საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 7 და 8 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი მოლდოვის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ასაკობრივ გუნდს ოფიციალური მატჩები მარტში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ელის.

ბესარიონ არველაძე (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველი მატჩები გვაქვს ახალი ფორმაციის ნაკრებს. კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა გარკვეული დრო სჭირდებათ. მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებს მარტში დაგეგმილი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ. ძალიან მცირე დროა, რაც ამ ბიჭებმა ერთად თამაში დაიწყეს. შესაბამისად, შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემაა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, ინტენსიური ვარჯიშებით დარჩენილი დრო კარგად გამოვიყენოთ“.

გიგი ჯანაშია (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი): „ვემზადებით მოახლოებული მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ და წარმატებას მივაღწევთ. მოლდოვასთან მატჩებით დავასრულებთ მოსამზადებელ შეკრებას და მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავემგზავრებით. ამ შემადგენლობით პირველად ვართ შეკრებილი, თუმცა ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ და შევთამაშდეთ“.

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიგი ლომაია (მართვე, ქუთაისი), ლუკა ცაბაურაშვილი (ს.ლ. აკადემია), ქურდაძე გიორგი (სეუ)

წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი (დინამო თბილისი), ლუკა კაციტაძე (დინამო თბილისი), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), დავით კაკუბავა (ს.ლ. აკადემია), დავით მარგველაშვილი (ქუთაისი), გიორგი სონღულაშვილი (ს.ლ. აკადემია), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე (ს.ლ. აკადემია), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგი ჯანაშია (ს.ლ. აკადემია).

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების მატჩების განრიგი

7 თებერვალი | 18:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19

8 თებერვალი | 15:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19

nakrebi.ge

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ