"გურია NEWS"-ის ინფორმააცით, ლანჩხუთის "გურიას" სტადიონზე, სადაც ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნა ფუნქციონირებს, ფონდი "ქართუს" ინივიატივით, მალე დასავლეთ ტრიბუნაც აშენდება. გამოცემა ამ თემაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის კომენტარს აქვეყნებს:

"არ მინდა, ამ თემაზე წინასწარი საუბრები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იყვნენ ჩამოსულები, ნახეს, კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის იხილავს გულშემატკივარი რეაბილიტირებულ სტადიონს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამას დიდი ხანი არ დააგვიანდება. პირობა ძალაშია და ლანჩხუთის "გურიაც" აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას."

ცნობილია, რომ ფონდმა "ქართუმ" გასულ წლებში არენის მშენებლობა 500 ათასი ლარით უკვე დააფინანსა. შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, 22 ათას მაყურებელზე გათვლილ განახლებულ და სავსე სტადიონზე "გურიამ" მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლა. ლანჩხუთის მოსახლეობა 9021 ადამიანს შეადგინდა, შეხვედრას კი 2,5-ჯერ მეტი გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის სტადიონი პირველი იყო, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, რომელიც იმ პერიოდისთვის ტრადიციული, ოლიმპიური არენა არ იყო და წმინდა საფეხბურთო იერს ატარებდა.

ერთ დროს სახელოვანი კლუბი ამჟამად ეროვნული ლიგა 3-ში გამოდის, სადაც სეზონი სტარტს მალე აიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, "გურია" ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, დავით დიღმელაშვილმა უნდა გაწვრთნას, ასისტენტობას კი ალექსანდრე კოშკაძე გაუწევს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ახლახან დაასრულა. კლუბს დიდი მიზნები აქვს, რაც შემდეგ სეზონში აღზევებას გულისხმობს.

ბოკინიო
და სხვას ვინმე უშლის? ამდენ ფულს რო ატენიან ტელევიზიების 3-4 სლოვანის დონის გუნდს გააკეთებდა კაცი!
zura222
შენმა ნაცებმა ხომ ააშენეს ქართული სპორტი რაა @@ და რამდენი სტადიონი დარბაზი და სხვა სპორტული ობიექტები ააშენა ქართუმ იმდენი არ მათქმევინო ეხლა @@
Soso
შენ გააკეთე მერე, ქართუს გარდა არცერთი არ ზრუნავსვ ხო კარგად ჩანს უმადურიბა ცუდია, არადა რეგიონი ქალაქი არ არსებობს ერთი მილიონერი არ ყავდეთ რატო არ აკეთებენ
beqa-ს
თქვენი შიშით ვერაფერი უნდა გაკეთდეს ?
beqa
წავიდა გურულების მოსყიდვა")) გავა დრო და აფერი იგივე
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგლძრივებენ
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
შეთანხმება ვერ ხერხედება - სლოტს ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობა მხოლოდ 2 წლით უნდა
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა