ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - მონღოლეთი 6:1

გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)

გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

სოსო
გეთანხმებით კაპიტანო,მართლაც საუკეთესო იყო,მაგრამ იმასაც ვხედავ,რომ გაცილებით მეტი შეუძლია და ხვიჩასავაით,მასთანაც ვინმემ რომ იმუშაოს უნარების გაუმჯობესებაზე,უკვე დღეს იქნებოდა სულ სხვა საფეხურზე.მოსკოველებმა კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და მადაც კარგი ექნებათ,რომ ფასი აუწიონ და აუწიონ.ასე რომ მისი გამოსყიდვა,შესაძლოა პრობლემური გახდეს.არც სლუცკი ეყოლება,რომ შეძლებისდაგვარად,ინდივიდუალურად იმუშაოს მის გაძლიერებაზე.სხვანაირად კი,მისი განვითარება შეფერხდება.ვლადიკავკაზის ალანიასა და რუბინის მატჩის 15 წუთს ვუყურე და მეტი ვერ შევძელი.ხვიჩას ფლანგზე სამოშნიკოვი რომ თამაშობდა და ხვიჩას გვერდით,ფლანგზე დაცვიდან შეტევაში დაფრინავდა,საცოდავი ლანდიღაა საკუთარი თავის.შემტევ ნახევარმცველად გადაუყვანით,მაგრამ ეს უკვე სულ მთლად ჩამქრალი ტალანტია,ხვიჩას გვერდით,ნაკრებშიც რომ მოხვდა და მშვენიერ დრიბლინგებსაც აკეთებდა,მაშინ.რა გამოდის?როცა ხვიჩა რუბინში იყო,მის გვერდით სხვა ფეხბურთელებიც ისწრაფოდნენ სრულყოფისაკენ,ლამაზად თამაშისაკენ.ჩამოვიდა ბათუმში და ახლა ჯერ ბათუმი,მერე კი მთელი საქართვბელოს ჩემპიონატი ათამაშდა ლამაზი ფეხბურთით,წავიდა ნაპოლიში და ახლა იქ ცდილობენ,ტექნიკურთან ერთად,ლამაზადაც ითამაშონ.ხვიჩა ყველგან განვითარების ფაქტორად გადაიქცა.ცუდი ის არის,რომ მის წამოსვლასთან ერთად,მალე ეს ენთუზიაზმიც ქრება.სწორედ ამიტომ,არა მგონია ნაპოლიმ ხვიჩა სადმე გაუშვას.მისი წასვლით ხომ ის სილამაზეც დაიკარგება და თუნდაც ჩემპიონი,მაგრამ უბრალოდ ჩემპიონი ნაპოლი,იმდენ გულშემატკივარს ვერ მიიზიდავს.დე ლავრენტისი,რეჟისორია,ხელოვნება ჩვენზე უკეთესად ესმის და ამას, დიდი ხნის წინ მიხვდებოდა.გაგნიძეს რაც შეეხება,ამ ზაფხულს უნდა ითამაშოს ძალიან კარგად,რომ როგორმე თავი დაიხსნას,მოსკოვის დინამოსაგან და ევროპისაკენ გაიკვლიოს გზა.
მიშა
კარგია.
Jango
ეს იდიოტური ვიდეო ასე გრძელი და თანაც ასე არეული კომენტატორების ხმებით ვინ დადო? საერთოდ გააფრინეთ?
კაპიტან გარდენბურგი
გაგნიძე საუკეთესო იყო 1 ტაიმში, სანამ ფლანგზე არ გადაიყვანა. ასეთი ჩამშლელი და გამთამაშებელი ერთად რომ იყოს კაცი პირადად არ მახსოვა ჩვენ ნაკრებში. რაღაცით ასათიანი გამახსენა და რაღაცით პირლო. უმაგრესი ბიჭია და ძირითადის ფეხბურთელი მგონია 100%
იგორ
ფრეს არ გამოვრიცხავ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ საქართველოს ნაკრები ფორით მოიგებს, პირველ 20-25 თუ გახსნის ანგარიშს!
გოგი
1 და 2 გოლი სუფთა თამაშგარედან გავიტანეთ, ეგენი რომ არ ჩაეთვალათ კაცმა არ იცის რა შედეგით მორჩებოდა. რომ ჭყლოპინებთ აქ სიხარულისგან.ტფუ.
ელიასი
ესენი ის მონღოლები არ არიან. ის მონღოლები ლილიპუტინის ბანდაა. ასე რომ აბაროტი არ ჩაითვალა. იმედია ნაღდი აბაროტი მალე იქნება.
დდ
გამომდინარე იქიდან,რომ სუპერ ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავდა, თამაში და შედეგი დამაკმაყოფილებელია. დასაფასაბელია სანიოლის გარჯაც, როცა შესაბამისი დარიგებები გასცა შესვენების შემდეგ. შედეგად ნაკრებმა ტემპს უმატა,ჩაკვეტაძე მისთვის უფრო მოხერხებულ პოზიციაზე დადგა და კარგი მე-2 ტაიმიც მივიღეთ. ძალიან მომეწონა საზანოვი. 1 არასწორი პასის გარდა უშეცდომოდ ითამაშა. დიდებულად ითამაშეს გოჩოლეიშვილმა და გაგნიძემ. ახლა მთავარი: სასწრაფოდ და გადაუდებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ 2 ბიჭის რუსეთის ჭაობიდან ამოსაყვანად, თორემ ორივეს დავკარგავთ. ძალიან კარგი ბიჭები არიან და არ მინდა ასათიანის და ანანიძის ბედი გაიზიარონ.
ზლატან დროგბა
ასე ნორვეგიას ექვსით ერთს ვერ მოვუგებთ, ის კი არადა ევროპის ჩემპიონებიც ვერ გავხდებით.
დავით67
არ ვიცი ამ თამაშით ვინ აღფროვანდა და ვინა. არა,მაგრამ ნორვეგიასთას ნამდვილად ვიცი რომ წააგებენ. ფრეც არ გამოვა. ერთი კაცი მატჩსვერ მოიგებს. ასე მოხდა გსულ ტურებში ოსიმენის ნიგერიან გვინეა ბისაუსთან დამარცხდა. ლევანდოვსკის პოლონეთიც დამარცხდა ჩეხებთან და კიდევ რამდენიმე ერთვარსვლავიანი ფეხბურთელის გუნდი. ვერ ვხვდები რა ლოგიკით უდნა მოუგოს ამ უსახურმა ნაკრებმა ნორვეგიას. დისლაქები 28 ში10 საათის შემდეგ დამისვით . ყველა მაღალი ბურთი მათი იქნება, არაფერს ვლაპარაკობ ფიზიკურ მომზადებაზე. ასე რო ილუზია ნუ გეუფლებათ,უბრალიდ წადით სტადიონზე უგულშემატკივღრთ,რაც შეიძლება ხმამა5ლა, იქნებ აასეთმა მიდგომამ გაამართლა
Zviads
მსაჯი ავლაბრელი იყო?:)

მაგ ბრილიანტ ხვიჩას ერთი ფეხი რომ დაუცდეს, ზუსტად ისე გადაუვლი როგორც დანარჩენებს. თქვენ გულშემატკივარი არ ხართ. თქვენ არც ხვიჩას ღირსი ხართ და არც სხვა მაღალი დონის სპორტსმენების. რა მოტივაციას იძლევით მაგ ლანძღვით არ გიტყდებათ? პატარა ბავშვები, ვინც დღეს ბურთს აგორებს და ფეხბურთელობაზე ოცნებობს რა მაგალითს აიღებს თქვენგან? მოგების მერეც ლანძღავ ნაკრებს, წაგების მერეც ლანძღავ, ანუ რა გაიგოს ბავშვმა? რისთვის, ვისთვის ითამაშოს თუ მაინც შენნაირების გინების ობიექტი იქნება? კულტურა არ გაქვთ ელემენტარული და არც მხარდაჭერა იცით. ხვიჩას როცა მოგინდებათ მაშინ გადაუვლით, ვითომ ჯერ არ გიქნიათ.
Მეზღვაური
6 კაცი ვინც ძირითადში იქნება ნორვეგიასთან დაასვენა სანიოლმა,საუბარია :მამარდა,კაკაბაძე,კაშია,კვირკველია,კვარაცხელია და მიქაუტაძე.ტაბიძეს რატომ არ ეძლევა შანსი ვერ გავიგე,ისიც და კობახიძეც ეროვნულ ლიგაში თამაშობენ,ნუთუ ვერ ამჩნევენ სხვაობას კლასში ამ 2 მცველს შორის? თუ ბათუმის კაპიტანი რადგანაცაა მაგიტომ ათამაშეს ძირითადში სიმბოლურად?გოლიც იმიტომ მივიღეთ ჩვენს კარში.დვალსაც ჯობია ტაბიძე რეალურად.რომ არა ტრავმა რომლის გამოც ლამის 1წელი გაუცდა დღეს ძლიერ გუნდში იქნებოდა ჯიმი.მარცხენა მცველად არის რამდენიმე ვარიანტი ნორვეგიასთან ან აზაროვი ძირითადში,ან წიტაიშვილი,ან კაკაბაძე მარცხვნივ,როგორც პოლონეთში თამაშობს ბოლო პერიოდში და მარჯვნივ გოჩოლეიშვილი,ან ტაბიძე მარცხვნივ როგორც ეს ვაისის დროს იყო და რეალურად ამ ამპლუაში დვალს აშკარად ჯობდა.ჩემი სუბიექტური აზრია,რომ ფიზიკური სისუსტიდან გამომდინარე,მითუმეტეს ნორვეგიელებთან ჯობია აზაროვი და წიტა სკამზე ისხდნენ და მათ ნაცვლად კაკაბა იყოს მარცხვნივ და მარჯვნივ გოჩოლეიშვილი,ან კაკაბა მარჯვნივ და მარცხვნივ ტაბიძე.ნუ არის ერთი ფაქტორიც კვარასთან შეთამაშება და კომბინირება აზაროვს უფრო შეუძლია.
დონე
თქვენი ჩათვლით
სოსო
ძალიან გამიხარდა ჩაკვეს გოლები.მართალია ერთი თამაშგარედან იყო,მაგრამ მან ხომ გაიტანა!პენალტიც რომ გაეტანა,სრულად გადალახული ექნებოდა ავდაუჯერებლობა.ახლა კი,ალბათ ჯერ კიდევ დასჭირდება ამ გრძნობის საბოლოოდ დამარცხება.სიგუას ვულოცავ სანაკრებო დებიუტს და ძალიან მომეწონა,ბერიძის თამაშგარედან გატანილი და გაუქმებული გოლი.მომკალით და არ მომეწონა გაგნიძე.ძალიან მობილური და ფიზიკურად ძლიერი ბიჭია,მაგრამ, უკვე დიდხანს მოუწია რუსეთში თამაში და ტიპურ მოსკოვის დინამოს ფეხბურთს თამაშობს.მათ ფეხბურთში კი,სწორედ ბრძოლა და მოძრაობაა მთავარი.ბურთთან ურთიერთობაში აქვს პრობლემები ამ ბიჭს და რუსეთში ამას ვერ გამოასწორებს.შესაძლოა საქართველოში დაბრუნებაც კი ერჩიოს,ამის გამოსასწორებლად.მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ მის მიმართ,განსაკუთრებით მომთხოვნი.თითქმის ყველა სათამაშო ეპიზოდში,ბურთი ფეხიდან შორს მისდიოდა და ამას ვგულისხმობ.დანასისხლად გვჭირდება მისნაირი ნახევარმცველი,დღევანდელ ნაკრებში.გაგნიძეს რუსეთში და პოლონეთში მოუწია ბოლო წლებში თამაში და იქ,ბურთთან რბილ მოპყრობას,დიდ პატივს რომ არ სცემენ,საიდუმლო არ არის.ეს გაგნიძესაც შეეტყო და მოსკოვის დინამოში რამდენად გამოასწორებს ამ ზადს,საკმაოდ საეჭვო მგონია.რა ვიცი,აქედან წასვლისას,თითქოს უფრო ტექნიკური ,მახსოვს,ახალგაზრდული ნაკრებიდან.იმედია ლორიას ტრავმა სერიოზული არ არის.თითქოს ისეთი არაფერი ჩანდა,გამეორებისას.გოლის მომენტში სერიოზული შეცდომა დაუშვა და ტრავმის მომენტშიც,როგორღაც არადამაჯერებლად გამოვიდა.ეტყობა წინა ტრავმის შემდეგ,ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო,ახლა კი,ახალიც დაემატა.ლუკა გუგეშაშვილსაც ეტყობოდა დაძაბულობა,თუმცა შეცდომაში არ გადაზრდილა.ეს თამაში,მასაც ძალიან სჭირდებოდა.ეს თამაში,ჩვენი მზადყოფნის საზომად ვერ გამოდგება,ამიტომ ნორვეგიასთან მატჩს დაველოდები მოუთმენლად და იმედია,იქ ყველაფერი წესრიგში გვექნება
pirlo
წიტაიშვილი კარგია მაგრამ სუსტია ფიზიკურად და ჩემი აზრით გაუჭირდება ფიზიკურად ძლიერ ნორვეგილებთან..... ზუსტად მაგიტომ არ ათამაშებენ პოლონეთში ასე მგონია იმიტომ რომ იქაც უფრო ათლეტური ჩემპიონატია თორემ ტექნიკასთან და სისწრაფესთან ყველაფერი კარგად აქვს. მოკლედ ფიზიკურად უნდა მოღონიერდეს თორემ გაუჭირდება გიორგის ყველგან
pirlo
ჩემი აზრით ვინც დღეს საერთოდ არ ათამაშა ისინი იქნებიან ნორვეგიასთან ძირითადში... ანუ მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კაკაბაძე, კვეკვესკირი დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე ეს 9 უეჭველი იქნება და გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე,ტაბიძე,წიტაიშვილი აქედან აირჩევა დანარჩენი 2 კაცი. თუმცა საზონოვის ფიზიკური ძალა და სიმაღლეც გვჭირდება ტანმაღალ ნორვეგიელებთან და არაა გამორიცხული მაგიტომ დააყენოს საბაც ძირითადში კაშიასთან და კვირვკველიასთან ერთად..... დღევანდელ მატჩში კი გაგნიძე და გოჩოლეიშვილი მომეწონა ძალიან
ლევანი
რაც არ უნდა იყოს, რაღაცეები გამოჩნდა. ყოჩაღ გაგნიძე, არ მეგონა და გამიხარდა. ამ ბიჭს, შრომა თუ უყვარს, ნამდვილად ითამაშებს მაღალ დონეზე. აგრეთვე საზონოვი, კობახიძე საქ. ჩემპიონატის დონეა. ჩაკვე ძმაო, ვინისიუსს 14 მასწავლებელი ჰყავსო, სირცხვილი კი არაა, ერთი ფსიქოლოგი რა გახდა, საწყენად კი არ ვამბობ, პირიქით, ვაფანატებდი ჩაკვეზე, მაგრამ პრობლემებს პირდაპირ თვალებში უნდა ჩახედავა. დანარჩენი თეთრი შავი, აბანოში გამოჩნდება... დიდება საქართველოს!
რა მაფიაა?
ჩემი აზრით წინ კვარა ჟორჟი ზურიკო ჩაკვე გაგნიძე კვეკვე წიტატა საზონ კაშია კაკაბაძე ზურიკო (საბა) წიტა (გოჩო) 3 მცველინი კაი, მარა რაღაცა ესეთი ტაქტიკა მესიმპატიურება
П
მოგება კარგია ყველა ვარიანტში, მაგრამ მე პირადად ასეთი სუსტი გუნდი არ მინახავს ზაირის მერე, 0-9 რომ წააგო მსოფლიოზე მგონი იუგოსლავიასთან
ფეხბურთი
იყო პერიოდები , როცა საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მწვრთნელები ყავდა, მაგრამ თაობა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. დღეს საქართველოს ნაკრებს, ძალიან საინტერესო და მრავაფეროვანი თაობა ყავს, მაგრამ მწვრთნელი არ ყავს ოპტიმალური და მაღალი კვალიფიკაციის.
ATP 16
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს ხასიათისთვის წაადგებათ , ვისთანაც არ უნდა მოიგო დიდი ანგარიშით მაინც სასიხარულოა . რაც შეეხება თამაშს , წიტაიშვილი კარგი იყო , გვჭირდება ესეთი უნივერსალი ფეხბურთელი . გაგნიძემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა , ზაფხულში ეს ბიჭი მოაცილეთ რუსეთის , იდეალური იქნება მისთვის ბენფიკა , სევილია , ვილიარეალის დონის გუნდი , დიდი ფეხბურთი უნდა ი თამაშოს კოჭებში ეტყობა . მომეწონა საზონოვიც , ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და რაც მთავარია კარგი პირველი პასი აქვს , უაზროდ არ იშორება ბურთებს . ჩაკვესთან დაკავშირებით მეც ვუერთდები მთელი საქართველოს მილოცვაას , შენთვის გიო ეგ გოლები ფსკერიდან ზღვის ზედაპირზე გამოცურვად უნდა იქცეს , ამოისუნთქეეე და მაგ ამოსუნთქვას ამოაყოლე იმ მწლების მთელი უარყოფითი ენერგია და გაზაფხულის სუფთა ჰაერით გაავსე ფილტვები და ფერიცვალებაც მოხდება შენში. რისი უნდა გეშინოდეს და გადარდებდეს , შენი გულშემატკივრების არმია შენთან ვართ და არ მოგცემთ დაცემის საშუალებას ... სულ ზევით ზევით , ხომ გახსოვს ? 28 ში ბათუმი დიდი ისტორიის დასაწყისი გახდება , რადგან მე მჯერა რომ ამ შესარჩევში სასწაული მოხდება , რომელსაც ათწლეულებია მოუთმენლად ველოდებით . ღმერთი არს ჩვენთან !!!
მაინც მოვიგებთ
ნუ პესიმისტობ
Lasha
Udonoebis jogi
gio
პირველი 2 გოლი მსაჯმა გვაჩუქა, ორივეჯერ აშკარა თამაშგარე მდგომარეობა იყო.
ეეე
კარგით რა ხალხო რა აღტყინებულები ხართ, ნუთუ ამ სამარცხვინო ნაკრების იმედი გაქვთ გაახილეთ რა დვალები, მინიმუმ 2-0 ს მაინც მოგვიგებს ნორვეგია, ჰალანდი, რომ იყოს 0-4 გვეჭირა ხელში.
ilar10N YouTube
გაგნიძე კედელივით იყო, ცენტრის აქეთ არავინ გამოუშვა, ორივე ფეხზეც რა კარგია,, იფ იფ .. უმაღლესი კლასია. რა უნდა რუსეთში ამ ბიჭს, წაიყვანეთ ტოპ კლუბში !!

თემურ ლენგის აბაროტი ავიღეთ
გია
ძალიან კარგი იყო,ბრავო ჩაკვე,ბრავო ბიჭებო.ვინც არ უნდა იყოს მოგება ყოველთვის კარგია..სანიოლს სტაფს ბიჭებს ყველას მადლობა…
რონი
საზონოვი კარგი იყო. წიტას და ლობჟანიძეს ერთ ფლანგზე უფრო გამოუვათ გამწვავება ვიდრე ცალ ცალკე. მარცხნიდან კვარა მიხედავს..
HK
მოგება კარგია თან ასეთი ანგარიშით ხასიათისთვის და ასევე ბიჭების ფორმის შეფასებისთვის :) ხარისხი შეიძლება სასწაული არიყო მაგრამ წინა წლებთან შედარებით ვაუმჯობესებთ და ამ კუთხით შევხედოთ (და არა ნაპოლის თამაშებიდან გამომდინარე რომელსაც ყველა ვუყურებთ, მსგავსი ხარისხი ადვილად და სწრაფად არ მოდის) კიდევ ბევრია სამუშაო და ბიჭები ამას გააკეთებენ და ეცდებიან დარწმუნებული ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება სიგუას დებიუტს ვულოცავ კარგი იყო მითუმეტეს პირველი თამაში ნერვიულობის ფონზე წარმატება ჩვენ ბიჭებს და წინ დიდი გამარჯვებებისთვის !!!
ხვიჩა
ჩაკვეს არა უშავდა, მაგრამ ძველი აჩქარებები და სისწრაფე არ ჰქონდა. რაღაც ის ძველი ჟინიც არ ჩანდა. სხვათაშორის სიგუაც ზედმეტად დინჯი და აკადემიური მეჩვენა. ჩვიდმეტი წლის ბიჭს ნაკრებში შანსს რომ მოგცემენ, თვალებიდან ნაპერწკლებს უნდა ყრიდე
რუსთავი
ერთადერთი რაც გამიხარდა ჩაკვეს გოლებია. დანარჩენი რავი ამათთან მოგება თუ გაუხარდებათ და განწყობა შეექმნებათ ჩვენს ბიჭებს რავიცი მაშინ ნორვეგიასთან მოგება არც გვეკუთვნის ამათით თუ განწყობა გვექმნება, პირიქით ისტორიული გოლით უფრო გაგვოფუჭეს განწყობა მგონი, ან ოქტომბერში ტაილანდს რომ ვეთამაშებით რისი მომცემია რავიცი რავიცი...
dato
ყოველთვის ეტყობა ხოლმე კაცს რისი ნიჭი აქვს და მუშაობს თუ არა საკუთარ თავზე. დღეს გაგნიძე მომეწონა, ეტყობა კოჭებში რომ მალე გავიხარებთ მისით. ტემპი , ტემპი და ტემპი, შეხედეთ რას მუშაობს ნაპოლი, არ ირბენ იქ და დაჯდები სკამზე, ესე უნდა იყოს ჩვენთანაც, ხელით არავინ არ უნდა ათრიო
Dima
პირველრიგში გილოცავთ. მიუხედავად იმისა რომ ჩაკვემ ფლანგზე ფაქტობრივად ვერ ითამაშა (დიდი კრიტიკაც დაიმსახურა სამართლიანად) მისი ადგილი გამოჩნდა რომ ცენტრშია. გაგნიძე კვეკვესკირმა და ჩაკვემ ნორვეგიელების ნახევარდაცვა უნდა გააქრონ. ვინც არ უნდა ჰყავდეთ მათ და ყველამ ვიცით ვინც ჰყავთ, ეს ჩვენი სამეული ბურთის კონტროლში არ ჩამოუვარდებიან.
zurabi
მოგება ყველა ვარიანტში კარგია ასე ლაღად ვერავის ვუგებდით მონღოლოეთზე უარესებიც შეგვხვედრია ...რაც შეეხება ჩაკვეს ასე მგონია ეგ და კვარა დაგლეჯენ
თამაზი
ხვიჩას გარეშე უღიმღამოა ჩვენი ნაკრები.დრიბლინგს თავი დაანებე,წინ ერთი კაცის მოტყუების გვეშინია თუ გვერიდება.არც შორიდან დარტყმები გვაქვს და გვივარგა. ისევ მეკარესთან ბურთის დაგორება და მივიღეთ კიდევაც. საზანოვი ძაან მომეწონა;ცივ სისხლიანად,დინჯად,უშეცდომოდ და სანდოდ თამაშობდა.პასები უბრალო(ზედმეტი მანჭვის გარეშე) და არც უაზრო ჰქონდა. გიორგი ჩაკვეტაძემ მგონი გოლის ვერ გატანის ჯადო-ნავსი გატეხა(გიორგი,მოკრძა-ლებული და მორცხვი ცხოვრებაში იყავი და მოედანზე კი მხეცი უნდა გახდე ისევ). ბიჭებო,ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს კლუბებში და განსაკუთრებით,ჩვენს ნაკრებში!აბა,თქვენ იცით,ყველანი როგორ საუკეთესოდ გვასახელებთ თქვენი გამარჯვებებით!
ადამიანი
ე ბიჭო აგერ გვყოლიხარ და რად გვინდოდა უცხოელი მწვრთნელი? დაიწყე ხელმოწერების შეგროვება და დაგნიშნონ :)
ნინო
ჩაკვე როგორ გამიხარდა!!!!ყველაფერი წინ არის!!!
მოცლილი
მე 7 : 0- ს ვფიქრობდი,ცოტათი ავცდი ახლა, არა უშავს,ნორვეგიასთან თამაშისთვის უფრო ზუსტი ვარაუდი მაქვს: 2:1, :-) :-) ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა რომ გაგვახარეთ.
D0N
რა გავიგეთ(დავინახეთ)და: არასაფეხბურთო ქვეყნებისთვის "გრანდი" ვართ უკვე. ლორია პენსიაზე. გაგნიძესნაირი მოთამაშე გვაკლდა ცენტრში და აჰა,თან ეტყობა,რომ დიდი რესურსი აქვს. გოჩოლეიშვილი კარგია საზანა გაგვაძლიერებს.

ფეხბურთელების გამოცდა არ ხდება მნიშველოვან თამაშამდე 3 დღით ადრე. ამ თამაშის აზრი თუ ნორვეგიისთვის მომზადება იყო, მაშინ უნდა დაეყენებინა ძირითადი ბირთვი ვინც ნორვეგიასთან გამოვა - კაშიაც უნდა ყოფილიყო და კვარაც, ჩაკვე არ არის მზად და ამხანაგურში რატომ ათამაშებს როცა არ დააყენებს ნორვეგიასთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ ამხანაგურებს ბიჭებისთვის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობის გასაზრდელად იყენებენ.
დიმა
თამაშში, სადაც ახალგაზრდები უნდა გამოსცადოს, 37 წლის ლორიას დაყენება კარში რას ნიშნავს, იქნებ ვინმემ ამიხსნას.
გიზოგ
გაკვირვებული ვარ ზოგიერთის დაკვირვებითა, სუპერობიექტურობაც ასეთი უნდა.
გიორგი
მართალი ხარ! ისე რომელ თამაშს უყურე, ჩვენში რომ დარჩეს? მადლობა!
ივან
ამ თამაშით ძნელია დასკვნის გამოტანა. თუმცა გამოჩნდა რომ ზოგიერთი ფეხბურთელი კარგად ირჯება. მომეწონა გაგნიძე და გოჩოლეიშვილი. ლობჟანიძესაც არ დაეწუნება გარღვევები ჰქონდა მაგრამ კაცი არ იყო ვინც საჯარიმოში დახვდებოდა. ლობჟანიძისგან განსხვავებით მარცხენა ფლანგზე თამაშს თავზე იღებდა ჩაკვეტაძე და ტყუილად აკრიტიკებთ. პირველ ტაიმში კარგი პასებიც აკეთა და შედეგი რომ ვერ ნახა მერე თვითონ უტევდა. აბუჯანიას შეცვლამ გაამრთლა - ეს ბიჭი რაღაც შეუმდგარია. ალაგ კარგია, ალაგ ძალიან ბევრ უზუსტობას უშვებს. კარგი იყო წიტაიშვილიც. პირველი ტაიმი არ გამოვიდა ვინაიდან შეტევი დამთავრების ფაზაში ხარვეზი იყო. მეორემ გაამრთლა. ასე რომ დასანახი გამოჩნდა და დანარჩენი უკვე ბიჭებზე და მწვრთნელზეა
ლევან მაღლაკელიძე
კარგის დანახვა არ შეგიძლიათ ხალხო? მე ბევრი კარგი დავინახე, ხარვეზიც.ძველი ჩაკვე აღარაა, მარა გამოჩნდა რომ დღეს ის ცენტრფორვადის პოზიციაზე კარგი იქნება და სერიოზულ კონკურენციას გასწევს, ეს ერთი. ფლანგზე კვარა სეუცვლელია. მარჯვენა ფლანგზე საბა კარგია, ნუ სხვას სჯობს დღეის მდგომარეობით. სწრაფია, ტექნიკური, უკანაც ჩამოდის და კაი ნავესებს აკეთებს, საგოლეს. ეს ორი. გოჩოლეიშვილი კაი ბიჭია და კიდევ მოუმატებს, ტექნიკურია, სწრაფია და პასიც კარგი აქვს. ეს სამი. აღმოჩენაა გაგნიძე, თავდაჯერებულია, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურია, ტაქტიკულად გონივრულად თამაშობს, პასი კარგი და რესურსი უზარმაზარი, მარტო მაგისთვის ღირდა ეს თამასი. ეს ოთხი. მეხუთე საზონოვი, ესეც თავდაჯერებული ბიჭია, ფიზიკა კარგი, პასები გამოსდის, ტექნიკაცააქ, რაც დიდი პრობლემაა ქარტველი ცენტრებისთვის, უბრალოდ სქემაში ჩაჯდება, შეთამაშდება და ეგაა, გამოჩნდა რომ კვეკვე ფორმაშია და აბუსაც მომატებული აქვს, თუმცა მაინც არ მომეწონა. გამოჩნდა რომ კობახიძე ნაკრების დონე ვერაა ჯერჯერობით, ისევე როგორც ლორია კაპიტან. გამოჩნდა რომ დავალი ფორმაშია და მასზე დაყრდნობა სეიძლება. იმედგაცრუება იყო დავითაშვილი. მეტს მოველოდი. მებრძოლი არის, მაგრამ მაინც ვერ. ვოლკზე, ზიფოზე და ბერიძეზე ვერაფერს ვიტყვი, ძლიერ გუნდებთან სერიოზულ თამაშებში რას იზამენ ვერ. ხო, და გუგეშა მშვენიერი ბიჭია. ანუ დღეს მეორეა. მეტი რა გინდოდატ ამ თამასიდან არ მესმის. ანგარიში არ მოგწონთ? რაც აინტერესებდა სანიოლს, ნახა. დარწმუნებული ვარ რომ საზონოვი, გაგნიძე, გოჩო, საბა და წიტა, ზირითადში იქნებიან.
Burton
ჩაკვეტაძეს არ უთამაშია თავისი მაქსიმუმი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველი გოლი მის დარტყმულს მოჰყვა, შემდეგ კიდევ ბევრი ლამაზი პასი გაუკეთა ვოლკოვს თუ დააკვირდით. გასაგებია, რომ ცოტა თითქოს შინაგანად მუხტი აკლია, მისი პენალტიც ამის გამოძახილი იყო, მაგრამ პირველი გოლის მერე, თითქოს მიიღო ეს მუხტი და მალევე მეორეც გაიტანა. შემდეგ ასევე ერთი ძალიან ლამაზი სოლო რეიდი ჰქონდა. გაგნიძემ აჩვენა, რომ ძალიან ახლოსაა ნაკრების ძირითადთან, მოედნის ცენტრში. გოჩოლეიშვილის მეორე თამაში იყო და დღეს ბევრად კარგი იყო, ვიდრე პირველში. ისე კი მისი ადგილი მარჯვენა ფლანგია. ლობჟანიძე ძალიან უფანტაზიოა, მაგრამ ბუდუზე პასი კარგი იყო დღეს. დავითაშვილი დასრულებით ფაზაში ძალიან სუსტია, მანამდე კარგია, ბურთი კარგად ამოაქვს, მაგრამ შესრულებაზე კლასი აღარ ჰქოფნის. საზონოვი სოლიდური იყო. წიტაიშვილიც არ იყო ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში სათამაშო დრო თითქმის არ აქვს.
თემური
ასე თუ ისე გაისინჯა ფეხბურთელები (მონღოლეთთან თამაშშიც შეიძლება გარკვეული დასკვნები გააკეთო). გოჩოლეიშვილი კარგი იყო, გაგნიძეს და წიტაიშვილს არა უშავდათ. სიგუამ რომ "მორიდებით" არ ითამაშოს (თუმცა, ჯერ ახალგაზრდაა და პირველი თამაში იყო ნაკრებში) მემგონი კარგ ფეხბურთს ითამაშებს. ჩაკვეტაძე იბრუნებს თავის თამაშს, ერთ მომენტში ის ჩაკვე იყო როგორც ადრე, და შეიძლება უფრო ძლიერიც კი ჩანდა. ნეტავ ტრავმა არ მიიღოს რა. სხვები ისეთები იყვნენ როგორსაც მათგან ელოდები. 28-ში გამოჩნდება რა შეგვიძლია ძლიერ გუნდებთან! წარმატებები ბიჭებს!
გიორგი
ასეთ ადამიანთმოძულე კომენტარებს რატო ატარებს ადმინისტრატორი?!
თომა
რას ემსახურებოდა ბატონო და თავდაჯერების მომატებას, უკეთესი განწყობის შექმნას და გენერალური რეპეტიციის გავლას პრინციპული მატჩის წინ.
ანი
ჩაკვეეეე❤️

ტაში
ვალერი
დავითაშვილი მონდომებული ბიჭია ძალიან. მარა, კაი საშუალო დონეზე მეტი არც ყოფილა არასოდეს.
გიორგი
ახლებიდან მომეწონა გოჩოლეიშვილი. გაგნიძე უკვე შეუცვლელია, მე მგონი. სიგუას კარგი დებიუტი ჰქინდა. ჩაკვეს ბედი გაეხსნა.
Zhilina
რაც მთავარია გახსნის თამაში იყო წელს და თამაშმა თავის სიტყვა თქვა! ვულოცავ ყველა გულშემატკივარს და ყველა ქომაგს გულითადა სულულით კარგიც იყო ის რომ პირველი ტაიმი ვერ მოვიგეთ და ეს გაკვეთილი უნდა იყოს ეს დაუწერელი კანონია ფეხბურთში თუ 100% არ დაიხარჯები შედეგს ვერ დადებ. მინდა მივულოცო ჩაკვეს დუბლი პირველ რიგში დარწმუნებული ვარ გაიხსნება და ნეკრებს ძალიან გამოადგება...ყველა დებუნტანტს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ დაიმახსოვრეთ თქვენ საქართველოს და ქართულ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენთ პაიჭაძეს,მესხს, დარსელიას, ქინქლაძეს და ა.შ ახლა თქვენ გაქვთ ის შანსი და თქვენ უნდა დაწეროთ ისტორია წარმატებები და უფალი გფარავდეთ ბიჟ
0.
ტყუილი. უბნის გუნდი უკეთესი სპარინგი იქნებოდა ესენი ვინ იყვნენ
ლაშა
ნაკლები საუკეთესო კონდიციებშია და ეს ამხანაგური თამაში სუსტი მეტოქის შერჩევის კუთხით მოსწრებული და საჭირო იყო. ნორვეგიასთან წარმატების მოლოდინშია სრულიად საქართველო!
კოტე
ვფიქრობ,არც საზეიმოა არაფერი და არც ნაცარი თავზე წასაყრელი.ნორმალურად ითამაშეს,ივარჯიშეს ბიჭებმა.რეალურ ძალას გუნდისას სამ დღეში ვნახავთ.იმედია,გაგვახარებენ.ასემც ყოფილიყოს.ყველა ოპტიმისტსა და ქართული ფეხბურთის გულით მოყვარეს გაუმარჯოს.ძირს ნაძირალა ჩასაფრებულები!!!
გიო
გაგნიძემ ლობოტკას ტიპაჟად წარმოვიდგენდი, ბევრს თუ იმუშავებს - შეძლებს. მომეწონა დღეს, მთავარია მონდომება და ვარჯიში, მაგალითი მანდ ჰყავთ ნაკრებში, სახელი არც არის საჭიროოოოოოოოოოოოოო
ჯონი
ჩვენ ბრილიანტ ხვიჩას ჩავეხუტოდ კიდევ ის ჯობია!!! ნუთუ ამათ ქართული სისხლი არააქვთ??? ითამაშეთ ლაღათ და თავისუფლად ... მშიერი ხალხი გიყურებთ და თქვენ ამ მაისურის ფასი არ იცით
75*
სტადიონი რატომ იყო ნახევრად ცარიელი? ვიცოდი ყველა ბილეთი გაყიდული იყო
ქართველი
რისთვის იყო ეს მატჩი საერთოდ? რა დავამუშავეთ? არაფრისმომცემი ამხანაგური.. გული მწყდება ჩაკვეტაძეზე.. ძალიან უღიმღამო გახდა იმ ტრავმის მერე და ემჩნევა ხვიჩას ჟილკის 5%იც არააქ.. აშკარაა დავითაშვილის სტაგნაციაც.. ლობჟანიძე საერთოდ კატასტროფაა.. ნორვეგიასთან სხვა ნაკრები იქნება და შეფასებები ძირითადად მანდ უნდა გაკეთდეს.. მიყვარხართ ქართველებო და ღმერთი ჩვენსკენ!
ლაშა
მონღოლეთი იყო საუკეთესო პარტნიორი ამხანაგური მატჩისთვის, სადაც გამოიცადნენ ბიჭები. ბიჭებმა კი თავის მხრივ საუკეთესოდ წამოა ვინმეს თავი, კვარას, მიქაუტაძის და მამარდას გარეშე. ეს ნაკლები მოსაწონია, რომელსაც ვინები ლი რეზერვი აქვს!
მდააა
რა გინდათ 4:1 მშვენიერი ანგარიშია ( უბრალოდ 2 თამაშგარე იყო პენალტიც საეჭვო ) ე მიდით ახლა დაიწყეთ ნორვეგიას გავარღვევთ და ასე შემდეგ ….მაგრად გაგვიმართლა ის ანტილოპა რომ არ ეყოლებათ
x
საკმარისი არ არის მაგრამ მაინც
Lebron
რა სასაცილო ხალხი ხართ ეს ნაცები :)))))))
ლევან88
ექპერიმენტები ჩატარდა და გამოჩნდა ვის შეიძლება ენდოს ამ შემადგენლობიდან 28-ში. თითქმის მეორე შემადგენლობა დააყენა და ზოგიერთმა გაამართლა, ზოგიერთმა ვერა...
gio gio
სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ ძველი ჩაკვე.მიუხედავად ორი გატანილი გოლისა ძალიან შორს არის სასურველი ფორმისგან.ღმერთმა ქნას რომ ძველებურად ათამაშდეს.
გიორგი
უტვინო პოლიტტუტრუცანის კომენტარია! მაინც მადლობა რომ აზრი გამოთქვა ;-)
ზაზა
გავუგოთ!
გულშემატკივარი
კარგია!!! დადებითი განწყობაა ნორვეგიასთან შესახვედრად!!! წარმატებები ჩვენებს!!! უფალი ფარავდეთ!!! მინდა ავღნიშნო რომ გაგნიძე ძალიან მომეწონა!!! უმრავლესობა ჩვენებურების მშვენიერ ფორმაში ჩანდნენ!!!
Pressa.
ეხლა სანიოლის დონე პრესკონფერენცია და ყველაფერი კარგად მიდის
ზურა
ნაცო გიცანით, გაიპარე
ნ.კ
ამ თამაშში რაც იყო მნიშვბელოვანი ჩაკვეტაძემ როგორც იქნა გაიტანა რაც თავდაჯერებას შემატებს ფსიქოლოგიურად მაგრად წაადგება მას ეს ძალიან ჭირდებოდა ასევე გოჩოლეიშვილის და გაგნიძის კარგი მატჩი აშკარად ეტყობათ რო ბევრი შეუძლიათ!!! რათქმაუნდა შემტევების გოლები ეს მათზეც კარგად იმოქმედებს ვთვლი რომ ამ თამაშმა თავის დანიშნულება შეასრულა წამატებები ბიჭებს!!!!
sese
სამი გოლი მსაჯმა გვაჩუქა და მონღოლებს პენალტი არ დაუნიშნა ჩვენს კარში.
სიმართლე
ამაზე მეტ ,,მზეობას" ვერ იზავდა ფედერაცია ვიდრე სპარინგი მონღოლეთთან ნორვეგიასთან მოსამზადებლად .. რა მოგვცა ამ თამაშმა , საერთოდ არაფერი, 2 გოლი თამაშგარედან , არარსებული პენალტი ჯამში 5-1 , ვიცინოთ თუ ვიტიროთ
azri
მონღოლეთის ნაკრები რომ არ გამოდგება სასინჯ ქვად ეგ ვიცოდით, მარცხენა ფლანგზე დღეს ძალიან კარგი და აქტიური იყო გოჩოლეიშვილი, ძალიან საინტერესოა ვის დააყენებს ნორვეგიასთან ვილი. მოედნის ცენტრში გაგნიძე მომეწონა, ორთაბრძოლებშიც კარგი იყო და ტექნიკური მოძრაობები, ჰქონდა კარგი პასებიც არიგა, მგონი გაგნიძეს დააყენებს ნორვეგიასთან. საზანოვი პოტენციურად შეიძლება დააყენოს ვილიმ ნორვეგიასთან. ჩაკვეს რა ჭირს ვერ გავიგე ამდენი ხანია ნაკრებში გოლი არ გაგიტანია და გაიტანა და მაგაზე უფრო სხვებს გაუხარდათ, რაღაცნაირად უღონოდ არის ეს ბიჭი და დღეს რაც ითამაშა მისი შესაძლებლობის გათვალისწინებით არაა მისაღები, ბევრად მეტი შეუძლია გიოს. მეკარის საკითხი მგონი გადაწყდა უკვე, მამარდა უკონკურენციოა. მონღოლეთი ძალიან სუსტი ნაკრებია და ბოლოს დაიღალნენ ეგაც გასათვალისწინებელია. მოგება კი სასიხარულოა ყველა ვარიანტში უბრალოდ თამაშის ხარისხი დაბალი გვქონდა.
ალექს
ორნიშნა ანგარიშით უნდა უგებდე ამ ე.წ. საფეხბურთო ნაკრებს წესით.. მაინც კარგია რომ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ და რაღაცას დაემსგავსა ანგარიში. სასიხარულოა რომ ტრავმაც არავინ მიიღო. მამარდა,კაშია, კვარა - ამ სამეულთან ერთად ნაკრები დარწმუნებული ვარ სხვანაირი იქნება სამ დღეში.
garrincha
ამ თამაშმა ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენა, ბრაზილია ეთამაშებიან ჯუჯების ნაკრებს და უტანენ გოლენს ხევენ ბრაზილიები მარა ჯუჯები იცინიან იცინიან კვდებიან სიცილით ვერ ჩერდებიან და, ბოლოს ბრაზილიელები მიდიან და ეკითხებიან რა გაცინებთ ხო გხევთო ხო თამაშში?? და ჯუჯები ეუბნებიან არაო აი რო დავრბივართო ბალახები ტ----ში გვეღუტუნება და ვიცინივართო რა ვქნათო
გიორგი
ალბათ ყველა ვნერვიულობთ ჩაკვეტაძეზე, რამდენი ხანი არ ქონდა ბურთი გატანილი. პენალტის მერე სულ ჩამქრალი იყო, ასე არ შეიძლება. აი როცა გაიტანა მეორედ, მას მერე უკვე სხვა ჩაკვეტაძე დავინახე, ის რაც ადრე იყო, რამდენიმემ ფეხბურთელის მოტყუება, სივრცის გამონთავისუფლება წინსვლა და მერე წააქციეს ყვითელი ბარათით... წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს!
Რერო
საერთო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. ჩასაფრებულებს ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
ერვინ
გილოცავთ,მონღოლების მიერ საუკუნეების წინ დაღვრილი ქართველების სისხლი ნაკრებმა სრულად ამოიღო
ვახო
ასეთი თამაშით ნორვეგიასთან შანსი არა გვაქვს, კვარაცხელია- მიქაუტაძე გვჭირდება + დავითაშვილი
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამ თამაში მსაჯი რო მიგათრევს და შენით ვერ უგებ მაგრა უნდა შეგრცხვეს მაგრამ ამათ სირცხვილი არასდროს ქონდათ
xalxi.
გავიხაროთ ეხლა თუ რა ვქნათ ბლ*** დ რა იყო საერთოდ ეს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
რომელი პოზიციიდან შეუტევს "კვარა" მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
მონღოლებს ქართველებთან თამაში მოეწონათ და ბათუმში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
მონღოლეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს ვერ ამარცხებს...
ჩაკვეტაძე: ნავსი გატყდა და გავიტანე - იმედია, ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ
სანიოლმა ნამატჩევს გაამხილა, რა დაავალა შესვენებაზე ჩაკვეტაძეს