21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა, ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

1408
გველესიანს რატომ არ აძლევ არავითარ შანს. ისიც ჩემპიონია და თან თასის მფლობელიც
akaki
უნდა ითამაშოს ახალგაზრდულში ყველამ. ძირითადი ნაკრები ნორვეგიასთანაც გამონდა, რომ სუსტია. ახალგაზრდულს კარგი შანსი ექნება. რატო არ ასახელებენ ახალგაზრდულის შემადგენლობას?
ანტი ქოც-ნაცი!
წავიკითხე კომენტარები და ყველაფერს აპოლიტიკურებს ხალხი. სანამ ნაცი და ქოცის მენტალიტეტი (ადამიანები არა) ორივე ერთად არ გადაშენდება და სანამ ეს პოლარიზება იქნება საზოგადოებაში, არაფერი გვეშველება მანანდე. ზუსტად ერთნაირები ხართ. არანაირი განსხვავება!! სვანაძე არ მოგწონთ ქოცებს, იმიტომ რომ ანტირუსული განცხადებები გააკეთა და ეგრევე ნაცებში გაიყვანეთ. მისი წარმატებაც არ გაგიხარდებათ, რომ მოიგოს მართლა ჩემპიონატი იმასაც ვერ აიტანთ და აქედანვე ჩასაფრებული უყურებთ. ზუსტად იგივენაირად იქცევით ნაცები. როგორც კი ვინმეს შეამჩნევენ რომ მათ გვერდით არაა, ეგრევე მის მიმართ გორდება ბინძური კამპანია. გაყოფილი ჰყავთ ფავორიტი სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები. ვიღაცა მისაღებია და ეპატიება, ვიღაცა მიუღებელია და უნდა გადაუარონ. წლებია ამ მარაზმს ვუყურებთ. დავიჯერო მართლა ასე ზომბი გახდა მთელი ერი და ვინც ამ ნაც-ქოცობაში არ ვერევით ყველას გასაქცევად გვაქ საქმე? მეშინია უკვე
ტორპედოელი
ნამდვილად კარგი იქნება თუ ასე მოხდება...
MARGALONA
ძალიან კარგად ილაპარაკა,მე მომწონს და ვარ მომხრე...
G.LA
ამაღა ეკლდა ექსპერტობა.G.LA არა გვყოფნის ახლა ეს გამოხტა
სოსო
ეტყობა რომელიმე თანამშრომლის მეგობარია,თორემ მაგისი პროფესიული ანალიზი,ვინმეს უნახია?!არა და წარამარა სტატიებად გვიქვეყნებენ,მაგის "ანალიზებს".
მიშა, მიშას-ს
მსჯელობაში გეტყობათ, რომ ბავშვობაში საფეხბურთო ტურნირებზე არ მიგიღიათ მონაწილეობა.
zura222
ჯონი ხარ ტომი ხარ თუ ჯერი მამაშენი ბოდიალობს გასაგებია ? @@
მწვრთნელი
მეტრეველ, კვირკველიამ რა დაგიშავა "სასტავიდან", რომ ამოაგდე!? ან დვალს რას ერჩი კაცი "ზამენაზე" მაინც შევა! გველესიანი კიდევ ათი თავით ჯობია კობახიძეს ბათუმის დინამოდან!
მიშას
და რატომ? არასწორი იქნებოდა მიმდინარე ბირთვს,რამე გაეკეთებინა,მიეღწია. რაქნეს? ჩემპიონატზე საკუთარი ძალებით გავიდნენ თუ რა? ერთად ერთი რაც ქნეს თითქმის ყველა თამაში წააგეს,ისე რომ გოლის გატანაც სანატრელი იყო. სისულელე იქნება რესურსის არ გამოყენება. ვარსკლავების დამატებითი გარეშე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავლენ!
კოლა
იმაზეც გექნებათ ნაფიქრი, თუ რომელი მოთამაშე რომელს შეცვლის პირველი ტაიმის მერე. :)) არ შეიძლება ასე დაუფიქრებლად წერა. რაც თავში მოგვდის, ყველაფერი კი არ უნდა მოვუყვეთ სხვებს. :)
Dato67
Vinc wert merabis tamadobit rom xvicham mamardam da sxvebma unda itamashon ubralod fexburtis azrze ar xart. Moeshvit am sibriyveze fiqrs.
მიშა
ეს იქნება საშინლად არასწორი იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც ეხლა თამაშობს ნაკრებში. მესმის, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვალზე ამბიციის მქონე ადამიანი ეგეთ სენტიმენტებს ანგარიშს არ უწევს, მაგრამ ჩვენ, გულშემატკივრები, ვფიქრობთ ჩვენს მომავალ თაობებზე.
ggg
როცა ამ ევროპის შესარჩევი ეტაპი დაიწყო მაშინ არ იყო ხვიჩა 22-ს.
წუა
იქნებ იმაში მაინც გამარკვიოთ ფეხბურთის პროფესორებმა,რომლებიც კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში ჩართვას ითხოვთ,რომ როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებში ფეხბურთელმა,რომელსაც უკვე 22 წელი შეუსრულდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდელთა შორის ტარდება?!
ქართველი
შორს ხარ სპორტისგან, დაჯექი ორიანი :)
ლაშა
ბატონი გია ცეცაძე მშვენიერი მწვრთნელია, შესანიშნავი შედეგები ჰქონდა, მაგრამ... ცეცაძემ თავი პირველად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიჩინა, როდესაც ელიტრაუნდში შოტლანდია და ბელგია დაამარცხა, ინგლისს ფრედ ეთამაშა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს ფრედ ეთამაშა, თუმცა სერბეთთან და თურქეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ცეცაძის სახელს უკავშირდება "სამტრედიის" წარმატებაც, როცა იმერული კლუბი სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი ხელმძღვანელობით "სამტრედიამ" ორჯერ ითამაშა ევროთასებზე და ორივეჯერ აზერბაიჯანულ კლუბებთან დამარცხდა, ჯერ "ყარაბაღთან", შემდეგ "გაბალასთან". ამჟამად გია ცეცაძე საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს წვრთნის და საკმაოდ კარგადაც. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები აქვს.
ნუკრი
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდების საერთაშორისო გამოფენაა.ეროვნულიდან ვის დამატებასაც აპირებთ,მათ ეს არ ჭირდებათ.თავის გამოჩენის შანსი ვინც ეხლაა ნაკრებში იმათ უნდა მიეცეს და იქნებ 2-3 კიდევ დაემატოს ნაკრებს ტოპ ლიგაში მოთამაშე.მით უმეტეს, რომ სანაძის ხელში არაფრის მომგები ახალგაზრდული არ არის,ვინც არ უნდა დაემატოს.თან ამ ორ თამაშში უნდა გამოჩნდეს ნაკრების შანსი ქვეჯგუფში.რატომღაც მჯერა,რომ ამ ორი გასვლიდან 6 ქულას ჩამოვიტანთ.დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.წარმატებები ორივე ნაკრებს!
Jora-giorgi
ისე მეტრეველის გვარის კაცს ძნელია ფეხბურთის თავისეულ მოსაზრებაზე ეკამათო,მაგრამ.... მე კი მგონიო,რომ კვარა და მამარდა კი არა ეროვნული ნაკრებიც რომც დააყენონ ამ ტურნირის მოგების შანსი მაინც ნულია. საიდან ასეთი ოპტიმიზმი, გაიხსენეთ.. გუნდი ამ ტურნირზე მხოლოდ მასპინძლის სტატუსით მოხვდა თორემ შესარჩევ რაუნდებში ჩვეულებრივ მაჩანჩალებს შორის იყო,რომელი პრინციპული-გადამწყვეტი თამაში მოუგია ეროვნულ ან ასაკობრივ ნაკრებს....გუნდი რა მარტო კვარა და მამარდააა??... დანარჩენიიი!!..და რას ამტკიცებთ- ამ ტურნირის მოგება კვარას თამაშ არ თამაშზე არის მხოლოდ დამოკიდებული-ითამაშებს და მოგება ჯიბეში გვაქვსს?...თქვენ ხვიჩა მართლა ფეხბურთის ღმერთი ხომ არ გგონიათ....ჯერ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ამომავალი ვასკვლავია, თავისი სისუსტეებით-ამასთან ამ ეტაპზე საშინლად გადაღლილი და ემოციურად დაცლილია იმ გიჟური სეზონის შემდეგ, რაც მან იტალიაში დაატრიალა.რა გინდათ?....საშინელ ფორმაში მყოფი ხვიჩას გინდათ მერე აკიდოთ ამ ტურნის გარდუვალად ვერ მოგების ბრალიი?? ანდა ტრამვა რომ მიიღოს მისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის ამ გადამწყვეტი სეზონის წინ..გიფიქრიათ..... ეს მხოლოდ ჩემი მოგრძალებული აზრია და შეიძლება არც არავის აინტერესებს, მაგრამ მაინც....
Gio
ევროპის ჩემპიონობის შანსი არა ის... მეტრეველო დაეშვი მიწაზე და დაინახავ რა ჩაფხავებული ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს.
ჯონი
რას ბოდიალობ ეს უკვე ზღაპარია
ვეტერანი
100% ვეთანხმები. ახალგაზრდულმა პირველი თამაში როგორმე უნდა გაქაჩოს და მეორე თამაშისათვის ეროვნულის შოტლაიდიასთან თამაში მერე ეგრევე ჩარტერით თბილისისკენ (ისე როგორც კალათბურთის ფედერაციამ ატარა თუ აფრინა თოკო შენგელია) და ის ბიჭები ვისაც ეკუთვნით ახალგაზრდულში თამაში მეორე ტაიმიდან მაინც ჩაერთვებიან თამაშში.
Lebron
ესეც გამოვიდა ექსპერტი!! წადი და ჭიჭე ვაშაძეს ნინ ნიკანორ მელიას მიხედე
ლაშა
ცეცაჴე იყო კარგი მწვრთნელი საფრანგეთთან დღე რომ ითამაშა, მაგრამ გაუშვეს...
ინტრიგანი პაპა
ლონდარიძეს მაინც აჯობებდა.
jorj
ვითხოვ ითამაშონ არა მარტო ძირითად ნაკრებში 21წ 18წ 16წ 15წ .... ნაკრებებში ყველგან აქვს საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობის შანსი.
zura222
კომენტარებს გადაბხედდეე და ეს ხალხი გამაგიჟებს რააა @ ზოგო ამბობს ეს შესარჩევი რატომ გავწიროთო გეგონება ჯგუფში გვყავს-ფარერები გიბრალტარი სან მარინო და ანდორა ! ესპანეთს და ნორვეგიას (თავისი ჰოლანდით და სხვებით) თავი რომ დავანებოთ აგერ შოტლანდიამ ესპანეთს მოუგო და 2 თამაშში 6 ქულა აქვს ! და ასეთ სიტუაციაში გასვლის იმედი გვაქვს ? უკეთეს შემთხვევაში "საპატიო" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ ! მერე კიდევ--ხვიჩა დაღლილია და ვერ ითამაშებსო ! ჯერ ერთი რა შეატყვეთ დაღლილ-დაქანცულობის ? და მეორე--რაა სხვა ფეხბურთელები (როგორც ჩვენი ისე მეტოქე) მალდივებზე ისვენებდნენ ? ასეთი შანსი კიდევ როდის გვექნება როგორც ახალგაზრდულში ხმაურიანი გამოსვლის და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაინტერესების ისე ოლიმპიადის საგზურის აღების ! და ოლიმპიადაზე თუ გავედით იქაც გვექნება შანსი საპროზოზე გასვლის იმიტომ რომ ოლიმპიადებზე არ გამოდიან ძირითადი შემადგენლობები და ისეთ გუნდებს აქვთ მოგებული ოლიმპიადები ნამდვილად რომ არ შედიან ელიტაში---უნგრეთს სამჯერ საბჭოთა კავშირს ორჯერ ჩეხოსლოვაკიას აღმოსავლეთ გერმანიას შვედეთს ნიგერიას კამერუნს მექსიკას კანადას.... ოღონდ ამ ყველაფერს აზრი არ ექნება თუ იმ უვიც სვამაძეს დატოვებენ მწვრთნელად !
sss 21
მეტრეველმა "პოლიტიკასავეთ კარგად იცის" ფეხბურთი, იმენნა ერკვევა ტიპი.
კაკაო
ზურაბ რატომ დასუსტდება გუნდი ამ ფეხბურთელებს რომ დაიმატებს რატომ ვერ ვხვდები ძამიკო და თუ შეიძლება რომ მითხრა ზურად მეგობრულად გეუბნები მართლა ძალიან მაინტერესებს
zura222
ნერე რააა შეხვდნენ ! რაა ცეცხლისმფექცეცელი გველეშაპები არიან და იმათ გამო არ უნდა ვცადოთ ?? ხვიჩა და დანარჩენები თუ იქნებიან აი დაახლოებით ასე დაწერენ ინგლისელი და გერმანელი ქომაგები--აუუ საქართველო დაგვეჯახაო !
zura222
ისე ამბობ ეს შესარჩები გავწიროთო გეგონება ჯგუფში გვყავს-ფარერები გიბრალტარი სან მარინო და ანდორა ! ესპანეთს და ნორვეგიას (თავისი ჰოლანდით და სხვებით) თავი რომ დავანებოთ აგერ შოტლანდიამ ესპანეთს მოუგო და 2 თამაშში 6 ქულა აქვს ! და ასეთ სიტუაციაში გასვლის იმედი გაქვს ? უკეთეს შემთხვევაში "საპატიო" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ !
zura222
მარტო კვარაა დაღლილი ? ჩვენი სხვა ფეხბურტელები და მეტოქეებირაა კურორტზე ისვენებდნენ ამ სეზონში ? და კიდევ --ახალგაზრდულში კიდევ უფრო დაიღლება და ძირიოთადში დაისწვენებს ?
zura222
და ძირითად ნაკრებში დაისვენებს ??
zura222
ჯერ ერთი ხვიჩაც ზურიკოც გაგნიძეც და სხვებიც კარგად იცნობენ ახალგაზრდულის ბიჭებს და ერადაც ბევრჯერ უთამაშიათ და მეორე--ახალგაზრდული ნაკრები ჯერ არ შეკრებილა და რომ შეიკრიბებიან 3 კვირა საკმარისი იქნება თამაშის სტილის და კომბინაციების დასამუშავებლად ოღონდ მწვრთნელის(!) ხელში და არა იმ უვიცი სვანაძის!
zura222
Aე3იძლება ბევრმა თქვას რომ დაგვიანებულია მწვრთნელის შეცვლა იმიტომ რომ თცეზე ნაკლები დარჩაო და რაღაც ვარიანტში მართლებიც იქნებიან (და ეს მთლიანად ფედერაციის ბრალია @) მაგრამ ჯერ ერთი სვანეძე გინდ ყოფილა გინდა არა ! კაცს არანაირი ტაქტიკა და აზროვნება არა აქვს და ეს ბევრჯერ ვნახეთ რასაც თამაშობდა ჩვენი ახალდაზრდული @ და მეორეც-ისტორიას ბევრი მაგალითი ახსოვს რომ ჩემპიონატამდე 1 კვირით და 2-3 დღით ადრეც შეუცვლიათ მწვრთნელები და იმ გუნდებს წარემატებებისთვის მიუღწევიათ !
zura222
რას ბოდიალობ @@
zura222
მზად კი არაა თავისნათქვამა იდიოტია !
zura222
არანაირი შანსი არ გვაქვს სამეულის კი არა ჯგუფიდან გასვლის თუ იმ უცოდინარ სვანაძეს არ მოვიშორებთ @ არადა დრო გადის და კიდევაა შანსი წესიერი მწვრთნელი დაინიშნოს და დრო ქონდეს გუნდთან მუშაობის ! თუ სვანაძეს დატოვებენ ხვიჩაც მიქაუტაძეც ზურიკოც და სხვებიც უნდა გაუშვან პირველ ნაკრებში ი9მიტომ რომ ახალგაზრდულშიც ვერაფერს მიაღწევენ და პირველი ნაკრებიც დასუსტდება უმაგათოდ !
კ ო მ ბ ლ ე
100% შანსი გვაქვს, თუ ჩვენები, თერთმეტივე ტანკით შევარდებიან, ისინი კი, ((მხოლოდ ტრუსებით თამაში შეიძლება?)) მაიკის ჩაცმა თუ ვაცალეთ, შიგნით კარტონს ჩაიდებენ და. , სხვაგვარად ვერ წაგებას ვერ გადაურჩებიან,..
ILIA
გამძაფრებული თავმოყვარეობა, ქედმაღლობა, კუდაბზიკობა, ამპარტავნობა, ყოყოჩობა. აი, დისლაიქერებო, ესაა ამბიცია. ეხლა კი მერაბის ტექსტში ჩასვით, იქ სადაც ამბიციურობაზე წერს... ))) ისე, პარლამენტარებსაც ასწავლეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა.
Gio
Tu ramis pretenzia gvqonda kvalificiuri mwvrtnelze unda chaebarebiat axalgazrdulis nakrebi.kvaracxelia da miqautaze ver ushvelis umwvrtnelo nakrebs.
ჯონი
ამ კაცს რო მოუსმინოთ შემდეგი ნაბიჯი იქნება ხვიჩა ხოკეის ან კალათბურთის ნაკრებში... ხვიჩა არ არის ახალგაზრდულის დონე ,გადაიზარდა და დავანებოთ თავი!! ხვიჩა არის ქართული ფეხბურთის გალაკტიკა!!!
dato
ამ ტურნირის გამოყენება უნდა მოხდეს ცივსისხლიანად, გონივრულად და პრაგმატიზმით. რა არის ამ ტურნის დანიშნულება ჩვენთვის? 1. ღირსეულად წარმოჩენა 2. უნიკალური შანსის გამოყენება რომ ის გარემო რაც არის შექმნილი ხვიჩას დამსახურებით გამოყენებული იქნას სხვა ფეხბურთელების მხრიდან და მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს სკაუტების ყურადღების მიქცევა... უნდა ითამაშოს თუ არა ხვიჩამ და მამარდამ? რათქმა უნდა არა, მამარდას და კვარას ძაან დიდი ბონუსები მოაქვს ქართული ფეხბურთისთვის და ფეხბურთელებისთვის და ჭუკის ჭკუით ისე ნუ იზამთ რომ ამათი საქმეც გააფუჭოთ და სხვისიც... ფეხბურთი არის სისტემური სპორტი, უბანში ხომ არ თამაშობ, მამარდა და კვარა ვერ მოგაგებინებენ ევროპას... ვინ უნდა ითამაშოს? უნდა ითამაშოს ზუკამ, წიტამ, აზაროვმა, იმ ბიჭებმა რომლებსაც ჭირდებათ უკეთეს გუნდში მოხვედრა, ამის გარდა ძაან დიდი უმადურობა და უსამართლობა გვერდზე გაწიო ის ბიჭები რომლებიც მწვრთნელთან ერთად ემზადებოდნენ ამ ტურნირისთვის ბევრად უკეთ ესმით ერთმანეთის და ბევრად უკეთ არიან შეთამაშებულები. ეს ტურნირი არის მათვის. კვრამ თუ ითამაშა, მოიგებს გუნდი კვარას დამსახურებაა, წააგებს გუნდი კვარას დამსახურებაა, კვარას ჩრდილში მოექცევა მთელი გუნდი, ამიტომ პირველ რიგში ეს ტურნირი უნდა გამოყენებულ იქნას ამ ბიჭების უკეთესი მომავლისთვის რომელიც შემდეგ გამოადგება ნაკრებსაც... ვინც გარწმუნებთ რომ 21 წლამდელებს იგებს სადაც მხოლოდ იმის გამო იმყოფები რომ მასპინძელი ხარ გარტყმაში არ არის ფეხბურთან ამიტომ შეეშვით ამ ხალხის სისულელეების ტირაჟირებას. მამარდა ზის ტრანსფერზე, სად ეძახით, რას ეძახით ვერ ხართ ვერა და ეს ყველა ნაკრები არსებობს ძირითადი ნაკრებისთვის და ძირითადი ნაკრების დაკიდება ნამეტანი პატრიოტიზმია. ზუკამაც და წიტამაც არ უნდა ითამაშოს წესით მაგრამ მათ რომ ჭირდებათ სკაუტების ყურადღება მაგიტომაც ვწირავ მაგათ 21-თვის. გოჩოლეიშვილმა უნდა ითამაშოს, კი ბატონო. ირეალიზმი არის ის რომ ვიგებთ 21 წლამდელებს და ამ ირეალიზმის გამო სხვა ფეხბურთელებს რომლებსაც ჭირდებათ ყურადღება გვერდზე ვწევთ და ვაკარგინებთ პერსპექტივას.
ქუთაისი
კვარაცხელია ისე გადავიდა ბათუმიდან ნაპოლში რომ ფაქტიურად არ დაუსვენია...არც წელს დაისვენოს?!.. ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრები, ახლა ოცდაერთიანები ვათამაშოთ, მერე ძირითადი ნაკრების ევროპა, მერე ერთა ლიგა, მერე ისევ ნაპოლი და ჩემპიონთა ლიგა... ისე, კალათბურთსაც კარგად თამაშობს და მსოფლიო ჩემპიონატზე ხო არ მოგვესინჯა?!.
oto
ეს ყველაფერჩიკი ფეხბურთის მცოდნეც ყოფილა
გოგა
ორივეგან, რო ჩავისვაროთ, მაგას ჯობია ერივნულის ხალხმა ეროვნულ ნაკრევში ითამაშონ, ეხლა ზუსტად კვიპროსთაბ წაგება გვაკლია მარტო და შოტლანდიასთან განადგურება, ხო არ გაგიჟდა ეს
შაკო
არ იცი და წერ ამდენ უაზრობას! საერთოდ გინახავს შემადგენლობები სხვა ახალგაზრდული ნაკრებების? იცი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორია? რა ფეხბურთელები თამაშობდნენ ხოლმე? ყველა ნაკრებს მიყავს ყველა ვარსკვლავი და უძლიერესი ფეხბურთელი ვისაც კი ასაკით თამაში ეკუთვნით. ასე იქცევა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, გერმანია და ა.შ ყველა! და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიც უნდა გამოვიდეს უძლიერესი შემადგენლობით.
გოგია
დილეტანტური ანალიზია. საფეხბურთო ნაკრები, უბრალოდ, ჰარიჰარად მოკრეფილ საუკეთესო ფეხბურთელების ჯგუფს სულაც არ ნიშნავს. სამწუხაროა, ამის ახსნა რომ სჭირდება ხალხს.
nika
და ახალგაზრდულის მოგების მიზანი რა არის? ერს გვიჭირს პრიორიტეტებში. ახალგაზრდული იმისთვისაა, რომ უცნობი ახალგაზრდები წამოწიო წინ, უკვე ცნობილები კი არ უნდა დააქვეითო. „ახაგაზრდული“ მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ ეროვნული ნაკრები გააძლიერო, თავისი ფუნქცია აქვს და იმ ფუნქციით უნდა გამოიყენო, პატივმოყვარეობის და ტიტულით მხიარულებისთვის კი არაა. უცხოეთში ზედმეტი წნეხითაც კი არ აწუხებენ ბავშვებს და აქ ცნობილ ფეხბურთელებს ვუმატებთ, რომ მოგება დავავალდებულოთ? სრული უკუღმართობაა
სიმართლე
კი, მიქაუტაძესაც შეუძლია ახალგაზრდულ ევროზე თამაში
ჰაჰა
ჩვენი ჯგუფიდან გასული შეხვდება, ინგლის- გერმანიის ჯგუფიდან გასულს.
ILIA
მერაბ, ჟურნალისტი ხარ და სიტყვა "ამბიციის" მნიშვნელობა არ იცი. გუგლში მაინც გენახა.
სოსო
ასაკობრივი ნაკრების დანიშნულება რა არის?აღმოაჩინოს,ახალგაზრდა ტალანტები,განავითაროს ისინი და მიიყვანოს,ეროვნული ნაკრების კონდიციებამდე!ათამაშო ფეხბურთელები,რომელიც უკვე ეროვნული ნაკრების ლიდერები არიან და საერთაშორისო არენაზე თავისი ადგილიც მოპოვებული აქვთ,ვის სჭირდება ასეთი რამე?ეს ჩვენ ვართ,ბავშვთა სპორტშიც კი,შეჯიბრში გამნარჯვებას უდიდეს მნიშვნელობას ვაბიჭებთ და სულ ერთია,ეს მის შემდგომ განვითარებას შეუწყობს თუ არა ხელს.ეროვნულ ნაკრებს რომ არ სჭირდებოდეს,იმ მომენტში,კიდევ ჰო,მაგრამ ისიც თამაშობს და რა რისი გულისათვის უნდა დავთმოთ, მასშტაბებს უკვირდებით?!აგერ,გიორგი წიტაიშვილი,მსოფლიოს ჩემპიონია,ახალგაზრდულ ნაკრებში,უკრაინის სახელით და გადაწყვეტი გოლიც მან გაიტანა,მაგრამ ვინმეს ახსოვს,ან ის,ან უკრაინის ის ნაკრები?ბიჭი მერამდენე წელია,ეროვნულ ნაკრებშიც კარგად თამაშობს,მაგრამ კლუბში,ვერსად მოიკიდა ფეხი!არადა მსოფლიოს ჩემპიონია,გადამწყვეტი გოლის ავტორი და მისთვის ყველა გზა,თითქოს ხსნილი უნდა ყოფილიყო!აი ეროვნული ნაკრები თუ გამოიჩენს თავს და იქ,გიოც კარგად ითამაშებს,მაშინ კი,ნამდვილად მონახავს შესაფერის კლუბს!ეს არის განსხვავება!ეგეც არ იყოს,ის ბიჭები ვინც აქამდე მოიყვანა ეს ნაკრები და ახლა,უკან უნდა გადასწიონ,მათ რა დააშავეს?სწორედ მათ უნდა ითამაშონ და დაუმტკიცონ ევროპელ სკაუტებს,რომ მხოლოდ ხვიჩა და მამარდა არ გვყავს,საქართველოში!სკაუტებს,სწორედ ახალი სახელები აინტერესებთ!არ ექნებათ,უსამართლობის განცდა?აუცილებლად ექნებათ და ეგეც არ იყოს,გულგატეხილებმა და ვერავისგან შემჩნეულებმა,ყველაფერზე ხელი რომ ჩაიქნიონ,ვის დავადანაშაულებთ?რატომღაც მგონია,რომ საკუთარ თავს კი არა,ისევ ამ ბიჭებს,აქამდე მოედანზე თავს რომ აკლავდნენ და ზღვა ოფლი დაღვარეს,ამ ნაკრებისათვის.არ იქნება ეს სწორი,თორემ მე მხოლოდ აქ სიტყვის თქმა შემიძლია. ან შოტლანდიის ნაკრები რატომ ეპატარავება,მერაბს თვალში და რატომ ჰგონია,რომ გადახალისებული შემადგენლობით,დაამარცხებს,ესპანელთა დამმარცხებელ ნაკრებს,ან თუნდაც კვიპროსს?იქნებ შევეშვათ ზეწოლას და ნაკრებების ხელმძღვანელობებს მივცეთ საშუალება,თავისუფლად შეარჩიონ,ეროვნული ფეხბურთისათვის სასურველი ვარიანტი!
იმედას
შენნაირი გულშემატკივარი ღმერთმა უმრავლოს... ჩვენ მეტოქეებს.. (სულ რო 100 პროცენტით შანსი არ გვქონდეს ეგ როგორ უნდა დაწერო ეროვნულ ნაკრებზე წავაგებთო)
რრრ
კი ბატონო თუ ასე გვინდა გავწიროთ ეს შესარჩევი და ეგაა, იმ შემადგენლობით რაც მეტრეველმა დაწერა(ხოჭოლავას ტრამვა აქ) კვიპროსთანაც უშანსოდ ვართ.
რრრ
სისულელეს ნუ ამბობთ ხალხო, როგორ შეიძლება 17 და 20 ში ბიჭებმა ითამაშონ ეროვნულში, მერე ჩამოვიდნენ ახალგაზრDულში კარგი ბატონო 21-ს თამაში გამოტოვონ, ითამაშებენ ჯგუფის მეორე და მესამე ტურს, მაგრამ შეთამაშება არ უნდათ U 21-ს დანარჩენ წევრებთან? კომბინაციები და ა.შ მთელ გუნდთან ერთად არ უნდა დაიგეგმოს? პირდაპირ მექანიკურად ჩასვამენ ამ ბიჭებს შემადგენლობაში და ყველაფერი კარგად იქნება? კარგით რა, ისე არმ მოხდეს ორი კურდღლის მადევარივით ეს შესარჩევის თამაშებიც არ ჩაგვივარდეს და ვერს სვანაძის გუნდს ვარგოთ რამე.
ირაკლი
რამდენს თხოვთ ამ ხვიჩას ნაპოლიში და ნაკრებში ყველა თამაშში გოლს ითხოვთ.ახლა ახალგაზრდულის ჩემპიონობას თხოვთ. ადამიანია რობოტი კი არაა.ნუ დაგვავიწყდება რომ რუსეთის და საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატიდან იტალიის რთულ ჩემპიონატში მოხვდა და პირველივე წელს კიდე ბევრს მიაღწია
ჟორა გაბრიჭიძე
მხარს ვუჭერ მერაბის მოსაზრებას და რატომ: დღემდე 20-ზე მეტ შესარჩევში მივიღეთ მონაწილეობა და გავედით კი არა, ჯგუფში მესამე ადგილიც ვერ ავიღეთ, მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა. აქ კი ევროპაზე ვთამაშობთ და წარმატების შანსიც კარგი გვაქვს. თუ გასვლის თავი გვაქვს, მაშინ ლიგიდან გავიდეთ ევროპაზე? ანდა რაა ასეთი იმ ევროპაზე გასვლა სადაც ტურნირს ჯგუფის აუტსაიდერობით დაასრულებ? ახალგაზრდულში კი დიდი შანსი გვაქვს, ანუ თუ ამ ხალხით ევროპის ახალგაზრდულს ვერ მოვიგებთ, მაშინ ამავე ხალხით რა შანსი გვავს შესარჩევის მოგების?
ირაკლი
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიქაუტაძე გვჭირდება ყველაზე მეტად,მაგრამ მთავარ ნაკრებსაც სჭირდება, ყველაზე კარგ ფორმაში მიქაუტაძეა!!!!
beqa
შანსი უ21 მოთამაშეებმაც დაიმსახურეს იქნებ გამოჩდეს კიდე ვინმე ტალანტი და გადავიდეს ტოპ ლიგაში კვერნაძესააქ შანსი სიგუას უამრავა ტალანტია.ნაკრებსაც შანსიაქ რატო არააქ რაიცი იქნებ გავარდეს და მოვიგოთ ორივე
პატრიოტი
არ გეთანხმები ბატონო მერაბ, ბოდიში, მაგრამ, როგორც პოლიტიკაში იყავი მაგარი, ისეთი ბრძანდებით ფეხბურთში, ხვიჩამ არ უნდა ითამაშოს, სხვამ. რომელიმემ შეიძლება, მაგრამ ხვიჩამ არა, ის ახლა წლოვანებით არა მაგრამ თამაშით გადაზრდილია ახალგაზრდულისთვის
კობი 74
ყველაფერში გეთანხმები მერაბ!!! კარგია რომ ვიღაცამ მაინც წამოიწყო ამაზე საუბარი. თუ ნახავთ ბილეთები რა ცოტა რაოდენობით არის გაყიდული (თუნდაც საქართველოს თამაშებზე) გაოცდებით. ამის მიზეზი ის არის რომ გულშემატკივარმა ჯერ არ იცის რა შემადგენლობით იქნება 21 წლანდელთა ნაკრები. დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოცხადდება, რომ მამარდაშვილი, საზანოვი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია და მიქაუტაძე ითამაშებენ ანშლაგი გარანტირებული იქნება. არ თქვათ, რომ ამ შემადგენლობას შეთამაშება გაუჭირდება. ამათ დამატებული: ივა გელაშვილი, საბა ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი,ხორხელი, კვერნაძე, მამაგეიშვილები, გაგუა, გულიაშვილი და კიდევ რამოდენიმე პერსპეკტიული ახალგაზრდა. მაგარი ნაკრები შეიკვრება და კარგი შანსიც გვექნება საპიზოზე გავიწიოთ. ყველამ ერთხმად უნდა მოვითხოვოთ ფედერაციისგან რომ ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.
w
სხვა თუ არაფერი შეთამაშდებიან და მომავლის ბირთვი შეიკვრება დღევანდელი ეროვნულის ძირითადიდან მომდევნო ციკლში ნახევარიც აღარ იქნება.
რეზო
21წლიანთა ნაკრებში 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს შეუძლიათ! ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი!ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია,დიდი შანსი გვაქვს.წარმოგიდგენიათ,22 -23 წლის ბიჭების თამაში სხვა დროს არ შეგვეძლება.თან რა ბიჭები გვყავს!
უვიცი
აბსურდზე წერა და მერე კიდე ამაზე კომენტარების კეთება ნეტა არ გეზარებათ?
ზაზა
მე კი მოვუწოდებ ხვიჩას,ზურიკოს,მამარდას და სხვებსაც,რომ თუ შესაძლებელია ორივეგან თამაში,ითამაშონ,ენერგიით სავსეები არიან და მჯერა რომ გაქაჩავენ,მჯერა რომ ღირსეულადაც გამოვლენ და გაგვახარებენ!ახლა ჯერი მათზეა,შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან,პატივისცემა ჩვენ ლომებს!!!
100%
გადაწყვეტილების მიღებაა ძნელი. შეიძლება ფიასკო განიცადოს, ან ერთმა, ან მეორე გუნდმა და ყიჟინას ატეხავს ჩასაფრებული ხალხი. მე მივესალმები ორივე ვარიანტს. მერაბს მადლობა, რომ უფიქრია და გაგვანდო თავისი აზრი.
კოტე
მამფორია
Ტტტ
რამდენი იმედგაცრურბა და რამდენი დაკარგული ქულები გვინახავს. ეს ათეულობით წლები გრძელდება. მგონი ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როდესაც პრიორიტეტული ახალგაზრდული უნდა იყოს. ყველამ უნდა ითამაშს ევროპაზე ვისაც უწევს!
დავით 67
კვარას დასვენება სჭირდება. რთული სეზონი ჰქონდა.არაა აუცილებელი ახალგაზრდულში ითამაშოს. სხვებმა მოინდომონ. ყველაზე კარგი საშუალებაა თავის გამოჩენის. ჩემპიონობის რა მოგახსენოთ.
ქ. გ.
ხვიჩა დაღლილია მორალურად და ფსიქოლოგიურად. ძირითად ნაკრებში ითამაშოს კარგად. დანარჩენ ფეხბურთელებს თუ ექნებათ სურვილი, ითამაშონ ახალგაზრდულ ნაკრებში.
G.LA
ჩემი აზრით პლეი ოფიდან გვაქვს შანსი და ჯგუფიდან გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა. აქამდეც საჭირო იყო ამ ბიჭების ახალგაზდულთან შეთამაშება. ევროპის ჩემპიონობის გარდა ოლიმპიადაც მნიშვნელოვანია და იქ გასვლის შანსიც არსებობს. ამიტომ მთელი რესურსი ჩემი აზრით ახალგაზდულისათვის უნდა იყოს მიმართული. ჯგუფიდან ვერ გასვლის შემთხვევაში ფედრაციას დიდი კრიტიკა დაატყდება თუ ახალგაზდულში ამ ბიჭებს არ გამოვიყენებთ და ღირსებიც იქნებიან.
ლაშა
მართალია, ახალგაზრდულში ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს. ევროპაზე ერთა ლიგიდანაც გავალთ და მართლა ისე არ გამოვიდეს, რომ ვერცერთგან ვაერ გავიდეთ! ბრიყვობაა, რომ კვარამ დასხვა ვარსკვლავებმა ახალგაზრდულზე არ ითამაშონ!

ვერ მოვუგებთ შოტლანდიას ვერც კვარათი და ვერც უკვაროდ. კვარამ უნდა ითამაშოს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად! არც უნდა გამოიძახონ ეროვნულში. თავად უნდა გამოთქვას სურვილი, რომ ახლგაზრდულში ამ ბიჭებთან ერთად გამოვიდეს. ნაკლები წნეხი იქნება, მისთვის გავარჯიშებასავით გამოვა, ფორმას არ დაკარგავს, სტადიონები გაივსება, უამრავი დადებითი რამ მოხდება. მინდა რო ამას მიხვდეს თვითონ. ჩვენც ამ ზაფხულზე ლამაზი სპორტული დღეები გვექნება, კვარას თამაშის ყურება მთელს ჩემპიონატზე მაყურებელს ძალიან გაახარებს.
მწვრთნელი
ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი, სვანაძის ხელში ჯგუფიდანაც ვერ გავალთ გინდ მარადონა გააცოცხლეთ! ვერ მოამზადა ამ კაცმა გუნდი სათანადოდ!
Irakli
მეც 100% ვეთანხმები რომ კვარამ და ბიჭებმა უმჯობესია ახალგაზრდულში ითამაშონ. ჩემის აზრით აქ ბევრად მეტია წარმატების შანსი. გარდა ამისა წარმატების შემთხვევაში ევროპაში გზა ახალგაზრდულის სხვა წევრებსაც შეიძლება გაეხსნათ და პირველ ნაკრებს უახლოეს მომავალშივე შეიძლება კარგი შევსება მიეცეს. თან წამოიდგინეთ პირველი ნაკრების შესარჩევში წარუმატებლობის შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), რამხელა კრიტიკა დაატყდება თავს ფედერაციას და სანილსაც, ახალგაზრდულში რომ გამოგეშვათ ..........
სიმართლე
ერთია სურვილი და მეორე რეალობა...რა თქმა უნდა უნდა ინდივიდუალურად ყველა ტალანტია,მაგრამ ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია და შეთამაშება არ ჭირდებათ? ძნელად გაგახსენდებათ,რომ ასე უცებ შეკრებილ გუნდს წარმატებისთვის მიეღწიოს...ან ამხელა მოსამზადებელი ციკლის დროს "ფეხბურთის მამებისგან" არავის გაახსენდა ამ ვარიანტის მოსინჯვა?ეს უფრო ჯგუფში წარუმატებლობის შემთხვევაში წინასწარ თავის დაზღვევას გავს:შეუთამაშებლები ვიყავითო...
იმედა
სტატიის ავტორს არცთუ მცირე ფაქტორი გამორჩა ან შეიძლება არ იცის,თუ კიდევ რატომ უნდა ითამაშონ მთავარმა ვარსკვლავება ახალგაზრდულში.დიდი ალბათობით შოტლანდიას როგორი შემადგენლობით არ უნდა ეთამაშო წაგებულია,მაგათი ესპანეთთან თამაშის შემხედვარე.ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ არც ქეცბაიას გაუჭირდება ჩვენი დამარცხება,რადგან ერთი გამარჯვება მაინც ხომ უნდა მოიპოვოს გუნდთან ერთად.სხვა შემთხვევაში გააათავისუფლებენ შესარჩევში წარუმატებლობის გამო ლფ ვისთან თუ არა ჩვენ.ახლა მივადექი მთავარს,რომ ევროპაზე წარმატების შემთხვევაში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობაცაა შესაძლებელი.კითხეთ ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენებს,თუ რა ძალისხმევა ჭირდებათ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად და რამხელა ფორუმია ოლმპიადა.აღარაფერს ვამბობ ქვვეყნის პოპულარიზაციაზე გუნდურ სახეობებში მონაწილეობაზეც კი და ასევე ჩვენი ემიგრანტებისთვისაცთუ რამხელა სტიმული იქნებოდა იქვე ეგულშემატკივრათ ქართველებისათვის.
ვაჟა მასწ.
ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ ჩემი და ზოგიერთი ჩემი მეგობრის სახელით: - ხანდახან ჟურნალისტებსაც დაუჯერეთ, კონკრეტულად კი მერაბს - ბოლო-ბოლო მეტრეველია გვარად!!!
ბათუმელი ექსპერტი
დიახ100% ით ვეთანხმები მერაბს! თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ მესამე ადგილზე გასული გუნდი ოლიმპიადაზე ითამაშებს და ამის შანსი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით და შემადგენლობით!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
არ ვიცი როგორ მოგება მაგრამ ძაან შორს გასვლა შეგვიძლია. ნაკრების თამაშები უნდა გადავდოთ გვერძე აუცილებლად და მივაწვეთ 21 წლამდელებს. მაგარი სასტავი გვაყვს და დასანანი იქნება ამის არ გამოყენება ძალიან დასანანი და იმედია ხმას ამოიხებს გულშემატკივრები და მოითხოვენ რო ჩამოვიდნენ და ითამაშონ. ევროვნული ნაკრები რო მეორე ადგილს აიხებს ნაკლებადაა მოსალოდნელი მოდით ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში და ზურიკო მამარდაშვილი კვარაცხელიას გარეშე კიდე უნდა მოუგონ კვიპროს და შოტლანდიასთან დააყენებენ დაცვას და იქნებ ფრე გამოგლიჯონ . ვინმემ დაწერეთ მიქაუტაძეს შეუძლია 21 წლამდელებზე თამაში თუ უკვე არა ?
დავით
კაი და მწვრთნელი? ჩემი აზრით არაა მზად მსგავსი ტურნირისთვის
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში
"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?
რამაზ სვანაძე: ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა
"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე