ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს

გროზნოს "ახმატის" 34 წლის მეკარე გიორგი შელიამ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

როგორც ის აღნიშნავს, ამის შესახებ სფფ-შიც იცოდნენ, ერთხელ დაურეკეს, თუმცა შემდეგ აღარავინ გამოხმაურებია.

ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შელია ქართულად კარგად საუბრობს, მე-9 კლასამდე ის სამშობლოში ცხოვრობდა და ქართულ სკოლაში დადიოდა, თუმცა შემდეგ რუსეთში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობთ... რომელი ქვეყნის?

- ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ისინი არ მიმჩნევენ. როგორც ჩანს, ჩემი თავი არ სურთ.

- გქონდათ ადგილობრივ ფედერაციასთან კონტაქტი?

- ერთხელ დამირეკეს, როდესაც "ტამბოვში" ვთამაშობდი. გაუკვირდათ, ქართულად ასე კარგად რომ ვსაუბრობდი.

ისინი გაოცდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდნენ.

- საქართველოს მოქალაქეობა გაქვთ?

- არა, არ მაქვს.

- რატომ? სცადეთ გაკეთება თუ ნაკრებში რომ არ გიძახებდნენ, საჭიროდ აღარ ჩათვალეთ?

- ვცადე ქართული პასპორტის გაკეთება ნახევარი წლის წინ, მაგრამ არ მომცეს. დოკუმენტაცია შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვსაუბრობ და მეცხრე კლასამდე იქ ვსწავლობდი. მქონდა გასაუბრება, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა საბოლოო ჯამში უარი მივიღე.

მე მაქვს ჩემი ვარაუდები ამასთან დაკვშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ სიტუაცია უცნაურია.

• ლაშა

ინტერნეტი არსებობს და წაიკითხე...

• ტელეპათი ზაური

ეგ ნაღდად იცი ფედერაციაში რა იფიქრეს? და კონკრეტულად ვინ იფიქრა? რა რიცხვი იყო თუ გახსოვს?

• სასო

სოსო პავლიაშვილიც იტყვის საქართველო მიყვარსო, მაგრამ საკუთარი საქმით, აზროვნებით და პოზიციით არის საქართველოს მოღალატე.

• გიორგი

კი მაგრამ კარიერის მიწურუს და 34 წლის ასაკში დაებადა ეს სურვილი? აქამდე სად იყო

• გორი

აქ ალბათ ორმაგ მოქალაქეობაზეა ლაპარაკი, რაც ასე ადვილად არ რიგდება. თუარადა ხომ დათმო საქართველოს მოქალაქეობა და მიიღო რუსეთის? პირადად ჩემთვის ეგაა მიუღებელი. ვერავითარი უმუშევრობა და შიმშილი ვერ მაიძულებს ჩემი ქვეყნის გამთელავი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.

• ციციკორე

100000 დოლარს არა, მილიონებს აძლევენ :) საიდან ღებულობთ ამ ინფორმაციებს?! ანუ, თქვენი ლოგიკით, 4 სულიან ჩინურ ოჯახს, 400000 დოლარს აძლევენ?! რაც შეეხება ამ საკითხს. რაღაც უეფას მიერ, რუსული ფეხბურთის დასანქცირების შემდეგ გაუსკდათ საქართველოსადმი სიყვარულის ბუშტი. ამას ეტყობა, არც მობილიზირების პერსპექტივა ხიბლავს მაინცდამაინც :)

• ლაშა

3000-სს კიარა 30 000-სს, მართლა ვამბობ, მაგრამ ევროკავშირის აძალებს და იმიტომ ეს პროცესი გრძელდება, რაც ერის ნამდვილი უბედურებაა!...

• Levani

ნუ პოლიტიკოსობთ,ფედერაციაში იფიქრეს- არ არის პრიორიტეტულიო და მორჩა. არის მამარდა,ლორია,მაკარიძე,კუპატაძე 2-3 კიდე მოიძებნება ეროვნულ ლიგაში და ამის პასპორტზე რატო უნდა ეწვალათ და თან ამას თვითონ საქმეს გაუფუჭებდნენ- საქაეთველოს მოქალაქეობით იქ შეექმნებოდა პრობლემები- საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველი 2 ოჯახს მაინც ინახავს და ამისთვის საქმე რატო გაერთულებინათ? მასე დნიპროს მეკარე ხო ვათამაშეთ ჩვენთან ზაურ მახარაძე-რა გამოვიდა ამ საქმიდან? არც არაფერი

• ლაშა

ერთი ის, რომ ეგ ფრანგი პრეზიდენტი შენნაირების მოყვანილია აშკარად, მეორე უს რომ ყველგან მუშა გელანდება, მესამე კიდევ ის რომ ამ ბოლო 12 წელში რამდენ არაქართველი მისცეს მოქალაქეობა იცი?

• რეალობა

თუნდაც ნაკრებში არ გვჭირდებოდეს, ქართველი კაცი იხვეწება მოქალაქეობას და არ აძლევენ, 3000 თურქებს რომ მისცა მიშამ მოქალაქეობა ხომ გაგიხარდათ, რამ დაგასირათ ასე, და თან უარს ეუბნება საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი, რომელიც ძლივს ბლუკუნობს ქართულად

• მეზღვაური

თუ ვეტერანებზე მიდგა საქმე ლორია-მაკარიძე გვყავს ჩვენ :დ ნაკრების 3ვე მეკარე რომ ტრავმირებული გვყავდეს ამ შემთხვევაშიც გვყავს ხალხი ეროვნული ლიგიდან :კუპატაძე,კუტალაძე,კერესელიძე,ყალიჩავა,ასე რომ კი ბატონო მიიღოს მოქალაქეობა,მაგრამ ნაკრების ამბიცია მეტისმეტია.

• gio

34 წლის ასაკში მოგინდა საქართველოს ნაკრებში თამაში? გვყავს უკვე კარგი მეკარეები

• w

ნაკრებში მეკარის პრობლემა არ არის და ეს პიროვნება ახალგაზრდაც არ არის რომ ფედერაციამ დიდი შრომა გასწიოს.კონკრეტულად რაც შეეხება მოქალაქეობას სალომემ მკაფიოდ განაცხადა რომ რუსეთიში მცხოვრებლების მიმართ აქვს დისკრიმინაციული მიდგომა, იგი უფრო მარტივად მისცემს მოქალაქეობას არაბს, ირანელს, თურქს და მსგავსს ვიდრე რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს.

• თაზო

რუსეთში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს ბევრ აქაურ ქართველზე მეტად უყვართ სამშობლო აი პროდასავლელებზე მაგას ვერ ვიტყვი

• გიორგი

ცოტა ჭრელი ამბავია. ან ეს არ ამბობს სიმართლეს, ანდა სალომე ურევს რაღაცას.

• მიხაელ

ენის ცოდნა არ არის კრიტერიუმი სიმართლე გითხრა , მაგრამ ახალ რეპატრიანტს (იმ პირს/ოჯახს ვინც ისრაელში წავიდა საცხოვრებლად და ახალგამოჩეკილი მოქალაქეა) უწევს დიდ დახმარებას ენის შესწავლაში , ადაპტირებაში საზოგადოებაში , თვითდასაქმების ლგოტური კრედიტები და ა.შ. მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად მიდის საუბარი შეზღუდვაზე თუ ვის უნდა მიეცეს ისრაელის მოქალაქეობა.

• odala

ისე, რუსებისგან ბევრი არ განსხვავდება, მართლა. მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემა არ არის. შტატებშიც ასე არიან ქართველები. მშობლიურ ენას ივიწყებენ. თუმცა საქართველოში შეხედეთ - ბევრი იცით ვინც ყურადღებას აქცევს და სწორი ქართულით საუბრობს? უბრალოდ პატივს არ სცემენ ქართულ ენას.

• 999

თან ქართველობაც უნდა და თან კადიროვის ჯიბის კლუბის წევრობაც? გარუსებულ გრუზინზე საცოდაობა არაფერია სამყაროში

• G.LA

ქართული ფესვების, ქართულად მოლაპარაკე ქართული გვარის ადამიანს რატომ უნდა ქონდეს პრობლემა საქართველოს მოაქალაქეობაზე? ნაკრებში თამაში მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოქალაქეობის მინიჭებაზე ეტყობა დიდი შეცდომებით მიდგომაა.

• ვაჟა

რუსეთელი ქართველები რით განსხვავდებიან რუსებისგან? თავს ნუ მოვიტყუებთ.

• იმერელი

ყველას აძლევენ და რაღა ამას არ მიცეს

• ჰაჰა

ნებისმიერ ქართველს უნდა ეძლეოდეს მოქალაქეობა. უფრო მეტი, თუ მარტო ერთი ბებო ან ბაბუ, დიდიბებია ან დიდი ბაბუა ყავს ქართველი მასაც უნდა მიენიჭოს მოქალაქეობა. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდი შანსია საქართველოს გადარჩენის.

• las

ესენი იმაზე არიან გამეცადინებული ქართველები გარეკონ და რუსები ჩამოასახლონ. ურცხვად განაცხადეს. წადით გერმანიაში მარწყვი კრიფეთ აქ რას მიკეთებთო

• ლადო

შენა და თურეთში რო თამაშობენ მაგალითად ლობჟანა, შენი ლოგიკითY ეგეც მაგრად უდნა ტეხავდეს!

• saba

აგერ აფხაზეთიდან დევნილ ქართველებსაც არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეობას. გამოსასწორებელია რაღაც აშკარად :/ https://www.youtube.com/watch?v=IZOnkvuNxog&t=119s

• ვვვ

არანაირად არ არის ეგ სწორი. ჯერ ერთი "ქართველი" ვინ არის კაცმა არ იცის, თუ ქართულ საქმეს არ აკეთებს და ქართული ენა არ იცის, მარტო გვარი არაფერს ნიშნავს. ღმერთმა იცის მარტო ამ მიწაზე რომელი გვარი რამდენი ხანია ცხოვრობს და საიდან მოვიდა . მაშინ მოვიწვიოთ ნახევარი ირან-თურქეთი, თითქმის ყველას ეყოლებოდა გვარში ვინმე ოდესღაც საქართველოდან. ამ იდეოლოგიით და ორჯონიკიძეების გაქართველებით დაიღუპა ქვეყანა.

• ლაშა

იცი რა არის "საერთაშორისო სტანდარტი"? 90-იანებში ევროკავშირი რომ გვირჩევდა თურქი (და არა ქართველი!)-მესხების ჩასახლებას აფხაზეთში. ასე, რომ თუ ჩვენი პოლიტიკა მოქალაქეობის მსურველთა მიმართ არ გამკაცრდა ადვილი წარმოსადგენია 30 წლის შემდეგ რამდენი უცხო ტომელი იცხოვრებს საქართველოში! მერე აქირაონ ბინები ქართველებმა! აფხაზეთის დაბრუნება რომ გვინდა, მათ მრავალი მიზეზის გამო არ მოუნდებათ... იცით რომ აფხაზეთში უცხო მოქალაქე ვერ გახდება აფხაზეთის მოქალაქე?!

• ვენეციის კომისია

კაცო მოქალაქეობა შეიძლება გეკუთვნის და ალბათ მოგცემენ... მაგრამ ჯერ ქართველი კაცი სათამაშოდ მაგ კადიროვეთში როგორ წახვედი და მერე საქართველოს ნაკრებში თამაშის პრეტენზია როგორ გამოთქვი?! სირცხვილი არაა გროზნოს ახმატიდან მოგიწვიოთ იმ ნაკრებში რომელსაც ეროვნული ჰქვია?! P.S. ჩვენში დარჩეს და არც სხვა ქართველ მეკარეებს ჯობიხარ მაინცდამაინც))

• ლაშა

სხვა ვის უნდა მიენიჭოს მოქალაქეობა, არაბს, ინდოელს, ჩინელს თუ უზბეკს? ჩემი სურვილია არავის! ისრაელი, როგორც მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყანა პირს მოქალაქეობას ანიჭებს იმ შემთხვევაში თუ ვინმე ნათესავთაგანი ჰყავს ებრაელი და ამასთან აუცილებელი კრიტერიუმია ენის ცოდნა!

• ლაშა

რავიცი, მართლაც ათასი ჯურის გადამთიელს შეაქვს განაცხადი მოქალაქეობის შესახებ და დაახლოებით 100-დან 35-40%-ს უკმაყოფილებენ მოთხოვნას და თუ რატომ გაუგებარია... ერთი შემთხვევა მახსენდება, სათაფლიაში ოჯახთან ერთად ვიყავი რიგში ბილეთების ასაღებად, უცებ სად იყო და სად არა მოვიდა ინდოელი და მოგეხსენებათ უცხოელთათვის შესვლა ცოტა ძვირია. როდესაც ქართველებს შორის, რიგში ჩამდგარ ინდოელს მოლარემ ცოტა არ იყოს ალმაცერად შეხედა, ინდოელი არ დაიბნა და თავაზიანად საქართველოს მოქალაქის პასპორტი წარუდგინა. აი ასე... ჰოდა აგერ, მოლდოვას ღია ცის რეჟიმი დაუწესეს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა ამერიკელებმა, რაც უვიზო რეჟიმის წინაპირობაა(!). და ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ აქ იგივე მოხდეს, მერე ნახე საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა გაასმაგებული რაოდენობა! ფული ჯოჯოხეთს ანათებს... თუ ჩინეთი სპეციალურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ ჩინეთის მოქალაქე რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდება და თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვის 100 ათას დოლარს მიიღებს (ერთ სულზე 100 ათასი დოლარია), ასე რომ ვინძლო (იქნებ) მთავრობა რაღაც მაქინაციებით ხეირობდეს კიდეც ევროკავშირის ტოლერანტობიდან გამომდინარე?...

• თენგაბი

ეროვნებით და ეთნიკურ ქართველს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს, სურვილის შემთხვევაში, ეგრევე უნდა მივანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი, დედა ან მამა, ქართველი ყავს. სხვა მსურველებსაც უნდა მივანიჭოთ ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ იმ წესებით, როგორც საერთაშორისო სტანდარტია, ხუთწლიანი დაკვირვების შემდეგ, ისწავლოს ქართული, შეეგუოს ქართულ გარემოს და ამეების გათვალისწინებით.

• რრრ

მეკარის პრობლემა ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვიდგას, მარა მოქალაქეობაზე უარი ნეტა რა მიზეზით უთხრე.

• საქ-სთვის, ჯერ ქართველი ,მერე სხვა.

ვიღაც ოხერ არაბებს და ათასი რჯულის უცხო ტომებს, ხო კაგად ურიგებთ საქ. მოქალაქეობას?! ვაი თქვენს პატრონს!

• სოსო

ნაკრებში თამაშის გამო,საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე ვერაფერს ვიტყვი.ნაკრებში მისწვევა,მწვრთნელების გადასაწყვეტია,მაგრამ ქართველმა, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოინდომოს და უარი უთხრან,არასწორი მგონია.საამისოდ,ქვეყნის წინააღმდეგ,რაღაც დანაშაული მაინც უნდა ჰქონდეს ჩადენილი.

კარგია ქართულიც რომ იცის, ნაკრების სურვილიც კარგია მაგრამ ახმატის მეკარე??? ეგრე მეც მინდა ნაკრებში თამაში, ენაც ვიცი მაგრამ ფეხბურთის თამაშიც საჭიროა, რა ახმატი...

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"რუბინთან" მატჩში გაძევებული შელია გაამართლეს

შელიას კარს გროზნოში მატჩისას გველმა შეუტია

გიორგი შელია კვარაცხელიაზე: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებული ტონით არ ვსაუბრობ

გიორგი შელია: მირანჩუკი კვარაცხელიაზე არანაკლებ ტექნიკურია - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

გიორგი შელია რამზან კადიროვის "ახმატში" გადავა

კვარაცხელიას საგოლე პასი გროზნოში - ის ორშაბათს რუსეთის დატოვების უფლებას მიიღებს? [VIDEO]