კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიის წარმომადგენელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლის სძლია, ფინალში კი ბელგიელი მატიას კასე აშკარად დაჯაბნა და დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემიონატზე.

შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და მაშინაც ტატომ იმარჯვა.

irakli81
კაცს გვარი ესე შეეფერებოდეს ჯერ არ მინახავს, მართ;ლა გრიგალივით არ გადაუარა კატარს.
მწვრთნელი
ამას ქვია დამაჯერებლად "ჩაუნისკარტაო"! არა მგონია, რომ ტატომ 100 % იჭიდავა! ამ კაცს რესურსი კიდევ აქვს, რომ გაიზარდოს, როგორც ლაშა ტალახაძეს! გილოცავ და მადლობა ჩვენი გახარებისთვის! ველოდებით ბექაურს და სულამანიძეს ხვალ ზეგ!
chabuka
ტატო გენაცვალე ლომი ხარ,მეორე ლაშა ტალახაძე,როცა უყურებ ტატოს გამოსვლას არ გეშინია,დარწმუნებული ხარ რომ უმაღლეს სინჯს აიღებს.გაიხარე წარმატებები.
ტიპი
გენაცვალე ტატო, უძლიერესი სპორტსმენი ხარ. ნიჭს და ოსტატობას სიბრძნე დაემატა. ეს თითქმის სრულყუფილებაა. დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალჯერ გაგვახარებ. უმაგრესი თაობაა ყველას წარმატებები.
ბიძინა კუკულაძე
ვულოცავ ტატოს და ყველა ქართველს ამ დიდ გამარჯვებას! ეს ბიჭი გრიგალივით შეიჭრა ძიუდოს სამყაროში და დიდხანს დარჩება ოლიმპზე. ნამდვილად ვისიამოვნე მისი ჭიდაობით. დიდი მადლობა ტატოს ჩვენთვის მონიჭებული ამ სიხარულისთვის.
არჩილ
ვულოცავ ტატოს, მის ოჯახს და საქართველოს ჩვენი ტატოს ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობას! დიდი მადლობა ტატო ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის. ასე, გამარჯვებებით გევლოს ცხოვრების გზაზეც და სპორტული ოლიმპის მწვერვალზეც!
რეზი
ვაააა როგორც იქნაააა ხვიჩაზე არ არის სტატიაააა ხომ კარგად ხართ ადმინებოოოო შენ გილოცავ ნამდვილო ქართველო ვაჟკაცო...ხვიჩა კი დაასვენეთ ნუ გათვალეთ ბიჭი
სოსო
მთელი საღამო შუქი არ მქონდა,მოვიდა და ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად,ტატოს ჭიდაობას ვეძგერე(ორივე მილანური კლუბის დედა არ ვატირე,როცა ჩემი ჭიდაობს?).სათაურიდან უკვე ვიცოდი,რომ ჩემპიონი გახდა,მაგრამ ახლა ვზეიმობ და თქვენც გილოცავთ.
BOSS
ვულოცავ მთელ საქართველოს! ასეთი დომინანტი თავის წონაში არ გვყოლია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში!! აფერუმ ტატოს მშობლებს-ასეთი კარგი ადამიანის გაზრდისთვის!თბილისის გრანდსლემზე წელს ტატო ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და დარბაზში მყოფი თითქმის ყველა ბავშვს ავტოგრაფი მისცა და სელფიც გადაიღო მათთან ერთად!არავისთვის უთქვია უარი!საოცრად თავმდაბალი ახალგაზრდაა! როგორც სპორტსმენი ხომ საოცარ დონეს აჩვენებს ბოლო ორი სეზონია,ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა!ყველა ბრძოლას და მეტოქეს ჯეროვნად აფასებს,აღარ ჩქარობს(რაც ადრე ჩვეოდა) და ელოდება საუკეთესო მომენტს ილეთისთვის! ტექნიკური არსენალი ხომ საერთოდ ფანტასტიკური აქვს! მოკლედ ბრავო ტატო ჩვენი ესეთი გახარებისთვის და წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!!
bujanga
კაცი ჩემპიონის სულით...ესეთი სტაბილურობა ძირითადათ იაპონელ ლეგენდარულ მებრძოლებს ახასიათებთ..რამდენად სასიამოავნოა მათ რიგებს ჩვენი ბიჭები რომ უერთდებიან..ვულოცავ ტატოს ამ დიდ გამარჯვებას..და ესეთი სტაბილურობა ოლიმპიადებეზც გამოეჩინოს..
ლეო
ეს ბიჭი უკვე ცოცხალი ლეგენდაა ქართულ სპორტში, მადლობა ტატო შენ უამრავი სიამოვნება მოანიჭე შენ სამშობლოს , წინ ოლიმპიადა და შემდეგი წარმატებებია, ყველას გთხოვთ მეტი გამოხმაურება და მოწონებები ეკუთვნის ტატოს, მარტო ფეხბურთი ხომ არაა წარმატების სიმბოლო!
პაატა
ყოჩაღ ტატო!!! ეს უკვე მართლაც უმაღლესი დონეა და სხვებისთვისაც სამაგალითო! ფორმის პიკში შეხვდა წლის უმთავრეს ტურნირს და ისტორიაც დაწერა! გენაცვალე ტატო, დიდი მადლობა დღევანდელი სიხარულისთვის!!!!
მამუკა
ძალიან მაგარი ბიჭია, ვულოცავ სრულიად საქართველოს.ისე ცოტა ვრცლადაც შეიძლება რომ დაწეროთ ხოლმე სხვა სპორტის სახეობებზეც, ან გადააკეთეთ ეს საიტი ნაპოლი.ჯით და გვეცოდინება რომ სხვა საიტებზე გავეცნოთ დანარჩენ სპორტის სახეობებს. პ.ს. ისე რა ხდება ნეაპოლში ხომ არავინ მოკლეს ან ხომ არავინ ..,.... არ გამოგვაპაროთ იცოდეთ
Mr.kostaia
ყოჩაღ ტატო,მადლობა ასეთი სიხარულისთვის
ალექს
არ შეიძლება ეს გენიალური ძიუდოისტი ოლიმპიადის ოქროს გარეშე დარჩეს!
Zviads
ტატო ბრავო!!!
გიორგი
23 წლის ასაკში უკვე დიდოსტატია. ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონია. ისტორიული შედეგების დადება შერუძლია. მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა არ შეწყვიტოს.
ჯუჯი
ტატო მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტია,რაც დღესაც დაამტკიცა .წელს ალბათ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენიც გახდება..
rable
გილოცავთ ყველას!!!!! მადლობა ტატო - შრომას არ შეწყვეტ გვჯერა ყველას... ოლიმპიადას ველოდებით მოუთმენლად..
Lasha 19
გილოცავთ ყველას , ტატო ჩვენი სიამაყეა
ILIA
გენაცვალე, ოქროს ბიჭო, ჩვენო არსენა!
zura222
ძალიან მაგარი სანახავი იყო კვრცხლბეკზე--კორეელი იაპონელი უძლიერესი ბელგიელი და ჩვენი ტატო ცენტრში და ყველაზე მაღლა !!
Ono
საოცარი ბიჭია!!! გილოცაააავთ!!!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ჩიჩარიტომ ქალებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოიხადა
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს