ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი. მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - პორტუგალია 2:0

გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)

გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

კაი ერთის
არა მაგ დროს არვამბობ ენამახვილო მე იმ პერიოდს ვამბობ როდესაც მესი ვერ თამაშობდა და არგენტინელები ამბობდნენ ეგ კატალონიელია და არა არგენტინელიო გაიგე
ავთო
ეგრე, ბიჭებო!
jeko
ასპროცენტიანი ხარ პავლე. ვინც ამ კომენტარზე დისლაიქები დაგიწერა, ერთი მოვუსმენდი რა მოტივით....
კაი ერთი
და როდის ვერ თამაშობდა მესი არგენტინის ნაკრებში? აი მაშინ ხომ არა, მაშინდელი უმწვრთნელო, გათიტოკაცებული არგენტინის ნაკრებები რომ პირადად ათრია და ერთხელ მსოფლიო თასის ფინალში ათამაშა (ეს გუნდი, რომელიც ჯგუფიდან ვერ გადიოდა მესი რომ არა და როგორც მახსოვს 6 გატანილი გოლიდან 3 მესიმ გაიტანა და ერთი კიდევ მისი ასისტით იყო) და სამჯერ კიდევ კოპა ამერიკის ფინალში? ან მაშინ, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე რომ გახდა კარგა ხნის წინ პლეიმეიკერი კაცი?
კაი ერთი
და როდის ვერ თამაშობდა მესი არგენტინის ნაკრებში? აი მაშინ ხომ არა, მაშინდელი უმწვრთნელო, გათიტოკაცებული არგენტინის ნაკრებები რომ პირადად ათრია და ერთხელ მსოფლიო თასის ფინალში ათამაშა (ეს გუნდი, რომელიც ჯგუფიდან ვერ გადიოდა მესი რომ არა და როგორც მახსოვს 6 გატანილი გოლიდან 3 მესიმ გაიტანა და ერთი კიდევ მისი ასისტით იყო) და სამჯერ კიდევ კოპა ამერიკის ფინალში? ან მაშინ, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე რომ გახდა კარგა ხნის წინ პლეიმეიკერი კაცი?
გოგა
მადლობა ღმერთ ამ ნაკრებში კვარაცხელოვი არ არის,უეჭველი წავაგებდით.
გიორგი
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს მაგარ თამაშსა და გამარჯვებას! ერთი ათასად! კვარამ და ჟორჟმა გზა გაუხსნეს სხვა ახალგაზდებს, რაც მისასალმებელი და მიღებული ამბავია. ჰოლანდიც (ინგლუსურად ჰაალანდი) ასევე მოიქცა და ლეაოც. ძალიან გამიხარდა წიტაიშვილის წარმატებაც, რადგან ეროვნულში რატომღაც არ ეძახიან.
თემო
კვარას არ გამოსვლა ახალგაზრდულში სხვებს გაუხსნის გზას ევროპული ფეხბურთისკენ.. მასე რო ათამაშებდნენ ყენიას და დაარბენინებდნენ ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაგიტო მიიღო ტრამვა საშინელი და კარიერაც ჩაუკალით.. თავიდან მეც გავბრაზდი მარა ესე ჯობია მემგონი.. გუშინ კიდე პორტუგალია მართლა გვჯობდა და ამ შეტევებს ჩვენი ძირითადის მცველებიც ვერ შეაჩერებდნენ.. ბრავკ ახალგაზრდულის დაცვას
გიორგი
არ უნდა იყვნენ კვარა და ჟორჟი იმიტომ რომ სხვა ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ძნელი მისახვედრია?
გიორგი
ქართული ასოებით დაწერე რაა.
ჯუჯი
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ჩვენსა და პორტუგალიას შორის კლასში დიდი განსხვავებაა მიუხედავად გამარჯვებისა.ეს ის შემთხვევაა ათი ნასროლი სამქულიანიდან ერთს რომ ჩააგდებ კალათში. ღმერთმა ჰქნას ბელგიასთანაც ასე მოგვეგოს.მაშინ აზრი შემეცვლება და შეცდომას ვაღიარებ.
გიორგი
ნახევარ სიმართლეს ამბობ. კვარას თავი დაანებე და სხვა ამბებში მართალი ხარ.
SOSO
კიდევ კარგი ამ ბიჭებმა და სვანაძემ დროებით მაინც მოწმინდეს ნამუსი ქართულ ფეხბურთს,რომელსაც სხვათა- შორის უყურებდნენ და ეგონათ ჩვენი ფეხბურთი მხოლოდ კვარა იყო და სხვა არავინ და არაფერი არსებობდა. ხოდა რაში გამოგადგათ კვარას იტალიის ჩემპიონობა, სერია ა-ს და ჩ/ლიგის საუკვეთესო ახალბედა ფეხბურთელის სიმბოლური საუკვეთესო ფეხბურთელობა, ანდა რომელღაც გამოცემის ვითომდა ოქროს ბურთის ნომინანტის სტატუსი,როგორც მაჩანჩალა კვიპროსის ისე საშუალო დონის შოტლანდიის მცველებმა სივრცე არ დაუტოვეს და ტროლეიბუსივით მიაბეს პირით ხაზს. შედეგად, ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, მწრთნელს გავაგდებთ მადლობას და ევროებს გადავუხდით და ამაყად წავალთ მორიგ წრეზე. კიდევ... ვინ ვართ ნამდვილი გულშემატკივრები ისინი ვისაც გვჯეროდა და გვჯერას ქართული ფეხბურთის გენიალობით და მივედით გუშინ სტადიონზე თუ მათი, ე.წ. ცნობადების და ათასი რჯულის მედროვეების ვინც, კვარას საქომაგოდ ნეაპოლში წწურები და ქუჩებში ნაპოლის დროშების ფრიალი მოდათ აქცია. ახლა ეს ხალხია ან მათზე აყოლილნი,მოგონილი, უსუსური არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ხვიჩას .....არ ვიცი რბილად რა ვუწოდო..ამ.. გადაწყვეტილებას, როცა ავანსად გერგო ასეთი პატივი,რომ შენზეა დამოკიდებული რაღაც მოვლენის აფეთქება ერში შემდგომი წლებისთვის, ამ შემთხვევაში ფეხბურთში, რა უფლება გაქვს ასე მოიქცე- თითქმის ყველა ბავშვი ჩვენში ნაპოლის მაისურით რომ დადის შენს გამოო არაფერიააა.... ამ მუხტს სულის შებერვა რომ ჭირდება ვერ ხვდებიი.... თუ მართლა დაიჯერე უკვე სუპერვასკვლავი და ყველა დროის საუკვეთესო ქართულ ფეხბურთელი ხარ შედეგობრივი ან სხვა საფეხბურთო თვალსაზრისით დღეისათვის.სათადარიგოთა სკამზე მაინც რომ ყოფილიყავი.. რაა?... ერთი 5 წუთი გეთამაშა ხანდის ხან სიმბოლურად არ გეკადრებოდაა... ღმერთოო!! მტრების ჯინაზე, ფინალში გავიდეს ჩვენი ახალგაზრული და ახალი კუმირები მერე იქნება თუ იქნებაა...ასტანასაც მივაყოლებთ ჩ/ლიგაზე.....
თენგაბი
უზომოდ მიხარია. მართლა დიდოსტატურად, აზრიანად წარმართა თამაში მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა. იმედი ჩამესახა, ხვალინდელ ნაკრებზე. გილოცავთ ყველას!
zaza
სად არიან ის კომპიუტერის ვირთხები და ლუზერები სვანაძეს რომ აგინებდნენ? რატომღაც მგონია,რომ ეს ხალხი ფეხბურთს საერთოდ არ უყურებს და 24 საათი აკაკუნებენ კლავიატურას და წერენ სისულელეებს. არ შემიძლია გულისტკივილით არ ავღნიშნო მაყურებელთა ნაკლებობა.ხვიჩა რომ ყოფილიყო ხომ გაავსებდნენ სტადიონს? მარტო ხვიჩაა ქართული ფეხბურთი.ის არც ხვიჩათი დაწყებულა და არ ხვიჩათი დამთავრდება როგორც მის ზოგიერთ კერპთაყვანისმცემელს ჰგონია.საოცრად ითამაშეს ბიჭებმა.მადლობა მათ და წარმატებები.პ.ს. ეროსის,კოტეს და ჯამლეტის სამშობლოში ასეთი უცოდინარი კომენტატორები სირცხვილია.რას ბოდიალობენ აზრზე არ არიან.
ელიასი
თუ სააფთიაქო სიზუსტით გავზომავთ, ქულების განაწილება თითქმის სამართლიანია: პორტუგალიას 0,00, საქართველოს 2,99. 10-ბალიანი სისტემით ჩვენებს დაცვითი ფუნქციების შესრულებაში 9,77, შეტევებში 4,33. ეს უკანასკნელი შეფასება კი იმიტომ, რომ ვერცერთი სწრაფი შეტევა, რაც მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკის შესაბამისად მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო, ვერ წარმართეს ოდნავ მაინც ხეირიანად, არადა რამდენიმე მშვენიერი შანსი ჰქონდათ. პირველი გოლი არ იყო სწრაფი გუნდური შეტევის შედეგი, თანაც ცოტათი ჯარიმას ჰგავდა.
მეზღვაური
იდეალური იქნება თუ 24ში ჩვენ ბელგიას მოვუგებთ,ხოლო პორტუგალია-ჰოლანდია ფრეს ითამაშებენ,ამ შემთხვევაში პირველ ადგილს ავტომატურად ვინაღდებთ და ბოლო ტურში ჰოლანდიასთან იმ ბიჭებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი,ვინც არ მოიაზრება ძირითადის წევრად,მაგრამ მაინც ძაან ნიჭიერია: ყალიჩავა(კუტალაძეზე არანაკლები მეკარეა),კაპანაძე,ჯინჯოლავა,სიგუა,ლომინაძე,მამაგეიშვილი,ხორხელი.მოკლედ იმედია ყველას მიეცემა რაღაც დროით თავის გამოჩენის საშუალება.კარგი იქნებოდა თუ ერთი ფორვარდი კიდევ გვეყოლებოდა,მაგრამ გულიაშვილსაც შეუძლია ცენტრფორვარდად თამაში,თუ სიტუაცია მოითხოვს ამას.
100%
მაგარი კაიფია გამარჯვება და მადლობა ამ გუნდს. ბიჭებს და მწვრთნელებს მინდა ვუთხრა, რომ ეს შანსი შეიძლება, ქართველების უმეტესობას აღარ ჰქონდეს და სუყველას გთხოვთ კარგად გამოიყენოთ. მე პირადად მომეწონა ჩვენი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელმაც გოლი გაიტანა, არა გოლისთვის არამედ მანამდე მოძრაობისთვის, იცის ბიჭმა. ეტყობა კარგ სკოლას გადის. რაც შეეხება ჩვენს ბრილიანტს და მკვლელს, როგორც მათ ეძახიან და მეც ვუერთდები, პირველმა მოიგო სერია ა და მეორემ მხრებით ზიდა ,,მეცი,,.ერთი იტალიის და მეორე საფრანგეთის (2) საუკეთესო ფეხბურთელია. მე ყველა ფეხბურთელი მომეწონა, მაგრამ რატომ გამოვყავით თავდამსხმელი, გეტყვით: ხვიჩას და ჟორჟს, რომ ეთამაშათ, არსებობს ალბათობა ვერ გამოჩენილიყო თვითონ, რაც მე პირადად დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია, მის მიმართ. ჩემი ბებერი გული გენაცვალეთ, ყველა ქართველს და საქართველოს.
ჰაჰა
მოგება მაგარი რამეა. ჰოლანდია ბელგიამ ფრე ითამაშა. აქედან მარტივად გამოდის, ბელგიასთან ფრეც რომ დამთავრდეს, 80-90% მეოთხედფინალში გავდივართ.
Gel-100
Imdenad momewona chveni axalgazrdulis tamashi imdenad momewonen fexburtelebi erti azri damebada atamashon axalgazrduli nakrebi erovnultan da naxaven vin sad da ras imsaxurebs,,axla rac sheexeba konkretulad gvar saxelebit ro gamovyo mgonia ro dgesve imsaxureben da ajobeben kidevac erovnulis fexburtelebs im konkretul poziciebze magalitad gelashvili super bichi gvyolia,,sazonovi rogor tamashobda dacvashi tavis poziciazec da sxvebsac azgvevda droulad tan da lideruli tvisebebic gamoavlina momentebshi da shetevashi stantartulebze rashic erovnuls sul uchirs,,meqvabishvili rogor lomivit ibrdzoda yvela burtze,,artmevaze chachraze dzaan magrat itamasha tan ar dagvaviwydes tramva qonda da individualurad amzadebdnen,,gagua xo saertod saswauli eg bichi tanamedrove forvardistvis sachiro yvela tvisebas flobs sagol yvelas,,es nakrebi gadaiyvanon mtlianad erovnulshi daumaton mamarda kvara jorika zuriko da darwmunebuli var bevrad kargad itamasheben vidre kvekveti da kashiati vtamashobt(madloba matac tumca droa axalgazrdebs dautmon asparezi romlebic dgesve arian magatze uketesebi)) warmatebebi chvens bichebs momdevno tamashebshi am gundit martla shegvidzlia otxeulistvis brdzola rac olimpiadis sagzurs mogvitans
Devkalion-ს
მეტი არაფრის შეგრცხვენოდეთ მეგობარო ცხოვრებაში და მაგ ერთ სირცხვილს გაუძლებთ როგორმე.
თორელი
მეგობრებო პირველ რიგში გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ამ თამაშის ფონზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ თამაშს იგებს მწვრთნელი. ახალგაზრდულ გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი განსხვავებით ძირითადი ნაკრებისაგან. ამიტომ ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების კრიტიკის ნაცვლად (რაც არ უნდა ცუდად თამაშობდნენ) სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ვილი სანიოლის გაშვება. ეროვნული ნაკრების ბიჭები იმსახურებენ ტაქტიკურად განსწავლულ მოაზროვნე მწვრთნელს და არა უაზრო და უშინაარსო საფეხბურთო აზრონების სანიოლს.
მოსეხონელი
იმის მაგივრად გავიხაროთ ვიხაცას ვლანძღავთ ვიღაცას განვიკითხავთ.შეგვიძლი მთელი წელი კაცი ავიყვანოთ ზეცათ და ნერე იქედა და გადმოვაგდოთ ერთ დღეში.გუშინ ვაგინოთ კაცს და დღე ერთი წარმატებითვის გვარდიოლად შევრაცხოთ რამის.მოდი რა მადლობა ვთქვათ რაც გვაქ ვინც გყვავს და ვეცადოთ პატივ ვცეთ სხვის შრომას.ვიყოთ რეალისტები.რაც შეხება კვარას მიქას.ისინი არინ უკვე ვარსკვლავები.ხოლო ეს ჩემპიონატი სწორედ იმისთვისა ახალი ვარსკვკავები აღმოვაჩინოთ.იგივე გაგუ და სხვები.ლიაოც არაა მგონი დიდი და შეეძლო ჩამოსვლა.ჩვენ ვართ ეგოისტები და კვარას მოვუწიდებთ არა ქვეყნისთვის არამედ ჩვენთვის ჩამოსულიყო.
დიმა
გამარჯვება, თანაც ვისთან, სასიხარულოა, მხოლოდ ბიჭებს ვთხოვ დაივიწყონ ეს დროებით, გადამწყვეტია ბელგიასთან გამარჯვება. თუ ჯგუფიდან გავედით, ეს უკვე სერიოზული წარმატებაა. ჯერ ნახევარი საქმე გავაკეთეთ.
რეჟისორი
ნანახი მაქვს ეს ფილმი, ბოლოს ცუდად მთავრდება. ეიფორია ჰქვია ამფილმს
Mkitxveli.
ისე ეგ სვანაძე არაფერია გიორგი დევდარიანთან და ვასილ მაისურაძესთან შედარებით. ცოტა ნამუსი და მეხსიერება იქონიეთ ყველაზე დიდი უსამართლობა გიორგი დევდარიანის მიმართ ხდება ბოლო რამდენიმე წელი
Desuza
საბა ჩვენი ვირჯილა და სერხიო რამოსი!!! რა ჯიგარია მაგრა მევასება ასეთი ფეხბურთელები
მათე
სვანაძე ერივნულ ნაკრებში!!! თავისი ახალგაზრდებით. დროა ახალი გუნდი ავაშენოდ მომავლის. ყოჩაღ სვანაძეს. გუნდს ეტყობა რო ნამუშევარი აქვს. ისე არა როგორც ეროვნულში რო არ იციან როგორ ითამაშონ და ნული კომბინაცია.!! მოკლედ სვანაძე ნაკრების თავკაცად. სანამ არ დაგვიანებულა
1
არის კიდევ დომენტი გაგნიძეც, ოღონდ ახლა ვეტერანია და უკვდავების წამლებს ამზადებს საკატრი საიდუმლო რეცეპტით - "გაგენოლი" და "დომენტოლი" არის მისი სასაქონლო (საფირმო) ნიშანი.
იბერუს, მიამიტურ-კავაზურ, აეროდინამიკუს ტემპერამენტუს
გეთანხმებით ბატონო "მინდა რომ"
სოსო
ლუკა სათადარიგოებში,სკამზე იჯდა.მოედანზე,ნიკა გაგნიძე იყო.
სოსო
ჯგუფში,ნიდერლანდებიც და ბელგიაც,შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობენ.ასე რომ მხოლოდ დაცვიდან,არც ჩვენთან ეცდებიან თამაშს.ჰოლანდიელები,სულაც სამი თავდამსხმელით თამაშობენ,ყველა ნაკრები და ყველა გუნდი.
მინდა რომ…
ნეტავ განათლება და განვითარება ერისა იყოს პრიორიტეტი სრულიად ქართველებისა… მერე უფრო გასაგები იქნება ყველაფერი. ფეხბურთს აღარ ვჩივი… ძმაო ძალიან მდაბიო აზროვნება გვაქვს ქართველებს! ძალიან თვითდაჯერებული გაუმათლებელი იდიოტები ვართ! ძალიან ტეხავს….კავკასიელი=ემოციური, მაგრამ უტიფარი როდემდე უნდა ვიყოთ ???
Burton
გუშინ ეროვნულში ლუკა გაგნიძემ ითამაშა. ეს ნიკა გაგნიძე იყო.
odala
მართლა რა სჭირს ამ ხალხს?! ან დიდების ნაკრებისგან რა გინდათ, ან კვარაცხელიასგან? ითამაშა ორივე შეხვედრაში. კიდევ აქ ჩამოსვლა და ახალგაზრდულში თამაში, ძალიან ნამეტანი იქნებოდა. ზედმეტს ითხოვთ. მაგრამ თქვენ კი არაფერს ითხოვთ სინამდვილეში. უბრალოდ ჩასაფრებულები ხართ, ან ხელისუფლებაზე გაბრაზებული, ან ოჯახის წევრზე, ან ცხოვრებაზე გაბოროტებული. ადამიანმა შეიძლება მხოლოდ გითანაგრძნოთ და გითანაგრძნობთ. თქვენზე არ შეიძლება გაბრაზდეს კაცი. თქვენს პოლიტიკურ გემოვნებასაც არ შევეხები. ყველაფერი ნათელია :)
nk
კვარასადმი პრეტენზიები ვისაც გაქვთ და ვერ აანალიზებთ რატო არ/ვერ თამაშობს ამ ჩემპიონატზე, შეგიძლიათ მითხრათ ჰალანდი რატომ არაა ნორვეგიის უ21-თან ერთად ევროპაზე ? (ეგენიც თამაშობენ D ჯგუფში)
Levani
გაგნიძემ გუშინ და დღეს 2თამაში ითამაშა გადაბმულად? გაგუაზე ვიტყოდი-პირველ ნაკრებში დაუძახებენ ალბათ მალე და ისედაც-ბევრი დაწინაურდება პირველ ნაკრებში. როცა ასეთი ბიჭები მოდიან რაის ქვილითაია-კვეკვე-აბუ-კაშია(მადლობა მაგათ იმისთვის რაც აქამდე გაიღეს)
nk
ცოტა სასაცილოები ხართ ეს ერთ დღეს მაგინებლები და მეორე დღეს მადიდებლები. ამ ბიჭებსვე ერთი რო დაუცდებათ პატარაზე ფეხი, გინებას დაუწყებთ ეჭვიც არ მეპარება . . . მადლობა როგორც ახალგაზრდულს, ასევე ეროვნულს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ორი თამაში წააგეს და თითმის ყველა თამასი მოიგეს. გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, წყალბურთი იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მარტო იმ ფაქტითაც, რომ გოლის გაშვების მერე მაშინვე შეაჩერა თამაში (როცა მანამდე უნდა შეეჩერებინათ ! ). დიდი მადლობა კვარას ყველაფრისთვის რაც გააკეთა. კი გულდასაწყვეტია კვარა და მიქა, რომ არ იქნებიან, მაგრამ გუნდური თამაშისა და შედეგებისთვის ალბათ ესეც აჯობებდა. (დაიწყებდნენ მარტო კვარა-მიქაზე გუნდის აწყობას და შეიძლება უარესი შედეგი მოეტანა). წარმატებები ჩვენ 21 წლამდელებს ამ ევროზე, იქნებ სამეულში მოვახერხოთ გასვლა.
nika
ამ ბიჭებს უნდა ეთამაშათ შოტლანდიასთან, თავმოყვარეობა მაინც აქვთ მინიმუმ და ჟილკა.................
სოსო
ამ თამაშით,მწვრთნელმა რამაზ სვანაძემაც დაამტკიცა,რომ მწვრთნელია და ფეხბურთელებმაც,რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.თუ ვინმეს ჰგონია,რომ პორტუგალიის ნაკრებია სუსტი და ამიტომ მოვუგეთ,მათი სტატისტიკა და ისტორია წაიკითხოს.ჩვენმა ნაკრებმა,ამ გამარჯვებით,ძალიან ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და იმედი ვიქონიოთ,ასევე გააგრძელებს.ასე ორგანზებულად,ჩვენს პირველ ნაკრებს რომ ეთამაშა,შედეგი,სულ სხვა იქნებოდა.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ვთხოვ,ეიფორიას არ მიეცნენ.წინ კიდევ უფრო მძიმე თამაშებია,სტადიონიც ამ გამარჯვების შემდეგ,ალბათ ბოლომდე გაივსება და ამისათვის,ფსიქოლოგიურად,მზად უნდა იყვნენ.სხვა ნაკრებები,ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად რომ მოგვეკიდებიან,ეგეც ცხადია და შესაბამისად, პორტუგალიელებივით თავქუდმოგლეჯილები აღარ შემოგვიტევენ.ჩვენ უკვე მეტნაკლებად პირველ ნომრად მოგვიწევს თამაში და ვნახოთ,რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი.გილოცავთ ბიჭებო და კიდევ უკეთეს თამაშს გისურვებთ!
kikis
კიკი კი არა კიკა ხარ
G.LA
Lobotka-ს მეც მინდოდა ხვიჩას რომ ეთამაშა როგორც ყველას. მაგრამ საქმე იმაშია რომ პირველად გრძელი სეზონის შემდეგ საერთოდ არ გამოუვა დასვენება. მალე ნაპოლის შეკრებაც დაიწყება და მერე ამხანაგურები შემდეგ სეზონი. სეზონი იტალიაში აგვისტოს პირველ რიცხვებში იწყება. სულ თვე ნახევარია დარჩენილი. ახლა ხვიჩას ყველანაირადა უნდა დასვენება როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, რომ ისევ ის ხვიჩა ვიხილოთ. გადაღლის შემთხვევაში კი უფრო დიდია შანსი ტრამვის და ფსიქოლოგიურ გადაწვაც შეიძლება, რაც წარუმატებლობაში გადაიზრდება. ვფიქრობ ასეთია მიზეზი და ნაპოლის ინტერესებიც შეიძლება იყოს გარეული ამ მიზეზში. ბათუმში რომ თამაშობდეს რა თქმა უნდა ითამაშებდა რადგან ასეთი გადატვირთული სეზონი არ ექნებოდა.
პავლე
ვინ სად გადაიღალა - არ ვიცი, მარა ის ბიჭები - ვინც გიშინ გლაზგოში ითამაშა და დღეს თბილისში - საქართველოს სიყვარულში იღლებიან. მამარდა, დავითაშვილი, აზაროვი, გაგნიძე, გოჩო, საზონოვი - თქვენს კაცობას გაუმარჯოს!!!
სოსო
პორტუგალიელების უმრავლესობა,ბენფიკას და პორტუს მომზადებული ბიჭები არიან,სადაც უმაღლესი ხარისხის მომზადებას გადიან და მერე,იჯარით სხვა კლუბებში ანაწილებენ,განვითარებისათვის,მერე კი,უკვე ევროპის ბაზარზე იყიდებიან,ძალიან მაღალ ფასად.ისინი ევროპაში არიან და ყველას თვალქვეშ.ხომ ვნახეთ,ჩვენი ბიჭები,მათ არაფრით ჩამოუვარდებიან,მაგრამ ისინი რომ უძლიერეს გუნდებში აგრძელებენ თამაშს და ჩვენები,საქართველოს ჩემპიონატში,ეგ იძლევა განსხვავებას,მერე და მერე.კვებას და სამედიცინო მომსახურებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს,რა თქმა უნდა.იქ,პორტუ და ბენფიკა,ბიჭების გაყიდვას არ ჩქარობენ,სანამ საჭირო კონდიციამდე და ფასამდე არ მიაღწევენ,ჩვენი ბიჭები კი,ოღონდ ვინმე გამოჩნდეს და ეგრევე გარბიან კაპიკებად.ვერც თბილისი დინამო,ან საბურთალო აკავებს,რადგან ამ ბიჭების გაჭირვებაც გასაგებია.იყიდებიან იაფად და როგორც იაფს,ის კლუბებიც ისე ექცევიან,არ უფრთხილდებიან.თუ ჩვენმა აკადემიებმა,როგორმე შეინარჩუნეს ტალანტები და მათი გაყიდვთ სოლიდური თანხები ამოიღეს,უკვე ფეხზე დამდგრები,გაცილებით უკეთესად მოამზადებენ ახალგაზრდებს.მთავარია იქამდე მიაღწიონ.დღევანდელი ახალგაზრდები,გაცილებით უფრო პროფესიონალები არიან,ვიდრე ადრე იყვნენ,მათ უკვე იციან რა უნდათ და ევროპაში რა ელით,ამიტომ,მათი მენტალიტეტი,თანდათან გამოსწორდება და მალე,ჩვენც სრულფასოვან მომზადებას მივცემთ ადგილობრივ ტალანტებს,მერე კი,ღირსეულ ფასადაც გავყიდით.ამ ჩემპიონატმა,ჩვენი ბაზრის გაცნობასაც უნდა შეუწყოს ხელი და სწორედ ამიტომ არ იყო საჭირო,მიქაუტაძის და კვარაცხელიას თამაში.მათ ხომ ისედაც იცნობს ევროპა.დღეს ვინც ითამაშა,მათაც ხომ დაამტკიცეს,რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ასე თუ გააგრძელეს,ძალიან ბევრი გაიკვალავს გზას,ევროპის ნორმალური კლუბებისაკენ.სწორედ ეს არის ასეთი ასაკობრივი ჩემპიონატების დანიშნულება,გამოაჩინოს ახალო ტალანტები.
ლაშა 19
ვულოცავ ჩნენს ნაკრებს ამ გამარჯვებას , ყოჩაღ ბიჭებო. რაც შეეხება კვარაცხელიას, არ გცვენიათ რეებს კადრულობთ ? მესი გაიხსენეთ არგენტინის ნაკრებში რო ვერ თამადობდა, მაგრამ მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენ კვარაცხელიას ღირსები არ ვართ
კობა
ჩემპიონები რომ გახდნენ, მერე ინანებენ ხვიჩა და გიორგი რატო მონაწილეობა არ მივიღეთო
გიორგი
შენ გგონია ხვიჩაზე მაგრა გიყვარს არა საქართველო ან ხვიჩაზე მეტი გაგიკეთებია ხო საქართველოსთვის კი ენას არ ააქვს ძვალი მაგრამ ამ კლავიატურაზე რო აწკაპუნებ ამ თითებს ძვალი არ ააქვს მაგ თითებს?
არტ
არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ ამ კონკრეტულ თამაშში ჩვენმა მწვრთნელმა დაცვა გაცილებით უკეთ დაალაგა ვიდრე სანიოლმა გუშინ. სანიოლი 20-30 წლის წინანდელ დაცვას ათამაშებს ნაკრებს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება ძალიან სწორად და კარგად ითამაშეს მეორე ნომრად. ვნახოთ ,პირველ ნომრადაც თუ ასეთი ხარისხის თამაშის ჩვენება შეუძლიათ მოწინააღმდეგესთან. წარმატებები!
ჯიჯი
ბრავო სვანაძეს პირველ რიგში, გუნდში დააკლდა 2 სუპერ შემსრულებელი, მაგრამ არჩამოუყრია ყურები, გაიყვანა გუნდი სწორი ტაქტიკით და შედეგიც დადო! რაც შეეხება აზარას, ზუკას, მამარდას, გაგნიძეს და გოჩოლეიშვილს, მათ ცალკე ეკუთვნით მადლობა, იმ თავდადებისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის რაც გააკეთეს, მადლობა ბიჭებო! თქვენ ხართ ჯარის კაცებინდა ქვეყნის სახე, შწსაბამისად დავიღალე და ა.შ. არარის გამართლება, წარმატებები ჩვენს მგელ ბიჭებს U-21 ნაკრებს! პ.ს. კვარა და ჟორჟის წარმატებები, მაგრამ დღეს აქ უნდა იყვნენ და ამაზე შევთანხმდეთ!
კახელი
სამშობლო ერთია და როდესაც მის სამსახრში ჩადგომაზე უარს ამბობ 21 წლის ბიჭი გაფაღლილობის საბაბით, უბრლოდ სირცხვილია.
ლაშა
წიტაიშვილის თამადობით ბიჭები ღირსები არიან უკეთეს კლუბებში ითამაშონ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება!
ლაშა
კვარას შესაძლოა სანანებელი გაუხდეს U21-ის ჩემპიონატზე არმონაწილეობა, თუმცა არამგონია ეს მისი ინიციატივა ყოფილიყო და სიმართლეს არც თვითონ იტყვის დარწმუნებული ვარ!
გულშემატკივარი
გილოცავთ ბიჭებო!!! ესე გააგრძელეთ!!! წარმატებები❤️ ახლა მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას მლანძღველებს: შორს თქვენი ბინძური ხელები კვარასგან!!! ზუსტად ხვიჩას დამსახურებაა დღეს საერთოდ ქართულ ფეხბურთს რომ განვიხილავთ!!! გულის ამრევია ქართველებისგან მისი ლანძღვა!!! ბიჭი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია და თქვენ როგორ მოიხსენიებთ!!! შეგრცხვეთ მართლა და მართლა!!! საუკეთესო სეზონი ქონდა კვარას და მომავალში კიდე უკეთესი ექნება თქვენი გულის გასახეთქად!!! მადლობა ხვიჩას!!! მადლობა ნაკრების ყველა მოთამაშეს,რომლებმაც ბრძოლა არ დააკლეს გუშინდელ ძალიან რთულ შეხვედრას!!!
Devkalion
დღეს კვარა მარცხენა სანაპიროზე ვისოლის კალონკაზე თავის სუპერ მერსედესის კუპეთი იყო ,მაგრა გამიხარდა ხო ვნახე მაგრამ მერე როცა თამაშზე ვიყავი და ზურიკო და აზაროვი შემოვიდნენ მოედანზე მაგრა შემრცხვა კვარას მაგივრად ))
გეგი
განვითარება და ფიზიკური მომზადება რაზეც დღევანდელი ფეხბურთი დგას.ისინი ვითარდებიან იზრდებიან საფეხბურთო ინტელექტით და ფიზ მომზადებით ჩვენ კიდევ ისევ ისე ვრჩებით.
TanoLife
მერე, ისინი ვითარდებიან და ჩვენები ვერ ან არა.
კიკი
ევროპის ჩემპიონატი კი არა მაგას ჯობია მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინაში რომ ჩატარდეს მთავარი გუნდით ჯგუფიდან რომ გავიდეთ ვაა რა მაგარი იქნება
Lebron
ბიჭები კითხულობენ ხოლმე კომენტარებს და პირველ რიგში საკუთარ თავს ეცით პატივი და მერე ბიჭებს!! სირცხვილია რეებს წერთ ცოტა დაფიქრდით
რრრ
კარგით რა ხალხო ღმერთი დაგვსჯის, კვარაზე საყვედური, როგორ გცდებათ, კრიტიკა და შენიშვნა კი ბატონო.
G.LA
გილოცავთ! აი ვინ არიან მამაცი გულის ბიჭები! 3-4 თვეა სვანაძეს აგინებდა ყველა ამ საიტზე და ახლა სად ხართ? მე პირადად არც გამეგო ეს მწვრთნელი და თქვენ საიდან იცოდით რომ საგინებელი იყო? გუშინ ვწერდი რომ გაგნიძე ვნახეთ და ხვალ საზონოვ შევხედოთ მეთქი. თურმე გელაშვილიც შესახედი ყოფილა. ბრავო ბიჭებს, ასეთ პორტუგალიასთან ჩვენ პირველ ნაკრებს გაუჭირდებოდა და პორტუგალიის პირველ ნაკრებსაც არ ექნებოდათ ადვილი თამაში.
555
მონდომება რა არის შეხედეთ ე.წ. ძირითადი ნაკრების წევრებო. გუშინ სიარულით რომ გინდოდათ თამაშის მოგება. ბემვეს ყიდვით კმაყოფილი "ფუტბოლისტები" ხართ აბსოლუტურად ბოლო კაცამდე ყველა, მენტალობით.
რრრ
თანდათან უფრო ვრწმუნდები ჩვენ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია 21 წლამდე ჰა-ჰა 22 დე, მერე ჩენი ბარძაყ-ძვლოვა-კუნთოვან და რაც თავალია ტვინის სისტემა ვერ ქაჩავს.დდდდდდდდდდდდდდდდდ
გიორგი
სვანაძეზე ამბობდნენ აქ ნაკრების ყველაზე სუსრტი როგოლი არისო არადა ის იყო მთავარი ორგანიზატორი შედეგი რომ დადეს ფეხბურთელებმა ყველა, ფსიფოლოგიური და სათამაშო თვალსაზრისით. ყოჩაღ ბიჭებო, მაგრად იბრძოლეთ, მაგრამ მაინც მინდა წიტაიშვილი კი არ გამოვყო, უბრალოდ ვახსენო. ყველამ მაგრად ითამაშა.
ლევანი
გასაკვირია პირდაპირ, რით არის უკმაყოფილო ბატონი ერთაოზი. იმდენს ლანძღავდნენ სვანაძეს, მაგის მწვრთნელობა არ გაიშვასო და მართლა მეშინოდა. არადა ვნახე, გამართული გუნდი, საოცრებაა არადა, აბსოლურურად გამართული, განსწავლული გუნდი. ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებიათ. ყოჩაღ, ყველას გილოცავთ! ცოტა ხასიათზე მოვედი, თქვენ გენაცვალეთ. დიდება საქართველოს!
Lobotka
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. მადლობა მწვრთნელს. უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს რა? თუ გოჩოლეიშვილმა და დავითაშვილმა შეძლო თამაში კვარაცხელიასაც რომ ეთამაშა ან თუნდაც ნაკრებთან ერთად მაინც იყოს არ შეიძლებოდა? ალბათ კი. აპრილის მერე ტიპს არაფერი უთამაშია საერთოდ და რამ დაღალა? ოღონდ ეხლა პირ-ღია ვარდისფერსათვალეებიანი კვარაცხელიისტები ნუ გამოვარდებით გაუაზრებელი ტრქსტებით. აბა ეხლა ბათუმში თამაშობდეს და კარგი გუნდის ძიებაში იყოს ან თუნდაც რუბინში იყოს,არ ჩამოვიდოდა კი არა და ყველას ჩამოასწრებდაააა
gia
აი რა გულით და ჟილკით თამაშობენ ნამდვილი კაცები, გუშინდელისგან განსხვავებით
გუგა
მერე რა გვემართება ხოლმე, პორტუგალიის კი არა, საშუალო ევროპულ ნაკრებებს რომ ვერ ვუგებთ ხოლმე
Admins
კვარაცხელოვი შეურაცხყოფა არ არის, თუ ამისგან მოსულა?
giabar
მივულოცოთ ბიჭებს და თავი გავანებოთ კვარაცხელიას. არაა საჭირო ეს გაუგებარი ბოღმა და ღვარძლი
ირაკლი
სვანაძე რომ დაინიშნოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, რატომ არა? მაგ კაცმა იცის რას ნიშნავს სტრატეგია და ტაქტიკა. მეორე ტაიმს შევეხები, თუ დააკვირდით ჩვენი ბიჭები აუტის ხაზთან - ზღვარზე თამაშობდნენ,შესაბამისად აუტების მოწოდება უწევდათ როგორც ჩვენებს ასევე პორტუგალიელებს, ეს ტემპის დაგდების სახდელის გაყვანის სტრატეგია იყო, ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ აშკარად გაამართლა...
ირაკლი
ნუ წაიღე ტვინი. თუ ხუმრობ, სასაცილო არვარის ნაღდად. და თუნარ ხუმრობ, მითუმეტეს
ერთაოზი
მეგობარო მეორე ტაიმში თუნდაც ერთი მომენტი დაასახელე სადაც გააზრებულად ვითამაშეთ, 3 პასს ვერ ვაკეთებდით ნა ურაზე ვთამაშობდით, ცენტრი საერთოდ დავთმეთ და ესე შორს ვერ გავფრინდებით
baba
ის ხალხი სად არის გუშინ რო ამბობდა არაფერი გვეშველებაო, მერე რო წავიდნენ მოედნების მოსახნავად. წადით ეხლა და გაასწორეთ ის გადახნული მოედნები.დ.დ.
ქართველი
ყოჩაღ!!! იმიტო კიარ ვამბობ რო მოიგეს არამედ იმიტო რო იბრძოლეს. რო წაეგოთ ამ ბრძოლის გამო მაინც არ გავაკრიტიკებდი, გუშინ კიდე ერივნულის ხალხს ბურთან მისვლა ეზარებოდა და ყველა სადაო ბურთი მეტოქეს დაუთმეს. არ მინდა გავაკრიტიკო კვარა და მიქაუტაძე მაგრამ უდიდეს შეცდომას უშვებენ აქ რომ არ დგანან
ალექს
კვარაცხელიამ დაგიშავა რამე, ვალი აქვს შენი თუ რამე ფსიქიკური პრობლემები გაქვს?!
ირაკლი
აგინეთ ახლა სვანაძე ან ადიდეთ:) საქმე კი იმაშია რომ მან შესაძლოა გაითავლისწინა, რომ ფედერაციის შეტენილი ფეხბურთელები კი არ უნდა ათამაშოს, არამედ ვინც რეალურად იმსახურებს. ამავე დროს ეს ძალიან მოგებიანი პოზიციაა მისთვის, როგორც მწვრთნელისთვის. განსხვავებით სანიოლისა, რომელსაც ჯერაც არ ყოფნის პრინციპული პოზიცია, რომ ფედერაციის რჩევებით დანაფტალინებული ფეხბურთელები არ გააძროს, როგორც ეს კვიპროსის და მითუმეტეს შოტლანდიასთან მატჩის დროს იყო.
Givi
რა მაგრად ითამაშეს,განსაკუთრებით გამიკვირდა დინამოს მცველებისგან,ჩვენს ჩემპიონატში უამრავ გოლს უშვებს დინამო,ასე თუ ითამაშეს ასტანა ვინ ჩემი...
odala
გული გაუსკდებათ ნაცებს. რასაც ეგენი სვანაძეს ლანძღავდნენ..
xuta
არ უნდოდა ევროპის ჩემპიონობა პენალტისტს?
ამას ვიძახდი
არ იყო კვარაცხელია და მიქაუტაძე,რა ვერ მოვიგეთ? ვინმემ რამე დააკლო თუ არ იბრძოლა? ამას ვიძახდი სწორედ,ეს ბიჭები იმსახურებენ მეტ პატივისცემას და მეტ შანსს. არ ვიძახი რო კვარაცხელია ან მიქაუტაძე დაგვასუსტებდა,თუმცა უსამართლობის განცდა იქნებოდა,ამიტომაც სწორად მოიქცა ორივე. ეს გაგუა რა ბიჭია,კი მქონდა ინფორმაცია მასზე,თუმცა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ქართველი დიეგო მილიტოა რა,ყველა მაღალი ბურთი მიიღო და პასი გააკეთა,ამოწევაში დაეხმარა გუნდს,როგორც ამას მილიტო აკეთებდა ინტერში. ჯიქია იყო 17 წალმდელებში ეგეთი,თუმცა ვერ განვითარდა მისი კარიერა კარგად და იმედი მაქვს,გაგუა უფრო იღბლიანი იქნება. მალადეც ბიჭები,ასე უნდა თამაში ფეხბურთის. ამ ტურნირზე შედეგი უმნიშვნელოა ჩემთვის,ასაკობრივისგან ველოდები კარგ თამაშს და კარგ გუნდებში ამ ბიჭების გადასვლას,რათა ეროვნულს გამოადგნენ.
გიორგი
რა კვარაცხელოვი შენ გგონია ხვიჩაზე მაგრა გიყვარს საქართველო? შენ სანაიას რა ხარ?
კოტე
გულოცავთ და ვულოცავ ბიჭებს! გაგუა საღოლ! კომენტატორებო, თქვენი თავისთვის მოგისმენიათ? 2:0 ვიგებთ და ესეთი შიშნაირი ვაიმე ოღონდ მალე მორჩეს თუნდაც ეხლავე მორჩეს...სირცხვილია ბიჭო
მწრთვნელი
არ ველოდი ასეთ თამაშს! სვანაძესთან ბოდიში! ბევრი რამ გამოუსწორებია ან სპეციალურად მალავდა ევროპის ჩემპიონატამდე!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რამდენი უცოდინარი ბინადრობს ამ საიტზე) სვანაძე არაა კაცო წვრთნელიო) არა ბიჭო კვარაცხელოვია მარადონა. გაიხარეთ ბიჭებო. წარმატებები ბელგიასთან.
ჩელენჯერი
მომავალი ნათელია
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
U21. საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს
U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში
პორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ფავორიტები ვიყავით და სამი ქულა დავკარგეთ
რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება
U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?
U21. ინგლისმა მოიგო - საქართველოს შანსი გაიზარდა
რამაზ სვანაძე: ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]
U21. პორტუგალია ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]
U21. საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან მატჩს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს