18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე საზღვარგარეთაა, რომლის ლატვიური ეტაპი დაასრულა და ფინეთში გადავიდა. 18-წლამდელები ლატვიაში 26 ივნისიდან იმყოფებოდა და მთლიანობაში 4 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენმა ნაკრებმა 2 შეხვედრა ლატვიასთან და ორიც უკრაინასთან დათმო, რაც სამწვრთნელო შტაბისთვის (ირაკლი ძიძიგური, ნიკ მეტრეველი, ანდრო ანთელიძე) სწრი დასკვნების გამოტანისა და მათზე მუშაობის კარგი საშუალება გახლდათ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 21-დან 30 ივლისის ჩათვლით პორტუგალიის ქალაქ პორტუს გარეუბან მატოსინოში ჩატარდება. დივიზიონში 22 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 2 ხუთ და 2-იც ექვსგუნდიანი ჯგუფი. საქართველო B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი (21 ივლისს ვეთამაშებით), უნგრეთი (22 ივლისი), ალბანეთი (23 ივლისი), მონტენეგრო (25 ივლისი) და ბოსნია (26 ივლისი) ჰყავს.

22 ნაკრები დივიზიონის 3 მოწინავე ადგილის დასაკავებლად იბრძვის, რადგან სწორედ ფინალისტებს და მე-3 ადგილის მფლობელს ერგებათ მომავალი წლის A დივიზიონის საგზურები. გათამაშების ფორმატის თანახმად, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი განაგრძობს, რომლებიც მეოთხედფინალში გაწყვილდებიან (A – B ჯგუფთან, ხოლო C ჯგუფი D-სთან). შესაბამისად, თუკი საქართველო პლეი ოფში გავა, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში მეტოქედ A ჯგუფის (ავსტრია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია). წარმომადგენლები ეყოლება.

18-წლამდელთა ნაკრებს მომავალი სპარინგ-მატჩები 9 და 10 ივლისს, ფინეთის ნაკრებთან ელის.

GBF.GE

ბობოყ
რა დასკვნები უნდა გააკეთონ როცა ბავშვები არ ყავთ სწორად არჩეული და ან თვითონ რა იციან რომ გამოიტანონ დასკვნები.
აბდულა
ფედერაციას მივმართავ მარტო თქვენთვის არის კალათბურთი და თქვენი შვილებისთვის...სამშობლოში ვინც იზრდება მაგათთვის არა..დაფიქრდით
აბდულა
210სმ ბავშვი დატოვეს და არ წაიყვანეს ....მიყავთ მამიკოს ბავშვები...არ მაინტერესებს.ფედერაცია არის ისეთი რასაც შევადარებ. მე ვცხოვრობ და მყავს 5 სულიანი ოჯახი...და არ განვიხილავ რომ სხვა ჩავსვა...ასე იქცევა ფედერაცია...არიან არიან ყველა კალათბურთელები გაქაჩულები და მაგათი შვილები მაგათი მეგობრის შვილები და ასე შემდეგ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
18-წლამდელთა ნაკრების წარუმატებელი სტარტი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას 17-22 ადგილებისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა