საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით თბილისში იმყოფება ლატვიის ვეტერანთა ნაკრები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2 ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. 7 მაისს, თბილისი არენაზე საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ლატვიას 79:56 მოუგო.

ჩვენს ვეტერანებს და ლატვიელებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც იმ დროდან მომდინარეობს, როცა ისინი მოქმედი კალათბურთელები იყვნენ. მატჩი ლატვიელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 14:8 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ჩვენებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა ბალტიისპირელთა გადასწრება ვერ მოახერხეს. დიდი შესვენებისთვის ლატვია 27:24 იგებდა.

მესამე პერიოდში ყველაფერი გადაწყდა, იმდენად კარგად ითამაშეს ქართველებმა. ზაზა ღონღაძის, ვასილ გოგუაძის და ლევან წულაიას წინამძღოლობით საქართველოს მესამე პერიოდი 32:11 მოიგეს და ბოლო ათწუთეულს აზრი დაუკარგეს. აზრი სპორტული თვალსაზრისით, თორემ დიდი ხნის მონატრებულმა მეგობრებმა მხოლოდ თამაშითაც დიდი სიამოვნება მიიღეს – ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ გაიმარჯვებდა.

29 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ღონღაძე. ვასილ გოგუაძემ 16 ქულა და 24 მოხსნა გააკეთა. წულაიას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. ლატვიელთაგან ყველაზე შედეგიანი მარის ოზოლინსი იყო, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 12 ქულა ანდრის კალტისის ანგარიშზეა. 10 ქულა დააგროვა იანის გუტმანისმა.

ლატვიის ნაკრების თბილისში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 9 მაისს გამართავს.

GBF.GE

აბდულაი
ეგ ვეტერანები არიან ვისი შვილებიც პირველ პლანზე არიან და ეგ ვეტერანები არიან ვიც ფედერაციას ჭაობისკენ მიაქანებენ.იუთუბზე ავტვირთავ 16 წლამდელების 1 მატჩსს და მსაჯების ასეთი მიდგომა კატასტროფაა ან არ ცოდნა.ამის გამო ბავშვები და გუნდი დაიჩაგრნენ.ან რა გიხარიათ მოგება დღევანდელი ნაკრები ნულის ტოლია შედეგით და წაგებული თამაშით გაუხარდათ მსოფლიოზე გასვლა....არ დაბლოკოთ თუ მაგრები ხართ
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა