ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურება.

მან თავდაპირველად ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების კარში გატანილი გოლი გამოაქვეყნა და დაწერა:

"Facebook-ის პოლიცია ამის წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ამ წარმატებას. ისე ვგულშემატკივრობ, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი".

მოგვიანებით მან ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ზეიმის კადრებიც გამოაქვეყნა, რის შესახებაც დაწერა:

"ეს არის ნამდვილი ბედნიერება! უბრალოდ, ნახეთ და გაიგებთ, თუ რა არის ფეხბურთი. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთ გარემოში არასდროს უთამაშია და ვფიქრობ, ამას ვერც მოვესწრებით. შეიგნეთ და დაფიქრდით ამაზე", - წერს ანდრონოვი.

გიორგი
გავრილოვი კრუიფის სტილში თამაშობსო, ა კიპიანი პახოჟ ნა გავრილოვა. მგონი ესე სთქვა
ქართველი
ანდრონოვს საქართველოც ძალიან უყვარს და ქართული ფეხბურთი. თბილისის დინამო მისი საყვარელი კლუბია . ამას 2000–იან წლებშიც და შემდგომაც სულ ამბობდა და თბილისშიც ჩამოდიოდა. ეს და ნტვ ფუტბოლის ძველი შემადგენლობა (რომელიც პროპუტინისტურმა თინა კანდელაკმა და სხვებმა გაყარეს სამსახურებიდან) , თითქმის ყველანი საქართველოს გულშემატკივრები იყვნენ. სტაჟიან ქომაგებს გემახსოვრებათ ეს ყველაფერი
დათო
რუსეთში ეგეთი ადამიანები რომ არიან, კარგია. თუმცა, უმეტესობა მათნაირი რომ იყოს, რუსეთი დაინგრეოდა. შესაბამისად, რუსეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, აუცილებელია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ხელისუფლება იმპერიულად მოაზროვნე იყოს.
ა.
ვადიმ სინიავსკი 1972 წელს გარდაიცვალა. ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო,-ვ.მასლაჩენკომ თქვა.
გოჩა
მართალია ეს კაცი და სიმართლეს აღიარება უნდა რუსებშიც ყოფილან მართალი ადამიანები რაც აკლიათ რუსებს ეს სიმართლეა ყველასთან ტყუიან ყველა დროს
სოსო სტალინი
საქართველო უნდა იყოს რუსეთთან ერთად NATO-ს წინააღმდეგ. ამისთვის არ მიღვაძია მე.
სტალინი
რას ვერ მოიესწრება, რეებს ბოდავს ეს ვლასოველი ანდრონოვი. დაავიწყდა მსოფლიო ჩემპიონატი მათთან რომ ჩატარდა და მერვედფინალში ესპანეთი გამოაგდეს?
aburjga
იმპერიული აზროვნება აქვს ყველა ერს, რომელმაც თავის განვითარებაში მიაღწია იმპერიის სტატუსს! ეს ძლიერი ერების ხვედრია!
დავით 67
ვაჟა მასწ.-ს! რას ამბობ კაცო? სინიავსკი 72 შია გარდაცვლილი და ყიფიანი ახალი მისული იყო მაშინ დინამოში. ეგ ოზეროვმა თქვა. რა მნიშვნელობა აქვს ვისი მეგობარი იყო მასლაჩენკო. ეგ იყო მაგარი შოვინისტი. 82ში დაიჯინა ფინალი მე უნდა წავიყვანოო. არადა მართლა ოზეროვს ეკუთვნოდა,.ეგ რომ შოვინისტი იყო კოტე მახარაძისგანაც ვიცი. კომენტატორებიდან ქართველები უყვარდა აწ გარდაცვლილ ვლადიმერ პერეტურინს. გენადი ორლოვსაც. ბ-ნი კოტეს დასაფლავებაზე მარტო ორლოვი ჩამოვიდა რუსეთიდან სპორტული ჟურნალისტებიდან!
საქართველო
ჟანი ლეჟავა
fani
ანდრონოვი, უტკინი, სიომინი, სლუცკი - ესენი ყველა საღად მოაზროვნე რუსი ადამიანების ეტალონები არიან! სამწუხარო ისაა, რომ მასეთი ხალხი რუსეთში "ამინდს" ვერ ქმნიან, რადგან რუსების უმრავლესობაში ე.წ. იმპერიული აზროვნებაა გაბატონებული (რაც იმის გამოა ტომ ახლანდელი რუსები ძველი მონღოლური ანუ დამპყრობლური წარმომავლობის არიან ანუ გადაჯიშებულები)
ზაზა
ამაყი ვარ, მადლობა ♥️
ვაჟა მასწ.
გივი ბატონო მასლაჩენკო სერგო კოტრიკაძის კოლეგა და მეგობარი იყო. ქართველ ფეხბურთელებს აფასებდა. ყიფიანზე ეგ სისულელე ვადიმ სინიავსკიმ თქვა. მაგან დი სტეფანოზეც თქვა: "ჩვენი ვალია ბუბუკინის მსგავსიაო" და ასე შემდეგ. ხოლო სიომაზე აქვს ნათქვამი: "ბარკაია ჩტო-ტო მუდრიტ, მუდრიტ . . . უდაარ . . . გოოლ?! ოპიატ მუდრიტ, მუდრიტ, უდარ გოოლ - მხოლოდ 5წთ-ის მერე სხვათაშორის წამოსცდა, რომ დინამო სპარტაკს მოსკოვში 2:0 უგებდა. ამიტომ იმ დროის თბილისის დინამოს თამაშები "მინი - დიდგორები" იყო ქართველებისათვის.
სიმართლე
ეს კაცი უტკინთან ერთად ჯიგრები არიან. რომელ წელს თქვა უტკინმა, ბარსელონა დინამოს სტილში თამაშობსო, ნახეთ, დაგუგლეთ, ისიამოვნეთ.........
suxumchanin
მაპატიე შემთხვევით დამედისლაიქა
akaki
ღმერთმა აცხონოს ჟანი ლეჟავა
რატის
დაჩიპული ხარ ?
ანდრონოვი
გადავცემ მეგობარი აუცილებლად.
თემური
რუსეთის მაღალ ელიტებში, ვგულისხმობ არა პოლიტიკურ, არამედ შემოქმედებით, ინტელიგენტურ ელიტას ძალიან დადებითან არიან განწყობილი ქართველების მიმართ და თავის ტოლსწორად მიგვიჩნევენ, მაშინ, როდესაც სხვა კავკასიელებს და შუა აზიელებს და თვით რუსებს დაბალი ფენიდან ნახევრად ველურებად თვლიან.
პაპა
1985-1987 წლებში, ვმსახურობდით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, ოდესის ოლქში, ტარდებოდა ტურნირი ფეხბურთში, 15-ქართველი ვიყავით და აქედან 10-ნახალოვკელები, ამ ათიდან 7-ფეხბურთელი იყო ჟანის აღზრდილები, ფეხბურთის მრწვრთნელი იყო და მასთან გაიზარდნენ,ყველას მოვუგეთ და ფინალში ოფიცრების ნაკრები გამოგვიყვანეს, სპორტროტადანაცკი მოიყვანეს რომ ჩვენთვის მოეგოთ, ბოლოს პენლებში წავაგეთ 5-4, ერთი მაიორი იყო რუსი და არასდროს დამავიწყდება იმის სიტყვები ოფიცრებს რომ უთხრა, თქვენ წააგეთ ეს თამაში თბილისის ერთერთ უბანთანო და ადგა და წავიდა, მიუხედავად წაგებისა სიამაყის გრდზნობა დღესაც მომყვება იმ თამაშიდან, ეს ისე თუ როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, მაშინ 18-19 წლის ბიჭები ვიყავით. მადლობა თუ ჩემი მოგონება თქვენს გულამდე მივიტანე.გამარჯვებით გვევლოს საქართველოს.
Givi
უტკინს და ანდრონოვს კიდევ მელნიკოვს დავამატებდი,ნეტა ასეთები კრემლში ყავდეთ,არ დაისვენებდა მთელი მსოფლიო...აბა ის რომელი იყო მემგონი მასლაჩენკო, რომ განაცხადა ყიფიანი თამაშობს გავრილოვის სტილშიო არა:))
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
და კიდევ, თუკი რუსეთი ფეხებს მხრის სიგანეზე დადგამს, თავს ფეხებშუა გაყოფს და თავის უკანალს აკოცებს.
ბიოლოგი
რუსეთი თუ ი,პერიულ ამბიციებს მოიშორებსო? ე გ ხომ გამორიცხულია, იმპერიული ამბიცია არის რუსების ეროვნული პრობლემა. მასა ეგენი ვერ ,ოიშორებენს
რატი
სოროშივე აქოთებულო პრო-რაშისტო, ანდრონოვი რაშისტები ვერ ამოეფარებით, რადგან მისი მსგავსი რუსეთში 1 პროცენტია, ხოლო დანარჩენი 99 პუტლერელები ხართ, რაც პუტლერის 23 წლიანმა მმართველობამ დაამტკიცა.
giogobi
ვერა, მასეთები მაგათ არ შეუძლიათ, ვერ მოესწრება
თენგაბი
რუსეთიც მოესწრება, თუ საქართველოდან ჯარს გაიყვანს, უკრაინასთან ომს შეწყვეტს, იმპერიულ ამბიციებს უარყოფს, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა გახდება და მეზობლების კანონიერ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობა. ჩვენი პატივისცემა ყველა ღირსეულ და წესიერ რუსს!
dd
მართლაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ანდრონოვი და უტკინი თითებზე ჩამოსათვლელი რუსები არიან რომელთა გულწრფელობისაც მჯერავს.
დავით
საქართველოს გაუმარჯოს! ამ სიტყვების გამო ხელფასი არ დაკარგო "ჯიგარო"
დათო
ეს ბიძია ქართველი ხომ არაა )))))
G.LA
მადლობა ანდრონოვს! მე მჯერა მისი გულწფელობის და სიმართლის. ნამდვილად ვერ მოესწრება რუსეთი ასეთ ზეიმს და მოლოცვა ჩვენს მიმართაც გულწფელია. მას ამ გამოხატვით მინიმუმ მადლობას რომ არ ეტყვიან ეს მგონი ყველას გვესმის. პ.ს. უტკინს ჩემგან გულწფელი მოკითხვა. პატივს ვცემ სიმართლის მოყვარულ ადამინებს როგორც ფეხბურთში ასევე ზოგადათ ცხოვრებაში.
არტ
ანდრონოვმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი დამოკიდებულება საქარტველოადმი არის გულწრფელი. ის უიშვიათესი გამონაკლისია - რუსეთი მტერია და რიგითი რუსებიც მტრები არიან, მათ უდიდეს უმრავლესობას საქარტველო არ მიაჩნია სახელმწიფოდ - რუსეთის ტერიტორიად თვლიან. უბრალოდ ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, ზოგი არა.
ქართველი
ანდრონოვი არი მაგარი კაცი და გუწრფელად უყვარს ქართველები
ბმბ
შენისთანებამ უნდა ჩამოაგდოთ ეს ნაბიჭვარი პუტლერი, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ბევრია ინტელიგენტი და საღად მოაზროვნე რუსი, თუმცა მკვეთრ უმცირესობაში არიან.
სულელა ციციროკეებს!
აბა ურა პატრიოტებო! გამოძვერით სოროებიდან და ლანძღეთ როგორც გჩვევიათ. ეს რუსი თუ არ გჯობდეთ რა?
beqa
Facebook-ის პოლიცია ამის წინააღმდეგია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
საფიქრალი: რა სჭირდება ავადმყოფს?
"ქვის ხანაში გვაბრუნებენ, რუსეთის საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს, რომ..." - ანდრონოვი სამშობლოზე, თავისუფლებასა და მარადიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე საუბრობს
ცნობილი რუსი კომენტატორი: "გაუმარჯოს საქართველოს!"
ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ
"სპარტაკი" აქოთებული საღორეა" - ამტკიცებს "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ რუსი კომენტატორი