ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია

მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი ივან კარელინმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შაიბა აგრეთვე ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატიასთან ერთად ლიდერია. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.

• G.LA

თენგიზ პაჭკორია ბატონო თენგიზ ეგ ხოკეის ნაკრებები საქართველო, სომხეთის და ყირგიზეთის მაშინ ხომ არ ჩამოყალიბდა ის იდოტი ხრუშჩოვი რომ ამბობდა საქარტველოში ვაზი გავკაფოთ და სიმინდი მოვიყვანოთო? მაშინაც საკმაოდ იყვნენ უგუნურები და ახლაც მრავლად არიან ვისაც გონიათ საქართველო ხოკეიში რომ რაღაცას მიაღწევს ოდისმე. მე ფეხბურთის მიღწევებს და გვარებს არ დაგიწრთ თქვენ ალაბთ ჩემზე არა ნაკლებ იცით. ახლა თქვენ დამიწერეთ იმ მართლაც დიდი სახელებით და არც თუ ისე პატარა მიღწევებით პატარა საქართველოსთვის ახლა დღეს სად ვართ და რას მივაღწიეთ ფეხბურთში? მერე ხოკეიზე მითხარით რის მიღწევას აპიოარებთ ბიუჯეტის გაფლანგვის გარდა? ნაციონალური ნაკრების მნიშვნელობა მგონი კარგად გესმით, სპორტი ნაციონალური უნდა იყოს და ყველას აინტერესებდეს, თანაც თამაშობდნენ ბავშვობიდან. ვიღაცის ბიძაშვილის შვილების იმედად კი არ უნდა იყოს ნაციონალური ნაკრები, ქართულ ჯიგრულ პონტში.

• თენგიზ პაჭკორია

მოკლე ინფორმაცისაქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია 1950-იანი წლების მიწურულს იღებს სათავეს, 1961 წლის იანვარში ბაკურიანში გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპონატი, ჩემპიონი „ახალქალაქი“ გახდა-ფინალში „ბათუმი“ დაამარცხა. 1962 წლის თებერვალში ჩატარდა მეორე ჩემპიონატი, ჩემპიონობა თბილისის პირველმა გუნდმა მოიპოვა-ფინალში "ახალქალაქი" დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სვერდლოვსკში (ეკატერინბურგი) სსრკ სპარტაკიადაზე დაამარცხა სომხეთი 11:2 და ყირგიზეთი 1:0, დანარჩენი მატჩები წააგო, 12 მონაწილე ნაკრებებს შორის საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა. საქართველოში ყინულის ჰოკეის მიმართ ინტერესი გაიზარდა 1970-1980-იან წლებში, მოზარდთა გუნდი “პირველი მერცხალი” მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრებაზე “ოქროს შაიბაშიც” თამაშობდა. ამ გუნდში აღზრდილი მეკარე კოტე ბახუტაშვილი 1988-89 წლებში იყო იმ დროის ევროპის საუკეთესო გუნდის მოსკოვის ცსკა-ს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, შემდეგ - ყაზანის “იტილში” გამოდიოდა... 1990-იან წლებში არსებული სირთულეების გამო ვერ ხერხდებოდა ჰოკეის განვითარება,თუმცა ენთუზიასტები იმ დროსაც იყვნენ. 2004 წ დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია, რომელიც 2009 წლიდან არის ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრი. 2012 წ.საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, ჩვენმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირში. ჩვენი ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებში( მესამე დივიზიონი), 2018 წელს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა და 2019 წელს პირველად იასპარეზა მეორე დივიზიონის ბ ჯგუფში-დაიკავა მეოთხე ადგილი. 2020 და 2021 წლებში პანდემიის გამო მსოფლიო ჩემოინატები არ გამართულა. 2022 წლის 18-24 აპრილს რეიკივიკში ჩატარდა მეორე დივიზიონის ბ ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველომ დაამარცხა ბელგიის, ბულგარეთის და მექსიკის ნაკრებები, დაიკავა მეორე ადგილი ისლანდიის შემდეგ. 2023 წლის 16-22 აპრილს მადრიდში ტარდება მეორე დივიზიონის ა ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის, ისრაელის, ავსტრალიის, ისლანდიის, ხორვატიის და საქართველოს ნაკრებების მონაწილეობით!

• თენგიზ პაჭკორია

საქართველოს ნაკრების ჰოკეისტები არიან 32 წლის ვიტალი დუმბაძე(წარმოშობით სოხუმელია) და 27 წლის ბორის კოჩკინი(დედამისი ბათუმელია, მარგარიტა ბურდული). ჩვენი ნაკრების ერთერთი მთავარი ბომბარდირია ნიკა ბუკია (წარმოშობით სენაკელია),ნაკრებში აგრეთვე თამაშობენ ქართული წარმოშობის ოლივერ ობოლგოგიანი და ანდრეი რომანოვი(მამამისი ალექსანდრე ქუთაისელია, დაამთავრა მე-13 სკოლა, იყო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ცურვაში, 1990 -იანი წლებიდან ცხოვრობს რუსეთში). ნაკრების მთავარი მწვრთნელია წარმატებული ჰოკეისტი რევაზ ცომაია( წარმოშობით აბაშიდან არის ), ნაკრებში თამაშობენ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი გიო ჯეირანაშვილი და მიშო დავითაშვილი, დეტალები https://www.apsny.ge/2023/soc/1681749361.php

• G.LA

Mr.Kostaia-ს როგორ ენაცვალე ქართულ ჯიგრულ პონტში? ხოკეისტი იქნები ალბათ ასე იმიტომ აფანატებ ხოკეიზე.

• დავით 67

მე ძალიან გამიხარდა რომ საქართველომ ჰოკეის თამაში დაიწყო საერთაშორისო ტურნირებზე. ჩემთვის პირად მეორე სპორტია. ვინც ნხლ-ს უყურებს დამეთანხმება რომ უმაგრესი სპორტია. აქ ბევრი გააღიზიანა, იმან რომ უმეტესად ჩვენს გუნდში რუსები თამაშიბენ. მინდა გავახსენო ასეთ ხალხს არც თუ შორეულ წარსულში თბილისის დინამოს კალათბურთელთა ხუთეული. ბ-ნი ნუგზარ ჯუღელი: დღეს დინამოს ქართველთა ხუთეული ასე გამოიყურება : ბოროდაჩევი მილოვიდოვი კაპუსტინი დერიუგინი და გელა დარსაძე. )) ვინც საქართველოსთვის კარგს გააკეთებს ყველა დასაფასებელი, ნებისმიერ სფეროში

• Mr.Kostaia

გენაცვალე ჯიგარო,100%-ით მართალი ხარ.

• მამუკა

ამ კომენტარს ვწერ იმ ურა-პატრიოტების გასაგონად ვისაც კაპიკის ფასი არ გაუკეთებიათ თავისი ქვეყნისთვის,თბილად ზიან კომპიუტერთან და აწკაპუნებენ კლავიატურაზე. ამ ნაკრებში თამაშობს ჩემი ბიძაშვილის შვილი, რომელიც არის ფინეთის მოქალაქე, რადგან დედა ჰყავს ფინელი, ბიჭმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა( ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, ვინც დატოვა საქართველოს მოქალაქეობა) და ყოველ დაძახებაზე ტოვებს ოჯახს და სამსახურს და თავისი ხარჯებით ჩამოდის საქართველოში, შეკრება იქნება ეს თუ თამაში და უფრო მაგრად უძგერს გული საქართველოსთვის ვიდრე ბევრ თქვენგანს ვინც აქ სისულელებს წერთ და თავი პატრიოტები გგონიათ. წარმატებები ბიჭებს და კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ ოჯახი და საქართველო

• G.LA

რა შუაშია ჩასაფრებულები და ან ჩვენი დროშის მაღლა ფრიალი არ მოსურნე ადამიანი? ვისმეს არ გაუხარდება ჩვენი დროშის ფრიალი? აქ სხვა რამა არის, გინახავთ ვინმეს ბავშვი ან მოზარდი თუნდაც ზრდასრული ადამიანი სადმე როდისმე საქართველოში ხოკეი ეთამაშოს? ხოკეი რომ ჩვენი სპორტი არ არის ამას მტკიცება უნდა? მახსოვს პლიაჟის ფრენბურთში სადაც ორი გოგონა უცხოელი გამოდიდნენ ასე თუ ისე წარმატებით. ვინმემ იცით სად გაქრნენ და რატომ აღარ გვყავს ის 2 ადამიანით წოდებული ნაკრენი? აგერ კალათბურთში ამდენი ხანია 1 ნატურალიზებული ამერიკელი ძლივს გვყავს და ისიც არაა ისეთი სტაბილური მაღალი კლასისი რომ წარმატებებს მის დახმარებით ვაღწევდეთ. იქნებ მეორეც მოგვეყვანა ვინმე აგერ მსოფლიოზე გავედით. თანხები არ ყოფნით კალათბურთში და მრავალ სხვა სპორტში, ხოკეიში კი თვალებს გვიხვევენ ვიღაცეები. 2 კაცი თუ იგივე პლაჟის ფრენბურთში ვერ ნახეს და ფული ვერ მონახეს რომელის ოლიმპიორ სახეობათ იქცა, რა ხოკეი მოგინდათ? 2 ადამიანის შენახვა უფრო ადვილი არ არის? ხოკეიში მგონი მინიმუმ 20 კაციამდეა ნაკრებში. იქნებ ჩემპიონატი გვაქს ხოკეიში და მე არ ვიცი? არარეალურ რაღაცეებზე ტყუილად არ უნდა დაიხარჯოს ფული ამაშია საქმე და არა ის რომ ვინმე ჩასაფრებულია. ხოკეი და საქართველო ისეა როგორც აქლემი და პოდუსკები. სისულელეა ეს ყველაფერი და ფულის განიავება.

• სანდრო

წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს. ისე, ასეთი ტიპის ნაკრების შენახვის თავი თუ გვაქვს, მაშ ღარიბაშვილი არ ტყუის,როცა მჩქეფარე ეკონომიკაზე და გამდიდრებულ მოსახლეობაზე უბერავს. თუ მთავარი მიზეზი რომ აქ ჩამოსულ ( დეზერტირ) რუსებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ? იქნება და წინაპირობაა რომ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების დროს გვყავდეს მრავალ სახეობაში წარმომადგენლები ( თუმცა ოლიმპიადის ჩატარების საკითხი ნაკლებად შესაძლოა).

• zura222

ვერ ვიტან ეგეთ ძალად "პატრიოტებს" საქართველოსთვის კაპიკის საქმე რომ არ გაუკეთებიათ და ჩასაფრებულები შხამს და ბოღმას ანთხევენ @@

• zura222

ყოჩაღ ბიჭებო ასე თუ გააგრძელებთ მალე კანადასაც მოუგებთ )))

• დავითი

იხარე

• Mr.kostaia

ანგარიში არ ასახავს იმას,თითქოს ადვილი თამაში ყოფილიყოს. საერთოდ თუ უყურე ავტორო თამაშს.არ შეიძლება ასე ზედაპირულად ორი სიტყვით ,ერთი ხელის მოსმით დაწერო ანგარიში და მორჩ. რომ პირველი პერიოდი წავაგეთ და თუ არა გაძევება ორი მოთამაშის, შაიბას ვერ ვიტანდით,იმათი მეკარე ყველაფერს იგერიებდა, ჩვენსას კი რაც დაურტყეს,ლამის ყველა გაუტანეს. მოკლედ ჯიგარო ავტორო, თუ რამეზე გინდა დაწერო, მინიმუმ უნდა უყურო მაინც... ახლა იმათთვის, ვინც ამბობთ რუსეთის ნაკრებია თუ რა არისო...ბიჭები დარბაზის გარეშე ამდენს აღწევენ და კიდევ უმადურები ხართ. დიდი ქართველები ხომ გიზით პარლამენტში და მთავრობაში, ნაც-ქოც-ევროპულ-მამაძაღლური და სხვა წარმომვლობის ქვეყნის მტრები ,ჰოდა გყავდეთ ისიამოვნეთ, ამ და ასეთნაირებს კიდევ მოეფერეთ რომ ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდეს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე.მე ჩემი ვთქვი და აწი რაც გინდა დაწერეთ.

• გიორგი

ერთი პუტინი და ლუკაშენკოც რომ დაუმატონ, ორბანი თვითონ დაემატება მერე და, მოიგებენ მსოფლიოს და ოლიმპიადას!

• გოგა

საქართველოს ნაკრებია ეს თუ რუსეთის? დანებეთ ამ სპორტს თავი, რაც ვიცით მაგას მივხედოთ

• ტოტტი

საქართველოს ჰოკეის გუნდიც თუ ყავდა არ ვიცოდი. წარმატებები ბიჭებს

• გია

წარმატება ვინც საქართველოს ღირსებას იცავთ

15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ გაიმარჯვა და A ჯგუფში გადასვლასთან ახლოსაა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მატჩიც მოიგო

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა

[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა

[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა

მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დღის კარიკატურა: ჰოკეიც ჩვენი თამაშია?!

ჰოკეი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებს

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მატჩში წაგება ჩაუთვალეს

საქართველოს ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩიკაგოში მოემზადება

ფანატიკოსები, რომლებსაც ყინული სჭირდებათ - სტატია ქართველ ჰოკეისტებზე