სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ აღნიშნული მატჩი შეაფასა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატიას ოლივერას გაყვანით საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

"ნაპოლიმ" კარგად ითამაშა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ.

სპალეტიმ ტაქტიკურად მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რაც "პარტენოპეისთვის" საბედისწერო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებმა მატჩის ბოლოს არაერთი მომენტი შექმნეს და ბევრი იბრძოლეს" - განაცხადა ადანიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 4 მაისს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

გოჩა
ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ 22 წლისა ბავშვი ნამდვილად არ არის!!!
გ
მართალი ხარ.მადლობა.
სოსო
ილია სამოშნიკოვი.რუეთის ნაკრებშიც მიიწვიეს,მაშინ.ნერე ფეხი მოიტეხა.ამას წინათ,15 წუთი ვუყურე,რუბინის თამაშს.სამოშნიკოვი,წინ გადაუყვანიათ და ხვიჩას პოზიციაზე ათამაშებენ.ლანდიც აღარაა იმ ძველი სამოშნიკოვის. მარიო რუის ტრავმა ბევრს გაუხარდა ჩვენთან,ხვიჩას არ ათამაშებსო!მის გარეშე კი,ხვიჩაც მხოლოდ ფლანგზე დააბა სპალეტიმ და როცა ოლივეირამ გაფრთხილების მერე,კიდევ ჯარიმა მიიღო და გაძევების აშკარა რისკის გამო,სპალეტიმ გამოცვალა,მისი პოზიცია,მყისიერად სხვა მცველმა არ დაიკავა.პოზიცია ოსიმენმა შეავსო,მაგრამ ის მცველი არ არის და ადვილად მოატყუეს,არც ხვიჩამ იჩქარა,მისი დაზღვევა და გოლიც გავიდა.ვერ დავიჯერებ,რომ სპალეტიმ ჟესუსის შემოშვებით,ვინმე სხვას არ დაავალა,ოლივეირას პოზიციის დაკავება,მაგრამ სანამ ჟესუსმა დავალება გუნდამდე მიიტანა,მეტოქემ ისარგებლა ამ წუთიერი გაურკვევლობით.
ეჰ
ხვიჩა უდაოდ მაგარია... რაო როგორ თქვა მარადონამ.. ტოტალიზატორებიო. მოსაგებს მოიგებს ნაპოლი!
შოთა
აუ ძმაო რამდენი "პროფესორი" გვყავს ქვეყანაში! 22 წლის ბავშვისგან მეტს რას ელოდით პირველივე სეზონში, საინტერესოა. მისი დამსახურებით ხდება ნაპოლი ჩემპიონი და კიდე აკრიტიკებთ! აცადეთ ადამიანს!
simartle
ხვიჩაზე არ არის სპალეტის ვიწრო მხედველობის ბრალია და ხვიც ასიც რადგან უფრო მეტი უნდა იმოძრაოს ცენტრისკენ. დგას მარცხენა ფლანგზე და ბურთს ელოდება, მიშა მესხი კი არ არის და არც გიორგი ქინქლაძე. უნდა შევიდეს შუისკენ და მარჯვენა ფლანგისკენაც . შუა ხაზი ბირთს უგვიანებს და დახმარებითაც იმდენად ვეღარ ეხმარებიან თან 2-4 კაცი იმ წამსვე მისკენ გადადის როგორც კი ბურთი მისი ფლანგისკენ წავა. ამას გარდა კარში დარტყმაზე აქვს ბევრი სამუშაი, განსაკუთრებიძტ ე.წ. "პოდიომით" დარტყმაზე, ყველა ბურთის ჩახვეულით დარტყმა როგორ შეიძლება განსაკუთრებით საჯარიმოს გარედან. ასევე დავალებული აქვს საჯარიმოს გართე დგომა კუთხურის დროს და დიდი უაზრობაა. სიმაღლე არ აკლია და თავით დარტყმაც მე მგონის შეუძლია, ან სამუაშაო აქვს მეტი მაგაზეც. სპალეტი ბევრს სცოდას ტაქტიკურად, ამიტომ წააგო მილანთანაც. როგორც გამოიყვანა ოლივეირა იმ წამსვე მისი ადგილიდან მიიღო გოლი ნაპოლიმ. დაცვაში ჩამდგარ გუნდებს ვერ ეთამაშება სწორად და ამ დროს კატენაჩო რაც მაგათი მოგონილია ვერ გახსნა. ხვიჩას ბევრი კარგი მიცემული პასი გაუფუჭეს, ლობოტკამაც ოლივერამაცპენლებზეც სამუშაო აქვს ხვიჩას. რომ ჩამოვა საქართველოში მივიდეს რევაზ ჩელებაძესთან და ისწავლოს მისგან პენალის შესრულება. არ გეწყინოთ მაგრამ ყველას გვინდა ხვიჩას კიდევ უფრო მეტი წარმატება. ხვიჩას არც ერთი თამაში არ გამიცდენია რუბინიდან დაწყებული. ყველას ვუყურებ და ვგულშემატკივრობ.
თენგო
უბრალოდ გადაღლილია ხვიჩა აცადეთ გაიხაროს ჩემპიონობით და ახალ სეზონში დაიწყებს ისევ ძველებურად
არდილეს
მთლად ასე სუსტადაც არაა... უბრალოდ თითქოს "უაზრო დავალებას" ასრულებს
Levani
სამოშნიკოვი იყო ეგ,კარგად თამაშობდა.
აბა თქვენა ხართ რაა, ანალიტიკოსები
რა ხვიჩას ბრალი და რა ოსიმენის ბრალი ხალხო!? სად იყო სამი ცენტრალური ნახევარმცველიდან მარცხენა? სად იყო მარცხენა მცველი? სად იყო ცენტრალური, მარცხენა მცველი? ან საერთოდ რატომ ჩავიდა ლამის კუთხურის ალამთან დაცვაში ოსიმენი?
ზურა
ე ბიჭო გეყოფათ ეს ხვიჩას დაცვა რა, ვინც ვაკრიტიკებთ მტრები კი არ ვართ, ჩვენც გვიყვარს ეს ბიჭი და გული შეგვტკივა, მაგრამ ეს ხვიჩა არ არის ის ვინც იყო თავიდან, თითქოს ჟილკა აკლია, აღარ აქვს ის სისწრაფე, იმპროვიზაცია, 2 ჯერ გააკეთა ფინტი მთელი თამაში, დანარჩენი მიცემდნენ პასს და მალევე აბრუნებდა, ძირითადად მცველები მარტივად ანეიტრალებდნენ, პასებს რაც შეეხება მაღალ ბურთს ვეღარ აწვდის წესიერად თითქოს ფეხებში ძალა არ აქვსო, უბურთოდ მოძრაობაშიც ძაან მოიკოჭლებს, მოკლედ ჩაეძინა თითქოს მოედანზე აღარაა ისეთი მონდომებული და სწრაფი, მცველი უკან უდგას ესეც დგას და ისე ელოდება პასს რო გაექცეს და ისე გაეხსნას თავის გუნდელს არ მინახია რამდენი ხანია. რავიცი მე სანაკრებო პაუზიდან მოყოლებული ძაან არ მომწონს ამ ბიჭის თამაში.
გ
"რუბინში" თამაშისას ხვიჩას უკან თამაშობდა რუსი მცველი, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ,რომელიც მის სისწრაფეებს მხარს უბამდა."ნაპოლის" სასწრაფოდ ესაჭიროება არაუბრალოდ მარცხენა მცველი,არამედ სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი,რომ კვარას სისწრაფეებს აუწყოს ტემპი.ძალიან დიდ დროს უთმობენ კომბინაციის დაწყებას.ამისთვის თანამედროვე ფეხბურთში დიდ გუნდებს 5-6 პასი სჭირდებათ,ესენი მოიკოჭლებენ.ზუსტად კომბინაციურ და მოულოდნელ შეტევებზე იყო აგებული სეზონის 1-ლი ნახევარი,მერე უკვე სპალეტის ფაქტორმაც იჩინა თავი...ხვიჩას რაც შეეხება ვთვლი რომ მიუხედავად უგოლო სერიისა,"ნაპოლიში" ერთ-ერთი საუკეთესოა,მოწინააღმდეგე გუნდის 2 კაცი არ შორდება, მისი გუნდელები კი დანარჩენ 9 კაცს ეთამაშებიან:)
ჟორა გაბრიჭიძე
ხოო აპა, ნუ გაქვს შენ ცუდი ენა, კვარამ ოსიმენი ვერ დააზღვია, ეს იყო და ეს. მცველივით რომ გაკიდებოდა ასე თავისუფლედ ვეღარ დაარტყავდა და იქნებ გოლიც არ ყოფილიყო. და საერთოდ რა უნდოდათ ამ დროს აქ ცენტრფორვარდებს? ამაზე რატომ არ ამბობ? სად იყვენ მცველები? კონტრშეტევა თუ იცის სპალეტიმ, როგორ ხდება? კვარა და ოსიმენი მოედნის ცენტრში უნდა ტრიალებდონ და მოგერიებული ბურთით კონტრშეტევა განახორციელონ. ვერ ვასწავლე ამ კაცს თამაშის სტრატეგია და ტაქტიკა. ვინ გაიგონა 11 კაცით დაცვაში ჩადგომა? მაშინ ხომ მოწინააღმდეგეც 11 კაცით გიტევს და ყველა მოგერიებული ბურთი მისია?
Master
რა უნდა ექნა,საჯარიმოში უკნიდან წაექცია და პენალტი აეკიდებინა წითელ ბარათთან ერთად?რაც შეეხება ოლივეირას შეცვლას ჯიუტად მიიწევდა წითელი ბარათისკენ და იმიტომ შეცვალა.ზოგადად გუნდი აღარაა ფორმაში,გადაიღალა,თან ფსიქოლოგიური წნეხით თამაშობდა აუცილებად მოსაგებ თამაშში ვითომ.ასეთი მეტიჩრობა თამაშის გადმოწევა ვითომ უეჭველი მოგების და შემდეგ ზეიმის საბაბით ზოგადად დასჯადია და ასეც მოხდა...
სააკაძე
ბოლომდე ხვიჩას ბრალი არ იყო, მაგრამ მეზობლის ბავშვივით დგომა- ეს პოზა ახასიათებს ხვიჩას, რაც ძალიან საწყენია, მებრძოლი უნდა იყოს, თუ გინდ პენალტი აეღო, მანამდე ოსიმენი მოტყუვდა და ხვიჩამაც ბოლომდე მიუშვა.
ამო
ვეთანხმები "ხოო აპაა"-ს. საწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხვიჩა არასაპატიოდ პასიურია ხოლმე. ეტყობა გადაიღალა.
ხოო აპაა!!
სპალეტის კი არა მთლიანად ხვიჩას ბრალი იყო ის მიღებული გოლი-ნახეთ როგორ მოწიწებით ჩააცილა შემტევი საკუთარ საჯარიმომდე და როგორ მორცხვი- მეზობლის ბავშვივით უყურებდა გოლის გატანას საკუთარ კარში.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ახლა რაღაც პროვოკაციულს ვიტყვი"- იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ნაპოლის" ფეხბურთელზე ისაუბრა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"გუნდიდან ყველაზე ძლიერი მოთამაშე წავიდა, მის შეცვლას კი ვერავინ ახერხებს" - ადანიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კონტეს ნერესი "კვარას" გასაუმჯობესებლად სჭირდება" - კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს
"კვარაცხელიას მსხვერპლშეწირვა კონტეს ველური დავალების შესასრულებლად, რომელიც ბოლომდე გამოწურავს" - კასანომ და ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრეს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"კვარა საუკეთესო იყო, ოსიმენი ვერაფრით დაეხმარა" - იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ხვიჩაზე ისაუბრა
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?