ყველაზე სწრაფი ქართველი მსაჯისთვის სულხან ჩიხლაძისთვის ერთთვიანი საერთაშორისო ვოიაჟი დაიწყო. ივნისის ბოლომდე ის 7-კაცას ერთ მოსამზადებელ და ორ ოფიციალურ ტურნირს იმსაჯებს.

ჩიხლაძე უკვე გაემგზავრა ნიდერლანდებში, სადაც 3-4 ივნისს ტრადიციული, ამსტერდამის მასშტაბური 7-კაცა ტურნირი იმართება. მასში მონაწილეობენ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის მონაწილე ნაკრებები, ასევე წვეული გუნდები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისევე, როგორც დუბაის 7-კაცაზე, მსაჯებისთვის ამსტერდამშიც იქნება გაშლილი კარავი, სადაც სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, საქართველოს 5-ჯვრიანი დროშაც ამაყად იფრიალებს.

„ამსტერდამში მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან კლუბები თუ ნაკრები გუნდები და საინტერესო თამაშები იმართება. ამსტერდამის ტურნირი ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა მათთვის, ვისაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ალაფა ელის. ეს ასევე კარგი მოსამზადებელი პლატფორმაა მსაჯებისთვის. მაღალი დონის თამაშების მსაჯობა დიდ გამოცდილებას იძლევა, რაც აისახება მსაჯობის ხარისხზე და სწორედ ეს ხდება შემდგომი წინსვლის საწინდარი. საქართველოში 15-კაცა რაგბს ვმსაჯობ, რომელიც სპეციფიკით 7-კაცასგან განსხვავებულია და ამიტომ, ოფიციალური თამაშების წინ, ამსტერდამის ტურნირი 7-კაცაზე გადართვაში დამეხმარება“ – ამბობს ჩიხლაძე.

უკვე ვწერდით, რომ ქართველი მსაჯი 25-27 ივნისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირს იმსაჯებს, რომელიც პირველად იმართება. მანამდე, 9-11 ივნისს სულხან ჩიხლაძე რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იმსაჯებს. მას 7-კაცას ჩემპიონატზე დებიუტი შარშანაც ჰქონდა და მე-3 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ალგარვე (პორტუგალია) მასპინძლობს და იქ ჩიხლაძის გარდა კიდევ 5 მსაჯი იქნება. მათგან 4 ტიერ1-ის ქვეყნებიდანაა – საფრანგეთიდან, შოტლანდიიდან, ირლანდიიდან და ინგლისიდან, კიდევ ერთი კი პორტუგალიელი პაულო დუარტეა, რომელიც უკვე წლებია 7-კაცას მსოფლიო სერიებს მსაჯობს.

„პირველი დანიშვნა ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე მივიღე. ასეთი მასშტაბური ტურნირი პირველად ტარდება და ბედნიერი ვარ მსაჯის რანგში მისი მონაწილე რომ ვიქნები. მოვიდა კიდევ ერთი დანიშვნა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან, სადაც უმაღლესი დონის მსაჯებთან მომიწევს მუშაობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული რაგბისთვის დიდი წარმატებაა ასეთი დონის ტურნირებზე მსაჯითაც რომ იქნება წარმოდგენილი. ჩემპიონატზე შარშანაც ვიმსაჯე, მათ შორის მესამე ადგილისთვის მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ტიერ1-ის ქვეყნებიდან არიან, ფინალის მსაჯობის უფლებისთვის ვიბრძოლებ“ – აღნიშნავს ჩიხლაძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, 17-18 ივნისს სულხანი საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე იმსაჯებს, რის შემდეგაც პოლონეთში გაემგზავრება.

Rugby.ge

რ
სულხანს და ქართულ რაგბს წარმატებებები. თემას არ ეხება, მაგრამ იქნებ გაგვაგებინოთ შვიდკაცა და შვიდქალას მეორე მოსამზადებელ ტურნირში (ტური, 27-28მაისი) რა მოხდა, რა შედეგი დაიდო?
სოსო
წარმატებები სულხანს! რაც მეტი მაღალი დონის მსაჯი გვეყოლება,მით მეტად განვითარდება ჩვენი რაგბიც და მით მეტად ვიქნებით დაცული,მსაჯების თვითნებობისაგან,სხვადასხვა ტურნირებზე!სამწუხაროდ,რაგბშიც და სპორტის სხვა სახეობებშიც, საკმაოდ დიდი და მწარე გამოცდილება გვაქვს,წინასწარ განზრახულად არაობიექტური მსაჯობისა.
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს