ ესპანეთის მეფე ასე უბრალოდ ჩამოფრინდა? ბიჭებო, დამიჯერეთ, არის ინფორმაცია და ეს დროთა განმავლობაში გაცხადდება. ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.

ესპანეთი კი არ თამაშობდა, არამედ წვალობდა. საერთოდ კარის გარეშე მოქმედებდნენ, ვინაიდან აშკარად კარს ზემოდან გადაცილება ლამაზი არ არის. და ბურთს აგორავებდნენ. მე რა, ფეხბურთი არ მითამაშია და არ ვიცი, ეს რა არის? მით უმეტეს, კონკრეტული ინფორმაცია იყო. ურუგვაისთან ჩვენ თანხვედრის წერტილები არ გვაქვს, მათთვის ყველაფერი სულერთი იყო - გამოვიდნენ და იქიდან გაგვიტანეს.

- გჯერათ, რომ ასეთ რამეში ინიესტასა და რამოსის დონის ფეხბურთელებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება?

- მისმინეთ, თუ ესპანეთის მეფე ღია ტექსტით მიგანიშნებს, შენ რას უპასუხებ? და აი, ბურთის გორებას დაიწყებენ და ინიციატივას არ გამოიჩენენ. იფიქრებენ: "ეს რა ჯანდაბად გვინდა?"

- ესპანეთს სხვა მენტალობა აქვს - ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყნის ლიდერის აზრზე არიან დამოკიდებული...

- ბიჭებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ - არა. ესპანეთის მეფე ჩამოვიდა და კონკრეტული შეთანხმება იყო.

- თქვენ მოვლენების ეს ვერსია იცით თუ გჯერათ?

- მჯერა და ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან არსებობს, თვით ფეხბურთელებისგან. ბოლომდე არ გავხსნი. მსურს ეს ჩემგან კი არა, არამედ ფეხბურთელებისგან გამჟღავნდეს. ადრე თუ გვიან აღიარებენ და იტყვიან. დრო მოვა და ყველაფერი გაცხადდება.

tngh
ვისგან ყიდულობდა...
Master
რავიცი ეს კაცი მეტად ჩახედულია,მაგრამ თუ ჩაწყობაა,მაშინ კენჭისყრას უფრო ჩააწყობდნენ,ეგვიპტე და საუდის არაბეთი რომ დაუჯდათ ჯგუფში.თუ ესპანეთი იყიდეს,სადაც ესპანეთი იქ არც ხორვატების ყიდვა გაუჭირდებოდათ და არც ურუგვაისთან წააგებდნენ 0-3-ს.ესპანეთი კი რა ხვითოცაა ამ მუნდიალზეც გამოჩნდა თითქმის იგივენაირად წააგეს როგორც რუსებთან.აი ზენიტმა რომ იყიდა ბაიერნთან 4-0 და უეფას თასი,ეგ დამტკიცდა კიდეც,მარა ჩაფარცხეს საქმე.2018-ის მსოფლიო კი არ გავდა ჩაწყობილ ამბავს.
aburjga
ჩამოყალიბებული შათლახიას ეს კაცი! აქ ვიღაცეები რომ წერთ რამოსიც იყიდება და ინიესტაცო, რავა მარტო ეს ნაბ---რი კანჩელსკისია სისპეტაკის განხორციელება, ამ მაჩვს ფული უყვარს?! ამას და ამისთანებს რომ უსმინო, კაცმა სპორტს საერთოდ აღარ უნდა უყურო!!!
zura222
ეს არ ვიცი მაგრამ ცსკას და ზენიტის ორი უეფას თასი გაზპრომს რომ 200 მილიონი დოლარი დაუჯდა ეს უკვე გამსკდარი საქმეა და ჰოლანდიელებს რამდენი მისცეს რუსებს რომ დაუწვნენ ევროპის ჩემიონატზე ეგ ჯერ ცნობილი არაადა ალბათ ადრე თუ გვიან ისიც ამოტიბტივდება !@@
დავით 67
კიდევ-ს! მაგას ვამბობ მეც. სხვას კი არაფერს. შეიძლება რაღაც იმამაძაღლო, მაგრამ ჩემპიონობას და ვერ იყიდი. და რუსებმა ვის მოუგეს რო..? არაბებს და ეგვიპტეს. მაგათ ისედაც მოუგებდნენ. ესპანეთთან პენალტები. ეგ ლატარეაა.
zaza
რუსები ყველაფერს იკადრებენ,მაგრამ ეგ ტიპი რომ დაბოღმილი სირია ეგეც ცნობილია.
კიდევ?
ჩემპიონობა რომ იყიდებოდეს, იაპონიაც იყიდიდა და ყატარიც )
კი ასე იყო
პიკეს ლენალტი გაიხსენეთ. როგორც კალათბურთელი და ფრენბურთელი ხტება, ისე ახტა გაშლილი ხელით და ჩამოხსნა ბურთი. აგ დონის მცველი ეგრე ვარჯიშზეხ არ ხტება. მაშინვე ვამბობდე ძმაკაცებში ეს მოცემული თამაშიაო. 24 საათი ფეხბურთს ვთამაშობდი ბავშვოვაში და უბნის დონეზეც კი ეგრე აეავუბ ხტება მაღალ ბურთზე თუ მთლად ლეღვი არ არის, არამც თუ პიკეს დონის მცვწლი. აგერ ეხლა თვითონაც ალაპარაკდნენ. ნახეთ იუთიბზე და დარწმუნდებით რომ ნაჩუქარი პენალტია პ.ს. დავით 67-ს: ახსნა კანჩელსკისმა რატომაც ვერ იყიდეს ურუგვაისგან, არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესების კვეთა და ვკიდივართო. ესპანეთს ალბათ შეპირდნენ, გაზს არ გავაძვირებთ მომდევნო 15 წელიო )))
კ ო მ ბ ლ ე
ჰმ. ინიესტა და რამოსი თუ იკადრებდნენ მაგასაო? ამას ეხლა ერთი ხელუკუღმა თქაფანი არ უნდა აჯახო?!! რას ეკიტხები ბიჯოოო! სამ თუმნად ფოთის პოლიცმაისტერი ჩაიხდის და ინიესტა ვინ ჩემი ფეხებია? ან რამოსი? შენ გადაუხადე და სტადიონზე ტიტლიკანები ირბენენ, არა გჯერამს? მიე მაყუთი და დაგაჯერებენ...
დავით 67
კი მაგრამ მასე თუ იყო, ჩემპიონობა რატომ ვერ იყიდეს ან თუნდაც ხორვატებს რატომ ვერ მოუგეს? ეძვირათ?ტოტალიზატორჩიკების (მოთამაშეების)მოგონილია ეს ყველაფერი,განსაკუთრებით მაშინ ეწყებათ მოლანდებები, როცა მათი ფსონი წაგებულია.
rugby
ხოდა მასეთებს რუსები ადამიანებად მაინც თვლიდნენ :) ამათ აქ ჩამოსული ტურისტები გონიათ რუსები ... თქვენ ბელი გასპაძინს ერხევა კულტურ-მულტურ-ცეხავიკ-ვარავსკოი-ტანცი-მანცი გრუზინებო :)
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ახალი ამბავი.
რრრ
კაი რა ანდრეი, ამ განცხადებით რამდენ პუტინის მონა ქართველს გული გაუტეხე, ტიპები რუსეთის ჩემპიონობაზე დებდნენ ფსონს განსაკუთრებით ესპანეთის ძლევის მერე.DDD
Givi
100% ambobs igive iko 2008 evroze nakidi qondat tamashebi espaneti ver ikides marto, mashin utitulod ikvnen espanelebi da shedegic logikuri iko jer 4-1 jgufshi da 3-0 naxevarfinalshi espanelta sasargeblod.
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
მესისა და კვარაცხელიას დაპირისპირების დიდი შანსი - რა გველის ივნისში
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი - ეს შესაძლებელია" - კოლოსკოვი და კანჩელსკისი მომავალ ტრანსფერზე
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა
უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს
"რუსეთს უბედურება ეწვია - 30 წელი ვერსად ვითამაშებთ" - კანჩელსკისი
კანჩელსკისი: რუსეთის სასჯელის ვადა ექვსი წელია
"კვარაცხელია მარადონას სტადიონზე ფანტასტიკაა" - კანჩელსკისი
რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
კანჩელსკისი: რუსულ ფეხბურთში 90% თაღლითი და ვიგინდარაა
"ქართველებს ვქომაგობ და მათი გასვლის იმედი მაქვს... თუ სანიოლის გუნდის წინა თამაშებს გადავხედავთ..." - კანჩელსკისი საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე