საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"გილოცავთ, მართლაც ისტორიული შედეგია. ურთულესი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ვართ, თანაც პირველი ადგილით. მადლობა ყველას - სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და ძალიან მაგარ გულშემატკივრებს. მათი როლი დიდი იყო.

ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ნიდერლანდები ამ ჯგუფში საუკეთესო მეტოქე იყო. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. გუნდმა თავისი ძლიერი ხასიათი აჩვენა. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ნიდერლანდები ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენი ფიზიკური და მორალური დაღლილობაც ჩანდა. ახლა 4 დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ. უკვე გადაწყდა, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ.

პორტუგალიელებს ყველაზე უკეთ ვიცნობდით. ყველა მატჩი რთული იყო. დღეს პირველ ტაიმში მეტოქეს გატანა და ანგარიშის წაყვანა შეეძლო. ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორიც ამ თამაშს სჭირდებოდა. ასეთი ინტენსივობის თამაშს შეჩვეულნი არ ვართ.

ის სამუშაო, რაც ნაკრებში გაკეთდა, წლების განმავლობაში ძალიან დიდი იყო. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი, მათ შორის, სელექცია, სამართლიანობას ეფუძნება. ძალიან ბევრი არასასურველი დაკარგვა გვქონდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან დიდ გუნდებსა და ფეხბურთელებს ვეთამაშეთ, წლებია ამ დონეზე არიან. საუბარია მათ შორის პრესინგის ინტენსივობაზეც.

მატჩის მსვლელობისას გადაწყობას ხშირად ვახერხებთ, რაც მეტოქიდანაა გამომდინარე. მე-20 წუთიდან მათ რაღაცები შეცვალეს და ჩვენც გადაწყობა მოგვიწია. არ გვეტყობა ის, როცა სისტემიდან სისტემაზე გადავდივართ და ეს ძალიან კარგია. რაც შეხება ფორვარდის საკითხს, ზოგადად ალტერნატივებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს".

ვაჟა მასწ.
შეგახსენებთ ბატონებო, რომ წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისის დინამო "დეპრესიიდან" მწვრთნელად უცნობმა, მაგრამ თბილისის ლოკომოტივის ყველასთვის საყვარელმა "ღიპიანმა" (ალბათ ლუდი უყვარდა) 9 ნომერმა, ზედმეტსახელად "ჩომბემ", იგივე ნოდარ "ფარსადანოვიჩ" ახალკაცმა გამოიყვანა. შედეგები ყველამ ვიცით. ვისურვებდი ქართული ფეხბურთის 21 საუკუნის დეპრესიიდან გამომყვანი U21-ის ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ყოფილიყოს!
ირაკლი
ნიდერლანდებთან თამაშის დროს ჩვენ გუნდს ყავდა მწვრთნელი
მწვრთნელი
შავი ძაღლიც "სასტავში" იყო ალბათ, პირდაპირ თავდამსხმელის პოზიციაზე გამოვიდა!
გია
მართლაც საოცარი შედეგი დადეს ბიჭებმა. თამაშის ხარისხი და კლასი უკეთესის სურვილს სტოვებს , მაგრამ გარკვეულწილად სპორტული იღბალი მართლაც ჩვენს მხარეზეა. შრომის უნარიანობას ვერ დაუკარგავ ბიჭებს მართლაც საოცარ ნებისყოფას ავლენენ
nk
კვარა და მიქა რომ ყოფილიყვნენ, სულ რო ზამენაზე მსხდარიყვნენ მაინც მაგ ორს დაბრალდებოდა ჯგუფიდან გასვლა. დაიჩრდილებოდა სხვა ყველა. ზურიკოს დასამტკიცებელი აქვს და ტოპ5-ისთვის თავის გამოჩენა ჭირდებოდა, მაგიტომაც ჩამოვიდა. კვარაც და მიქაც უფრო გარისკავდნენ ვიდრე რაიმე სარგებელს მოუტანდნენ თავიანთ ნაკრებს. და არც მაგათი აქ ყოფნა იქნებოდა ჯგუფიდან გასვლა - მე თუ მკითხავ უფრო გაგვიჭირდებოდა, მითუმეტეს მაგათზე ავაწყობდით თამაშს და მაგათი ამოკეტვით შეიძლება ჩამოშლილიყო გუნდი
Soselo
Gaixaret, madloba heshmaritebistvis, erts hemad davamatebdi-svanadze ambobs taqtikebs vcvlidio?? Arada mxolod erti 9-0-1 taqtika handa garedan!!! Carmareba hvens nakrebs!!!
სოსო
ახლა,ამ პოსტს რომ ვწერ,თან გადაცემას ვუყურებ,"აჩი ფეხბურთზე"#19.გადაცემა თამაშის დროს მიდიოდა და ძალიან საინტერესო კომენტარებს თუ რეკომენდაციებს აკეთებს აჩი.ასეთი მასწავლებელი,სკოლაშიც რომ მყოლოდა,ფეხბურთის თამაშსაც ვისწავლიდი.თუ არ დაიზარებთ და ნახავთ,ბევრი რამე გახდება გასაგები,ჩვენი ბიჭების თამაშიდან.
ვახო?
სანაია გამოდი გიცანით
irakli
კვარამ თითქმის 60 თამაში ჩაატარა სეზონში და თუ ოდნავ მაინც ხარ აზრზე ეს რას ნიშნავს, რატომ წერ ამას. ადამიანი რობოტი არაა და თუ ძალა არ აღიდგინა, უბრალოდ გამოიფიტება. ვის ვის და კვარას არ ეკუთვნის საყვედური
სპორტალ
აბსოლიტურათ, მართალი ხარ,,, მარა შეიძლება რო არ ჩამოვიდნენ, ამან ბიჭებზე უფრო კარგათ იმოქმედა და რაც კი ძალა და ნიჭი აქვთ თამაშობენ.. მე დიდი ხანია ასეთი ჯიგრიან თამაში რაც ამ სამ თამაშში ვნახე არ მახსოვს ჩვენებიდან. მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ.
Gel-100
დანვითს,,ეხლა მთელი თვე რაც ჩემპიონატი იქნება ეგ უნდა იძახოთ კვარა და ჟორიკა რომ გვყოლოდა ამას ვიზავდით იმას ვიზავდითოო?? ბრმები ხომ არ ხართ??ეს ბიჭები ვისზე ნაკლებები არიან??რა ვერ შეიგნეთ რო ახალგაზრდული ჩემპი იმისთვისაა რო ახალმა ფეხბურთელებმა გამოიჩინონ თავი და შემდეგ ეროვნულში დაწინაურდნენ,,ვისზე ნაკლებია გაგუა, გელაშვილი, მექვაბიშვილი და გაგნიძეები?? თუმცა შენნაირი ხალხი მხოლოდ ნეგატივის დათესვას რო ცდილობთ თქვე საწყლებო ჩემპიონებიც რო გავხდეთ მერე იმას დაწერთ ეგენი რო გვყოლოდა უფრო მეტს გავიტანდითო და ჯვარი გვწერია და თუ გამოვარდით მთელი წელი ახლა ის უნდა წეროთ კვარა რო გვყოლოდა ჩემპიონები გავხდებოდითო თქვე საწყლებო,, არადა რეალურად ესეთი გადაღლილი კვარა როგორიც ბოლოს იყო ბევრს ვერაფერს შემატებდა ასეთ ნაკრებს
1.2.3.4.5.6.
სვანაძემ ჩვენი მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობა ასეთი ინტენსივობის თამაშისთვის საკმარისი არ არისო და ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება იქნებ იმის გვარი მაინც გვითხრათ თორე სუ ფიზიკას აბრალებთ ამდენი წელია და ცოდოა ეს ბიჭები ამხელა დატვირთვისთვის
დათო
მაგარი ბიჭების მაგარი მწვრთნელი!!!
ბალეშიკი
ფეხბურთელი ვიყო თანაც წარმატებული და შემეძლოს რაიმე წვლილის შეტანა რა გასაჩერებედა ასეთ დროს და როგორ არ დავეხმარებოდი ბიჭებს ასეთ დროს თუ გეზარება ფორმის ჩაცმა როცა შეგიძლია ახალი ისტორიის დაწერა მაშინ რაღაზე ვუგულშემატკივრო ან კვარას ან მიქაუტაძეს ჩემამდე არ დადის ისე გული მწყდება უარი რომ თქვეს ასეთ თამაშებზე არვიცი სად წავიდა ის ქართული ჯიგარი შენი ქვეყნის სიყვარული ნუთუ ასეთ ატმოსფეროში თამაშს სხვა რამე გირჩევნიათ და მერე წახვალთ გუნდებში და იმ უცხოელ გულშემატკივრების წინაშე დაიხარჯებით ბოლომდე? ვისაც ეს რაიმე მიზნით გამართლებული გონია მე იმის არც ქართული მწამს არც ფეხბურთის სიყვარული მწამს. თუ დაღლაზეა ზურიკომ 20ში შოტლანდიასთან ითამაშა წამოვიდა და 21ში ახალგაზრდული ითამაშა ესაა სიყვარული და მონდომება . ტეხავს ტეხავს თან როცა იცი დიდი როლი შეგიძლია ითამაშო და არ აკეთებ ასეთ დროს ...
simartle
ასეთი შედეგი და სიხარული ყველას აქვს მონატრებული და არ ვართ გათამამებულნი. ისტორიული შედეგია და ყველას ვულოცავ სმწრვთნელო ჯგუფს, ფეხბურთელებს, მთელს საქართთველოს მსოფლიოში მიმოფანტულთ. ძალაინ ბევრიო კარგი ხარისხიანი მოთამაშე არის ამ ნაკრებშI და მინდა მათ ცვუსურვო დიდი წარმატება და ძლიერ გუნდებში თამაში. მხოლოდ ერთი რამ მინდა გასაკრიტიკებლად ავღნიშნო და ცუდად ნუ გამიგებთ - ფიზიკური მომზადება კვლავ არის აქილევსის ქუსლი. ეს არის მიზეზი იმისა რომ თამაშის სადავეებს ვაბარებთ მოწინააღმდეგეს და ახლო მეურვეობა მეტოქის არ შეგვიძლია. ადვილად ვაღებიონებთ მათ ბურთს და ვაბარებთ შუა ცენტრს. თექნიკურად იცოცხლეთ ბევრი გუნდი ვერ დაგვიდგება მაგრამ ფიზიკის არ ქონა ტექნიკაზეც ავლენს გავლენას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზეც. ეს ქართული ფეხბურთის პრობლემა იყო ყოველთვის საბჭოთა კავშირის დროსაც. წარმატება და შემდგომ ეტაპზე გასვლა. ყველაფერია შესაძლებელი.,, გილოცავთ
სოსო
ბელგიელებთან უკვე შეგვეტყო დაღლილობა და დღეს, უკვე აშკარა გახდა,ჰოლანდიელების უპირატესობა,ფიზიკურ მომზადებაში.მათგან განსხვავებით,ჩვენ მიჩვეულები არა ვართ,კვირაში ორი თამაშის ჩატარებას და თანაც მაღალ ტემპში.მაგის მიჩვევისათვის ძლიერ გუნდებთან და ასეთივე გრაფიკით თამაშების პრაქტიკაა აუცილებელი,რაც რა თქმა უნდა არ გვაქვს,მეტოქეებისაგან განსხვავებით.ჩვენი მომავალი მეტოქე,ხვალ ითამაშებს და ჯგუფიდან გასასვლელად,ყველაფრის დადება მოუწევს.შესაბამისად,მათ ერთი დღით ნაკლები ექმენათ ,ჩვენთან თამაშისთვის დასასვენებლად და მოსამზადებლად.იმედია ეს შანსებს გაგვითანაბრებს და მათზე არანაკლებად მომზადებულები ვიქნებით,მეოთხედ ფინალისათვის. ბიჭებს და მწვრთნელებს,მადლობა!ამ მატჩების შემდეგ,მაგათ უკვე ვეღარავინ შეაშინებს!
DAVE
გილოცავთ. მართალია ეს ბიჭი, არ ვართ შეჩვეული ამ ინტეივიბით თამაშს, საოცარია როცა ნაკრების 1/2 დაკომპლექტებულია დინამოს, საბურთალოს, დილას, სამგურალის ფეხბურთელებით და ტოლსწორად ეთამაშები შენივე ტოლებს, რომლებიც თამაშობენ, ბენფიკა,პსჟ, ბაიერნი, ვულვზი, აიაქსი, ეინდჰოვენი, ფეინოორდი, ლიდსი, პორტუ,ბრიუგე და ა.შ. ჩვენი ბიჭებიც იმსახურებენ უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდებში გადასვლას და დაამტკიცეს ეს. წარმატება და წინსვლა მომავალ მატჩებში.
S.m
მეოთხედ ფინალი შაბათს არი კვარას ქორწილი აქვს იქედან წამოვიდეს მეეჭვება:))
რომას
არ არიან განაცხადში. ძალად ხომ ვერ ჩაწერდნენ?
ლევანი
ყოჩაღ სვანაძე! არა მგონია ადვილი იყოს, ასეთი დალაგებული გუნდის შეკვრა, ყველამ ზუსტად იცოდა რა უნდა ეკეთებინათ. ყოჩაღ და მადლობა! წლებია ასეთი სასიამომვნო ემოციები არ მქონია. დიდება საქართველოს!
Roma
მეოთხედფინალში კვარა და მიქაუტაძის დამატება შეგვიძლია? მათი თანხმობის შემთხვევაში? თუ განაცხადში საერთოდ არ ყავთ
inviz9
თუ ფიზიკურად გაუძლებენ ჩვენი ბიჭები-უფრო ზევით აწეული თამაში და ხანდახან პრესინგია საჭირო-თორემ ასე ღრმად დაცვაში თამაშში ყოველთვის არ გაგვიმართლებს და დაცვის შეცდომებით (განსაკუთრებით დაცვის მარჯვენა ფლანგზე) მეტოქე ისარგებლებს და მერე გული დაგვწყდება და წუწუნი რომ არ გაგვიმართლა აღარ გვიშველის. ისედაც საკმარისად გაგვიმართლა აქამდე...
დავითი
კვარა და მიქაუტაძე რომ გვყავდეს, ფინალზე გავიქაჩებოდით და მერე...
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]
U21. საქართველო-ნიდერლანდები. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ
რამაზ სვანაძე: მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, თამაშის წინ აგვერია
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა