Geo Team-ის ცნობით, "აბერდინი" მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

გიორგი
სწრაფი არა ტოროლა. ფიზიკურად სუსტია. გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშოს.
gionat
გუშინ აბერდინზე იწერებოდა და ჩემი აზრით რაპიდი უკეთესი ვარიანტია, ავსტრიის ჩემპიონატიც უფრო მაღალი დონისაა ვიდრე შოტლანდია და მით უმეტეს სლოვაკეთი. ჩაკვეს ბევრი აქვს მომდევნო სეზონში დასამტკიცებელი, სლოვანში ნორმალური სეზონი ქონდა, სამწუხაროდ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არაუშავს სამაგიეროდ მოვიდა ჯანზეც და თამაშიც იგრნო, ამიტომ იმედი მაქვს შემდეგი სეზონი უკეთესიბექნება.
ქ. გ.
ამ საიტის ახალ სტატიაში წერია, რომ Gent-თან 2026-ში ეწურება კონტრაქტი.
fani
ტრანსფერმარკეტზე სავარაუდოდ მხედველობაში აქვთ ჩაკვეს სლოვანთან (განათხოვრების) ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღი (2023-ის ივნისი)
fani
ტრანსფერმარკეტზე სავარაუდოდ მხედველობაში აქვთ ჩაკვეს სლოვანთან (განათხოვრების) ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღი (2023-ის ივნისი)
რუსთავ-ს
გაზრდილხარ კარგია,ოღონდ ყურნა კი ხარ ისე…
gio
ჩემი აზრით აბერდინში წასვლას სლოვანში დარჩენა ჯობია კიდევ ერთი სეზონი პირველ რიგში იმიტომ რომ სლოვანში უკვე ძირითადის ფეხბურთელია ადაპტაცია გუნდთან ერთად გავლილი აქვს მწვრთნელი ენდობა გუნდი ჩემპიონი ხდება და მომავალ წელს ლიგაზე ითამაშებს და დიდი შანსი აქვს რომ რომელიმე ევროტურნირზე შევიდეს ჯგუფში და გუნდის ერთ ერთი ლიდერია ჩაკვე დღეს ამ სლოვანში და აბერდინს რაც შეეხება არაფერი გუნდი აბერდინი არაა და შოტლანდის ჩემპიონატს ჩემპიონშიპი ჯობია ბევრად ეს რომ იყოს სელტიკი ან რეინჯერსი მაგ შემთხვევაში კიდევ დაფიქრდებოდი თან ძალიან უხეში ჩემპიონატია კლასიკური ბრიტანული ძალისმიერი ფეხბურთი სადაც სულ ტექნიკური თამაში ნაკლებად ჩაწოდებები მაღალი ბურთები და ბრძოლა ძალიან ძლიერი უნდა იყო ფიზიკურად და თან კლიმატია მანდ საშინელი მაგ ლიგაში წასვლას ჯობია სეგუნდაში ან დანიაში ან შვეცარიაში წავიდეს თუ მაინც და მაინც წასვლას ფიქრობს სლოვანიდან ჩემი აზრით კი პირიქით უნდა დარჩეს თუ ექნება ამის შანსი.
ქ. გ.
ძალიან ბევრი website-ი (და მათ შორის transfermarkt-ი) წერს, რომ Gent-თან კონტრაქტი ივნისში ეწურება. ეს, ალბათ, შეცდომაა. თუ ეწურება მალე კონტრაქტი, ვინ გადაიხდის 5 მილიონს თავისუფალ აგენტში? გაქვთ ზუსტი ინფორმაცია კონტრაქტის შესახებ?
ზიზ
შოტლანდიის ჩემპიონატი მე-9 ევროპაში, ანუ საკმაოდ ძლიერია. სხვა საქმეა სტილი, რამდენად გაუძლებს იქაურ უხეშობას-თუ შოთა არველაძე და კანიჯა უძლებდა შეიძლება ჩაკვეტაძემაც გაუძლოს. ისე ავსტრიის, პორტუგალის ან ჰოლანდიის ლიგები იქნებოდა იდეალური...
პროფესტო
ბრიტანული გუნდი, ანუ უელსი, შოტლანდია, ინგლისის პრემიერლიგა (გამორიცხულია შეზღუდვების გამო), ან რანგით მეორე ლიგა.
ლაშა
რა აბერდინი ხალხნო, რეინჯერსი ან სელტიკი მაინც იყოს
soso
ბათუმში და მერე ნეაპოლი
თენგო
ჩაკვეს სუსტიაო, ვეღარ დაარქმევ მგონია რაც უკეთეს გუნდში წავა უფრო უკეთესად ითამაშებს მიდი გიო
Levani
დამთავრდა სელტიკ-რეინჯერსის ჰეგემონია.
gionat
ეჰ ჰოლანდია იქნებოდა იდელაური, მაგრამ სად არის. შოტლანდია საკმაოდ ძალისმიერი და უხეშია, განსაკუთრებით რეინჯერსი სელტიკის ქვემოთ. თუმცა ჩაკვეს ისეთი ასაკი და მდგომარეობა აქვს პრინციპში ყველგან ტარანზე უნდა წავიდეს და დაუმტკიცოს ყველას და განსაკუთრებით საკუთარ თავს რომ ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის. წარმატებები სადაც არ უნდა წახვიდე!
ნუგზარი
ვიღაცამ მაგრად მოგატყუა ვარჯიშზე არ იხარჯება ან ფიზიკურად სუსტიაო. ერთ წელიწადში ვისაუბროთ!!!
zura
რა შოტლანდია, იმია იქაური თამაშები, ისეთი შეჯახებებია ამერიკული ფეხბურთი ეგონება კაცს. არ ღირს მანდ გადასვლა, სხვა ფიზიკაა მაგისთვის საჭირო
გიგა
ვიცი რომ ითამაშა, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთ ფორმაში, როგორშიცც ახლაა.
კვარა
რანაირი ნათესავია შენი ძმა?
დო მაჟორი
ლაურენტისს მივაწოდოთ იდეა, რომ ჩაკვე შეიძინოს!
ირაკლი ქუთაისელი
კაცს თვითონ არ უნდა თამაში. ორი წელია ფიზიკა ვერ ამოქაჩა. ჰამბურგზე უკეთესი ტრამპლინი რომელი მოიძებნება? ვარჯიშზე რომ ბოლომდე არ იხარჯება იმ ფეხბურთელს დღეს ყველგან გაუჭირდება. არადა რა მაგრად იწყებდა
სოსო
სწორედაც რომ თუ!შოტლანდია,ჩემთვის დაახლოებით ჰამბურგში რომ იყო,იგივეა და არარ მინდა ასეთ გუნდში აღმოჩნდეს.ჰამბურგში,ჩაკვეს ერთადერთი საზრუნავი ის იყო,როგორმე თავი ან ფეხი არ მოეტეხა.მცველები ბურთს კი არ უყურებდნენ,არამედ პირდაპირ კაცზე მიდიოდნენ,დასაჯახებლად.ფეხბურთელები კი არა,ჯიხვების არვეები გამოდიოდა მინდორზე.ტექნიკურ ფეხბურთელს,ასეთ ლიგაში,არაფერი ესაქმება,თუ ფიზიკურადაც მძლავრი არ არის.
რუსთავს
მხოლოდ კვარას კი არა, მესისა და მბაპეს ერთად აღებულს სჯობია
ზაქრო
რა სლოვანი, რა აბერდინი
მეზღვაური
ლოჩოშვილი ავსტრიიდან გადავიდა სერია ა-ში.
Superman
მეგობრებო შოტლანდიის ჩემპიონატს ბოლოს როდის უყურეთ? ის დრო აღარაა ჰენრიკ ლარსონი რო დაფრინავდა და სელტიკი და რეინჯერსი რეალს და მანჩესტერს ართმევდნენ ქულებს. საშინლად დაეცა მაგ ჩემპიონატის დონე. ძალიან მენანება ჩაკვე აბერდინისთვის.
Givi
Britanul fexburts tu gaudzlo fizikurad chatvalet 1 welshi magar gundshi gadava.
გუსანი
არ მგონია კარგი მიმართულებას. სლოვაკეთს რითი ჯობია აბერდინი?
100%
ნეტა გამოვიდეს. ერთი ხელის გაწვდენაზეა მერე, პრემიერ ლიგა. გიოო, მოგვანატრე თავი. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მინდა მაგრად მიაწვე, პირველ რიგში საკუთარ თავს.
lex
აბერდინი არა კილმანროლი, გერმანია, იტალია ესპანეთი, ამ ქვეყნებში საშუალო დონის გუნდი უნდა მოუძებნოს აგენტმა
ჰაჰა
აგვიხსენით! ლელოში ეწერა კონტრაქტი აქვს გენტთან ივნისის ბოლომდეო. წელი თუ შეეშალათ, არ ვიცი. მაგრამ 5 მილიონს ვინ გადაიხდის, თუ 2 თვეში უფასოდ შეგიძლია გყავდეს.
თბილისელი
გერმანიაში ითამაშა ...
ლაშა
მშვენიერი ამბავი! ლა ლიგასა და სერია ა-ში გადასვლის შანსი მისდა სამწუხაროდ ხელიდან გაუშვა და კიდევ, ყოველთვის ვერ იტყვი ანდაზას: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის კლუბს, მიუხედავად სლოვანის დიდი პატივისცემისა, ჯობია ამ ეტაპზე. შემდგომში, მთავარია ნაკრების წარმატებული გამოსვლა და მისი საუკეთესო კონდიციებში დაბრუნება და ლა ლიგის ან სერია ა-ს კლუბების ჯერიც მოვა.
გიგა
აბერდინი გაცილებით სჯობია ვენის რაპიდს. თან ინგლისელი სკაუტები უკეთესად შეამჩნევენ. მასზეა დამოკიდებული ყველაფერი როგორ ითამაშებს. ავსტრია საფეხბურთო ჭაობია, რამდენი ქართველი თამაშობდა ავსტრიის ლიგაში და ერთმა ვერ იხეირა ტრამპლინის თვალსაზრისით. ნეტავ კიტეიშვილი დააღწევდეს თავს და სხვა ძლიერ ლიგაში გადავიდოდეს, ისეთი ასაკი აქვს, რომ ახლა თუ არ წავიდა შტურმიდან მერე გვიან იქნება..
Gomako
ნუ ყველას გვინდა უკეთესი მარა აბერდინიც არაა ცუდი,ერთი ნაბიჯია სელტიკ/რეინჯერსამდე თუ გაქაჩა,მარა სლოვანი სჯობს,ევროტურნირებზე მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებს
რუსთავი
არადა ამ ბიჭს ბევრად მეტი ტექნიკური არსებალი აქვს ვიდრე თუნდაც კვარას, ბევრად სწრაფია და ბევრად მეტი პოტენციალიც აქვს, უბრალოდ ათასჯერ უფრო გამოსათლელი და დასახვეწია ვიდრე კვარა იყო, ნორმალური მწვრღბელი სჭირდება და აფეთქდება ერთ წელიწადში.
გიგა
ასეთი დონის გუნდისთვის ნამდვილად არ მემეტება მისი ნიჭი. ვფიქრობ ესპანეთის ან გერმანიის საშუალო დონის გუნდში თავისუფლად ითამაშებს.
zura222
ხოო აი ზუსტად შოტლანდიური მჩეხავი ფეხბურთი აკლია მაგის შუშის ფეხებს @@
Desuza
მაგარი იქნება ძალიან
პელიდი
იმედია უკეთესს გუნდში გადავა. ლა ლიგის ან სერია ა-ს ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფ გუნდებში ითამაშებდა ჩვეულებრივად, თუნდაც არსებულ ფორმაში მყოფი.
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ცნობილი გახდა "აბერდინისა" და "ჩიხურას" სასტარტო შემადგენლობები
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
"ჩიხურა" "აბერდინთან" განადგურდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
"ჩიხურამ" პირველი ტაიმი
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"აბერდინის" მწვრთნელი: "ჩიხურასთან" საოცრად ვითამაშეთ, მეც გაკვირვებული ვარ
"ჩიხურას" კარში 4 გატანილი გოლის ავტორი "ლაციოს" სამიზნეა
ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება