იტალიელი მწერლის, ემანუელ ჯულიანელის ახალი წიგნი, სახელად "კვარადონა ქართული სასწაული" გამოვიდა, სადაც ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას სიტყვებია მოყვანილი, რომელიც ამბობს:

"ხვიჩა ნამდვილი პროფესიონალია. მას სურს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდეს. ამიტომ მისი მთავარი საფიქრალი არის ნებისმიერი შემდეგი მატჩი სერია A-ში, ჩემპიონთა ლიგასა თუ ეროვნულ ნაკრებში.

მაგრამ მისი მთავარი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, "რეალში" თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

ახლა ის "რეალზე" არ ფიქრობს, მის თავში მხოლოდ "ნაპოლია", - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.

თენგო
ხვიჩა შეისწავლესო, კი შეისწავლეს მაგრამ მშვენივრად გამოდის რთული სიტუაციებიდან. აი სახიფათო პასები და კარში დარტყმები რომ ვეღარ აღწევს მიზანს ეს 100 იანი გადაღლილობის ბრალია. ფეხებს დასვენება უნდა დაძაბული აქვს. ამას დავუმატოთ ემოციური გადაღლა, ამ პატარა ბიჭმა ამ სეზონში იმდენა რამ გადაიტანა, რა გვიკვირს რომ გადაიღლებოდა
Spain
ოსიმენი თუ გახდება mvp გამოდის ხვიჩა ყველაფრის გარეშე დატოვეს. მართალია როგორც ამბობს ინდივიდუალური ჯილდოები მისთვის მნიშვნელოვანი არაა მაგრამ ტიპმა 33 წლის ნანატრი სკუდეტო მთვარიდან ჩამოუტანათ და წინ დაუდოთ. გუნდი გარდაქმნა, მარტში მოიგო ჯერ კიდე სკუდეტო, როცა დაფრინავდა. 21 ქულიანი უპირატესობა რომ ჰქონდა ნაპოლის, მაგის მერე თამაშები ფორმალობა იყო.. თუ ხვიჩა გახდება, ოსიმენის ფანების შემოტევა იქნება გასაძლები. ვნახოთ რაიქნება..
თენგაბი
ღმერთმა დამიფაროს, რომ დღევანდელ, ადამიანი უფლებებით გაჯერებულ სამყაროში ვინმეს ლაპარაკი ან აზრის გამოთქმა აუკრძალო, მაგრამ როდესაც ხვიჩას დაოჯახებაზე ან სიყმაწვილის (თავში ავარდნის) სენზე აკეთებენ აქცენტს, ასე მგონია ბავშვები წერენ-თქო. სამშობლოს სიყვარულმა, ოჯახის სიყვარულმა, მეუღლის სიყვარულმა და თავმოყვარეობამ გახადა ეს ბიჭი ასე წარმატებული და ნუ იგონებთ რაღაცეებს. მესმის, ხვიჩას სიყვარული გალაპარაკებთ, მაგრამ ხვიჩა ბედნიერი მაშინ იქნება თუ მის ოჯახს და სიყვარულს არ შევეხებით. მესმის ხვიჩა ლამის ერის კაცი გახდა და ყველა ჩვენთაგანისაა, მაგრამ გთხოვთ, დავუტოვოთ პირადი სივრცე და ნუ დავახრჩობთ სიყვარულში. ყველაფერი კარგად იქნება!

იმ ხალხზე მეცინება, თვითონ ხვიჩაზე მეტად რომ ადარდებთ მისი კარიერა და მის უგოლო თამაშებს ხან ნიშნობას და ხან კონცერტზე გამოსვლას მიაწერენ. სხვათაშორის წიტაიშვილი დაქორწინდა რამდენიმე დღის წინ, აზაროვიც დაინიშნა მაგრამ არსად შემხვედრია რომელიმე ყვითელ გვერდს გადმოეტანოს და ეფრიალებინოს. ინსტაგრამზეც დადეს მაგრამ მხოლოდ მათმა ფოლოვერებმა ვნახეთ, ტელევიზიებით არ გაშუქებულა. საინტერესო რატომ? ქართველმა ჟურნალისტებმა და ხალხმა უცებ იმხელა ლეველზე აიყვანეს შეგნება, რომ იფიქრეს, მოდი დავუტოვოთ პირადი სივრცე ახალგაზრდებს და არ ვიჭორაოთო?? რაღაც არამგონია. საქმე იმაშია, რომ იციან არავის დააინტერესებს და რა აზრი ჰქონდა გადმოტანას. არც გახსნიდა არავინ ლინკს. ალბათ კვარამ ერთი ფოტოც რომ გაავრცელოს მსგავსი, ყველა ტელევიზია გააშუქებს და აივსება კომენტარებით, ჭორაობებით. ქალი თუ კაცი იმას გაარჩევს ვის როგორი ბეჭედი ეკეთა , ვის რა ეცვა და ასე შემდეგ. ძალიან დაბლაა საზოგადოება. ვიღაცეებს უტოვებენ პირად სივრცეს, რადგან არ აინტერესებთ, ვიღაცეებს კი სულს ხდიან და მერე ისევ იმას აბრალებენ. რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი.

მესი რომის პაპთანაც არის ნამყოფი, არგენტინელ პოლიტიკოსებთანაც, ნიშნობაც ჰქონდა და სამი ბავშვიც ჰყავს. ჰოი საოცრებავ, თურმე შეიძლება ფეხბურთის თამაშიც და ოჯახიც. პოლიტიკოსთან ფოტოს გადაღება არ ნიშნავს რომ იმ პოლიტიკოსს ეთანხმება. საერთოდ სხვა ლეველზე დგას ხვიჩა და ფეხბურთი კიდე ყველასია. ფოტო შეიძლება ბინ ლადენთანაც გადაეღო ფეხბურთელს და ნებისმიერთან. ნუ დაწვრილმანდებით ასე. ნუ ჭორაობთ სხვის პირად ცხოვრებაზე, ვინ დაინიშნება და ვინ მთელი ცხოვრება უქორწინებელი დარჩება ჩვენი საქმე არაა. მინიმუმ უხერხულია ამაზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ როგორც ვხედავ ამ ქვეყანაში ყველაფერი ეუხერხულებათ სხვის ცხოვრებაში ჩარევის გარდა :))

ნუღა ახსენებთ ამ რეალში თამაშს რაა, გადმოქვთ მერე ნაპოლის გვერდებს და დრამებს დგამენ ფანები. აცრემლებენ პოსტებზე. ვერ უშვებენ იმას რო ხვიჩა სადმე წავა. ნუ ანერვიულებთ ამ ხალხს. გადავა რეალში თუ არა მაგას დრო გვიჩვენბს და აღარაა საჭირო ამდენი ლაპარაკი. ბავშვობაში რეალი რომ უყვარდა ეგ ბევრჯერ თქვა თავად ხვიჩამ ისედაც.
ჩემი აზრით
ხვიჩას თუ უნდა დიდი ვარსკვლავი გახდეს მაგალითი უნდა აიღოს რონალდუსა და მესისაგან რომლებიც ფანატიკურად შეყვარებული იყვნენ ფეხბურთზე და მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდნენ.ეს ზედმეტი მისვლა-მოსვლა პოლიტიკოსებთან სურათები ან ნიშნობა და ქორწილი აი მთავარე მიზეზი თუ რატომ ვეღარ კაშკაშებს ისე როგორც სეზონის პირველ ნახევარში.მთელი ყურადღება თუ ფეხბურთზე არ გადაიტანა დარჩება კარგ ფეხბურთელად როგორებიც ბევრია მსოფლიოში
რაბუ
თურქეთი მგონია გავა ჯგუფიდან(სუსტი ჯგუფია) და თუ არ ვცდები ლუქსემბურგი ჩაანაცვლებს. ფაქტი არ იცვლება ორივე მოსაგებია მაგრამ თურქეთი მაინც თურქეთია რა
papai
ჩვენი ოცნებაც ეგაა ხვიჩა, საქართველოს დიდ ტურნირებზე გასვლა... ევროპაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ ერთა ლიგის გზით, ორი პლეიოფის თამაშია წინ 2024 წლის მარტში, ჯერ ყაზახებს უნდა მოვუგოთ და მერე საბერძნეთი-თურქეთის გამარჯვებულს
ლაშა
ხვიჩას აშკარად სჭირდება ჭკვიანი მწვრთნელის დახმარება,რადგან ხვიჩა მარტამდე და მარტის შემდეგ აშკარად სხვაა.მოუკლო და ერთფეროვნად თამაშობს,შეისწავლეს. რამდენი ხანია არც საგოლე პასი და არც გოლი არ გაუტანია.ამიტომ მართებს თამაშის გამრავაფეროვნება და ცენტრისკენ შეწევა.
G.LA
მგონი ყველა ჩვენთაგანის ოცნებაც ემთხვევა ხვიჩას ოცნებას. მას და ჩვენც გვესმის რომ ჯერ ბევრი აქვს სამუშაო რეალში მოსახვედრად. ამის დროც მოვა აუვცილებლად. იქნება ჩემპიონთა თასიც და მჯერა ევროპაზეც სულ მალე გავალთ.
0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? - "ლივერპული" თასიდან "კრისტალ პალასმა" გამოაგდო
წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა