მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10 ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

სოსო
რა სიტყვაა დასაფერთხი?ისე გამოგყავს,რომ არაფერი გაუკეთებიათ ქართული კალათბურთისათვის და გარეკეთო!კარგი ბატონო და გაუშვეს.მერე?გეგულება სამი ისეთი კაცი,ვინც მათ,თუნდაც მიახლოებით მაინც ჩაანაცვლებს?ჩამოთვალე,იქნებ არც ჩვენ ვიცით და არც მწვრთნელებმა,მათი სახელები.
ჯორდანა
არ ვიცი რა გითხრათ? ძალიან სუსტი გუნდი გვყავს ძალიან! სამიანების მსროლელი როგორ ვერ გავზარდეთ 30 წელია? ცინცაძეს მოვუხადოთ მადლობა და წავიდეს უკვე დროა დიდი ხანია! მაინც იმედიანად ვიყოთ ღმერთის წყალობით იქნებ გამოსწორდეს რაიმე! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!!
გოგა
სუსტ ჰოლანდიასთან ჰო, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდებთან შანცი არ გვაქ, თუ პერიმეტრზე თამაში არ გამოვასწორეთ, წარმატებები ბიჭებს ისლანდიასთან.
ილია
ყველაზე სუსტის პერიმეტრი ჩვენ გვაქვს, ვისთანაც კი გვითამაშია ამ ბოლო წლებში და გამოსწორების რესურსიც რომ არ ჩანს სამწუხაროთ
გია
ტურისტებად რომ დაყავთ უკვე რამდენი წელია მაინც აღარ სცხვენიათ, დალოცვილო ახალგაზრდები წამოიყვანე მაინც გახალისდებიან, მეტს ივარჯიშებენ მარტო თოკოს და შერმადინის იმედად როდემდე, არ შეიძლება. მივცეთ ახალგაზრდა პერსპექტიულ ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება უფასოდ, ბევრს არ აქვს საშუალება და იკარგება თაობა. კიდევ ფაჩულიას აკადემიაში როგორ არ გაიზარდა ამ ხნის მანძილზე ერთი კალათბურთელიც მაინც.
სოსო
ისევ ბებერმა ხარებმა მოხნეს რქებით,მაგრამ როდემდე?აგერ ევროპაზე ერთი გამოგვაკლდა,ერთიც ტრავმიანი თამაშობდა და სრული ფიასკო განვიცადეთ.ძალიან მიყვარს გიო ცინცაძე,მაგრამ რამდენი წლისაა და სად თამაშობს,უამრავი ტრავმაც გადაიტანა...აღარ აქვს ის სისწრაფე და გამძლეობა,შემცვლელი კი არავინ გვყავს.რაც უნდა ვთქვათ,რატი გამთამაშებლად ვერ ვარგობს.შინაგანად არ არის და თავს ვერაფერს უხერხებს.როგორც კი ბურთს იღებს,უკვე ვიცით,რომ ფარზეა დამიზნებული,მეტოქეებმაც იციან და გზას უბლოკავენ.სასწრაფოდ გვჭირდება ხარისხიანი გამთამაშებელი და ის,არსად ჩანს.კარგია პერსპექტიული ბიჭების ევროპის კლუბებში გაგზავნა,მაგრამ სანამ იქ წავლენ,უკვე აქ უნდა ჰქონდეთ საბაზისო საკალათბურთო განათლება მიღებული.ბურთის ხარისხიან ფლობას და ზუსტი სროლის უნარებს ვგულისხმობ,პირველ რიგში.ძალიან მიყვარს დუდა სანაძე და შვილის გაჩენასაც ვულოცავ.ბევრჯერ გადავურჩენივართ მის ზუსტ ტყორცნებს,მაგრამ სიზუსტეში,მამის სტაბილურ სიზუსტეს მაინც ვერ მიაღწია,ვერც ბურჯანაძეა,ზაზას მასშტაბის კალათბურთელი და გიო შერმადინიც,რატომღაც აღარ იყენებს,სამქულიან ტყორცნებს,უცხოეთში წასვლამდე რომ ძალიანაც კარგად გამოსდიოდა.ერთი თორნიკეა,მამას რომ გადააჭარბა მიღწევებით,თუმცა მამამისს,ისეთ დროს მოუწია თამაში,საერთოდ კალათბურთის თამაში რომ გააგრძელა,ეგეც დიდი მიღწევა იყო.ამ ბიჭებს საყვედურს კი არ ვეუბნები,არასოდეს ზოგავენ თავს,მაგრამ დღესაც ისინი არიან ნაკრების მესვეურები და სხვა ფენებიდან,საკმაოდ იშვიათად თუ წინაურდება ვინმე და ხმამაღლა აცხადებს საკუთარ თავზე.კონკურენცია ძალიან მცირეა ნაკრებში მოსახვედრად და ეს ნიშნავს,რომ საკალათბურთო აკადემიები ცუდად მუშაობენ.ალბათ აზრი ექნება,რაგბის აკადემიების და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების მოდელი შეისწავლონ,კალათბურთის ფედერაციაში.წლების განმავლობაში,იქ ძალიან კარგი სისტემა შექმნეს და ნაკრების წინსვლაც საგრძნობია.იგივეს გადმოტანა,კალათბურთშიც თავისუფლად იქნება შესაძლებელი. წუხანდელ თამაშში,20 წლის ბიჭების ძლევა ასე გაგვიჭირდა და ისლანდიასაც რომ ვაჯობოთ,მსოფლიოს პირველობაზე,ასეთი თამაშით,თავს ვერავის მოვაწონებთ.მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა,საქართველოში კალათბურთის დონის ამაღლების შედეგი უნდა იყოს და აიწია ამ დონემ?არა მგონია.თვალებს ნუ დავიბრავებთ,რადგან ყველა პრობლემა ერთდროულად ყვირის,გამომასწორეთო და თუნდაც ისლანდიასთან გამარჯვება(თუ გავიმარჯვეთ),ამ პრობლემებს ვერ მიჩქმალავს.რაღაცა,გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება და განხორციელებაა საჭირო! ნაკრებს ვულოცავ წუხანდელ მძიმე გამარჯვებას და ისლანდიასთანაც, კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ.
კახაბერი
ისლანდიას როგორმე უნდა მოვუგოთ,მაგრამ ამდაგვარი თამაშით მსოფლიოზე ყველა შეხვედრას ხომ არ წავაგებთ,და მაგრად ხომ-არ შევრცხვებით(?!). -მოკლედ,თუ ყოველ თამაშში სრული მობილიზება-დაცვაში მაგრად თამაშთან ერთად -მინიმუმ 15-3-ნი ვერ ჩავაგდეთ,ნებისმიერ თამაშს წავაგებთ(იქ არავინ ააცილებს 3-ებს გადამწყვეტ მომენტებში,პირიქით...), მომავალისათვისაც-ვინ გვეიმედება შენგელია-შერმადინი შემცვლელებათ(?!), ბავშვთა კალათბურთი-რატომ არ ვითარდება, რატომ არ არის პროგრესირებადი, რატომ აქვთ თანატოლებშიც ცუდი შედეგები(?!). თუ ფედერაციაში რაიმე არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა არ გამძაფრდა...-მე-3 ხარისხოვან ნაკრებად ხომ-არ ვიქცევით შენ- შერ-ცინცაძე-სანაძის წასვლის მერე,ევროპაზე რომ ვერ ხვდგებიან(?!).

გამარჯვება კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. აქ წერენ და სრულიად სამართლიანად - დაცვა გუნდს არა ჰყავს და პერიმეტრიდან მოწინააღმდეგე ყოველთვის თავისუფლად ესვრის. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ისლანდიასთან თამაში მონაგონი იქნება, ისე გაგვიჭირდება. ღმერთმა ქნას , ვცდებოდე, მაგრამ გუნდმა სროლა არ იცის და მითუმეტეს ასეთი დაცვით შეიძლება ამდენი შრომა წამებში ჩავყაროთ წყალში
დააT
1) შენგელი, შერმადინი - ბრავო. ამათ გარეშე ნაკრები 0-ია 2) მაკფადენმაც ჩაყარა ბურთები, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს 3) ანდრონიკაშვილი სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობს 4) ბერიშვილს რას ერჩის ზუროსი? 5) სანაძე - ცუდი იყო 6) ბურჯანაძის წინა თამაშები რაც მახსოვს, ამის ფონზე დღეს კარგად თამაშობდა 1) სტატისტიკა: საკალათბურთო ნაკრებს აქვს სულ 262 თამაში ჩატარებული, ისევე როგორც სარაბგო ნაკრებს 2) სტატისტიკა: რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო მხოლოდ 2 ქულა და ეს იყო ნაკრების არსებობის ისტორიაში საიუბილეო 20 000 ქულა.
G.LA
2-3 დღის უკან რომ წერდით აქ კომენტარებს და შეთქმულებას აწყობდით ისინი სად ხართ, რომ დამესიეთ? უკრაინას გაუშვებენ მსოფლიოზე და ჩვენ არაო. ფიბაში კრებას ჩაატარებენ და მსაჯებს დაავალებენ ამსტერდამში ქართველებს წააგებინეთ და იტალიაში უკარინას გაამარჯვებინეთო. ყველაფერი გაყიდული რომ გგონიათ ზუსტად მაგ რუსული დეზინფორმაციის ბრალია, რითიც თავები გაქვთ გამოტენილი. გულწფელად მეცოდეებით. მასე რუსულად რომ ფიქრობდნენ ყატარში გაუშვებდნენ მსოფლიოზე, ფეხბურთს მინიმუმ 15-20 ჯერ მეტი აუდიტორია ყავს. უკრაინა ვერ წავა მსოფლიოზე მაგრამ ასეთი თამაშით წავალთ ჩვენ სადმე საკითხავი ესაა და რომ წავიდეთ, უარესად ხომ არ შევრცხვებით როგორც ევროპაზე?
არტ
უპირველეს ყოვლისა ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას, თავდადებული თამაშისათვის მადლობა კალათბურთელებს! ახლა საქმეზე- რა დაემართა ზუროსს? ყველაზე მეტად რაც მომწონდა ამ მწვრთნელში- დაცვა ქონდა კარგად აწყობილი. და ზოგადად გუნდური თამაშიც. დაახლოებით ერთი წელია ეს ყველაფერი სადღაც გაქრა. სრული შთაბეჭდილება მაქვს რომ მწვრთნელის საქმეში სერიოზულად ერევიან. გარდა ამისა, ამიხსენით ვინმემ, მაშინ როდესაც გუნდში არის საქართველოს ჩემპიონატიდან რამდენიმე მოთამაშე ვინცსაეთოდ არ გვინახავს მოედანზე, ამავე დროს არც ისიანს(ნორმპალური მსროლელია) არც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საკმაოდ კარგად მოთამაშე ახალგაზრდებს, , არცერთ ამათგანს ნაკრებში შანსი არ ეძლევა? ნაკრები არ არის შრომითი მოწყობის ბიურო ან ვიღაცის სივის გასაუმჯობესებელი კანტორა!
Gia
Kalatburtels srola tuar sheudzlia burts skolashic atareben bavshvebi.3kaciani nakrebit sad unda gavidet.zireuli cvlilebebia sachiro.zurosmac amowura shesazleblobebi.amdeni nakrebia dabali wlovanebis da erovnuls kalatburtels tu ver azlevs ra sachiroa? Droa gadaxalisdes nakrebi. Arc bitaze da mamukelashvilia shengelias da shermadinis done, eg evropis chempiona the gamochnda.
ჯაბა
ისე ბითაძეს და მამუკელაშვილს იქ მაინც არ ათამაშებენ და ამ ორი თამაშისთვის მაინც ჩამოსულიყვნენ, სკამზე ჯდომას არ ჯობია? ხომ ფაქტია, რომ 5 კალათბურთელით ვთამაშობთ. ღმერთმა არ ქნას და შენგელიას რომ ამაღამ ევროლიგაზე რამე დაემართოს, ისტორიული შანსი იკარგება
ლუკა
ბავშვთა მწვრთნელებიო რომ ამბობთ. მივიყვანე ბავშვი კალათბურთზე. მე იმდენად კარგად ვერ ვერკვევი კალათბურთში, მაგრამ ერთხელ არ მინახავს, სროლის ტექნიკაზე ემუშავა მწვრთნელს ბავშვთან, ფარქვეშ შესვლა ესწავლებინა. ზუსტად ისევე ესვრის და თამაშობს, როგორც 1 წლის წინ. მოთელვები, ერთი რაღაც კომბინაცია და ათამაშებს მერე უბრალოდ ერთმანეთში. ამიტომაცაა რომ 5-10 წელიწადში ერთხელ ძლივს გამოჩნდება ვიღაც
aburjga
თუ შესაძლებელია დადეთ სტატისტიკა!
aburjga
მწვრთნელის ხელი გუნდას დაეტყობა, როცა სტაბილურ ოპტიმალურ შემადგენლობასთან ყველა კვარტალში 1 კვირიანი მაინც საწვრთნელი შეკრბა ექნება. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ისეთი გრაფიკი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს! მაკფადენი, შერმადინი და შენგელია განუწყვეტელი თამაშისაგან აშკარად გამოფიტული მომეჩვენნენ! ბითაძის და მამუკელაშვილის დიდად არ მეიმედება (არასაკმარისად ნიჭიერები არიან), მაგრამ ახლა მათი დამატება აუცილებელია! 1 წელიწადში ნიდერლანდების ნაკრები ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება!
რა დაემართა?
პირველია, რასაც ვუყურებ, რომ ზუროსმა ძალიან ცუდად წარმართა მატჩი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა მისი ტაქტიკა.
თემური
10 ქულით ვაგებდით მესამე პერიოდში და თამაში 8 ქულით მოვიგეთ(ნიდერლანდებს არ ყავდათ სუსტი ნაკრები). მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს! ისლანდიასთან მოგებით (მაქსიმუმ 2 ქულით წავაგებითაც კი!) გავდივართ მსოფლიოზე, თუმცა კარგად ჩანს, რომ ქართული კალათბურთი მისახედია!
Giga
გასაგებია ქართველი მწვრთნელები კრიტიკას ვერ უძლებენ,მაგრამ ხომ არსებობს ფაჩულიას ბავშვთა აკადემია, სადაც სერბი მწვრთნელი მუშაობს თანამედროვე მეთოდებით. იქ როგორ ვერ გაიზარდა 2-3 კარგი კალათბურთელი ესაა გასაკვირი
მასტერს
კრიტიკაც აუცილებელია და არ არის საჭირო თვალის დახუჭვა პრობლემებზე. მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე!!! წარმოგიდგენიათ, რა სივრცეებს ქმნის ამ სფეროს განვითარებისთვის! ისიც სიმბოლური იქნება, ამ ისტორიული შანსის შექმნაში ის ბიჭებიც (ნაწილი) რომ ღებულობენ მონაწილეობას, ვის სახელსაც იკავშირდება ქართული კალათბურთის წარმატება ბოლო ოცწლეულში. მართალია, გზა ახალგაზრდებისაა, მაგრამ ამ ხალხმა (ცინცაძე, სანიკიძე, ფაჩულია, შერმადინი, მარკოიშვილი, შენგელია და ა.შ.) ისტორია დაწერეს ქართული კალათბურთისთვის და მათი დამსახურებაა, რომ კიდევ ერთ ფურცელს ველით ყველა! წარმატება ბიჭებს და ორი აზრი არ არსებობს - მომავალში ღირსეული შემცვლელები ჭირდება ამ ხალხს, რომ ისტორია გაგრძელდეს!
maroko
შენგელიაზე მაგარი კალათბურთელი ჩვენ არ გვყავს. კარგად გამოჩნდა რაც მოხდა ევროპაზე სად იყო იქ შენი მამუ და ბითაძე არსად იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავის თავზე თამაშის აღება შენგელიასგან განსხვავებით.
ისტორია იწერება აქ და ახლა
საქართველოს ისტორიულ შედეგამდე დარჩა ერთი შეხვედრა და ეს ბიჭები, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ლანძღავს ადამიანების და არა გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ძალიან ახლოს არიან ისტორიის დაწერასთან. მგონი კარგად ვერ გავიაზრეთ თუ სად გავდივართ და რასთან ვართ ახლოს. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, იგივე პერიმეტრიდან სროლასთან და მის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მწირი სათადარიგო რესურსისა, ბიჭები უდიდესი შრომისა და მეტოქის სამწიამიანში დომინანტური თამაშის ხარჯზე ერთ ნაბიჯში არიან მსოფლიოსთან. ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ თუ გამხნევება არ შეგვიძლია, საჯაროდ მაინც ნუ გავლანძღავთ მათ. მიდით ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ისტორია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
აბდულაი
მოგება კარგია მაგრამ შევხედოთ ნიდერლანდების ნაკრებს რამდენი ახალგაზრდა ბავშვი და პერსპექტიული ბავშვები წამოწიეს.გაგვიჭირდა და 20 წლის ბავშვმა აგვაწიოკა სხვებიც რომ მიხმარებოდნენ ალბათ წავაგებდით.არანაირი კომბინაცია არ გვქონდა გაგვიმართლა რასაც ქვია.ჩვენ 20 წლის ვინ გვყავს საერთოდ და ვის წამოვწევთ წინ საინტერესოა,მაგრამ არავის 40 წლისანები რომ გახდებიან მაგათი შვილები ბიძაშვილები და მეგობრის შვილები წამოვლენ.დაიკარგებიან 207 სმ სიმაღლის უპატრონო ბავშვი დაიკარგება 15 წლის ბავშვი 195სმ სიმაღლის 3 წლით დიდებში 10 ქულაზე ნაკლები არა აქვს და ამდენი რამდენია.დაიკარგებიან უფულო კარგი ბავშვები ვინც ვერ მიდის ევროპაში ან ამერიკაში.ამ ნაკრებით მსოფლიოზე 30 ქულაზე ნაკლებით წავაგებთ.გასვლა კარგია და წარმატებული ,მაგრამ გამოსვლაც ხომ ჩინებული უნდა გვქონდეს.გვყავს ბითაძე მამუ და ამათი გამოყენება ვნახეთ ევროპაზე.მწვრთნელს ხედვა და გონიერება არა აქვს როგორ გამოიყენოს მამუ ან ბითაძე.მარტო შენგელია შენგელია და რა ვითამაშეთ ჩანს კიდეც.
Lasha
Jogi amat raundat msoflio chempionatze
მასტერს
მართალს ბრძანებთ, ჩანს რომ შიგნიდან იცნობთ თემას - ყველა პერსპექტიული ბავშვი თუ ერთ-ორ გუნდში გადაიყვანეს, შიდა ჩემპიონატს მოიგებენ და კლუბსაც რეუტინგი და შესაბამისად, შემოსავალი გაეზრდება, მაგრამ კონკურენცია -0, მოტივაცია - "მაინც ყველას მვუგებთ", შესაბამისად, უკლასოდ დარჩენილი მომავალი...
ენძო
გავიხარეთ!ბედნიერები ვართ!წარმატება ჩვენს ნაკრებს!თუმცა 5 კალათბურთელი თამაშობდეს და დანარჩენები ტურისტებად დაყვებოდნენ წარმოუდგენელი ამბავია.არ რცხვენიათ მაინც?! ანდრონიკაშვილის როგორ გვეიმედებოდა-თურმე სულ ტყუილად.ასე თუ ვითამაშეთ ისლანდიასთან მხოლოდ ხუთი კალათბურთელით მეშინია იმის წარმოდგენის რაც მოხდება.
zura222
ნეტავი 3 ქულიანები გააუქმონ და მეტი არაფერი არ მინდა! ყველას ყავს 2-3 შორიდან მსროლელი და ჩვენ ? მაკფადენი ხასიათის მოთამაშეა ხან მისდის სროლები და ხან არა ასევეა სანაძეც ამ ჰოლანდიისთვის მინიმუმ 20 ქულით უნდა მოგვეგო და რა გვანერვილეეს ! რა არწასაგები თამაშებიც წავაგეთ ყველა3 ქულიანების გამო და ჭ კლასის გუნდებირომ კინაღავ გვიგებენ ისინიც 3 ქულიანებით @@
გილოცავთ!
გილოცავთ ბუჭებო მადლობა ჯიგფები ხართ !!!
mmm
სანიკიძევ, მარტო გამოპრანჭვა არ არის საქმე, ახსენი ვინ წვრთნის ბავშვება და ეს რა უბედურება გვჭირს............
გუგა
ფედერაცია ბოლო კაცამდე გასაშვებია მინიმუმ. ბავშვებს რა პროფესიის ხალხი ავარჯიშებს, ამდენი ხანი ერთი ბავშვი რომ ვერ აღზარდეს. გაგვცეს პასუხი სანიკიძემ გულასპაურზე აღარაფერს ვამბობ
ტრინერი
ჰოლანდიის იუნიორთა ნაკრები საქართველოს ვეტერანთა ნაკრების წინააღმდეგ
Soso
რავა ყველაფერი კარგი წინსვლა გამარჯვება გეზიზღებათ, მსოფლიოზე გავდივართ პირველად როგორ გავალთ როგორი თამაშით რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გავიდეთ რამხელა წარმატებასთან ვართ ახლოს წარმატება ბიჭებო ეს შანსი ესპანეთთან მოგებულმა თამაშმა მოგვცა აუცილებლად გამოვიყენებთ
ზაქრო
ნიდერლანდების მოსახლეობა მეტია ვიდრე საქართველოსი, გარდა ამისა, მდიდრები არიან. საკუთარ დარბაზში წააგეს და ალბათ ამდენს არ ილანძღებიან.
დავიდუსი
ესეიგი საქართველოში რომ საერთაშორისო ექსპერტები გვყავს,როგორც ფეხბურთში კალათბურთში რეგბში! არსად არ არის ამდენი. კი არ იყო შეიძლება ნაკრების საუკეთესო თამაში,არ წაუვიდათ. ხომ იბრძოლეს მოიგეს ერთ ნაბიჯში ვართ მსოფლიო ჩემპიონატდე! ექსპერტების აზრით არ უნდა წავიდეთ,შენგელია სტიარდესასავით დაფრინავს რომ ნაკრებს დაეხმაროს,ეს კომენტარები რომ წაიკითხოს ,ალბათ ძან გაუხარდება!
ეეე
ბურჯანაძის შემოსვლა გადამწყვეტი იყო ხოშიანი სამიანიც ხია და დაცვაშიც მაგრად დადგა, მაგის შემოსვლის მერე დაიქაჩა თამაში.
გიორგი
ასეთი მოგების... კაცად აღარ ვარგივარ ნერვიულობისაგან, კინაღამ შევეწირე ამ თამაშს.

რატომ არასდროს არა გვყავს ქართველი მსროლელი, იცის ვინმემ , მე მგონია , რომ ძალიან უხარისხო ბავშვთა მწვრთნელები გვყავს?
ასეა ეს
ვოცნებობ იმ დღეზე, როცა საქართველოს ნაკრებში მსროლელს დავინახავ როდესმე. მთელი ცხოვრება ბურთს ისვრიან ფარში და ვერ აგდებენ. ვარჯიშებზე რას ისვრით საინტერესოა
გიო
არ შეიძლება დაბერდე კალათბურთელად და სროლა არ იცოდე, აღარაფერს ვამბობ თამაშის არ ცოდნაზე. თუ უნდა დაფიქსირდეს რომ მსოფლიოზე მოვხვდით აგერაა ბატონო, მაგრამ მაგარ სირცხვილს ვჭამთ სამწუხაროდ
Nukri
მოვიგეთ, თუ ამას მოგება ქვია, რისი ვაივაგლახით, წვალებით, ამ ოცი წლის ბავშვებმა მაგრად გვაბურთავეს, სამიანებს ისროდნენ საიდან მოესურვებოდათ და როგორ თავისუფლად თამაშობდნენ, თუ მსოფლიოზე გავედით ღმერთმა ქნას და რაიმეს თუ არ შევცვლით, ძალიან შევრცხვებით
კალათბურთელი სიმონიკა, სიმაღლე 2,12მ. ფეხის ზომა N47
რა შეიყავით თითი, ალბათ არ არსებობენ.
სიმართლე
ამ გუნდით მსოფლიოზე გასვლას, არგასვლა სჯობს. შენგელია მარტო ვერ მოიგებს იქ. ბითაძის იმედი კი ვინმეს თუ აქვს არ ვიცი
სტუმარი
არ გვყავს ახალგაზრდები! პირველად გესმით? ნახეთ ეროვნული ჩემპიონატი და ნახავთ, რომ არ გვყავს. სანაძე რომ შუთერი გეყოლება, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! რატომ არ გვყავს ახალგაზრდები იცით? იმიტომ რომ ბავშვების ნორმალური მწვრთნელები არ გვყავს და მაფია იქაა თუ არის. სადაც ნორმალური ბავშვი გამოჩნდება “მაფიოზი ბლატნოი” მწვრთნელები ართმევენ “არაბლატნოი” მწვრთნელებს და მერე არაფერს არ ასწავლიან. მსოფლიოზე თუ გავედით გოგა და სანდრო დაგვემატებიან და ცოტა რაღაცას დავემსგავსებით. მაგრამ სანამ ფედერაცია არ მიხედავს ბავშვთა კალათბურთს, არაფერი გვეშველება. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ 31 წლის თოკოს და 33 წლის შერმოს იმედად?! როდემდე ათრევს ეს 2 კაცი და ტედი ნაკრებს?!
სტალინი
ეტყობა ბავშვთა მწვრთნელები გვყავს აბსოლუტურად ყველა ჭჭჭჭჭჭჭჭ კლასის, თორემ ამდენი ხანი ერთი წესიერი თუნდაც არა მსროლელი როგორ ვერავინ გაზარდა. მეხაშეები ავარჯიშებენ ბავშვებს, სანიკიძე რომ გამოიჭიმა პარლამენტში, მარტო კოსტუმის ჩაცმა კი არ არის საქმე.......
giabar
ვულოცავ ბიჭებს. განსაკუთრებით ყოჩაღ შენგელიას. რესურსი რაცაა, ესაა. მთავარია გავიდეთ მსოფლიოზე. მამუკელაშვილი და ბითაძეც დაგვემატებიან და 1-2 თამაშს იქაც მოვიგებთ.
ნიკო
ხალხო შეირგეთ რა მოგება,შენგელია/შერმადინი/მაკფადენი თუ ხასიათზეა,ბურჯანაძე არ მომწონს,ცინცაძე გასაშვებია,სანაძე ვერ ქაჩავს,ბერიშვილი ხანდახან ისვრის,რატი დასაღვინებელია,სხვა რესურსი არ გვაქვს ისლანდიამდე,დაგვემატება მამუკელაშვილი და ბითაძე და უკეთესის იმედი გვექნება,მთავარია გავიდეთ,მსოფლიოს მერე კი დასაფერთხია ნაკრებიდან ბერიშვილო,სანაძე,ცინცაძე ეს სამეული გახდა ტოლია ბოისას ვარიანტი და დროა წავიდნენ,მანამდე კი გილოცავთ და პესიმიზმს ნუ სთესავთ, მადლობა თოკოს თავგანწირვისთვის დააფასეთ ეს კაცი
თენგო
ზუროსი ძალიან შეიცვალა თხასავით გვყიდის მგონია ან, ზეწოლას ხომ არ განიცდის???

სანიკიძეს და გურასპაულს აჩვენეთ ეს თამაში!!!!კატასტროფა
kaxa
სამარცხვინო გუნდი-სამარცხვინო მწვრთნელით. ამ მწვრთნელმა, ისევე როგორც ამ კალათბურთელებმა, ამოწურეს თავი. მაფიაა და ახალგაზრდებს არ უშვებენ ღუმელთან თუ რა ხდება. ქართველმა როგორც წესი სროლა არ იცის არცერთი დისტანციიდან, რა გვეშველება, მაგარ სირცხვილს ვჭამთ მსოფლიოზე, ჯობდა არ გავსულიყავით
ლადო
შე კეთილო ..
giorgi
შენ პირს დიდი წიწაკა ან სტაფილო
Gogi
მწვრთნელის ხელი არ ეტყობა სამწუხაროდ ნაკრებს, ხაზზე დაცვა უსუსტესი, დისციპლინაში პრობლემები….დღეს მოვიგეთ მარა წინ რა გველოდება ამ გუნდით, მით უმეტეს მსოფლიოზე?
ლადო
ისლანდიასთან წავაგებთ!!!
gori
კალათბურთისთვის მაინც არსებობს ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლას კომუნისტების დროიდან აქვს დარბაზები, ამ ქვეყანაში ახალგაზრდა კალათბურთელები ეტყობა აღარ არსებობენ სამწუხაროდ. მაგარი სირცხვილია მსოფლიოზე ამ გუნდით გასვლა

კაი ბატონო, ვთქვათ გავედით მსოფლიოზე, ამ გუნდით იქ საქვეყნო სირცხვილი არ არის ??????????????????? დავიჯერო ახალგაზრდები არ არსებობენ ?????????? აღარაფერს ვამბობ ისეთებზე ვისაც ოდნავ მაინც სროლა ეცოდინება ???????????
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
სასურველი კანდიდატი გამოიკვეთა - "აიაქსს" მთავარ მწვრთნელად გუნდის ლეგენდის დანიშვნა სურს
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
საიდუმლო შეხვედრა დე ლაურენტისის სახლში - კონტემ მოსაფიქრებლად 48 საათი მოითხოვა
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება დამაიმედებელი სიახლეა - პსჟ პარასკევს მიუნხენში გაემგზავრება
გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
როგორია "კვარას" მდგომარეობა? - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ცივი უარი თურქულ კლუბს - ჩაკვეტაძეს პრემიერლიგაში თამაში სურს
მისი "კვარას" ტრანსფერში ჩართვა სურდათ - "ნაპოლი" პსჟ-ს გარემარბის შეძენას ცდილობს
"რომას" ფანი არ ვარ" - რომის პაპმა "ნაპოლის" უმასპინძლა და ჩემპიონობა მიულოცა
გოგლიჩიძე "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა - საზონოვი "ტორინოში" დაბრუნდება
"სხეულის 18%-იანი მეორე ხარისხის დამწვრობა" - ლუსიო საშინელი ინციდენტის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად - ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 7 ქულით მარცხდება
საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებმთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია