იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, "ნაპოლისა" და მის კონკურენტებს შორის სატურნირო ვითარებაში არსებული უფსკრული აღმოიფხვრას. ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლეჩეს" დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება. აღდგომის დღესასწაულის გამო სერია "ა"-ს მატჩები კვირამდე ჩატარდება.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს "მილანთან" (0:4) მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თავის მხრივ კი, "ლეჩე" კატასტროფულ ფორმაშია, უკანასკნელ 5 შეხვედრაში გოლის გატანის გარეშე დამარცხდა. გასავარდნ ზონაში მყოფ "ვერონას" ეს გუნდი 8 ქულით აღემატება და საქმე საგანგაშოდ მაინც არ აქვს.

სპალეტის ფეხბურთელებს "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი კარს აქვთ მომდგარი. როტაციის დრო მაინც ნაკლებადაა, ნეაპოლურ გუნდს ტონუსის აღდგენა და კარგ ხასიათზე მოსვლა სჭირდება. მთავარი მწვრთნელი ისევ იმეორებს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩემპიონატში 21 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორი ვიქტორ ოსიმენი კვლავ არ მომჯობინებულა. ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების ნორვეგიასთან დაპირისპირების ჩათვლით, 2 მატჩია, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ეს მის მიერ აწეული სტანდარტებიდან გამომდინარე, უკვე გვიკვირს კიდეც. სერია "ა"-ში მე-13 გოლისთვის ის ყველაფერს გაიღებს (10 საგოლე პასიც აქვს), ამჯერადაც ნიგერიელი პარტნიორის გარეშე. ნეაპოლელებს პოლონელი პიოტრ ზელინსკის ფორმაში დაბრუნება სჭირდებათ, რომელიც 2022 წელს გაცილებით პროდუქტიული იყო, სულ კი მონაწილეობა 10 საგოლე ეპიზოდში (3 გოლი, 7 "ასისტი") მიიღო. სავარაუდოდ, მის ადგილს ელიფ ელმასი დაიკავებს. სასტარტოში ჟესუსსა (კიმის ნაცვლად) და ნდომბელეს (ანგისას ნაცვლად) ელიან, წინა ხაზზე კი ჯაკომო რასპადორი უნდა იყოს.

"ლეჩეს" რიგებში ყველაზე სახიფათო 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი გაბრიელ სტრეფეზაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 ზუსტი დარტყმა აქვს.

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა (1:1) და სეზონში ასე იშვიათი ფრე ითამაშა. ეს ის დროა, როცა სპალეტი როტაციას აქტიურად მიმართავდა. კვარაცხელია მინდორზე 56-ე წუთზე შევიდა, ნეაპოლელებიდან ერთადერთი გოლი კი მანამდე მის ნაცვლად მოთამაშე ელმასმა გაიტანა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. აგვისტოში, როცა სეზონი ახლად დაწყებული იყო, ლუჩანოს გუნდის ასეთ დომინირებას ბევრი არ ელოდა. "ლეჩემ" 2020 წელს "სტადიო მარადონაზე" (3:2) გაიმარჯვა. მაშინ "ნაპოლის" ჯენარო გატუზო წვრთნიდა.

"სტადიო ვილა დელ მარზე" გასამართ შეხვედრას ჯანლუკა მანგალიენო განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩს ბოლოს 2021 წლის 20 სექტემბერს გაუძღვა, როცა "უდინეზე" სტუმრად დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხეს.

RR
ვიქტორიი :)) ძიაძია ვიქტორი:))
L.J .
Ragac geshleba tan magrad!!!!sheuracyopaze gadmodixar ukve gaachere ena an titi bijo!!!!
ზესტაფდონი
მემგონი დუბლის დრო მოვიდაააა
კაკო
კვარას მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარი,სულით არაა ქართველი
Charley
L.J-ს. აა გულზე მოგვხდა არა კვარას ჰეითერო სექტანტი რომ ხარ აგერვე აღიარე და დაამტკიცე. მაშ რატომ გამოეხმაურე ჩემს პოსტს თუ ესეთი არ ხარ? მაგრამ ვიცი შენ ვინც ხარ მილანის ფეისბუკ ფან განყოფილებიდან ხარ სადაც თქვენი ბუნაგია კვარას ჰეითერების და წმინდა წყლის "სექტანტების" ნუ გწყინთ არ შემოიხედება თქვენს ფეიჯზე რეებსაც კვარაზე წერთ მაშ რა ეწოდება თქვენნაირ სასტავს თუ არა კვარაზე დაბოღმილი როსონერის სექტანტები აბა რა ხართ. ბიჭმა ამ გაჭირვებულ უცნობ ქვეყანას სახელი გაუტანა მსოფლიო ასპარეზზე და თქვენ რა დღეში ხართ გრცხვენოდეთ მაინც. თქვენც აქ ცხოვრობთ. მაგრამ კიდევ განვმეორდები რომ მილანს ოთხშაბათ ღამეს მაგრად ატკენენ დამიჯერე.
L.J .
Milani "sredniaki"aris seria A shi magram liga sul sxvaa gemchneva axla daiwye yureba da gukshematjivroba araushavs!!!
L.J .
Sektanti shen xar megobaro,30 welia milsns vgukshematkivrob vin ra dawera ar vici magram me pirveli davwere napoli ar mindoda milantan,+aqqvs tan magari xvichas naxevarpinali ligaze magtad gamixardeba!!!!tu ar gamova milani dabrundeba mis adgilas...sektantebi da sheuracyooebi sheinaxe gamogadgeba momavalshi;)
გულშემატკივარი
100%!!! ეჭვიც არ მეპარება!!!
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
ზაზა
ხვიჩა შვილო მე ვფიქრობ რომ გოლების გატანის დრო მოვიდა,გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელის ყოველ თამაშში გოლებს,გაგვახარე და გაიხარე!!!
გულშემატკივარი
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს!!! ხარების დღესასწაულია,დაე გაგვახაროს(როგორც ყოველთვის) და გაიხაროს!!!:)))
Charley
პირდაპირ ვიტყვი აქაურ მილანის ფან ბანაკებში მაგარ ეიფორიაში არიან. ეს ქნა ამ "მატყუარა 0:4" მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნაპოლი "ჩამოლაბორანტდა" ვერონას დონემდე და მილანი ავიდა რეალის ლეველზე, ძალიან ცდებით მილანელო "სექტანტებო" დარწმუნებით გეუბნებით კვარა და კამპანია მწარედ გატკენთ სანსიროზე ძალიან მწარედ ამაში დარწმუნებული იყავით ეს ნაპოლი ის გუნდი არარის სრედნიაკ მილანთან ზედიზედ 2 მატჩი წააგოს.
L.J .
Statia kargia satauri ar momewona gvtisavar...elmasi roca dziritadshia sul aketebs mis sakmes ....kvaracxelia da elmasi prtebze shuashi polonelis mahier N,domdele erti tamashi mainc atashos ertad luchanom,mgoni kargi azria arc lozano da mitumetes politano araa dziritadis girsi ....
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა