ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის 2:0 დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. საკუთარი მიზნები გვქონდა, ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება.

გამარჯვებას გუნდურობითა და ერთიანობით მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ. ბევრი რამ პირველად მოხდა. ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი.

მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და ირაკლი აზაროვის შემოყვანა ამით გახდა განპირობებული. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

გიორგი გაგუა: "სწორი ტატქიკური მიდგომითა და შეხვედრის კარგად დაგეგმვით შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებიდან ამ დილით შემოგვიერთდა.

გუნდურობამ და ერთ ოჯახად ყოფნამ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ".

• საბა-ს

მართლაც! ერთ ღიპიან კაცს არ ააცილეს კამერა ყველას სათითაოდ დასდევდნენ,სირცხვილია!!!!!

• საბა

პირველი არხის ოპერატორები!!ხომ შეიძლება უფრო ესტეტიური და ლამაზი კადრები გადაიღოთ??!!უცხოელებიც უყურებენ ამ მატჩებს და სირცხვილია!!!იქნებ უცხოელი კოლეგებისგან გესწავლათ რამე?!

• მალხაზ ჯობავა

თქვე ოჯახაშენებულებო ხო მოგეწონათ გაგუას თამაში, გოლიც გაიტანა, ხოდა 15-20 წუთით შემოსულ ფეხბურთელებს, გოლი ან შემთხვევით გააქვთ, ან მესი უნდა იყო ან მარადონა. ამიტომ ამოცანა გვეუბნება, რომ ყოფილიყვნენ კვარა და მიქაუტაძე სასტავში სად იქნებოდა გაგუა?, ზაპასში, მერე ნახავდნენ მის და სხვა მგელი ბიჭების თამაშს ის ჩამოსული სკაუტები? არა, ჰოდა აცალეთ ამ ახალგაზრდებსაც კარიერის გაკეთება, ვინ იცის როგორ წავა მაგათი საქმე ამ თამაშების მერე. და კიდე ერთი ,ჩვენ რო აქედან ვბჭობთ, ვიცით კი შიდა საზარეულოს ამბები რა, როგორ, რა ხდება მანდ,რა გადაწყდა და როგორ, ამიტომ დასაწყისი კარგია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რათქმაუნდა ჩვენს სასარგებლოდ.

• ფეხბურეთი

ძალიან ძლიერი მწვრთნელია და გაწონასწორებული პიროვნება მატჩისის შემდეგ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა. და კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელები ნამდვილად გვყავს საქართველოშო მადლობა ბიჭებს

• სოსო

ჩათვალეთ,რომ თქვენ პოსტზე,მეც ვაწერ ხელს!

• nk

და ჰალანდს რატო არავინ არ ახსენებს ? რატო არავის არ აქვს ჰალანდისადმი პრეტენზიები ? თუ კვარას ჰალანდზე ნაკლებად დატვირთული წელი ქონდა ? (ჩემი აზრით კვარას უფრო დათვირთული ქონდა - 1) რუბინიდან მოყოლებული ბოლო 2 წელი არ გაჩერებულა 2) დებიუტი ქონდა წელს ტოპ5-ში, რაც უზარმაზარი სტრესია, თანაც როგორი დებიუტი და როგორი სტრესი მითუმეტეს ბოლო თამაშების გამო ! 3) ბოლო 10+ თამაშია გოლები/პასები არ მიდის, თორემ თამაშით 90% ყველგან კარგად/ჯიგრულად ითამაშა 2 თუ 3 წელი ვოცნებობდი ლამის ეს ბიჭები ყველანი რომ ყოფილიყვნენ (ისევე როგორც კვარა), მაგრამ კვარასაც და მიქაუტაძესაც ისეთი სეზონები ქონდათ, ახალგაზრდულზე გამოსვლით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიეყენებინათ საკუთარი კარიერისთვის ვიდრე სარგებელი მოეტანათ. (და მაგათი წარმატებული კარიერა ისევე ჩვენივე ეროვნული ნაკრებისთვისაა აუცილებელი). ალბათ ერთი ტონალია ვინც სტაბილურად თამაშობდა მაღალ დონეზე, მაგრამ დანარჩენი ვინც უ21 ევროზეა ყველას ასე თუ ისე რაღაც აქვს დასამტკიცებელი. (მუდრიკი/დეკეტელაარი - ჩავარდნილი სეზონები). კვარამ და მიქამ ისეთი სეზონები დადეს, პატარა ჩავარდნა 10მაგად ცუდად გამოჩნდებოდა მაგათი კარიერისთვის (მაგას დაუმატე ტრავმების რისკი + ფსიქოლოგიური გადაღლა + სხვა ბიჭებისთვის შანსის მიცემა (კვარა მიქასთან სხვები უბრალოდ დაიჩრდილებოდნენ . . .); მოკლედ უამრავი მიზეზია რატო არ უნდა ყოფილიყვნენ და ასევე უამრავი მიზეზია რატო უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა პირველმა გადაწონა, რაც სავსებით ლოგიკურია

ძალიან კარგი მწვრთნელია და კარგი პიროვნება, ვიღაცეები ლანძღავდნენ აქ რუსეთი ოკუპანტია რატომ თქვაო და დახშული ტვინებით ნაცობას აბრალებდნენ. ახლა მაინც ისაუბრეთ ამ ნაკრებზე, დაინახეთ ახალი სახეები, მოიწონეთ, დაიწუნეთ და ილაპარაკეთ ბევრი, ახლა მაინც გაქვთ ახალი საფეხბურთო თემა. დაანებეთ თავი ხვიჩას დაანებეთ! ერთ სეზონში ბიჭმა ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა. ზუსტად ერთი წლის წინ ამ დროს, აქ კომენტარები იწერებოდა გულისამრევი. რომ ხვიჩა ბურთის მომწოდებლად მიჰყავდათ და ცოტა ხანში გაანათხოვრებდნენ სადმე, ახლაც შემხვდა მსგავსი მახინჯი კომენტარები, იმ გაფუჭებული პენლის მერე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხალხი, სიძულვილით სავსე ხალხი არსად არ წასულა და ისევ აქ ბორგავენ, ჭაობში! კიდე ბევრჯერ დაამტკიცებს ხვიჩა თქვენს უბადრუკობას, ერთ სეზონში ისე გაგაჩუმათ, ფეხბურთის ყურება გეზიზღებოდათ ყველგან მის სახელს რომ ხედავდით მაგრამ ხანდახან თქვენს უბედურ ცხოვრებასაც გაუღიმებს ბედი, ხვიჩა პენალს ვერ გაიტანს ან თამაში არ წაუვა (წყალში) აი მაშინ კი გაქვთ არეალი თქვენი თავები წარმოაჩინოთ. ხოდა ახლა მიდით ახალგაზრდულზე გადაერთეთ. სხვათაშორის რუსეთში მოთამაშე საზანოვი და გაგნიძე (წარმატებები ამ ბავშვებს) არიან ნაკრებში და რაღაც არ მესმის სტვენები და მაისურის შემოხევით დამუქრებები, როგორც ამას ხვიჩას შემთხვევაში აკეთებდით. ზუსტად იმიტომ აკეთებდით, რომ ყველაზე გამორჩეულის განადგურება გინდოდათ. იმედია ეს არასდროს გამოგივათ. თუმცა ამ ქვეყანაში ყოველთვის გამოსდიოდათ თქვენნაირებს გამორჩეული ადამიანების განადგურება, თვითმკვლელობამდე მიყვანა ან საერთოდ ქვეყნიდან გაქცევა. იმედია ამ შემთხვევაში თქვენნაირ ბინძურ და ბოროტ ძალაზე ძლიერი აღმოჩნდება ადრესატი ...

• შაკო

საზონოვი ძაან მაგარი გვეზრდება.კაი ბიჭები გვყავს ცარიელი სული და გული არიან, ზურიკო, გოჩო რავიცი ყველანი. გაგუა ბევრად უკეთეს კლუბს იმსახურებს. ყველა კარგები არიან.

• შაკო

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც უფრო მეტი თამაში ჩაატარეს, კლუბშიც ევროტურნირებზეც პირველი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურებიც არიან, მაგრამ თავისი ქვეყნის ახალგაზრდულში თამაშიც არ უყოყმანიათ. მაგალითად სანდრო ტონალი და კიდევ ბევრია, ჩამოთვლას აღარ შევუდგები. შენს ქვეყანაში ტარდება თან ასეთი რა გადაიღალე, რო განაცხადში შეყვანაზეც უარს ამბობ?

• სოსოს

ადვილი შესაძლებელია მშვენიერი და კეთილი, ღმერთმა გისმინოს!...

• გიოს

ბევრი თვლის ეგრე, მაგრამ კვარა რატომღაც ტაბუდადებული თემაა. თუმცა მგონია, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მარტო კვარას გადაწყვეტილება არ იქნება!

• გია

ნამდვილად საწყენია კვარაცხელიას პოზიცია. მერე რა რომ ძიმე სეზონი ჰქონდა, ნაკრებს ყოველთის ამ დროს აქვს თამასები. ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ამისთანა შანსი კვარას და მთლიანად საქართველოს აღარ ექნება. იცი რომ ჰაერივით ჭირდები შენ ქვეყანას და შენ ჟიუტად უარს ამბობ. ეგ სფეხბურთო ნიჭი საქართველოს საკუთრებაა, შენ უბრალოდ მისი მატარებელი ხარ. დანარჩენზე შენ გააკეთე ანალიზი.

• გოჩა

მარტალია კვარაცხელიას უნდა ეცადა თამაში აუცილებლად ალბათ არ იკადრა პატარებთან თამაში

• mamuka09ze

შედეგი უმთავრესია... ჩვენ გავიმარჯვეთ... დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, საღოლ!!! მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა სვანაძეს(დამარცხებული ინგლისიც მახსოვს), ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელია!!!

• ქართველი

ქართული შური.

• aaa

კობიაშვილის ბრალია ყველაფერი საძმაკაცოთი რომ გაავსო ფედერაცია.სვანაძე რა მწვრტნელია მოაშორეთ ნაკრებეს. ,,ასე იტყოდა ნაცი.,,

• კოლა

სოსო-ს, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. არ უნდა ჩვენს ხალხს იმის გააზრება, რომ თუნდაც ამ ჩემპიონატზე, პირობითად მესამე ადგილზე გასვლაზე მნიშვნელოვანი ისაა, ჩვენს ახალგაზრდებს კარგ ევროპულ კლუბებში თუგაეხსნებათ გზა. ეს კი ისევ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში ჩადებული სამომავლო ინვესტიცია იქნება. ხვიჩას და მიქაუტაძეს კი ისედაც მთელი ევროპა იცნობს და იქ არიან. ,,მამარდაშვილი რომ არ დაიღალა, ხვიჩა და გიორგი რატომ დაიღალნენო", ვინც წერთ, შეგახსენებთ მაინც, რომ მამარდაშვილი მეკარეა და არა მინდვრის მოთამაშე.

• rable

ადამიანის მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეთ, რუბინიდან პირდაპირ ბათუმში, შემდეგ ნაპოლის შეკრებები დს თამაშები, გადამღლელი სერია A -ჩემპიონთა ლიგის ამდენი მატჩი და შესვენების გარეშე ეს ყველაფერი, ადამიანია და პირველ სეზონი ჩაატარა ამხელა დონეზე, ფიზიკურად მოზარდია ჯერკიდევ და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს გადაღლისგან გამოწვეული პატარა ტრავმაც. -ყველაფერი გასათვალისწინებელია

• ქომაგი

მიქაუტაძის უარის გაგება უფრო შეიძლება. წინ სატრანსფერო საგა და ახალი გუნდის არჩევა ელის და ახალგაზრდულში თამაშისას ტრავმა რომ მიეღო შეიძლება მომავალზე ემოქმედა და ამიტომ არც გარისკა. აი ხვიჩას შემთხვევაში..... გადაღლილი სხვებიც არიან თუმცა არანაკლები პასუხისმგებლობით მიუდგნენ ახალგაზრდულში თამაშს და არ იუკადრისეს....

• tengiscxelia

არგეწყონოს ძმა დასრულდა მაგის ფეხბურთი მალე ბახავ რუბინში პროსტა სახელიზა მაქ მიცემენ ტყუილა ფულს.ერთი სეზონი სკამს ახეხიებენ ნაპოლში

• დათო

ნუ სპეკულიანტობთ რა პატრიოტიზმით , არ თქვა ეხლა ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე უფრო მიყვარს სამშობლოო, სწორი ქნეს რომ არ ითამაშეს, მინიმუმ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა შანსი თავის გამოჩენის მაგათი ართამაშით.

• სოსო

ასაკობრივი ჩემპიონატების ჩემპიონი თუ პრიზიორი,როდის ვინ იყო,ვინმეს ახსოვს?მათი დანიშნულება,ახალგაზრდა ტალანტების გამოფენა და ერთმანეთთან შედარებაა.სკაუტები აქედან არჩევენ სასურველ კანდიდატებს და ვისაც ისედაც უკვე სახელი აქვს განთქმული,აქ არაფერი ესაქმება,არც სხვას არ უნდა წაართავს თავის გამოჩენის შესაძლებლობა.დღეს ხვიჩას და მიქაუტაძეს რომ ეთამაშათ,,მთელი ნაკრები მათზე ითამაშებდა და სხვები,თავს ვერ გამოიჩენდნენ.ხოლო ვის ადგილსაც დაიკავებდნენ,მათი შესაძლებლობები დაფარული დარჩებოდა.დღეს გაგუა,ბრწყინვალედ თამაშობდა,არადა მიქაუტაძე რომ ყოფილიყო,მას შესაძლოა მხოლოდ შეცვლაზე ეთამაშა რამდენიმე წუთი.ხომ იქნებოდა ცოდვა?სწორად მოიქცნენ ორივენი.მათი ადგილი არ დაიკავეს,ვისაც აქ თამაში,უფრო მეტად სჭირდება.ეს ორი თამაშიც ასეთივე დონეზე თუ ჩავატარეთ,სულ ცოტა ნახევარ ნაკრებს დაიტაცებენ,სკაუტები!

• gio

ძალიან მეწყინა კვარაცხელიას ახალგაზრდულში არ ჩამოსვლა თუ დავითაშვილი გაგნიძე გოჩოლეიშვილი ჩამოვიდნენ მე 2 დღესვე და ითამაშეს კვარაცხელიას რა პრობლემა ქონდა ვერ ვხდები მართლა როცა ამ ბიჭებმაც არანაკლებ რთული სეზონი ჩაატარეს თავიანთ კლუბებში იგივე მამარდაშვილმა მთელი სეზონი ითამაშა ყველა მატჩი თან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირია ქვეყნისთვის მიქაუტაძისგან იმდენად არ მეწყინა რამდენადაც კვარასგან იმიტომ რომ ახლა მიქაუტაძე მაინც საფრანგეთში დაიბადა გაიზარდა ამ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს არც იცნობს და ექნებოდა შეთამაშების და ადაპტაცის პრობლემა ამ 21 წლამდე ნაკრებში და კვარა რომელიც თამაშობდა ამ ნაკრებში ყველას იცნობს ყველანი მაგის ახლობლები და მეგობრები არიან და იმ ბიჭებიდან მოდის თვითონაც მართლა არ მესმის და მართლა ძაან დამწყდა გული რომ არ შეურთდა ნაკრების როცა სხვა ყველა შეურთდა ვისაც ეკუთვნოდა ასაკით თამაში არ ვგულისხმობ მიქაუტაძეს რადგან მიზეზები ზემოთ დავწერე ძაან საწყენია ჩეთვის და ვთვი რომ არასწორად მოიქცა.

• სოსო

ბრავო,რამაზ სვანაძე!ეს მატჩი,უმაღლესი ხარისხის ნამუშევარია!

• რამაზ სვანაძეს

მადლობა მოგებისთვის, მაგრამ დისციპლინას მიაქციეთ ყურადღება. ხვადაგიანის ყვითელი შეიძლება მნიშვნელოვან მომენტში პრობლემა გახდეს. ასევე ეს უაზრო კოტრიალი და დროის გაყვანა უბრალოდ სირცხვილია. 10 კაცს 2:0 ს უგებ და თან დრო გაგყავს? კარგით რა ტყუილად რომ არ ეკოტრიალათ მსაჯი 6 წუთს არ დაამატებდა.

• ქოცი

ამისულაშვილი დააბრუნეთ ნაკრებში.

• ლევანი

ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ! არადა სულ ლანძღავდნენ ამ კაცს.

• Რერო

საოცრება მოახდინეს ბიჭებმა ამხელა გუნდი დაამარცხე . ბრავო.

• ლაშა

რა მაგარი მშრომელი ფეხბურთელია წიტაიშვილი და პოლონეთში არ ათამაშებენ. ეს ეხლა სამართალია?! იმედია გიორგის თამადობით ბიჭები საუკეთესო კლუბებში გადავლენ. ევროპის ჩემპიონატი, სწორედ რომ ტალანტების აღმოჩენისთვისაა! საზონოვით მარსელის ოლიმპიკია დაინტერესებული, კარგად ითამაშა აზაროვმა, მექვაბიშვილმა, მოისწრაფიშვილმა, გაგუამ, დავითაშვილი და გოჩოლეიშვილი დაისვენებენ და კიდევ უფრო კარგად ჩაერთვებიან თამაშში! ყველა კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებით წიტაიშვილი, აზაროვი და საზონოვი! ამ უკანასკნელის გამოჩენამ მარცხენა ფლანგზე მოწინააღმდეგის შეტევები საერთოდ გამოთიშა. ბრავო სვანაძე და სტაფი! მამარდა რომ არ დაიღალა და დავითაშვილი, კვარას და მიქაუტაძეს რა დაემართათ ესაა საკვირველი? მე ერთი ვერსია მაქვს. მათ ეგონათ, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ U21-ის ჩემპიონატზე, მაგრამ მოულოდნელად კვარამ კლუიდან დირექტივა მიიღო, მიქაუტაძეს კიდევ გაუგებ კაცი, კლუბს იცვლის და ტრავმის შესაძლო რეციდივი მის ტრანსფერს გამორიცხავდა. ეს იქნება რეალური მიზეზი და არავინ დაიჯეროს, რომ ფეხბურთელებმა თქვეს უარი. კვარაზე დამავიწყდა მეთქვა, გახსოვთ, კოკა კოლის ბოთლზე რატომ გამოსახეთო და ამბობენ 10 მილიონი კომპენსაცია გადაახდევინეს ჭყონიასო. აი ასეა, დიდი ალბათობით, კვარაზე ყველანაირი უფლება ნაპოლის გააჩნია!

• zviadi

დაღლილები სახლში ზიან, ხოლო მათ, ვისაც ქვეყნისა და გულშემატკივარის პატივისცემა აქვს, ვერაფერი გააჩერებს

• ჯიჯი

უბრალოდ მადლობა, სვანაძეს და ბიჭებს! მომავალი ჩვენია ქართველებო, ვიამაყოთ ამ საოცარი ახალგაზრდებით!

• ნაცი

ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ

"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა

მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...

გაგუა მომავალ სეზონში ხორვატიულ გუნდში იასპარეზებს

გაგუასა და ოგბაიძის სატრანსფერო პერსპექტივები - ინტერვიუ მენეჯერ სანდრო ჩხაიძესთან

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

U21. პორტუგალია ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში

კიდევ ერთი ქართული გოლი და "ლა ლიგაში" თამაშის შანსი

რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება

U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?

U21. ინგლისმა მოიგო - საქართველოს შანსი გაიზარდა

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]

ქართველი ლეგიონერების შედეგიანი შაბათი - 6 გოლი 5 ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028

U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

U21. საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან მატჩს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს

U21. საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს

U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

პორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ფავორიტები ვიყავით და სამი ქულა დავკარგეთ

რამაზ სვანაძე: ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი გუნდის

რამაზ სვანაძე: ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით

რამაზ სვანაძე: დასანანია, რომ მთელი გეგმა ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ აგვირია