"ნაპოლისგან" მორიგი საფეხბურთო სიამოვნება მივიღეთ. გუნდი, რომელსაც სეზონის წინ, ლიდერების წასვლის შემდეგ, კარგს ბევრს არაფერს უწინასწარმეტყველებდნენ, მთელი კონტინენტის გაოცებას აგრძელებს...

"ტორინოსთან" (4:0) მოგებულ მატჩში ნეაპოლური გუნდის თითოეული რგოლი ძალიან გამართულად მუშაობდა - საიმედო მეკარე, დამაჯერებელი ცენტრალური დაცვის წყვილი, აქტიური ფლანგის მცველები, დომინირება მინდვრის შუაში და ორი მთავარი კაცი - ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი.

ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ როცა ლოჩანო სპალეტის გუნდი ანგარიშს წაიყვანს, შემდეგ მისთვის თამაშის კონტროლის მთლიანად ხელში აღება მარტივი ხდება. ახლა განსხვავებული სიტუაცია ვიხილეთ. ოსიმენმა სწრაფი გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი მასპინძლებმა გათანაბრება ძალიან მოინდომეს, სახიფათო მომენტები შექმნეს და იმის შიში არ დაუფლებიათ, ამასობაში კონტრშეტევებს მწარედ არ დაესაჯათ. "ნაპოლის" მხარეს ამ დროს, ყველაფრთან ერთად, ცოტა იღბალიც გადაიხარა.

გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება საჭირო იყო, რაც საკმაოდ ხშირად კვარაცხელიასგან გვინახავს - მისი ტრანსფერიც ამ სტატუსის მატარებელი აღმოჩნდა. ქართველმა გარემარბმა ჯერ ვერ გაიტანა - ბურთის ლამაზად დატრიალება გადაწყვიტა და კარს საკმაოდ ააცილა. პირველი წრისგან განსხვავებით, ხვიჩას მეურვეები შეცვლილი იყვნენ. სეზონის შუაში ფრანგული "რეიმსიდან" შეძენილი გვადალუპელი გრავილონი "კვარას" ძალიან ხისტად ეთამაშებოდა. ასეთები აღარ გვიკვირს და ამ დროს არბიტრის მოქმედებები ბევრს ნიშნავს. მასპინძელთა მცველი გაფრთხილებამ "შებოჭა", თუმცა ისინი სიხისტეს ბოლომდე მაინც არ მოეშვნენ და 77-ე ნომრის წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანიც "აიკიდეს".

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სპალეტი კარგი ფსიქოლოგია. გვახსენდება, თუ როგორ საუბრობდა ის ჩვენებურის შესახებ სეზონის მიმდინარეობისას და პენალტის ამბავზე ვრწმუნდებით, რომ მთავარი მწვრთნელი თითოეულ დეტალზე ბევრს ფიქრობს. როგორც ჩანს, ლუჩანოს ძირითად პენალტისტად კვარაცხელია წარმოუდგენია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მან ნიშნულიდან ვერ გაიტანა. თითქოს ამ დროს დამრტყმელი იცვლებოდა. ხვიჩამ ამის შემდეგ დანიშნული თერთმეტმეტრიანი არ შეასრულა, თუმცა საქმე იმავე მეტოქესთან და მეკარესთან გვქონდა, შესაბამისად, ეს მისთვის მორალურად რთული მომენტი იქნებოდა. ახლა პენალტის ნიშნულიდან ისევ ხვიჩამ დაარტყა. გულშემატკივრებისთვის ეს სანერვიულო მომენტი იყო, რადგან მისი დამოკიდებულებების შესახებ რომ ვიცით, ისევ ვერგატანა არაფრით შეიძლებოდა. ქართველი ძალიან თავდაჯერებული იყო და დარტყმის ახალი სტილი შემოგვთავაზა, კარის შუაში...

ფეხბურთში წარმატებისთვის მცირე დეტალებიც მნიშვნელოვანია. ის რეაქცია, რაც ნდომბელეს გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის მხრიდან იყო, კარგად მიუთითებს, გუნდში რა ატმოსფეროცაა. ფრანგი იმ სტილის მოთამაშეა, ხშირად ვერ გაიტანს და მისთვის ეს "ასისტი" მართლაც საჩუქარია.

საერთოდ, გოლიცაა და გოლიც. კომბინაცია, რომელიც მესამე გოლისას იყო, საფეხბურთო თვალსაზრსით მართლაც სახელმძღვანელოში შესატანია. ჯერ ანგისა ბურთს რთულ სიტუაციაში დაამუშავებს, შემდეგ გაგრძელებებიც დროული და საჭირო იყო. ხვიჩა კვარაცხელიასგან სულ სხვაგვარ ქუსლით პასებს შევეჩვიეთ. ეს არაა პუბლიკაზე მიმართული ქმედება, ამ ეპიზოდებში იგრძნობა როგორც საჭიროება, ამავდროულად, გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭება ამ პრაგმატულად ქცეულ, სქემებში მოქცეულ და ერთმანეთს დამსგავსებულ ფეხბურთში.

ვიქტორ ოსიმენი კი არავის ჰგავს. ბევრი მაღალი დონის, სხვადასხვა სტილის აფრიკელი ფორვარდი გვიხილავს, მაგრამ ნიგერიელს ყველაფერი აქვს - ტექნიკა, კარგი დარტყმა, მეორე სართულზე ბრწყინვალე თამაში, წარმოუდგენელი ბრძოლის უნარი. ხვიჩა-ვიქტორის წყვილის დაშლა რთული იქნება, ნეიტრალური გულშემატკივრებისთვისაც კი.

გადატვირთული სეზონის მიუხედავად, "კვარადონა" ფიზიკურადაც ბოლომდე მზად ჩანს. სხვა შემთხვევაში, მას ლუჩანო მოედანზე 90 წუთს არ დატოვებდა. არადა, ყველა როგორ ვნერვიულობდოთ, რადგან წინ სანაკრებო მატჩებია. უკვე ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე წამზომია ჩართული (მანამდე მონღოლეთსაც ვხვდებით). ხვიჩას ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ლეო ოსტიგორი იქნება, რომელსაც 2023 წელს თამაშის შანსი (დასკვნითი 20 წუთი) პირველად მიეცა. სპალეტი შეგირდებზე მაქსიმალურად მზრუნველი ჩანს...

"ჯვარსა" და "ნაპოლის" აპრილ-მაისში დიდი ამბები ელით, მანამდე კი "ჩვენი ბიჭის" ხილვა სამშობლოში შეგვეძლება.

ჯელა
მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო დღევანდელი ნაპოლის პენალტების შესრულებაზე.რათქაუნდა საჭიროა გუნდში თერთმეტმეტრიანების დამრტყმელი,მაგრამ ნაპოლი ისეთ სიმაღლეზე ავიდა ჩ.ლიგაზე,რო არ შეიძლება სპალეტი არ ფიქრობდეს პენალტების სავარაუდო სერიაზე .ამიტომ სწორად მიმაჩნია რამდენიმე ფეხბურთელის გამოყენება ამ ასპექტში.სერია ა დიდი ალბათობით მოგებულია.არ გამიკვირდება თუნდაც მომავალ ტურში მილანთან პენალტის შემთხვევაში ოსიმენმა დაარტყამს,ან ზელინსკიმ,ან დი ლორენცომ თუნდაც.ფსიქოლოგიური ამბავია.მე ასე ვფიქრობ. შეიძლება ვცდები,მაგრამ რა ვიცი...
ანა
სკუდეტო რა არის?
ჟორა
ნაპოლი წინა თამაშზე გახდა იტალიის ჩემპიონი, მეორე ადგილს ის გუნდი აიღებს რომელიც 67-68 ქულას დააგროვებს. რაც შეეხება პენალტს მეკარის მოძრაობის გამოცნობაზე დამყარებული პენალტი, საეჭვოა. ამიტომ აუცილებელია დასპეციალდონ ცხრიანში დარტყმაზე.
რა მაფიაა?
პენალტის დამრტყმელზე ეს ვარიანტიც არის და ასევე აინტრახტთან ზელინსკიმ მოიპოვა პენალტი და შეიძლება ეხლა ამ პრინციპზე გადავიდნენ... რადგან იქ დამრტყმელის შეცვლა თუ იყო მარტო მიზანი, ოსიმენს უნდა დაერტყა მაშინ ჰეთთრიკზე, კვარას დარტყმაც შეიძლებოდა, კი რისკი იყო მარა ცივსისხლიანია მაინც და გაუტანდა ასე მგონია და უფრო ეფეტქური რეაბილიტაციაც გამოვიდოდა... მარა ნუ როგორცაა, იმედია პენლებზე და ჯარიმებზე ბევრს ვარჯიშობენ ყველანი... ჯარიმებსაც ვერ ურტყამენ ნორმალურად სტაბილურად...
Sanioli
კი ძმაო მასე ვიზამ
გლახუნა
მონღოლებთან ნაკრების კანდიდატები ვათამაშოთ,რაღაც გამოცდილებას მიიღენენ,არ გვჭირდება ლიდერების ტრამვები!
ზაზა
სანიოლს დიდი პატივისცემით:სასტარტოში ათამაშე მიქაუტაძე,პირველივე ტაიმში გაიტანს,ეჭვი არ შეგეპაროთ,კვარა-მიქაუტაძე მოგვაგებინებს თამაშს,ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ,შემდეგ კი ყველაფერი წყალივით წავა!!!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
კვარაცხელია ბუნდესლიგაში? - დორტმუნდი ქართველი ტალანტით დაინტერესდა
"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა
17 წლის ქართველი, გვარად კვარაცხელია, რომელიც გატანილი გოლით ყურადღების ცენტრში მოექცა[VIDEO]
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებს მიმართა [PHOTO]
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა უნდა სცადოს" - დიმიტარ ბერბატოვი
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება