ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ქუთაისურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელები და სათამაშო ფორმა წარადგინა. სოციალურ ქსელებში გუნდის მაისურებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უმრავლესობა თანხმდება, რომ ქუთაისელებს ძალიან ლამაზი სათამაშო ფორმები აქვთ, რომლებზედაც ნიკო ფიროსმანის ნახატებია გამოსახული. ამავდროულად, ბევრისთვის გაუგებარია, გენიალურ ქართველ მხატვარს კონკრეტულად ამ ქალაქთან რა აკავშირებდა, რის გამოც მისი ნამუშევრები მაისურებზე გამოსახეს. მაინც შეგახსენებთ, რომ ნიკალა წარმოშობით დედოფლისწყაროდან, სოფელ მირზაანიდან იყო, მისი შემოქმედებითი საქმიანობა კი თბილისში მიმდინარეობდა.

"ტორპედომ" 7 ახალი ფეხბურთელი წარადგინა. ორი გუნდის ყოფილი წევრია - ანრი ჭიჭინაძე და გიორგი ფანცულაია, ერთი - სერია "ა"-ში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე, სერბი ნიკოლა ნინკოვიჩი, ხოლო გუნდში ცოტა ხნის წინ ჩარიცხულ ავღანელს, რაჰმან აკბარს, კიდევ ერთი თანამემულე, 25 წლის ომრან ჰაიდარი შეემატა.

"ტორპედო" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. სტივ კინის გუნდი ბოსნიურ "სარაევოს" 13 ივლისს, 21:00 საათზე დაუხვდება. შეხვედრის მთავარი მსაჯი ისრაელის წარმომადგენელი ლევი იქნება.

მგონი ზედმეტის უფლებას აძლევენ თავს, ფიროსმანის გაშარჟებას უფრო გავს ეს, ვიდრე მის პატივისცემას
svano magarski
რა-აკავშირებსა-ფიროსმანს-ქუტაისტან?!ის-რომ-ყველა-ქარტველი-და-საქარტველოს-ღირსი-ყველა-მოქალაქე-სულიტ-ქუტაისელია!თბილისი-კი-ყველაზე-არაქარტული-მე-5-კოლონის-ქლაქია-აქ-არიან-მახროვი-მოღალატეები-შავი-გულებით!ასე-რომ-ბატონებო-ნიკალა-კახელი-ქუთაისელი-იყო-ანუ-ნამდვილ-ქარტველი!!1ფორმა-ნაღდად-ეროვნულია-აბა-თბილისში-კი-ვერ-მოიფიქრებენ-რაიმე-ეროვნულს!111
zaza
მგონი მსოფლიოში პირველი კლუბია ვინც ავღანელი გამოიწერა და თანაც ორი..)))) თქვენ კიდევ ფიროსმანიო..))) ავღანელები გაიკვირვეთ რაა..))))) მაგარი ფული გაათეთრეს ამ ავღანელებში, არ იშლიან თავისას...)))))
გოგა
ძლივს ვიღაცამ არ თქვა რასაც დიდი ხანია ვიძახი.ტყუილად გვაქვს ინედები.ვერაფერს ვერ ცვლიან.აი სახელი ვერ შეუცვლიათ.ძაან მიკვირს.ფან კლუბი რატომ არ აყენებს სმ საკითხს.სახელი ტორპედოც არ იყოს ეხლა ნადრიდის რეალი.პატრიოტმა ხალხმა დამოუკიდებლობის მიღებისთანავე მოაშორეს სახელები გუნდებს.მაჰრამ მოვიდა იდიოტი შევარდნაძე და შეიცვალა აზრი.ძაან მაინტერესებს რა აზრი ქონდა რომ დააბრუნეს ისევ სახელი ტორპედო.ეს კიდე შავი ფერი რა უბედურებაა.გამოდით 90 იანებიდან.ქუთაისის გერბზე კურჯი მწვანე ფერებია.შეცვაკეთ ის რისიც შეცვლა ადვილია.გააჯეთეთ ხარისხიანად.სახელს და იმიჯს ვერ უქმნით გუნდს და სხვა რას გააჯეთებთ.მე ქუღაისელი ვარ და ეს სახელი ტოროედო რატომ უნდა გცერქვას ვერ ვხვდები უბრალოდ.
Lm
G.LA მაგრა ხუმრობ ხოიცი :) რატომ ყავთ ქალაქებს თავიანთი გუნდები ? გერბი, ჰიმნი, ფერი და ა შ. გამოეხატათ ქუთაისთან დაკავშირებული რამე რა არ მოიძებნებოდა ? ფიროსმანს ვიმ ერჩის მაგრამ თბილისის დინამოს მაისურზე ზღვა ადექვატური იქნებოდა ?
უვიცი
ერიჰაა...
Levani
ავტოქარხანას და ხრახნები ეს არ ჯობია? ლამაზია მაინც. ბიკენტიეს ქაბაბი დაეხატათ მაშინ.
გიუშა
Tem-ს :აჭარული ხაჭაპური დინამო თბილისს რატომ უნდა დაახატონ,აგე ბათუმი)დინამო თბილისს ფინჯანი ყავის)))
Ტტტ
ტორპედო "ხატავს"! რა არის გაუგებარი? ან "დახატავს" :)
Lm
გიორგი - შენ რომ ძაან მცოდნე მყავხარ ერთს გკითხავ ქალაქს გუნდი რატომ ყავს ? ან გერბი რატომ აქვს ? ან თავისი ფერები და მაისურები ? ნაკრებია ??? ბევრი რამის გამოსახვა შეიძლებოდა რაც ქუთაისთან უშუალოდ კავშირში იქნებოდა და ასეც უნდა ყოფილიყო. და მითითებებს მოუკელი ძაან მცოდნე რომ გგონია თავი.

ფიროსმანი - საქართველო ქუთასი - საქართველო რა არის აქ გაუგებარი?
რეზო
ბიჭო, ავღანელი სად იშოვეთ? თალიბები ფეხბურთის გამო კლავენ
დავითი
ეტყობა ეს მფლობელის ორიგინალური და გენიალური იდეა იყო
Bejo
მომწონს კარგია … ნიკალა რომ ქუთაისელი ყოფილიყო რათქმაუნდა კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა ეს იდეა მაგრამ ასეც ძაან კარგია რა მნიშვნელობა აქვს საიდან იყო ქართველი იყო და Gენიოსი იყო … მორჩა რააა
ვანდა ჯიქია
ცისფერყანწელების კარიკატურას გავიგებდი, გაბრიაძის ნახატ მულტფილმებს გავიგებდი, მაგრამ ფიროსმანი?
tem
თბილისის დინამოს რო დაახატოთ აჭარული ხაჭაპური არ გაწყობთ? თუ არ მოგწონთ საქართველოს ერთერთი სავიზიტო ბარათი - ხაჭაპური?
tem
ჯერ ერთი რატო ერჭობი სველი პალოსავით რაც შენი საქმე არაა იქ და მეორე ანბანი ვინ ვის შეუქმნა მაგაზე ხილვები გქონდა თუ გაქვს რამე დოკუმენტაცია? :)
papai
ძაან გადაჭრელებულია, მკრთალად მაინც დაეხატათ
უშანგი
ნამდვილად არათემატურია - რა კავშირი აქვს ქუთაისს ფიროსმანთან ? იმის მაგივრად რომ პოპულარიზაცია გაუწიონ და მაისურებზე ქუთაისის ავტოქარხნის მიერ წარმოებული ახალი მოდელები გამოსახონ, რაღაცეებს მიედ-მოედებიან.
გიორგი
ზოგჯერ სჯობია არაფერი დაწერო, უცოდინარობას ამჟღავნებ მარტო.
თბილისელი
ქუთაისი ყოველთვის იყო ქართული კულტურის ავანგარდში, ფაქტია, ამიტომ ამ მიზეზით არ მიკვირს ფიროსმანის არჩევა, ის არ მესმის მთლად მკაფიოდ მარტო ფეხბურთთან რა კავშირი გამონახეს ფიროსმანის. თუმცა მეორეს მხრივ, მისი ხსოვნის დაფასებაცაა.
იმერელი ბაბუ
ვიფიქრეთ მაგაზე, მაგრამ იმდენნი არიან სიმონ რომ, ყველას ვერ დავხატავდით და სხვებს გული ეტკინებოდათ.
რრრ
ავღანელი ფეხბურთელი თან ორი, არ გიკვირთ ქუთაისში და ფიროსმანი გიკვირთ?DDDDDDDDDDDDD
Pireus
თვითონ ფორმა მართლაც ძალიან თვალსასეროა კი შეიძლება ეს ფიროსმანის შტრიხები საფეხბურთო კონტექსტიდან სრულიად სხვაგანაა მაგრამ ერთობლიობაში ესეც მისასალმებელია. ამ წყალწაღებულ ჩემპიონატში ვიღაც მაინც ცდილობს თავი დააღწიოს ამ ჩამყაყებულ ერთფეროვნებას და კარუსელის ერთ წრეზე ტრიალს, ეს კი ის რელსებია რომელსაც თუ კლუბი 2-3 სეზონი მიზანმიმართულად მიყვება კიდევ გამოიხშირება გასაშვები, კიდევ დაიმატებენ უკეთეს ლეგიონერებს და საბოლოოდ ეს კლუბი ჩემპიონიც ბევრჯერ გახდება და რომელიმე ევროტურნირის ჯგუფშიც შეაღწევს. რაც აგერ მთელი 2 დეკადაა სანატრელი გვაქვს ქართული კლუბებიდან. უბრალოდ ამ ყველაფერს დრო ჭირდება ეს პირველი ნაბიჯებია ფუნდამენტის ჩაყრა ეხლა იწყება. ამ სარაევოსთანაც თუ გამოვარდნენ ამ ეტაპზე ეს კატასტროფა არ იქნებ უბრალოდ უნდა გავიდნენ მინდორზე იბრძოლონ თავი არ დაზოგონ და ხალხი ამას დააფასებს მთავარია მეტოქეს ბრძოლა გაუმართონ და ბრძოლაში წააგონ. მომდევნო სეზონიდან კი უფრო მეტი ამბიციები დაისახონ აგერ სერია აში ნათამაშები ერთი კაცი მოიყვანეს გაისად ორი მოიყვანონ და შედეგიც არ დააყოვნებს აბა აგერ კი ვხედავთ სხვა გუნდებიდან ხარაჩოებიდან და ბირჟიდან მოხიკული ლეგიონერებით ივსებიან რაც უსასრულოდ გრძელდება რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება და უსასრულოდ გრძელდება ჩვენი ლოდინიც ეგებ რომელიმე ქართულმა გუნდმა შეაღოს რომელიმე ევროტურნირის კარი და შემოდგომაზე ჩვენც ვიხილოთ საერთაშორისო საკლუბო ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში.

დიდი პატივისცემა ფიროსმანს და ქუთაისს, მაგრამ სასაცილოდ გამოიყურება, უცხო თვალით ბავშვების მიერ გაფორმებულს გავს! პ.ს. იმედია მალე მოაშორებთ საბჭოთა დასახელებას და მარტო ქალაქის სახელი ერქმევა გუნდს ან რამე სხვა რასაც ქუთაისელები გადაწყვიტავთ
lm
სად ქუთაისი და სად ფიროსმანი ბიჭო ? რა უბედურებაა ეს
ცუცურმა
ერთი ქუთაისელი ქურდი მაინც მიგეხატათ მაგ მაისურებზე. ასეთი უმადურობა გაგონილა ? ფიროსმანი არა, რენუარი კიდე ... ))))
LIVERPOOL
ნუ პაგადიც მიგეხატათ ძაან მევასება, ეს ხუმრობით, ისე მშვენიალურია
G.LA
ისე ეს ავღანელი საიდან გააძრეთ ქუთაისელებმა ელი?
G.LA
იქნებ ანბანიც არ მოგწონთ ქუთაისელებო რახან ჩვენ დაგიწერეთ ანბანი ელი?

დავიჯერო ავღანელებზე კარგი ფეხბურთელი როგორ ვერ ნახეს საქართველოში? ავღანეთში ფეხბურთის თამაში იციან?
მიხაკო
მაპატიეთ და რაა ამ ფორმაში ლამაზი?!რა კონცეფციაა.მეეზოვეების მეთევზეების და აქტრისების გუნდია?ფიროსმანი დიდი მხატვარია,ტორპედო დიდი გუნდია მაგრამ საერთო მაინც ვერ ვიპოვე.გაცილებით ლამაზი იქნებოდა კომბინირებული ზოლებიანი ფორმები თან შავ თეთრი სამყაროო გულშემატკივრების სლოგანია.რატომ იგონებენ ახალ ველოსიპედს?
beqa
რა სისულელეა
გია
ყოჩაღ, კარგად მოუფიქრებიათ. ძალიან ორიგინალური ჩანაფიქრია.
zviadi
ქართველობა არაა საკმარისი?
ქომაგი
თამარ მეფე ზუსტადაც ქუთაისელი იყო :)
ჯონი
დამწყები დიზაინერიც კი არ გააკეთებდა ესეთ სისულელეს, რა არის ეს ფორმაა თუ სახატავი რვეული
ტოტტი
ქუთაისს იმდენი ღირსშესანიშნავი რამ აქვს ჯობდა ის დაეხატათ
ლაშა
ბარტოლომეო დი ჯოვანის აიეტი და ენტონი ფრედერიკ ოგასტას სენდისის მედეა და ძველი კოლხეთის ილუსტრაცია რომ გადაეტანათ მაისურზე არ ჯობდა? ქუთაისი ხო იგივე აიაა...
Nick
საკმაოდ ლამაზი ფორმაა. იმედია გაყიდვაში ჩაუშვებენ
ნუ გამაგიჟებთ
კონკრეტულად ქუთაისთან იდენტობა არ უნდა ჰქონდეს?
G.LA
რა სისულელეა ნიკალა თურმე ქუთაისელი არ ყოფილა. მაშინ ქუთაისელებს მაგ მიდგომით 50 და 100 ლარიანებიც ჩამოვართვათ. არც თამარ მეფე და შოთა არ იყვნენ ქუთაისელები. ნიკალა ყველა ქართველის იყო და რჩება, როგორც შოთა და თამარ მეფე. მშვენიერი ფორმაა. მე მომწონს და სხვისი არ ვიცი.
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
კიტეიშვილი ფორმაშია, "ბარსა" ფლიკით "ბაიერნთან", მიქაუტაძე თურქების წინააღმდეგ - ევროტურნირების მთავარი ამბები
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ქართველების "სლოვანი" "ბაზელის" პირისპირ - კონფერენს ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
[VIDEO] ჩელსიმ" "ბეტისს" თამაში შემოუტრიალა და კონფერენს ლიგა მოიგო
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
მატჩის დღე! ქართული კლუბების დამშვიდობება ევროპასთან თუ მოულოდნელობა "დილასგან"...