მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

დავით 67
ჯიჯი-ს! მთელი საქართველო ეგ შენა ხარ?და რა დაინახე აქ გულღძო? უკეთესი ნაკრები რომ მინდა? ბრმა უნდა იყო რომ ამ ნაკრებზე თქვა მაგარიაო. ისლანდიაში 324 000 კაცი ცხოვრობს და ნახე რა წარმატებებს მიაღწიეს სპორტში.ფეხბურთშიც. თან აქედან მოხუცები და ბავშვები გამოაკელი. მაგრამ თქვენ ხომ მითებით და ლეგენდებით ცხოვრობთ. იმიტომაც ვცხოვრობთ ასე როგორც ვართ. ყველაფერში სუსტები ვართ დელიტანტები. პოლიტიკა სპორტი მედიცინა მშენებლობა და ყველა სფერო.მარტო კვარა და ტალახაძეა მაგარი! გაიგე?
თამაზი
ჯ.ს-ს. ვერ დაგეთანხმები მეგობარო. 100 მილიონია თუ 500, ფაქტიურად უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, არჩევანი ძალიან დიდია. ასეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში კი მართლაც ძნელი ასარჩევია კალათბურთის იმდენი მოყვარული, რომ ძლიერი ნაკრები გყავდეს. მითუმეტეს ქვეყნის ჩემპიონატიც ხომ გინდა, მინიმუმ 6 გუნდიანი მაინც. თანაც, კალათბურთი არაა ისლანდიელებისათვის სპორტის ეროვნული სახეობდა, რომ დიდი და პატარა კალათბურთს თამაშობდეს, როგორც, მაგალითად, ამერიკაშია, ან როგორც ფიჯიში ან ტონგაში ყველა თამაშობს რაგბის.
კახაბერი
არის,როგორც იქნა. მსოფლიომდე დროა,თუ 14-15 3-ნს ვერ ჩავაგდებთ ყოველ თამაშში-ვერც ერთს მოვიგებთ,ამიტომ უკანა ხაზმა სპეც-ური მომზადება უნდა გაიაროს-მსროლელები... წინა ხაზი-კარგი ფიზიკური მომზადება და არც ერთ ნაკრებს ჩამოუვარდება (შენგ-შერ-ბითაძე),მანამ ამხანაგურში-არა ევროპულ ნაკრებებს უნდა შევხდეთ,სტატიტისტიკაზეც მუშაონაა საჭირო, ყოველი თამატის მოგებაზე-ბოლო 16 შეხვედრაში-მე-5 მოვიგეთ(?!)და... რაც შეეხება მომავალ თაობა-სპორტულმა ჟურნალისტებმა კალათბურთის ფედერაციის ხალხი უნდა დაიიჯინოს და პრეს- კონფერენცია მოაწყობინოს-რატომ არ ჩანს ახალი თაობა,რა მიზეზები არსებობს და რატომ ვერ აგვარებენ(?!), რას ფიქრობენ დიდი სამეულის წასვლის მერე, რა დონის კალათბურთი გვექნება და მასზე პასუხისმგებელი-ვინ არის(?!)
კოტე
გავიდნენ მსოფლიოზე, ანუ, უკეთესები არიან და იმსახურებენ. სხვა ყველაფერი ლაილაია.
ლერი
ისტორიაში საუკეთესო შედეგი, უდიდესი წარმატება. ანუ, რეალურად კარგი საშუალო ნაკრები გვყავს, მართლაც მაგარი მწვრთნელით. ებროპის ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, მით უმეტეს, ჩრდილო მაკედონიასთან 2 მოგება გაგვიუქმეს, მართლა იდეალური შედეგია. თამაშის დონე საკმარისია, რა მაქსიმალური შედეგიც დაისახეს. მაგის ზემოთ, ოცნებაც კი წარმოუდგენელია. გასაგებია, ყველაფერში მეტი გვინდა, სრულიად უსაფუძვლოდ, მაქსიმალისტი გულშემატკივარია, მაგრამ პროგრესი, რაც ბოლო 12 წლის მანძილზე გვაქვს, სახეზეა. მანამდე ევროპის "ბ" ლიგაში მოთამაშე ნაკრები იყო, რომელიც ევროპაზე მოხვედრას ნატრულობდა. ახლა მსოფლიოზე გავიდნენ და მაინც აკრიტიკებენ. გრძელი სკამი არ გვაქვსო და მთავარ მწვრთნელს ედავებიან. ეგ ხალხი, თუ ბუნებაში არ ასებობენ, საიდან მოიყვანოს. მწვრთნელის წარმატება სწორედ ეგ არის, რა მასალაც არის, შედეგს იმით რომ დებს, თორემ ნბა-ს საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს რამენაირად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევიდან გადაიყვანს. მადლობა ბიჭებს, მადლობა სამწვრთნელო შტაბს, წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
ჯ.ს.
ახლა ასეთ მსჯელობაში ლოგიკა კი არის მაგრამ, მაგ ლოგიკით ყველაფერი ჩინეთმა და ინდოეთმა უნდა მოიგოს ვერც ერთი ვერაფერს აკეთებს გუნდურ სახეობებში. რამდენ კაცშიც ამოარჩია- გუნდი კარგია და რამეთი რატო გვაკნინებს ჩვენ ?
Მეზღვაური
ფილიპინები მინდა ჯგუფში რომ მოგვიწიოს,მეზღვაური ვარ და ჩემს ფილიპინელ კოლეგებთან ერთად ამ მატჩის ყურება გაასწორებს :დ :დ სხვა კონტინენტის წარმომადგენლებთანაც მოგვიწევს პაექრობა და კარგია,აქამდე მხოლოდ ევროპულ ნაკრებებთან გვქონდა თამაშის გამოცდილება.რაც არ უნდა იყოს დიდი მიღწევაა მსოფლიოზე გასვლა,იგერ ჩვენზე ძლიერი სერბეთის ნაკრები ვერ გავიდა ამ ტურნირზე.წარმატებები ბიჭებს!!
დ
ყველას გილოცავთ, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, შენგელია, მაკფადენი და შერმადინი როცა არის მოედანზე, რაღაც კომბინაციებს მაინც ვათამაშებთ, როგოც კი ძირითადები გადიან, იწყება სრული ქაოსი, სად დარბიან, როგორ მოძრაობენ, რა პასს აკეთებენ: სრული დომხალი და ანარქია, იდიოტებივით დარბიან, ეს რა უბედურებაა ხალხო?! დღეს თამაშს იგებს სათადარიგო სკამი, ძირითადის მოთამაშეები მეტნაკლებად თანაბარი ძალისაა ყველა გუნდში და ქულა ქულაში მიდის, აი სათადარიგოებზე როცა მიდგება საქმე, სწორედ ისინი იგებენ თამაშებს, ჩვენი სკამი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მითუმეტეს როცა ძირითადში ცინცაძე და სანაძე გვყავს, ეს გაუგებარი სტილის კალათბურთელები. უბრალოდ დააკვირდით სანაძის ბურთის ტარების ტექნიკას, მითხარით ერთი კალათბურთელი, ვინც ასე გოიმურად ატარებს ბურთს (მაპატიეთ, სხვა სიტყვა ვერ შევარჩიე), ცინცაძეს კი აქვს დრიბლინგი, მაგრამ რად გინდა, დადგება ზურგით და გადის წამები, ისე გადის, რომ არც რჩება დრო, რომ რაიმე კომბინაცია გაათამაშონ. მოკლედ მამუს და ბითაძის დამატების შემდეგ შეიძლება რამეზე ფიქრი, ამ სასტავით აზრი არა აქვს სადმე წასვლას.
gogia
ვულოცავ ყველა ქართული კალათბურთის გულშემატკივარს ამ უდიდეს საკალათბურთო ფორუმზე გასვლას!!!ისტორია დაწერილია, მიზანი მიღწეულია!!!მაგრამ ამ ყველაფერში საინტერესო და ორიგინალური ისაა რომ ჩვენებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და დამარცხდნენ,ყველა დამეთანხმება რომ ეს ძალიან ცუდია.სამაგიეროდ შედეგი მაინც დაიდო. ისლანდიელებს ჩვენებზე გაცილებით უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, ბედის ირონიაა!!! გავკარი ჩვენზე კარგად მოთამაშე ისლანდიელებს,ჯგუფში ჩარჩნენ!!! მადლობა საბოლოო შედეგისთვის ჩვენს კალათბურთელებს!! რაა ცხოვრება? მოგებულები უბედურები იყვნენ წაგებულები ბედნიერები
G.LA
თამაზის ზუსტად რომ მასეა. ისლანდიელები ფეხბყრთის და კალათბურთის გარდა,მშვენივრად თამაშობენ ხელბურთს, ხოკეის შაიბით და ბურთით. ზამთრის სახეობაზე აღარ ვლაპარაკობ სათხილამურო სახეობებში. კალათბურთში რეიტინგში 49 საფეხურზე არიან და ბურთი თავზე დაგვახიეს საკუთარ მოედანზე. ვდაგვართ და ერთმანეთს ვახტებით ისლანდიასთან მისაღებად წავაგეთო...
G.LA
ღვთისავარ გთხოვთ თქვენი ხედვა და სრულყოფილი სტატია ფეხბურთზე რომ წერთ, კალათბურთსაც მიუძღვნათ. იქნებ სტატისტიკაც დადოს სპრტალმა თუ ძალიან სასირცხვილო არ იქნება ფედერაციისთვის, ჩვენთვის გულშემატკივრებისათვის საინტერესოა ძალიან ბოლო 2 თამაშის სტატისტიკის ნახვა. თქვენც ჯურნალისტებიც იმ აზრის ხართ რომ ახლა მხოლოდ უნდა ვიზეიმოთ და კრიტიკის დრო არ არის? სტატისტიკას უკვე მე-2 თამაშია არ დებთ.
ზურა
კიდე კაი შენგელია თამაშობდა თორე აუცილებლად უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით…სამწუხაროდ არ არის ნაკრებში კონკურენტუნარიანი კალათბურთელები…მსოფლიო ჩემპიონატის მერე შერმადინი წავა ნაკრებიდან არც შენგელიაა ახალგაზრდა ბიჭი ყოველდღე რო ამ გრაფიკით ითამაშოს…სხვებმა თუ არ მოუმატეს გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა.
თამაზი
ისლანდიის მოსახლეობა სულ 300 000 ადამიანზე ცოტა მეტია. აქედან ნახევარზე მეტი ქალია. დანარჩენების ნახევარი 35-40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები (ანუ კალათბურთისათვის აღარ გამოდგებიან, დარჩენილის ნახევარი სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისლანდიას საკმაოდ კარგი საფეხბურთო ნაკრებიც ყავს (სხვა სპორტზე აღარაფერს ვამბობ), ზოგი ხეიბარია და ზოგს სპორტი არ აინტერესებს, სულ ასიოდე კაციღა რჩება და ამ 100 კაცში ამორჩეულმა 10 კაცმა მოგვიგო. რისი იმედი გვაქვს მსოფლიოზე? ბიჭებს თავდადებისა და მონდომებისათვის დიდი მადლობა.
svano magarski
ლეო-რომელი-მატჩი-მოიგე?!
Givi
Sami kacis qulebit mteli turniri warmatebit gaviaret,es aris saswauli. me piradat ufro mets velodi ratisgan,cincadzisgan,burjanadzisgan da gansakutrebit sanadzisgan,titoeuls 5-6 qula rom gaeketebinat islandiastan movigebdit.
Vasili
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას! ისლანდია არ არის სუსუტი გუნდი, თან ყველაფერში მომატებული აქვთ, დიდი ყურადღებას აქცევენ სპორტს მაგ ქვეყანაში! მაგის ნახევარის ნახევარი არ ექცევა ყურადღება საქართველოში. და ჩვენ შევსება აღარ გვაქ სამწუხაროდ, ვიქტორი და ფაჩულია რაც წავიდნენ გამოდის რომ ვერ ჩავანაცვლეთ ეს ბიჭები. რა რესურსიც აქ მწვრთნელს იმ კალადბურთს თამაშობს გუნდიც, იბრძოლეს და შედეგიც დადეს, ასე რომ საყვედურს ნამდვილად ვერ ვეტყვი! ის ბიჭები შემირცხვენია და მე პირადად არ მაინტერესებს აწი მაგათი კარიერა , არანაირად, ვინც ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, მესმის რომ ზოგს აქ სურვილი და კლუბთან ვერ აგვარებს , მაგას კიდევ არაუშავს , გავა დრო და მოგვარდება მაგრამ ის ვინც იუკადრისა და იუკადრისებს კისერიც უტეხია, არავის სახვეწარი არ აქ საქართველოს! ფაჩულია თუ ახერხებდა ჩემპიონი გუნდიდან ნაკრებში ჩამოსვლას, ეს დამწყებები რას ვერ ახერხებენ ცოტა გაუგებარია, ან ხელოვნურად ქმნიან ისეთ ფონს რომ ვითომ ვერ ახერხებენ! მოკლედ ვისაც ნაკრები არ უნდა არ მიექცეს ყურადღება და აღარ დაიბეჭდოს ინტერვიუები მაგათზე გინდ ფეხბურთში და გინდ კალადბურთში
გივი
ჯიგარო, სპორტსმენი და არა სპორცმენი.
მინდია
მართალია და მინუსებს რატო წერთ?
ლევან
რეპორტაჟის რეჟისორი იყო სრული კატასტროფა!!! როგორ შეიძლება ყოველი ჩავარდნილი ბურთი გაამეორო თან მაშინ, როცა შემდეგი შეტევა დაწყებულია. ან ათამაშის დროს გულშემატკივრებს რატომ აჩვენებ, რატომ გვიწამლავ ნერვებს?
აბდულაი
ბიჭებმა მოინდომეს და გავედით.მეტი ქულითაც შეეძლოთ მოგება,მაგრამ ბიჭების დამსახურებაა აქ მწვრთნელი არაფერშუაშია.10 ეულობით წლებია ვცდილობდით ვწვალობდით და ფორტუნამ გაგვიღიმა თქვა რაც არის არის ერთხელ გავიყვანო ამ გუნდს მსოფლიოზე და აჰა გავედით. ამ სასტავით იქნება სამარცხვინო გამოსვლა მსოფლიოზე თუ არ შეიცვალა მიდგომა და მწვრთნელი.ბევრი ახალგაზრდა თამაშობს ამერიკაში და ევროპაში დავიწყოთ ახალი ნაკრების შენება ძველებთან ერთად.
Lasha
Udono gundia nebisneribdaixevs kalbaisis chekivit
289
სამიანებს კვარა უფრო აგდებს ვიდრე ზოგიერთები მსოფლიოზე ეგ ხომ არ წაგვეყვანა ???
ჯიჯი
მთელი საქართველო ხარობს შედეგით ,ასეთი გულღრძო როგორ უნდა იყო რომ ასეთი კომენტარი დატოვო.წინ საქართველო.
გაგი
ჩრდილო კორეააააააააა
სპორცმენი
შენ ჯერ გამართულად წერა ისწავლე და მერე აკრიტიკე სხვები.
მამუკა
სპორტსმენს იმის მეტი რა საქმე უნდა ჰქონდეს გარდა ვარჯიშისა, დღე და ღამე დადექით და ივარჯიშეთ სამქულიანებზე, ყველა ნაკრებს ჰყავს ერთი ან ორი კაი მსროლელი ჩვენს გარდა, ისლანდიასთან თან სახლში რა პონტში უნდა აგებდეთ
დავით 67
ეჰ რა დრო დადგა .წაგებით რომ ხარობს ხალხი, მერე რა რომ მსოფლიოზე მოვხვდით ( მოვხვდით და არა გავედით).სამი კაცით ყველა თამაშს წააგებ!
ზურა
ლონდარიძემ გაინაღდა უფასო პაესტკა აზიაში.... თან მსოფლიოს უყურებს სპორცმენების გვერდით.....
მართალი
მწვთნელი კი არა ფეხბურთის და კალათბურთის პატრონებია შესაცვლელი სასწრაფოდ რომ ჩემპიონატებს მიხედონ სადაც უნდა გაჩნდნენ ახალი ტალანტები თორემ შესარჩევში გასვლაც კი სანატრელი გვექნება შეხედეთ ვინ მოდიან და ერთი მერცხალი კვარა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩასაფრებული არ ვარ ხმა აღარ მაქვს ღრიალისგან და სიხარულისგან
მართალი
ხმა აღარ მაქვს და გილოცავთ)) მაგრამ ისევ უნდა ვთქვათ “მაგრამ” იმიტომ რომ კალათბურთი იღუპება წლებია უკვე და ერთი იმედის მომცემი ვარსკვლავიც არ გვყავს უკვე და ამ მოგებამ დათვური სამსახური არ გაგვიწიოს და ხიბლში არ ჩავარდნენ ფედერაციის უფროსები. იღბალმა ბიჭების თავგანწირვამ და ხალხის ღრიალმა გაგვიყვანა დღეს და კალათბურთი კი კვდება როგორც ფეხბურთი და ხმა არ ამოვიღეთ მომავალში ბოლო ადგილები არ აგვცდება. გახსოვთ რომელიმე დრო ან ფეხბურთში ან კალათბურთში? 3-4 ვარსკვლავი ახალი ტალანტი არ გვყოლოდა? და კვარა გვყავს ერთი და ერთხელ გაგვიცივდა და სახლში უსუსტეს ნაკრებს ვერ ვაჯობეთ. ასე რომ კვარამ და დღევანდელმა გამარჯვებამ ხიბლში არ ჩაგვაგდოს და მოვთხოვოთ სანამ კიდევ დროა გადარჩენა ამ სახეობების რითიც ვცხოვრობთ და ვხარობთ ასე
კახა
ამ თამაშის წაგება უპატიებელია თავი დავანებოთ ჩაგდებულ საშინაო ევროპის ჩემპიონატს იმის წინა ევროპაზე გადამწყვეტ მომენტებში აფსურდული გადაწყვეტილებები,არანაირი გუნდური თამაში კომბინაცია იცის საერთოდ? ან სელექცია ხედავ ვერ არის ნაკრების დონე ბურთს ვერ ისვრის გაუშვი სხვა გამოსცადეს მოკლედ ვერანარ კრიტიკას ვერ უძლებს ეხლა ფედერაცია ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ქართველი ნებას მოთამაშეები თავიანთ კლუბებში ჯერ ჯერობით არიან წამყვან პოზიციებზე( იმედია გახდებიან) არგუმენტი რომ არ უშვებს ნება ვერაფრით გამართლებთ ვინმემ აწარმოა მოლაპარაკებები ისინი ხომ ჩვენთვის უდიდესი ძალაა თუ არ გამოუშვებდნენ იტყოდით რომ ვეცადეთ და არ გამოგვივიდა.კალათბურთელები და ზოგადად ქართველი სპორტსმენები პროფესიონალიზმის მთავარი გამოვლინება თავდაჯერებულობა ყველას ვერავინ იტანს და ვერ აგდებს ვერ ისვრის მაგრამ თუ ამბიცია გაქვს რომ სპორტსმენი გერქვას დაამტკიცე ის კიარა ყარაულის თოფივით კლუბში ნაკრებში ბევრჯერ მომიყვანა და კიდე დავწერ ამ მაგალითს ფაჩულიას მონაყოლი ნოვიცკიზე რომელიც მართლა ვარსკვლავი იყო ბევრი წლები თამაშობდა ნბაში და კარიერის ბოლოსაც კი ვარჯიში რომელიც 3 საათზე მეტს გასტანა ვარჯიშის მერე კიდე რჩებოდა და დამიანეს ესროდა მთელი საათი ავტომატიზმამდე მიჰყავდა სროლა ხელის მაჯის მოძრაობა იმიტომ რომ ესეთ დაძაბულ ემოციურ თამაშებზე როცა გონება ნერვიულობს სხეული არ ღალატობდა და ასრულებდა ზუსტ ტყორცნას ესაა პროფესიონალიზმი ყველამ გაითავისეთ თქვენ ქართველი ხალხი პატივს გცემთ უყვარხართ და შვილებს თქვენს მაგალითზე უნდა ასწავლონ ქვეყნისთვის თავდადება.
დიმა-ს
შერმო 33 კი არა, 36-ია მგონი (ისიც ოფიციალურად, თორემ 40-ს უკაკუნებსო, იმასაც ამბობენ).
იღბალო
არადა, მაკფადენს, ბოლო გასროლილი საკუთარიდან რომ ჩავარდნოდა, რა ხუთწუთიანს გვანერვიულებდა კიდევ ოვერტაიმში?! დურაკია რა
ბათუ
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ბევრი ახალგაზრდა ქართველი თამაშობს
ბათუ
ლაშა ორს ვერ ავიყვანთვერთის უფლება გვაქვს
ბათუ
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს და სრულიად საქართველოს. ამდენს რო აკრიტიკებთ ზურის სამი კალათბურთელით ეს შედეგი რო დადო გუნდმა მწვრთნელმა რა ქნას დღე ხო საერთოდ ამ სამი კალათბურთელიდან შერმო იყო მარტო ჯანზე გადაღლილმა თოკომ სული და გული დატოვა მოედანზე თოკო ხო საერთოდ ცალკე ფენომენია ნამდვილი კაპიტანი. მაკფადენს ძალიან ცუდი მომენტები ქონდა და მაინც გავედით შევირგოთ ხალხნო მსოფლიოზე ვართ მსოფლიოზე
Gaguuuu
მაკფადენი შერმადინი შენგელია თამაშობს მითუმეტეს მმუკელაშბილი ბითაძე არ გვყვავს და რა ქნას ზუროსმა თვითონ ხო არ ითამაშებს ვინ ათამაშოს პროსტა იმის გამო ყავს კამანდა რო შეავსოს კვოტა ყავდეს კალათბურთელები და თუ ვერ ითამაშებენ მერე იყვირეთ წავოდესო
ლეო
თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ მატჩი სამი კალათბურთელით მოვიგეთ, რასაც ცხადია მეც ვეთანხმები! ჰოდა სამი კაცით, რომ მწვრთნელი გუნდს მოუგებს რაღას ერჩით მაგ ადამიანს, აცადეთ , ნუ ვართ მაქსიმალისტები ქართველები, ამ რესურსით გასვლა მსოფლიოზე ნამდვილი გმირობაა, გაძლიერდება რამდენიმე კალათბურთელით და უშანსოდ არც ჯგუფში ვიქნებით, გაუმარჯოს საქართველოს!!!
dima
სამმა კაცმა მომიშალა ნერვები -ტელეოპერატორმა,სანაძემ და ზუროსმა!-არცერთი გაგებაში არ იყო,რას აკეთებდა!)))
zura222
ოსიმენთან დაკავშირებით არანაირად არ ჩამოაკლებენ ქულებს იმიტომ რომ მარტო ეს ერთი "დარღვევა" მოუძებნეს ნაპოლის (და ისიც დასამტკიცებელია ჯერ) და იუვეს კი მთელი ბუკეტი დაუმტკიცეს ! მაქსიმუმ თუ დასჯიან ფინანსურად დასჯიან !
Bidzia.
კოკოშკოვმა გადაგახიათ თავზე ყველაფერი და კრიტიკა კიდე არ აჩერებთ ენას
Zangi
ზანგი გინდოდა გეთქვა
ჰი
18 ის არა მარა თუ ჩამოაგდეს ნაპოლის 15 ქულა როგორც იუვეს მხოლოდ სამი ქულა დარჩება. ასე რომ მთლად ეგრე არ არი საქმე და ძალიანაც მაგარია რომ 15 ქულაზე მეტია სხვაობა, ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნონ აუცილებლად
nika
მაგ ჩემპიონატში წყნარად მაინც ვერ იქნება, იუვენტუსს 15 ქულა გაუქრეს წამებში
Lasha
სასწრაფოდ არის ასაყვანი ორი ახალგაზრდა ამერიკიდან და გაუკეთდეს ნატურალიზაცია.
მამუკავ
ევროპის შედეგები აღარ გახსოვთ? არ არი დიდი ხანი სხვათაშორის. იქაც ზუროსმა გაგვიყვანა? აბა თუ გახსოვთ ვინ გაგვიყვანა და მერე რა მწარედ ჩავისვარეთ! იგივე გინდათ რომ მსოფლიოზე განმეორდეს! ეგ გინდათ?
S.m
იმ წვრთნელს ამ გუნდს დამატებული სანიკიძე მარკოიშვილი და ფაჩულია ყავდა ისე რომ იცოდეთ
ბს
აბა ახლა მე მომისმინე პატივცემულო! კრიტიკა კი არა სრული კატასტროფის წინაშე რომ ვიდექით თუ ხვდები? მეთანხმები თუ არა? ხოდა ამიტომ, მე კითხვებზე პასუხებს ვითხოვ ახლავე და სასწრაფოდ და არა როდისმე მერე და მგონია რომ ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება მოითხოვოს ამ კითხვებზე პასუხები. ვინც მსოფლიოზე გასვლით ტკბობას ეძლევით, კი ბატონო ეს თქვენი უფლებაა,მარა კატასტროფის ნიშნებს თუ ვერ ხედავთ და შესაბამისად მაინც ზეიმის განწყობაზე ხართ ეს უბედურებაა. ჩვენი გუნდის თამაშის შემყურეს მე არც ახლა არ მეზეიმება და თქვენი არ ვიცი. და მით უმეტეს არ მეზეიმება როცა ვხედავ რომ ბიჭები ყველაფერს დებენ თამაშში და მაინც გუნდი ცუდ დღეშია.
მამუკა
ზუროსის გაშვებას რო იძახით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და სულ რო სულელი იყოს მაინც არ უნდა წავიდეს ამ ეტაპზე! ჯერერთი თვითონ გუნდს არ მოუხდება მსოფლიომდე ესე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელს შეცვლა, მერე კიდე რა ქართველობაა კაცმა ასე თუ ისე აქამდე მოგვიყვანა და გაშვებით დაუფასო??!? იქნებ მადლობა ვუთხრათ და მსოფლიოზე ვუგულშემატკივროთ?? იქნებ მსოფლიოს მერე განვიხილოთ შედეგების მიხედვით??
zura222
ამ თემას არ ეხება მაგრამ ნაპოლისაც მუვულოცოთ ჩემპიონობა ! ინტერმა წააგო და ეხლა 18 ქულის ამომქაჩავი ინტერი კი არა მსოფლიოს ნაკრებიც არაა D
გუსანი
განსჯისთვის..ვინც ზუროს ქომაგობთ, ანუ ფედერაციასაც,კალათბურთში ჩახედილებისთვისაც- მხოლოდ ერთ ფაქტს ბევრიდან გავაჟღერებ, შეაფასეთ -რატომ დაჯარიმდნენ ბოლო წამებზე თოკოზე? ზუროსმა ხომ აიღო წუთი? ხომ იცოდნენ რომ დაჯარიმდებოდნენ? გეგმა რა დახაზა? ეს ან შერმადინი, ან თედი უნდა ყოფილიყო, უარეს შემთხვევაში სანაძე მაინც, რა, თოკო თავად შეეჩხირა? სად არის ზუროსი? ავტორიტეტებს უწვება? არ არის თოკო სტაბილური მსროლელი, რატომ დადო სასწორზე ყველაფერი? სხვა უფრო მეტი მომენტია, და თამაშებიც სადაც იკითხება ზუროსის სისუსტე, ვიღაცამ კოკოშკოვის მაგალითი მოიყვანა, აქედან წასულმა სლოვენიას ევროპა მოაგებინაო, გასაგებია ეს ქვეტექსტი ჩვენი კალათბურთელებისთვის?, ფედერაციისთვის? სამწუხაროდ არ მგონია და ეს არის პრობლემა,სამართლიანი კრიტიკა და განსჯა აუცილებელია....
odala
იმ ხალხსაც ვეთანხმები, რომ ეს ის დროა, როცა უნდა გაიხარო და არა კრიტიკული კომენტარები წერო, მაგრამ ერთი წამით გავიაზროთ რა ახლოს ვიყავით კატასტროფასთან. ასეთ კრახს ჩვენი საზოგადოება ძალიან მძიმედ გადაიტანდა. გაგვიმართლა, თუმცა ის რომ ამ პოზიციაში ვიყავით და უპირატესობები გვქონდა მხოლოდ გამართლება ვერ იქნება. მოკლედ, მადლობა გუნდს!
Nukri
ყველას გილოცავთ საქართველოს გასვლას მსოფლიოზე, ვულოცავ ნაკრებს შენგელიას თამადობით, რაც შეეხება თამაშს, ალბათ გვინდოდა ყველას იოლად რომ მოგვეგო, მაგრამ ზოგადად ისლანდია ისეთი ორგანიზებული და მებრძოლია რომ გაგვიჭირდა ძალიან, ჩვენც სამი კალათბურთელის იმედად ვართ, მაკფადენი ბევრ ბურთს კარგავს, მაგრამ მაინც მისი სამიანებით გავდივართ ფონს, ისე ბოლოს რატომ ისროლა არ ვიცი, ბურთი გადაეგდო უნდა უბრალოდ, არა უშავს, გავედით მსოფლიოზე, დაგვემატებიან ბითაძე და მამუკელაშვილი, შენგელია იყოს ჯანმრთელად და თავს არ შევირცხვენთ მგონია
კახა
ბიჭებს ვულოცავ, მადლობა. ზუროსი გასშვებია, გასაგდები უფრო!!!
Beqa
ძალიან მაგარია რომ გავედით მსოფლიოზე. ვულოცავ ჩვენ სამშობლოს ამ ბედნიერებას. აჟღერდება ჩვენი ჰიმნი , მადლობა უფალს. სამწუხაროდ 3 კალათბურთელით ვეთამაშეთ.სხვა არ გვყავს :((( ძალიან ცუდი მწვრთნელი გვყავსს , არანაირი ტაკტიკა. თავისი პროფესიონალიზმით იგებს თოკა, შერმადინი და მაგდაფენი. მე იმაზე მწყდება გული რომ , ახლა დაამთავრააა კალთბურთის თამაში სანიკიძემ არის თან პრეზიდენტი, ნუთუ არ ფიქრობს იმაზე რომ მწვრთნელი ნორმალური მოიყვანოსს. ბოლო წამზე რომ ჩაეგდო ისლანდიას, მაინც და მაინც უნდა გვეგინებინა ყველას რომ გააგდოს ეს მწვრთნელი, ამოწურა თავაისი ყველაფერი , აღარ შეუძლია. მსოფლიოზე კიდე თუ არ გამოასწორა სროლები, ანდრონიკაშვილმა სანააძემ და სსვებმა არ ვიცი რა რა მოხება იქოთ. 10 სროლიდან რომ 2 ბურთს ვეე აგდებს სანაძე და ანდრონიკაშვილი მიკვირსსსსს რააა. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს
BOSS
ვისაც არ გიხარიათ.”არ” გამომრჩა))
BOSS
ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ წარმატებას! მადლობა ყველას ვისაც თუნდაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში!უდიდესი შრომა და გარჯა ჩაიდო ამ გამარჯვებაში.მარტო დღევანდელი მატჩით შეფასება არ ივარგებს-ეს ტურნირია და ტურნირის დავალება წარმატებით ჩავაბარეთ-მსოფლიოს დაევროპის ჩემპიონებს რომ მოვუგეთ მაშინ ხომ კარგი იყო?! ასე რომ დავტკბეთ ამ შედეგით და ვისაც გიხარიათ გაიარეთ რბილად რომ გითხრათ!ღმერთი ჩვენკენ!!!
დიმა
ჩვენი ნაკრები ამ მსოფლიოზე, ყველაზე ხანდაზმული იქნება. ცინცაძე 37 წლისაა, მაკფადენი-35, ბერიშვილი-35, შერმო-33, შენგელია-31 სანაძე-31, ბექაური-33. ერთადერთი ახალგაზრდა გუნდში რატია. იცით ვინმემ ახალგაზრდები, ვინც ამ ვეტერანებს შეცვლის სრულფასოვნად? მე არ ვიცი. მამუკელაშვილმა და ბითაძემ წინა ხაზი გინდ გააძლიეროს, უკანა ხაზი და მსროლელები პერსპექტივაში არ სჩანს.
ნიკა
გილოცავთ ძალიან მაგრი ამბავია !!! (ოღონდ მწვრთნელი გამოსაცვლელია)
კაი ერთი
თოკო სადაც შესაქებია, არავინ ამადლის ქებას და სიყვარულს. სადაც დასაგმობი იყო ისიც უთხრეს პირდაპირ. ის შეცდომა - მტრის სისხლიანი მაისურით თამაში არ უნდა დაეშვა, მაგრამ საბედნიეროდ ეხლა ეგ ჩავლილი ამბავია. და ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
მოქალაქეს
არაფერი უკეთეს მწვრთნელი წინა არ იყო, ეგრე ზუროსსაც, რომ ყავდეს ზაზა, მანუ და ვიკა ესეც იზამდა რამეს, ის ერთი დონეა ორივე.
მისმინე ძამიკო!
შეიძლება ყველაფერში გეთანხმებოდე, რაც დაწერე, მაგრამ იმაში ვერანაირად ვერ დაგეთანხმები, რომ ახლა, როცა ისტორიული შედეგი დაიდო, კრიტიკის დრო იყოს. მოვა მაგისი დროც. ცუდია ის, რომ იდიოტმა კომენტატორებმა ისეთი რამეები აბრახუნეს, რომ კაცს გაეცინებოდა: იმედია დიდი სხვაობით არ წავიყვანთ თამაშს და უინტერესო არ იქნებაო. რის საფუძველზე ამბობდნენ ამას, ჩემთვის გაუგებარია?!
კონცეფცია - ქართული სახელმწიფო
ეჰ ამ გუნდით მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება. თუმცა ჰიმნი აჟღერდდება და ეგ კარგია
რრრ
სამი და ნაკლები ქულით წაგებაზე და მოგებით თავისთავად ჩვენ გავდიოდით, 3 ქულაზე მეტით მოგენით ეგენი.
ბს
ბოდიშის ვიხდი, მოხსნებს კი არ ვიგებდით სამწუხაროდ ვაგებდით მოხსნებს და საკუთარ ფარზე რამდენიმე შეტევის საშუალებას ვაძლევდით და ვაძლევთ მოწინააღმდეგეებს
ბოკინიო
გილოცავთ!!! მთავარია საქართველოს ჰიმნი აჟღერდება არაერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე!!! 3 კაცით გავედით მსოფლიოზე და კიდე ვიღაცეებს პრეტენზიები აქვთ!!! თოკოს არ აგინებდნენ რო ცსკაში წავიდაო!!! ეს ის თოკოა 4 დღეში 3 თამაში რო ჩაატარა და 5 ჯერ გადაფრინდა გადმოფრინდა!!! თოკოს მეოთხედი გააკეთეთ ქვეყნისთვის და მერე ილაპარაკეთ! მადლობა ბიჭებს!!!
zura222
ზუსტად მწვრთნელია შუაში ! ის უაზრო ჯარიმებიც იმის ბრალი იყო რომ დაცვაში არანაირი ტაქტიკა არ გვქონდა და ბრმა ხარებივით დარბოდნენ აქეთ იქეთ ქუჩის კალათბურთს თამაშობდნენ @ და ის შერმადინის პასიც ზუროსის დავალება იყო დარწმუნებული ვარ
qomagi
ხალხო ვერ გავიგე ბოლოს რა მოხდა? ვთქვათ ჩვენებს ჩაეგდოთ და 2 ქულით წაგვეგო ვეღარ გავიდოდით? თუ ვერა მაშინ იმათ რაღატო ჩააგდეს ის ჯარიმა? უცნაური დასასრული იყო და მაგიტომაც არ მესმის სხვა სპორტისა გარდა ფეხბურთის.ასეა თუ ისე გილოცავთ ყვეოას.დიდი შედეგია
Roma
ნუ დაიწყეთ ეხლა მსოფლიოზე რაუნდა ვქნათ ასეთი გუნდით და ეგეთები, მთავარია გავედით და იქაც დარწმუნებული ვარ თავს არ შევირცხვენთ და ღირსეულად გამოვალთ, ეს ნაკრები იყო სწორედ რომ ესპანეთს მოუგო და იტალიასთან 1 ქულით დამარცხდა, გრანდებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია. დღეს დაძაბული ფონი იყო,ცოტაც გაგვიმართლა ბოლოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მსოფლიოზე ყველაზე სუსტები ვიქნებით, წარმატებები ბიჭებს!
ბს
არა ძმაო ვერაფერს ვერ ვიზავთ ასე ინდივიდუალური ოსტატობის იმედად! არაფერი გამოვა და ლაგვემართებპ ის რაც დაგვემართა თბილისში , ევროპის ჩემპიონატზე, როცა ევროპაში უძლიერესი თავდამსხმელები გვყავდა და მოხსნებს ვიგებდით , კომბინაციების გათამაშებაზე აღარ ვლაპარაკობ
Bs
სწორედ რომ მწვრთნელიპ შუაში, რა კომბინაცია უნდა გაათამაშონ რომ იციან ეს არის მწვრთნელის ბრალი, ავტომატიზმამდე ქონდათ დამუშავებული ისლანდიას კომბინაციები, არ დაიწყოთ ახლა ჩვენებს მაგის დრო არ ქონდათო. სხვა გუნდებს აქვთ და ჩვენ არ გვაქვს მარტო? რამდენი წელია ერთად არიან, რამდენი შეკრება გაიარეს ერთად და აქამდე ვერ ისწავლეს კომბინაციები ვერცერთი? მასეთი ჩეუასუსტებიც არ ვართ ქართველები რომ კომბინაციები ვერ ვისწავლოთ, სხვა რამეშია საქმე
გიორგი
ახალგაზრდა კალათბურტელების გაზრდა დაოსტატებაზე არ მუშაობენ ვისაც ევალება. არც ერთი ასაკოვანი ნაკრები უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს, საიდან მოვა ეროვნულის წარმატება გინდა ევროპაზე, გინდა მსოფლიოზე.
გიორგი
რუსეთის და საბჭოთა კავშირის გარეშე საქართველოც სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა ეხლა. ერთი მაგათი დ… მო… გაიხარეთ რა მიღწეულით! ეს სპორტია. და ამ მიღწევამ ბევრი ადამიანის მხრებზე გადაიარა პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. იქნებ დაგავიწყდათ უკვე B ლიგაში რომ გამოვდიოდით წლები და A ლიგაში გადმოსვლა სანატრელი გვქონდა?! არც ის დაგავიწყდეთ რომ გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვინდა ესპანეთივით ვიფრინოთ?! რა რესურსით? შეირგეთ რა ხალხო ეს გამარჯვება! არ დაიღალეთ ამდენი ნეგატიურით?!
lebron
რას პროფესორობთ გავედით მსოფლიოზე დავტკბეთ რა რას უნდა ამდენი განხილვები!!!!!!!!!!! ბიჭებო გმირები ხართ ვამაყობთ!!!!!!!!!
მოქალაქე
ჩემი მოკრძალებული აზრით ზუროს წინა მწვრთვნელი ჯობდა რადგან გუნდი გააზრებულ და უფრო სანახაობრივ თამაშს თამაშობდა....
გიორგი
გასვლას ვულოცავ ყველა ნგულშემატკივარს. მაგრამ ისაც ფაქტია რომ თუმცა ისლანდია საშუალო გუნდია მხოლოდ მისმა უიღბლობამ გაგვიყვანა მსოფლიოზე. შენგელია იძულებული გახდა 3 ქულიანების სროლაც შეეთავსებინა. მაკფადენმა 17 ქულა მოიტანა მაგრამ ვინმემ თუ დათვალა რამდენი შეტევა გაანიავა მოუმზადებელი სროლებით? სხვებზე არაფეწტფს ვიტყვი. აქაური კალათბურთის მესვეურებს გული წაუვიდათ სიხარულისგან მაგრამ ეს დრო რომ ახალგაზრდების დაოსტატებაზე დაეხარჯატ ამ დღეში არ ვიქნებოდით. მსოფლიოზე რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ევრროპის ჩემპიონატზე უკვე ვნახეთ. მოკლედ, ვიდრე აქ ახალგაზრდა კალათბურთელების პროფესიონალურ დაოსტატებაზე არ იზრუნებენ წარმატებაზე ფიქრი მარტო თავის მოტყუებაა.
David
ზუროსმა ამოწურა თავის თავი, როდესაც 7 ქულას იგებ უნდა გაზრდო სხვაობა 20 მდე და მეტოქე ფსიქოლოგიურად უნდა დამარხო....არ არის საჭირო 2 შემადგენლობის გამოყვანა...
Bs
რა არი ახლა ეს? ისლანდიას რატომ აქვს ყოველ შეტევაში რამდენიმე კომბინაცია და ჩვენ მთელ თამაშში მხოლოდ 2 საცოდავი კომბინაცია?!! თითოეული შეტევის წინ რატომ ვართ მხოლოდ დამოკიდებული ინდივიდუალურ ოსტატობაზე და ,,აბა იქნებ რამე ვქნათ"-ზე? ამ საცოდავ დღეში რატომ ვართ ჩვენ და რატომ არ არის ისლანდია? რომელსაც ობიექტურად ჩვენზე სუსტი შემადგენლობა ყავს! რატომ ვაგებთ მუდმივად მოხსნებს? არადა იდეაში სამწამიანი უნდა იყოს ჩვენი კოზირი, მარგამ არ არის და რატომ? მარტო ისლანდიის კი არა ყველა მოწინააღმდეგეს ერთ შეტევაში რამდენიმე შანსს რატომ ვაძლევთ მუდმივად? ვიმეორებ ყველასთან რატომ ვაგებთ აცდენილ ბურთებზე ბრძოლას? რაც მე დღეს ვინერვიულე და ვიგინე, არადა წესით არ უნდა მისულიყო აქამდე საქმე. მე ამ თამაშით ვარ აღშფოთებული და ვისაც ასე მოთამაშე საქართველოს ნაკრები მოგწონთ თქვენი გზით იარეთ! ვა რა მაგარია მსოფლიოზე გავედით, კი მაგარია, მარა ეს რა უბედურება იყო? ვისაც გესმით კალათბურთი იქნება დაწეროთ რატომ ვართ ამ დღეში, ურა პატრიოტებმა და ისეთებმა სპორტი მარტო მოგების დროს რომ გახსენდებათ გაიარეთ. ხო კიდე: რა თქმა უნდა მსოფლიოზე გასვლა უდიდესი წარმატებაა, მაგრამ თუ რამეს გვინდა მივაღწიოთ მაშინ ზევით დასმულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს! პასუხი უნდა გაეცეს იმისგან ვისაც ეხება ეს შეკითხვები და შეკითხვები უნდა დაისვას მანამ ვიდრე ურემი გადაბრუნდება .
odala
მწვრთნელი რა შუაშია?? მე პირადად ერთ რამეს მივხვდი. ჩვენები იცით რატომ ვერ ქაჩავენ ნბა-ში? გონებრივი შესაძლებლობები არ უწყობთ ხელს. ნბა-ში ერთ-ერთი მთავარი რასაც მწვრთნელები აქცევენ ყურადღებას არის decision-making/გადაწყვეტილების მიღების უნარი, სწორი გადაწყვეტილებისა. არა მაინც და მაინც მაშინ როცა წამის მეათედებში უნდა მიიღო გადაწყვეტილება ან ყველაზე კრიტიკულ მომენტში, არამედ ზოგადად, მატჩისას. გადაავლეთ ამ თამაშს თვალი და ნახეთ რამდენი უაზრო ჯარიმა, რამდენი უაზრო საჯარიმო სროლა მივეცით, მაშინ როცა საერთოდ არ იყო ამის საჭიროება. მეტოქე 8 მეტრშია ფარიდან, თან ზურგით, იცი ჯარიმები ამოწურული გაქვს და 2 საჯარიმოს ჩუქნი ასეთი დონის მატჩში. ეს რითი უნდა ასხნა?? შერმადინმაც კი რა უაზრო გადაწყვეტილება მიიღო ბოლოს ცინცაძეს რომ სამიან ზონაში მისცა პასი, როცა თვითონ შეეძლო ორქულიანის მოპოვება. ვწვალობთ, ისევე როგორც ფეხბურთში. ვერც სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საკმარისად ხშირად და მით უმეტეს სწრაფად ვერ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს, როცა ეს საჭიროა. კომენტატორები?? ტიპებმა ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება ვერ შეასრულეს და ვერ საჯარიმოები უნდა ჩაგვეგდო თუ არა. ზუროსი ამათთან შედარებით გენიოსია ალბათ. ესენი ნებისმიერ მწვრთნელს გააჭაღარავებენ.
ადამიანი
ჩემი თავი ენაცვალოს ჩვენ კალათბურთელებს და საქართველოს ყველა სპორტსმენს !!! მაგრამ ვინმემ ლევან საგინაშვილის ამბავიც გააშუქოს,გაგვაგებინოს ჯანმრთელობის საქმე როგორ აქვს,მსოფლიოს ჩემპიონობა შეინარჩუნა,მაგრამ რაღაც ჯანმრთელობა ვერ აქვს კარგად
მოქალაქე
გასვლა ერთია და მეორე სამარცხვინო ფედერაციას ამ ნაკრებით თან წაგებით გასვლა რომ გაუხარდებათ მარაზმია სუფთა რა.კარგია რომ გავედით და მარტო გასვლა ხომ არ არის.
Soso
ეგრეა მაგ ჯგუფიდან რუსეთი გადმოვიდოდა პირველი ადგილით უკეთესი შედეგით
Gio
კიდევ კარგი მაკფადენმა ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი როარ ჩააგდო თორე ნერვიულობა მერე გენახა,ოვერტაიმში გადადიოდა თამაში
იმედი
შენგელიას თავგანწირვამ გვიშველა. შერმადინი სამაგალითოა! ამდენ ცარიელ სროლას ფეხბურთის გუნდი არ გააფუჭებდა.
ზაზა
სიმართლე უნდა ვთქვათ. მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ მოვხდით, რომ რუსეთი ჩახსნეს გათამაშებიდან და მათ მაგივრად ნიდერლანდები გავიდა, თორემ კარგა ხანია დაკარგული გვექნებოდა მსოფლიოზე გასვლის შანსი.
კახა
მეც ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა მაგრამ გავიხსენოთ რომ ჯგუფში უკრაინა და ისლანდიაც დაახლოებით ჩვენი დონის იყვნენ, იმათმა შანსი ვერ გამოიყენეს, ისიც გავიხსენოთ როგორ ვითამაშეთ იტალიის და ესპანეთის უძლიერეს ნაკრებებს, ასე რომ დამსახურებულად გავედით, სანდრო და გოგა დაგვემატება და იქაც ვიბრძოლებთ, თოკო, შერმა და მაკფადენი ხელის გულზე უნდა ვატაროთ, დაგლიჯეს
zura222
მაგარიააააა გავედით ! მაგრამ რის ვაი ვაგლახით ! თანაც ისეთ გუნდთან ვისაც წესით 20 ქულით უნდა ვუგებდეთ და რისი ბრალია ეს ? რისი კი არა ვისი ბრალია ? ვისი და ზუროსის @ ან რა დაცვა იყო ან რა შეტევა @ არავითარი მონახაზი შეტევაში არავითარი კომბინაციები @ დაცვაში ღია კარის დღე გვქონდა და რომ გავედით სამი კაცის დამსახურებაა შენგელია-შერმადინი-მაკფადენის და არა ზუროსის! საინტერესოა როდემდე აქვს კონტრაქტი მაგ ანტი მწვრთნელს ? ცალკე მაგის ქცევაა სალაპარაკო-- თამაში არ გავა რომ მინიმუმ ერთი ტექნიკური არ აიკიდოს @ თუ ნერვები არა აქვს წესრიგში წავიდეს და იმკურნალოს @@ უნდა გაუშვან და ნორმალური მწვრთნელი მოიყვანონ ! კიდევ კარგი რომ მსოფლიოზე ბითაძე და მამუკელაშვილი დაგვემატებიან ბურჯანაძეც ჩადგება მწყობრში და იქნებარამე ვქნათ იქ
ლევანი
გილოვავთ! გილოცავთ! გილოცავთ! საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს! ხალხო, მეც ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. ესეთი ბრძოლის შემდეგ ბიჭებს ეკუთვნით მადლობა და ზეიმი. მაგის დროც მოვა, აგვისტომდე არის დრო. მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა! განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს! გ ი ლ ო ც ა ვ თ !
aburjga
გგილოცავთ, ჩემს ქართველებს გილოცავთ, საქართველოს მოქალაქეებს ყველას ვისაც გაგეხარდათ! ეს მართლაც სასწაულებრივი შედეგია! საქართველო კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე! მაგრამ ისლანდია შემეცოდა, ჩვენგან განსხვავებით ძალიან გამართულ კალათბურთს თამაშობდნენ! ჩვენმა ბიჭებმა იბრძოლეს, თავი დადეს, ძალ-ღონე არ დაიშურეს, მაგრამ ..... ხომ ნახეთ ყველამ?! ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მსოფლიოზე, იქ რა უნდა გავაკეთთ?!
ნიკა
ჩემო ირაკლი, ეს უკვე ისტორიაა. თადის ბოლო მცდელობა აღარავის ემახსოვრება :) სამაგიეროდ, ისტორიაში შევა ჩვენების თამაში მსოფლიოზე. ესაა კალათბურთი. გაიხსენე მიუნხენის ოლიმპიადა - 1972, საკანდელიძე, ქორქია, ედეშკო და ბელოვი :)
gogi
მართლა ისტორიული ამბავია, ეს ისაა რისთვისაც დამოუკიდებლობა გვინდოდა და ვიბრძოდით, რისთვისაც ღირდა 30 წელი ტანჯვა-წამება, გილოცავთ!!! მაგრამ უფრო მეტი გვინდა, უფრო კარგი მწვრთნელი, უფრო მოწესრიგებული გუნდი და უფრო გონიერი კომენტატორები რომლებიც სისულეებს არ ილაპარაკებენ!
კახა
კარგია ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს თუმცა ძალიან ნერვებს აწყვეტილი გამოფიტული ვარ ესეთი გუნდით არაფერი გვესაქმება მსოფლიოზე, ნებისმიერი ნაკრები რომელიც გამართულ კალათბურთს თამაშობს უპრობლემოდ დაგვამარცხებს, ინდივიდუალიზმი მხოლოდ მომენტებში ამართლებს თვით მაიკლ ჯორდანი ვერაფერს ახერხებდა სანამ პიპენი რომანი არ მოიყვანეს გუნდში, დააკვირდით ერთი ორი მომენტის გარდა ყველა ვინც კი სამიანს ესვრის სახეზე შიში და ორჭოფობა აწერიათ ან რაღაც ახალი კომბინაცია დაამუშავონ კლუბებში ხომ აქვთ მაგის გამოცდილება ძირის მარტო რას მისჩერებიან, გაიგეთ გაჭირვებულ ხალხს თითუეული სპორტსმენის კლუბის ნაკრების გამარჯვება მალამოსავით ეცხება. დიახ გასაშვებია ზუროსი ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მწვრთნელს რომელსაც მოიყვანთ კონტრაქტის მთავარი პირობა უნდა დაუდოთ შემდეგნაირად სრულ ანაზღაურებას მიიღებს თუ ნაკრები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს თუარად განახევრდება და ასე უნდა იყოს ყველა სპორტის სახეობაში იგივეს ვიტყოდი რეგბის შემთხვევაში კარგია მაისაშვილი ღირებული წარმატებები ჰქონდა მაგრამ ყველამ ვიცით რომ ნაკრები ექვსი ერის დონემდე ბევრი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.
ნიკა
არა, ბ-ნო გიზო. საქართველოს ნაკრები ზოგადად სჯობია ისლანდიისას. უბრალოდ, უზომო პასუხისმგებლობამ და დაძაბულობამ თავისი კვალი დაამჩნია ჩვენების თამაშს და პოტენციალი სრულად ვერ გამოიყენეს. მადლობა ღმერთს, რომ რაც შეძლეს ჩვენებმა, საკმარისი აღმოჩნდა.
მასტერს
ისტორია დაიწერა, მთავარი ესაა! გილოცავთ ყველას! გული კინაღამ გამიჩერდა, მაგრამ მთავარი შედეგია!!!
ბაბუაწვერა
რამის ნახევარი საუკუნეა კალათბურს ვუყურებ-ჩიხლაძე,პულავსკი,ბიჭიაშვილი,ქორქიების დროიდან და არასოდეს არ მახსოვს აცერთი გუნდი მუდამ სამი კაცით რო ფონს გასულიყო.ერთი თამაში კიდევ ხო, სამი კაცით მსოფლიოზე გასვლა მართლა საოცრებაა. შერმადინი,შენგელია,მაკფადენი-მადლობა თქვენ ამ სიხარულისთვის რაც ქართველ ხალხს და დანარჩენ 9 კალათბურთელს თქვენ სამმა აჩუქეთ,მაგათ უნდა თქვან ბედი გვქონიაო...
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კალარბურთში თაობა საერთოდ არ მოდის. იგივე მკვდარი და იმ დონეზეა რაც ფეხბურთი . ერთი რაგბში მოდის თაობა. რაიქნებოდა დონჩიჩისნაირი მაგარი ჩვენთან გამოჩენილიყო. მაგრამ ჯანდაბას . შევარცხვინე ამნაირი გასვლა მსოფლიოზე მაგრამ რას იზამ ასეთია ეს ნაკრები. მსოფლიოზე თამაში მაინც კაია. იქ რო არ იყო მაგას კი ჯობია. ზუროს ვერ დააბრალებ უკვე. მასე კოკოშკოვზეც იძახდნენ მაგრამ მერე რა ქნა მაგან ყველამ იცის. საერთო ჯამში კოკოშკოვის ნაკრებში უფრო დისციპლინა იყო და წესრიგი. ახლა უბრალოდ გამართლებებია. გილოცავთ მსოფლიოზე გასვლას .
Jnj
გილოცავთ გავედით.რა კომენტარებია "რა გვინდა მსოფლიოზე" ვისაც გვინდა გაგვატარეთ
მასტერს
გათანაბრება ჩვენ არ გვაწყობდა - ოვერტაიმში გადავიდოდა თამაში და ისლანდიას აძლევდა ეს ხელს. სწორად ააცილა, მეგობარო!
Gio
მაგარი კაცი ხარ ლაშა, გაიხარე!
G.LA
ასე იხტუნავო ისლანდიის ნაკრებთან წაგების შემდეგ ცოტა სირცხვილი ხომ არ არის? სირცხილია ასეთი ნაკრებით მსოფლიოზე ევროპიდან გასვლა. ასეთი სუსტი ნაკრები აზიიდანაც არ იქნება წარმოდგენილი. ევროპაზე რაც იყო უარესი სირცხვილი იქნრება. მარტო მონაწილება და იქ ჩვენი დროშის წარდგენა თუ დაგაკმაყოფილებთ, საკითხავია ასეთი თამაშის შემდეგ ვინმე დაიმახსოვრებს ამ უსუსურ ნაკრებს? პ.ს. ბოლო მსროლელ ისლამდიელს ვუთხრათ მადლობა რომ 3 ქულიანი ესროლა და არა 2 ქულიან, ამიტომაც ააცილა.
ბიძინა კუკულაძე
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლას. ეს ჩვენი კალათბურთის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა. ბრავო ისლანდიელებს ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ასეთი სიმპატიური ნაკრები ყავთ.
გოგია
ყველას გილოცავთ, ვისაც გაგვეხარდა. მაქვს დილეტანტური კითხვა და იქნებ, ვინმემ მიპასუხოს. ასე ცოტა წუთ-შესვენება რომ ავიღეთ (არადა, თითქოს სიტუაცია არაერთხელ ითხოვდა) ლიმიტი მალე გვეწურებოდა, თუ სათქმელი არაფერი ჰქონდა ზუროსს?
Ame
Pre iqneboda
Gio
ფრის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამატებითი დრო დაინიშნებოდა და 4 ქულის ასაღებად 12 წამი კი არა, 5 წუთი ექნებოდათ.
ლაშა
მადლობა ბიჭებს, გმირები არიან და ისტორია დაწერეს... ისე სულ უკმაყოფილო როგორ უნდა იყოთ ხალხნო. რამდენი შეხვედრა ყოფილა როდესაც კარგად ვთამაშობდით და შედეგს ვერ ვაღწევდით. ახლა წავაგეთ და მიუხედავათ ამისა მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით... ნეტავ იგივე ჩვენს ფეხბურთის ნაკრებზე გვეთქვას :)
civi
დღევანდელ დღეს რომ ქართველ კალათბურთელებს გააქილებს თუნდაც სამართლიანად მე პირადად რუსი მგონია .
ქართველი
ესაა ადრენალინი ესაა ისტორია ესაა სპორტი ესაა საქართველო მიყვარხართ ყველა ჩვენი ქვეყნის კარგის მსურველნი
გუსანი
ფაქტი შედგა, ვულოცავ საქართველოს, ბიჭებს, მაგრამ მეტ თვითკრიტიკა ვუსურვებ.... მწვრთნელი შესაცვლელია, ისლანდიამ ბადე თავზე დაგვახია.....ურა პატრიოტებო შეფასებები თქვენთის დაიტოვეთ, ასეთი ,,მარცხით" შორს ვერ წავალთ...
რენო
დისლაიქებს ანტი კომენტარებს რუსები წერენ?
ბექა
ყველას გილოცავთ... ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის. ერთი რამე ვერ გავიგე ცინცაძემ მეორე სროლა განგებ რატო ააცილა??? ანგარიში თანაბრდებოდა და 12 წამში 4 ქულის აღება სჭირდებოდათ, რაც წარმოუდგენლად ჩანდა. ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ. იქნებ ამიხსნას ვინმემ მაგ გადაწყვეტილების სისწორე
გიზო
რა გვინდა ამ ნაკრებით მსოფლიო ჩემპიონატზე, არ ვიცი. ისლანდია უფრო იმსახურებდა გასვლას, უბრალოდ არ გაუმართლათ.
dato
გილოცავთ ყველას როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პარკეტზე დადგება და ჰიმნი აჟღერდება წარსული არავის ემახსოვრება ეგაა ისტორიული დღე .
იბერია
"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" გილოცავთ, გილოცავთ. ათწლეულებია ფრაზა "კარგაფ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, შეიცვალა ფრაზით "წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთით" - ეს ქვეყანა ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მორჩა. საოცარი ხალხი ვართ:))) დიდი მადლობა საქართველოს ნაკრების 3 კალათბურთელს დანარჩენი გინდ ყოფილა გინდ არა მაგრამ მათაც ვულოცავ და მადლობა
Rt
მწვრთნელის რა ბრალია თუ ვერ აგდებენ გაიხსენეთ კოკოშკოვი წავიდა და ევროპა მოიგო ნუ იძახით მასე ბიძია...
ირაკლი
თადის ბოლო სროლა, წარმატებული რომ ყოფილიყო… ხვდებით რამხელა ხიფათს ავცდით??? :) გილოცავთ ყველას :)
ალექს
გილოცავთ ქართული კალათბურთის და ზოგადად სპორტის ისტორიაში ერთერთ უდიდეს დღეს! ბიჭებს ნუ უსაყვედურებთ ნურავინ, პირიქით, უდიდესი მადლობა მათ. ვუსაყვედუროთ ფედერაციას, რომელმაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს მწვრთნელი, სასწრაფოდ!
გივი
წავაგეთ ხალხნო თამაში რა გიხარიათ.წავაგეთ.ასე გავფრინდებით.
lebron
ბიჭბო გმირები ხართ!!! მადლობა!!!!!!!!!
Idki
ასეთი თამაშით გინდათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოხვიდეთ? ვაი თქვენს პატრონს, ეს ზუროსი შარშან იყო გასაშვები!!!
მოქალაქე
მსოფლიოზე გასვლა ძაან სასიხარულოა და საამაყო საქართველოსთვის და ქართულის გატანა მსოფლიოზე,როგორც სხვა სპორტმა გააცნო ქვეყანაზე საქართველო. ერთია მწვრთნელი უნდა გადადგეს.ეს წარმატება ბიჭების დამსახურებაა და ბიჭებმა მოიპოვეს.მწვრთნელი არ იყო თავის ადგილზე.გაიტანეთ მწვრთნელი საქართველოდან.
დავიდუსი
ძალიან დაძაბული მატჩი იყო,სულითა გულით გილოცავთ გამარჯვებას! ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს გამოავლინეს ქართული სული! სულ გამარჯვებით გვევლოს!
ვახო...
გავედიიიიით!!! ვინერვიულეთ, მაგრამ ღირდა... უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე!
გულშემატკივარი
დიდება უფალს!!! გილოცავთ!!! ეს იყო სასწაული!!! შოკში ვარ!!! ნერვები დამეგლიჯა!!! კრიტიკას არ დავწერ!!!:)))
აბდილაი
ევროპა მონაგონი იქნება.მწვრთნელი თუ არ შეცვალეს გავცდებით მსოფლიოს.მწვრთნელი არ გვყავს.სანიკიძე ნუ გძინავს ნუ გძინავს გაიღვიძე შეცვალეს მწვრთნელი შეცვალეს მწვრთნელი
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
შერმადინი: ისლანდიასთან გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს
ისტორიული მატჩის წინ – რა ვითარებაა ისლანდიასთან დაპირისპირებამდე
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 1 ქულით მარცხდება
ისლანდიელთა მწვრთნელი: კვირას საქართველოს ნაკრების დამარცხება იდეალური იქნება
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც