მას შემდეგ, რაც იტალიური საკლუბო ფეხბურთი ევროპის მასშტაბით ბრწყინავდა, არაერთი წელი გავიდა. ამას მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგი სანაკრებო კრიზისიც დაემატა. ამ ქვეყანაში კვალიფიციურ ფორვარდზეც კი დაიჩივლეს. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალი გამარჯვებული იშვიათი მოვლენაა. "მილანი" ის გუნდია, რომელსაც ეს თასი მადრიდის "რეალის" შემდეგ ყველაზე მეტჯერ (7) აღუმართავს, "ნაპოლი" კი - წლის სენსაცია, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია (ამის თქმის არ მოგვერიდება) და იქნებ სწორედ ახლაა ახალი ჩემპიონის დრო...

პსჟ და "მანჩესტერ სიტი", ორი გუნდი, რომელთაც გეოგრაფიის ზრდას მუდმივად უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ამ საქმიდან ჯერ არაფერი გამოდის. პარიზელთა შემთხვევაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის აღმართვა არც წელს იქნება - მესი და მბაპე, ეს ორი გვარი თითქოს საკმარისი უნდა იყოს, თუმცა ასე არაა. თუ დიდი ტიტულების მოგების ტრადიცია არ გაქვს, მაშინ ის გუნდურობითა და საკუთარ თავზე ძალიან მაღლა ახტომით უნდა შეძლო.

იტალიური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ახლა მთელი ქვეყნის წარმატება იქნება, თუმცა, მოგეხსენებათ, "მილანის" გულშემატკივარს ურჩევნია, თანაქალაქელ და ამავდროულად, მოსისხლე მტერ "ინტერზე" მეტად ტიტული, პირობითად, "ბენფიკამ" მოიპოვოს. აპენინებზე ესპანურ-ინგლისური ჰეგემონია ძალიან მობეზრდათ, თანაც ფინალისტის ერთ საგზურს, ფაქტობრივად, ერთმანეთში ათამაშებენ და სამი გუნდის გულშემატკივართა ("მილანი", "ნაპოლი", "ინტერი") მიღმა უმრავლესობას ენდომება, ფინალში მათი ქვეყნის ის წარმომადგენელი გავიდეს, რომელიც გადამწყვეტ მატჩში ნებისმიერის დაჯაბვნას შეძლებს - კარლო ანჩელოტის "სამეფო კლუბისაც" თუ მუდამ მძლავრი მიუნხენის "ბაიერნის". "იუვენტუსის" წაგებული ფინალები ყველას ახსოვს. თუკი ტრადიციებით გავზომავთ, ამის ყველაზე მეტი შანსი "მილანს" აქვს, თუმცა ნეაპოლურ კლუბს წელს ყველაფერი შეუძლია. მართალია, სეზონის მიწურულს იდეალური ფორმა "გაექცათ", თუმცა ლუჩანო სპალეტის ბიჭები სკუდეტოს 33-წლიანი განშორების შემდეგ უახლოვდებიან და რაც მთავარია, ამ გუნდს ჰყავს კვარაცხელია-ოსიმენის მძლავრი დუეტი, მათთვის კი მიუწვდომელი სიმაღლეები არ არსებობს.

ქართველი გულშემატკივრები იტალიელებს ემოციურად დავუკავშირდით. წლების წინ კახა კალაძის ფაქტორის გამო "მილანი" იყო ის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ვგულშემატკივრობდით. ქართველი მცველი თასს ორჯერ შეეხო - ჯერ ტურინის "იუვენტუსს" აჯობეს ფინალში, შემდეგ "პაპა კარლოს" გუნდი სტამბოლში (სადაც წლევანდელი ფინალიც ჩატარდება) "ლივერპულთან" სასწაულად (3:0-იდან) დამარცხდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ "წითლებთან" რევანში აიღეს. ახლა ჩვენი მთელი გულშემატკივრობა "ნაპოლის" მხარესაა. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ამ საქმეში გვიმართლებს და ერთხელაც ვნახოთ!..

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ინტერსა" და "ბენფიკას" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

Spain
სიტი ბაიერნს ვუყურე, არცერთი გუნდი არ მიყვარს მაგრამ ბაიერნს მინდოდა გაეტანა რო თამაში დაძაბულიყო. ისეთი თამაში დადო სიტიმ მგონი იგებს ჩემპიონთა ლიგას. სიტი რომ ჩემპიონი გახდეს რაღაცნაირად იმედგაცრუება იქნება ჩემთვის. სიმდიდრის, ფულის და შეიხების ზეიმი. ხო შეიძლება ერთხელაც ისეთმა გუნდმა მოიგოს, ვისაც ამხელა ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ყველაფერი ფინანსებთან დაკავშირებული როგორ არის :(
მიდი ლომო
მილანი ითვლება ფავორიტად ვინაიდან მეორე გუნდია რელის მერე და ისტორია ისეთი ძალაა სულ მეორდება ამიტომ შანსები მეტი აქ,მაგრამ მტავარია ნაპოლიმ თავისი ფეხბურთი ითამაშოს როთაც მილანს კი არა ბევრს ჯობია სასწაულები იმედი გვაქ ყველას და ხვიჩას გაბრწყინების ესეთი ფეხბურთელი არ გვყოლია დამოუკიდებლობის მერე!!
giorgi 3
მილანი უფრო ვარსკლავური გუნდია და თან ფორმაშია შესული, ნაპოლი კი პირიქით ჩვეულ ფორმაში აღარ არის. მითუმეტეს ოსიმენის გამოკლების შემდეგ საერთოდ აირია
ჯუბა
ანუ ნაპოლის არა?:)))
ggg
მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგოს პირველი თამაში ნაპოლიმ, მერე ოსი დაბრუნდება და ყველაფერი კარგად იქნება, თან მილანისთვის დაქამბეკება უცხო არაა, ანუ მას, რომ უქმბეკებენ.D
tngh
წარმატებები ხვიჩას და... საქართველოს ნაკრებს!!!
zura222
რა ხვიჩა რა ლეაო, ჩვენი მხითარიან ინტერთან ერთად დაუბრუნებს დიდაბას იტალიას.
შაკო
ნაპოლი თავის ბადეში ყველაზე ძლიერია რეალურად და ფინალში გასვლა შეუძლია თუ ძალებს სწორად გადაანაწილებენ. სკუდეტო ფაქტიურად მოგებულია ეხლა მთავარია სპალეტიმ როტაციებს მიმართოს და მაინცდამაინც 7 ტურით ადრე ნუ მოინდომებს ჩემოიონობის განაღდებას. არ გადაწვას ფეხბურთელები. ფინალში თუ გავიდა ნაპოლი იქ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
ზაზა
მარცხნივ მშიერი მგელი!მარჯვნივ ლეაო ირემი!!!
გულშემატკივარი
რათქმაუნდა ხვიჩა და ნაპოლი დაუბრუნებს იტალიას დიდებას!!! წარმატებები კვარა!!!
ზაზა
იტალიას დიდებას ნაპოლი დაუბრუნებს!
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
asd
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება