ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

<p>ვეტერანმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ ისაუბრა.</p><p>არველაძემ კომენტარი გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.</p><p>დარწმუნებული ვარ, ერთიც და მეორეც ნანობენ, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარნენ. ერთის მხრივ, მათი ზუსტად მესმის, რადგან დატვირთული სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარება რთულია. მეორეს მხრივ, მათი მოედანზე ყოფნა გუნდს ძალიან წაადგებოდა. ის, რომ გულშემატკივარს მათი ნაკრებში არყოფნის გამო გული დაწყდა, ამაში გასაკვირი არაფერია. გუნდურად კარგად ვითამაშეთ, თუმცა წინა ხაზში ძალიან გვიჭირდა.</p><p>გამოვარჩევდი საბა საზონოვის ასპარეზობას. მისი თამაში ყველაზე მეტად მომეწონა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ გუნდში წავა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. დღესდღეობით მისნაირი მცველები ცოტანი არიან. ვგულისხმობ, სისწრაფეს, სიმაღლეს, ფიზიკურ მონაცემებს...", - განაცხადა არველაძემ.</p><p><p><p><p><br></p>

  • ჟორა გაბრიჭიძე

    მე არ ვიცი ამ ფეხბურთის ფედერაციაში რატომ არაა ერთი ისეთი ანალიტიკოსი კაცი, რომელიც ასეთ სიტუაციაში სწორ ანალიზს გააკეთებს. ახალგაზრდების ევროპაზე კვარაც და გიორგიც გუნდში ორი ტურისტის ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ, როცა გუნდს გაუჭირდებოდა მაშინ გასულიყვნენ თამაშზე. დარწმუნებული ვარ ისრაელთან მათი ყოფნა გუნდს გამარჯვებას და ოლიმპიადის საგზურს მოუტანდა. საერთოდ რა საჭირო იყო ევროს წაგებულ შესარჩევზე მაგათი თამაში? იქ არ ეთამაშათ და დაესვენათ.

  • კოლა

    მოწინააღმდეგეები ჰყავდათ ბანძი, რადგან ოლიმპიური საფეხბურთო ტიტული არაა პრესტიჟული. და საერთოდ, ეს უსაქმური ხალხი, არაფერი რომ არ შეუქმნიათ ღირებული ცხოვრებაში, მთელი მონდომებით ესვრის ხვიჩას ტალახს.

  • გიორგი

    ჰო, ხვიჩა ბავშვია და შენ კაცი, ხომ?

  • გიორგი

    ჰოდა 50 000 ლუზერი რომ არის საქართველოში, ესაა პრობლემა.

  • გიორგი

    შენს კარიერას მიხედე.

  • გიორგი

    დაიღალა არ გესმის? მანქანა გგონია? კიდევ, სხვებს მისცა თავის გამოჩენის შანსი. ახლა კიდევ ვერ გაიგე?

  • ვა რა დონეა

    ოლიმპიადის ჩემპიონები 2920-ბრაზილია,2016-ბრაზილია,2012-მექსიკა,2008-არგენტინა,2004-აგენტინა.აქედან რომელია ბანძი.

  • სიმართლე უნდა ითქვას

    გადახედეთ მესის და რონალდუს კარიერას და ნახავთ მაგ ინფორმაციასაც. მესის უ23-შიც აქვს ნათამაშები სხვათა შორის. ასევე ოლიმპიადაზე. რონალდუსაც აქვს ნათამაშები ყველა ასაკობრივი. თან ეს მაშინ , როდესაც უკვე საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილები იყვნენ. ასე რომ ეგ არგუმენტად ვერ გამოგადგებათ

  • სიმართლე უნდა ითქვას

    ფანატიზმში ნუ გადადიხართ რა. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაგიგიათ რაიმე? თქვენი აზრით ნაკრებს წვლილი არ მიუძღვის მის წარმატებაში? მის ტრანსფერთან ნაკრებში წარმატებულ თამაშს არ აქვს კავშირი? როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, ეგ ეგრე არ ხდება. ვის აგინებდით რას აგინებდით? საზოგადოება სიყვარულს რომ გამოხატავს ეგ ხომ კარგია და მოგწონთ? შეცდომაზე მითითება კი არ შეიძლება ხომ? უარს თუ იტყვის ეგ არც მის კარიერას წაადგება. მასვე წაადგება ჯანსაღი კრიტიკა და სიმართლის თქმა. პირფერობა და უხ გენაცვალე შენ არასოდეს არაფერი გეშლებას ძახილი მხოლოდ დააზიანებს. სპორტი მხოლოდ ფიზიკური მონაცემები არაა. მენტალობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

  • დავით 67

    რონის! სად წაიკითხე ჩემს პოსტში რომ უარი უნდა თქვას თქო.? რომ თქვას არ გამიკვირდება მეთქი. ეს შენთვის ერთიდაიგივეა?

  • რონი-ს

    და სხვა ქვეყნის ნაკრებში რომ ითამაშოს?

  • gionat

    რაც მოხდა მოხდა, დროა დიახუროს ეს თემა არ შეიძლება მუდმივად დაუბრონდეთ ერთიდაიგივეს.

  • გიორგი

    კარიერული შეცდომა დაუშვეს, ნაკრების ინტერესებს რომ თავი დავანებოთ. არ ეგონათ,რომ "სიკვდილის ჯგუფიდან" გავიდოდით. დაღლილობა არაფერ შუაშია, მუდრიკი არ დაიღალა?! მაგრამ თავი დადო და მოეპოვებინა უკრაინას ოლიმპიადის საგზური.

  • ხვიჩა-ს

    რატომ? აგერ, ვა რა დონეას აინტერესებს. არადა, რომ ჰკითხო, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ქვეყანასაც კი ვერ დაგისახელებს.

  • შალო

    1979 წელს მარადონამ ითამაშა არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში და მსოფლიო პირველობა მოაგებინა(სსრკ-ს დაამარცხეს 3:1)...

  • რონი

    ოხ ისე ამბობ უარი უნდა თქვას ნაკრებში თამაშზეო თითქოს ნაკრების წარმატება მაგათ კიარა ჩემს ჯიბეზე და სახელზე ისახებოდეს... მაგათ ჭირდებათ ნაკრები..... არავინ აღიარებს ისეთ ფეხბურთელს მისი ნაკრები რომ ბანძია... ასე რომ საქართველოს ნაკრები აქეთ სჭირდებათ ეს კარგა დაიმახსოვრე

  • ხვიჩა

    ოლიმპიადის ფეხბურთი არის მაგარი ბანძობა და არავის არ აინტერესებს მსოფლიოში

  • ვა რა დონეა

    აჩი მართალს ამბობს იმიტომ რომ თუ არ ნანობენ მთლად უჯიგრო და უჯიშო ყოფილან,იმიტომ რომ ყველა ნორმალური ქართველი გულდაწყვეტილია ოლიმპიადაზე რომ ვერ მოვხდით.ვინც ამას ვერ ხვდება ირბინეთ ნეაპოლში იძახეთ "კვარადონა" ოღონდ არ გაბედოთ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ფრიალი.

  • ისაესა

    აი ამაშია საქმე!! მისი ძმის და კიდევ ზოგიერთების რეკორდებს რეკორდებზე ხსნის და მოკლე პერიოდებში!

  • ისაესა

    გვახსოვს ძველ გულშემატკივრებს ასეთი ფაქტები, მათ შორის ფეხების მოფრთხილებებიც და არ გვინდა ამ თემების წინ წამოწევა. არველაძეებს ხვიჩაზე ასეთ კონტექტში საუბრის მორალური უფლება არ აქვთ, იმენნა ყელზე ადგება ზოგიერთებს ხვიჩას წარმატებები, ტიპმა ერთ წელიწადში ითამაშა ის ფეხბურთი რომელიც ათეულობით ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში არ უთამაშია!

  • irakli

    იმის ნაცვლად რომ ფეხბურთელმა ფეხბურთელს მხარი დაუჭიროს, მორალს უკითხავს ბიჭებს, რომლებიც კაცობით, ქვეყნის სიყვარულით და შეგნებით ათჯერ მაღლა დგანან, ვიდრე ეს ძმები. ერთადერთი ანეკდოტების მოყოლაში თუ გაუქაჩავთ კვარას. კაცები ეგრე არ იქცევიან

  • ტყაჩუ

    წადი ბიჭი, იქ სანანებელი არაფერია, ობიექტური მიზეზი არსებობდა; შენ ჯობია ეთნოგრაფიას მიხედო: "კატა, თუ კატუ" "ბუ - ღუ" ...

  • დათო

    სწორი ქნეს რომ არ ითამაშეს, ჯერ ერთი იმიტო რომ მინიმუმ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მიეცა თავის გამოჩენის, მერე კიდე არაა ეგ ტურნირი ისეთი პრესტიჟული, შემდგარმა ფეხბურთელებმა რომ მიიღოს მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ ვინც აქ ბიჭებს აკრიტიკებს წინა U21 ში არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონი არ იცოდინება ვინ იყო, ეგ ტურნირი ტრამპლინია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის,ეროვნულის არცერთი თამაში არ გამოუტოვებია ხვიჩას და არც თავი დაუზოგავს არცერთ თამაშში, ხვიჩამ რომ გააკეთა ქვეყნისთვის და კიდე რომ გააკეთებს, იმდენი არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გაუკეთებია მთლიანი კარიერის განმავლობაში.

  • TFu.

    არველაძეებმა დაამკვიდრეს დამარცხებულის მენტალიტეტი ნაკრებში. ყველანაირად ¥ ბი რომ არიან იმიტომ. ამათმა ვის რა უნდა ასწავლონ წადით რა ნუ აყროლებთ ისევ აქაურობას

  • Marazmi.

    გაიტანეთ ეს არველაძეები რა სანამ არ გადაგაყოლებთ მაგათ

  • დავით 67

    აქ ზოგი ისე ამყრალდა, რომ ხვიჩამ საერთოდ უარი რომ თქვას ნაკრებში თამაშზე არ გამიკვირდება. ისე სთხოვენ პასუხს ამ დასვენების გამო, თითქოს მას ვალი ჰქონდეს ვინმესი. მის ადგილას სულ დედის გინებით გავცემდი პასუხს ამ ეგრეთწოდებულ ურაპატრიოტებს. არაპატრიოტობა და ქვეყნის ძარცვაზე ქოცნებას და ამბები.გეს(მათ სატელიტ საიტს),ასევე ნაცებს მოსთხოვეთ პასუხი.

  • აბა ვისი გაინტერესებს )

    აბა სანაიას და მერაბ მეტრეველს ვუსმინოთ ფეხბურთზე? )))

  • სიმართლე უნდა ითქვას

    ძალიან მაინტერესებს მართლა, გულწრფელად იმ ხალხის აზრი ვინც ანლაიქი მისცა. შეიძლება მე ვცდები და რაიმე არასწორად დავწერე. იქნებ მესი და კრიშტიანუ არ არიან დიდი ფეხბურთელები ან იქნებ ოფიციალური ფაქტები არ არის სწორი მათ შესახებ. მარადონაზე და სხვებზე აღარ ვსაუბრობ. ან იქნებ ის მეშლება, რომ ვისაც რა შეუძლია ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფოს სიკეთისათვის. მადლობელი დაგრჩებით თუ გამანდობთ თქვენს აზრს იმის შესახებ, თუ რაში იყო აქ შეცდომა.

  • ტარიელი

    წერა-კითხვა ისწავლე ! მიახწია -არა ! მიაღწიაა სწორი . ქართულს მიხედე ჯერ , მოგეთხოვება ცოდნა ქართველი თუ ხარ და მერე წერე ფეხბურთზე. სხვისი გადაწყვეტილების კრიტიკაში არაფერი გვტკივა . აქვს ყველას როგორც დაღლის , ასევე დასვენების უფლება.მიდი ხვიჩა , ვიცი , რომ თავს არ დაზოგავ სამოშბლოსათვის. მე არ მინდა ერთ ტურნირს გადაყოლილი ფეხბურთელი . მირჩევნია დიდხანს ბრწყინავდეს და მისი შემხედვარენი ჩვენს სხვა ფრხბურთელებსაც ყურადღებით ეპყრობოდნენ . რადგან ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

  • MDA

    ეს არველაძეების ნათქვამი რატომ არის საინტერესო ?

  • თემური

    ასე რომ დავსვათ კითხვა: ინანებდნენ, რომ ეთამაშათ? აქ რამოდენიმე კითხვაზეა პასუხი გასაცემი (თან ტურნირის დაწყებამდე, და არა ისრაელთან მეორე ტაიმის ბოლოს): 1) ითამაშებდა ჩვენი ნაკრები ისეთივე თავგანწივრით, თითქმის წაგებულ თამაშებს გადაარჩენდა აშკარად უკეთეს მეტოქეებთან, თუნდაც ხვიჩა-ჟორჟისთან ერთად? საეჭვოა! 2) რა მოხდებოდა პლეი-ოფში არ გასვლით? 3) როგორი იქნებოდა ახალი სეზონისთვის მომზადება? 4) ტრამვებზე გათვლები? ჰოდა, თუ კარგად გავაანალიზებთ ყველა შესაძლებლობას, მივიღებთ: მეტი ალაბათობით ინანებდნენ მონაწილეობას, ნაკრებმა მათ გარეშე მეტს მიაღწია, ვიდრე მათთან, (ვის ამოგდებას აპირებდით სასტავიდან, მაინტერესებს) და ეს ძაან გამოადგებათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე საქართველოს.

  • ბაჩო

    მაგ კვარაცხელია იქნება შენი ძმის დიდხნიან რეკორდს რომ მოხსნის ნაკრებში გატანილი გოლებით! კვარაცხელია ვარსკვლავია უკვე შემდგარი ფეხბურთელი! მაგ ტურნირზე სხვები უნად გამოჩენილიყვნენ და გამოჩდნენ კიდეც! ხვიჩას და მიქაუტაძეს რომ ეთამაშათ სხვები დაიჩაგრებოდნენ, მაგალითად გაგუა რომელმაც ძალიან მაგრად ითამაშა

  • კობა

    საქართველო პარადოქსების ქვეყანაა. წლები უსმენთ იმ ადამიანების აზრს, ვისაც რომ დაფიქრდეთ არაფერი აქვთ მოსასმენი. აჩი არველაძე ერთერთი მათგანია - არაფერი ფეხბურთელი ეგ არ იყო და მას მერეც ძალით ჩინოვნიკობის მეტი არაფრით დაგვამახსოვრა თავი. ღამის შოუში ღადაობა თუა საამაყო, ეგ სხვა საქმეა. შოთის ძმაა. აი, შოთის აზრი კი უნდა კითხოთ და ამ ტიპს - არა. ორღობის, ბირჟის დონის აზრებს ტირაჟირებს, იმ აძინიქსა ლევან სალუქვაძის მსგავსად. თუმცა, თქვენ აზრს ხომ მაგასაც ეკითხებით, ჰოდა წარმატებები ჭაობში:)

  • რეზის

    ეეჰ? რეზი ნეტა ბევრი შენნაირად ფიქრობდეს, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩასაფრებულებს რა გამოლევს?

  • სოსო

    რატომ დამყარდა დასწრების რეკორდები,საქართველოში და თანაც რამდენიმეჯერადი მატებით,არ გიფიქრიათ?იქნებ იმიტომ,რომ სხვა ქვეყნებში,მართლაც დიდად არაფრად მიაჩნიათ,ეს შეჯიბრება და მხოლოდ ახალგაზრდა ტალანტების დათვალიერების საშუალებად თვლიან,სადაც სკაუტები შეიკრიბებიან და ერთდროულად მრავალ ახალგაზრდას შეათვალიერებენ?ამ ჩემპიონატზე,დასწრების 72%,საქართველოში დაესწრო და მხოლოდ 28% რუმინეთში.იქ ხომ გაცილკებით ადვილად ჩავიდოდნენ იქ მოთამაშე ნაკრებების გულშემატკივრები,თუკი ენდომებოდათ? ხვიჩას და მიქაუტაძეს,რა თქმა უნდა გულში ენდომებოდათ ბიჭების დახმარება,მაგრამ ეს მხოლოდ ემოციურად.ისინი პროფესიონალები არიან და ვალდებულები არიან,საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრონ.ბევრ ევროპულ კლუბში,ფეხბურთელებს,ქუჩაში,ან ეზოში ფეხბურთის თუ რაიმე სხვა კონტაქტური თამაშით გართობაც კი აკრძალული აქვთ.ხვიჩას ორი გადაბმული სეზონის შემდეგ,ახლაც რომ არ დაესვენა,უკვე შემოდგომითვე ექნებოდა ჩავარდნა და ფორმაში ვერ შევიდოდა.ეს იმ შემთხვევაში,თუ ტრავმას არ მიიღებდა დაუსვენებელი ორგანიზმი,რისი საფრთხეც ძალიან რეალური იყო.რამდენს ახსოვს,ვინ არის ბოლო ორი ოლიმპიადის,ან ევროპის ჩემპიონი?ვფიქრობ,ძალიან ცოტას.ჰოდა ამის გულისათვის,ნაპოლი მართლაც ჯანდაბას,მაგრამ ნაკრებშიც თუ სუსტად ითამაშებდა,მაშინ რა რეაქცია გექნებოდათ?ან ექნებოდათ?სურვილი ერთია,მაგრამ ხვიჩამ,რაც საჭირო იყო,ის გააკეთა და ამით,თანაგუნდელებსაც გაუხსნა გზა,ევროპისაკენ.

  • ბევრი ჩვენც მოგვეთხოვება! რეზი.

    ძმებო! ჩვენი კომენტარებით უფრო ვართულებთ საქმეს და ხვიჩასაც ჩვენდა უნებურად ზიანს ვაყენებთ, დარწმუნებული ვარ ხვიჩა კითხულობს კომენტარებს და რაღაცნაირად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხომ არ ვახდენთ? ვიცი ყველა ჩვენებურად განვიცდით ყველაფერს, რაც ფეხბურთს და საყვარელ ფეხბურთელს ეხება და უკავშირდება, მაგრამ ჩვენც ცოტათი უნდა მოვთოკოთ ნერვები და დავაწყნაროთ ემოციური ფონი, მითუმეტეს ხვიჩას პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპი ეწყება! წარმატება ვუსურვოთ პირადში და საფეხბურთო კარიერაშიც!

  • გოგა

    ხვიჩა კვარაცხელია რატომ არ ითამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში,რატომ დარჩი ნაპოლიში და არ წადი რეალში.რატომ მოიყვანე ცოლი.რა დროის ბედნიერების დროა ჩვენზე არ ფიქრობ? რატომ დაიღალე რა იყო ერთი 100 თამაში ვერ უნდა ითამაშო? რატომ არ აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. რატომ ისვენებ ევროპის კურორტზე ბათუმი არ მოგწონს? შენ ყველა სიამოვბებაზე უნდა თქვა უარი და ქართველ ხალხზე უნდა იფიქრო.სანამ ფეხბურთს თამაშობ არ გაბედო დაისვენო.ვაი ჩვენს პატრონს. არაფერი გვეშველება.

  • Დათო

    კვარას რომ ეთამაშა და თამაში არ წასვლოდა და ვერ გავსულიყავით, რისი ალბათობაც მაღალი იყო, მერე გენახათ აქ რა ამბები დატრიალდებოდა, იმენნა გადაუვლიდნენ ხვიჩას. ხომ ფაქტია, რომ ბიჭს აშკარა ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები აქვს, გამოფიტულია, გაუტანელმა პენალმა ხომ წარმოგიდგენიათ რა დარტყმაც მიაყენა ამ მდგომარეობაში მყოფ ბიჭს და ბოლობოლო რა დაჯიჯგნეთ ეს ოქროსგულიანი ბიჭი...არ უბალეშიკებთ და ვის რას აყვედრით, თქვე მართლა დაუნახავებო. არველაძემ კიდე პერო გამოიღოს, გამომივიდა აქ პროფესორი, იმენნა ხვიჩამ დაგანახათ თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი, ეკლესიის პატივისცემა, და უამრავი რამ კიდევ...სამხრეთ იტალიას საქართველო დ ა ქართველები შეაყვ არა ბიჭმა, მენაგვიდან დაწყებული უნივერსტეტის რექტორიტ დამთავრებული! არასწორად ეხებით ხვიჩას!

  • სიმართლე უნდა ითქვას

    ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო კვარამ და მიქაუტაძემ. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბურთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტია ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. ბევრი აპელირებს, თითქოს ეროვნულზე ხომ არ უთქვამთ უარი და ა.შ და ა.შ ამ ხალხს მინდა ვკითხო. ახალგაზრდული ნაკრები სახელმწიფოს არ წარმოადგენს? სადაც შენს სახელმწიფოს წარმოადგენ, შენი ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდიხარ, არაა მნიშვნელოვანი? ეროვნულ ინტერესებს როდესაც ემსახურება, ნებისმიერი ასაკობრივი არის მნიშვნელოვანი. ყველანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები უნდა ვიყოთ და დავეხმაროთ იქ სადაც დასჭირდება. როდესაც ეროვნული ნაკრების ფორმას ირგებ, შენი ქვეყნის ჯარისკაცი ხარ. წარმატებები სრულიად საქართველოს.

  • ხვიჩა

    სამი კვირა ხო ამ თემაზე იჭორავეს უსაქმურებმა, ახლა მეორე წრეზე წავიდნენ... თუ უნდათ თვითონ იტყვიან ნანობენ თუ არა, თქვენ რას მარჩიელობთ მათ მაგივრად

  • G.LA

    ქართველებმა სამშობლოს სიყვარული არ იცით ელი

  • ადამიანი

    ბაბანგიდა- თიკუნი(მეტსახელი, ,,იუზერნეიმი") სწორად შეგირჩევია,ჯერ შენი გაკეთებული რამე საქმე გვითხარი და მერე უღრინე ბიჭებს

  • რონი

    ყველაფერი შეიძლება არველაძეებს დააბრალოთ მაგრამ ის რომ ნაკრებში არ მოდიოდა და მერე კლუბში თამაშობდა სისულელეა. თითზე ჩამოსათვლელი თამაში აქვს გამოტოვებული... რო ბულინგობდა ნაკრებში ან თავის შეხედულებისამბრ აძახებინებდა ბიჭებს ეგ თქვით. ნაკრებში არ მოდიოდა ჯანაშია და კიდე სხვა...

  • Roni

    კი მასეა ქვეყანას თუარ გამოადგა ქართველი კაცი ნაპოლი იქნება თუ რეალი თავში ქვა უხლია რაც უნდათ ის მოუგიათ...შენგელიამ რაც ქნა ეგ იყო კაცობა ხან იტალიაში მიფრინავდა და იქ თამაშობდა და იქიდან ჩარტერით უკანვე ბრუნდებოდა და მეორე დღეს აქ თამაშობდა ეგ არის დაღლა თუ არის თორემ სეზონის ბოლოს ნაპოლი რო გასულიყო ნახევარფინალში და ფინალში იმ 3 თამაშს არ ითამაშებდა დაღლილი ვარო იტყოდა? სულ 4-5თამაში უნდა ეთამაშა და ეგ დაიზარა ამის მერე რაღა უნდა მოსთხოვო მართლაც რომ კარგად იყოს თავის ნაპოლიანად.

  • ვაახ???

    მართალი ხარ ხვიჩა! მართლა უკვე ტვინი მოხნეს ყველამ. ყველამ მიხედეთ თქვენს მამიდებს, ან თუ საქმე გამოგელიათ, აიღეთ მახათები და....

  • gio

    არ უთქვამს ეგრე,ვუსმინე!გული წყდებათ დარწმუნებული ვარო.ნანობენ, ცოტა სხვა კონოტაციაას შეიცავს.რატომ ამახინჯებთ ნათქვამს?

  • ბაბანგიდა

    ხოდა ცხრა კილო ოქროს რო ეძახიან იმისგულისთვის რო არ ითამაშა საქმეც მაგაშია და ხალხი ხვდება და იმიტომ სწყინს.თორე რა დაღლა,რის დაღლა.ამ ასაკში თუ დაიღალე კარგად გქონია საქმე. გამოსავალი ერთია ამ საქმიდან,ქართველი ხალხი ბუნებით არ არი ბოღმა-გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ერთი სიტყვით და დააყოლოს ცხრა კილო ოქროს რო ეძახიან იმის გამო ვერ ვითამაშეო. თორე მე ვისაც ვიცნობ-სამეზობლო,სამსახური თუ რავიცი ყველა იმას იძახის სულ კარგად იყოს,სულ წარმატებები,მაგრამ მე მაგის გულშემატკივარი აღარ ვარო.

  • სიმართლე-ს

    რაც უფრო ბევრს წერ, მით მეტია სისულელის დაწერის ალბათობა. ანუ, იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ,,არაფერი მნიშვნელოვანია"?

  • Გვეშველება რამე?

    რატო გვჭირს ასეთი სენი?რატო გვიყვარს ადამიანების კერპებად და ქურუმად ქცევა,რატო გვაქ სექტანტობისკენ მიდრეკილება? ვერ ატყობთ რო ახალი სექტა ჩამოაყალიბეთ??? აი მაგ აზროვნებით და მეტალობით-დავიღალე-ან ერთი რას მიახწევს და ამ მეორე მაგასაც ვნახავთ. აქ ,,სიმართლე"-მ სწორედ დაწერა-არარსებულია სპორტსმენი რო ასე ფიქრობს რამეს მიახწიოს,გამორიცხულია.დაიღალე? ხოდა ვინც არ დაიღალა ის უფრო მეტს მიახწევს და გულშემატკივარსაც ის უნდა ეს ხო 2×2=4-ა!!!

  • აკია

    მართლაც ნუ გაუტ…ეთ საქმე ხვიჩას, გენეტიკურად ერთმანეთის მოძულე და შურიანო ქართველებო!

  • Სიმართლე-ს

    1.000.000% -ანი ხარ!!!

  • არ დაბლოკოთ

    რომ ნანობდეს და ბოდიში მოიხადოს ეგ კარგია.მაგრამ თუ არ ითამაშებდა ხომ ბიჭების გვერდით უნდა ყოფილიყოს და სტიმული დიდი იქნებოდა. ძნელია როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს და ამ დროს საგულაოდ წავა.ყოფილიყოს განაცხადში გაემხნევებიოს ბიჭები.გვერდში დგომა ძაან მნიშვნელოვანი იყო

  • Jango

    არაფერი აქვთ სანანებელი და არც უნდა ინანონ, 21 წლამდელებიდან რომ ეროვნულში წავიდნენ ეს სრულიად გასაგებია, ამსიათვსი არის ის რამპლინი,უკუტრამპლინი კისაჭიროა არაა, მაგრამ ორივე ნაკრებში იყვნენ და ისედაც დიდი კონკურენციის 21 წლამდელთა ბიჭებში ვიღაცეებს გზები გადაუკეტონ მომავლისაკენ, ეს არ ღირს იმადაც კი რომ 21 წლამდელები თუნდაც ნახევარფინალში გასულიყვნენ, ვინაც ითამაშა ეროვნული ნაკრებიდან 21 წლამდელებში მათაც არ უნდა ეთამაშათ მითუმეტეს თუკი უკვე ფაქტიურად არა 19-20 წლის არამედ 21-ს გადაცილებული არიან, ამდენი კი უნდა ესმოდეთ. ვისაც არ მგეწონებათ ჩემი მოსაზრება, თავს ნუ დაიღლით ჩემთვსი რაიმეს ახსნით ან ჭკუის სწვალებით. პატვი ეცით სხვათა მოსაზრებებს. წარმატებები ყველას და ყველაფერში .

  • ქუთაისელი

    რა თქმა უნდა ეს ხვიჩას დაწერილი კომენტარი არ არი,მაგრამ თუ ხვიჩა მართლა ასე ფიქრობს-სადაც თავისი თქვას იქ გულშემატკივარისაც დააყოლოს

  • ხვიჩა კვარაცხელია.

    ნუ შემიკიკინეთ ყველამ!

  • ბაბუაწვერა

    ხვიჩა კი არა პელე რო იყო თუ სპორტს იმაზე მეტი არ დაუბრუნე რაც სპორტმა მოგცა-ცუდად წავა საქმე. ბუმერანგის პრინციპი ბუნებაში ჯერ ვერავინ გააუქმა. ხვიჩასაც გაუმარჯოს და ჟორჟსაც! არ უნდათ და არ ითამაშეს.ისე აჩისმსგავსად ძალიან ბევრი ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელი ფიქრობს.აჩიმ კიდევ ლაითად თქვა.

  • ჟორა

    რა თქმა უნდა, მათით ოლიმპიურ საგზურს მოვიპოვებდით, მაგრამ ბიჭები მართლაც გადაღლილები იყვნენ და სულ რაღაც ერთ თვეში ახალი სეზონი ეწყებათ. ამ დროს, გამჭრიახობა ფედერაციამ უნდა გამოიჩინოს და პირველ ნაკრებში არ უნდა გამოეძახათ და კონცენტრაცია ახალგაზრდულზე გაეკეთებიათ. ბოლოს რა გამოვიდა? აქედან ვერც ევროპაზე გავალთ და ოლიმპიადის საგზურიც დავკარგეთ, ანუ ყველაფერი ფედერაციის გონებაშეზღუდულობას მოკითხეთ.

  • ლადო

    სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ჩვენი ეროვნული ნაკრები დიდხანს ვერ ითამაშებს დიდი ტურნირების ფინალურს, ამიტომ ეს u21 იყო შანსი ქართველ ხალხს უდიდესი საფეხბურთო სიხარული მიეღო, სად გინახავთ ახალგაზრდულის თამაშზე 50 ათასი ადამიანი და ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთი? ამის ნაცვლად მორიგი იმედგაცრუება და ტკივილი შეგვრჩა ხელთ, არადა რა ახლოს ვიყავით. ყველა თავისებურად უყურებს ამ ცხოვრებას, მე მგონია, რომ თუ შეგიძლია ცხოვრებით გაუბედურებულ მილიონობით შენ თანამოქალაქეს ბედნიერება მიანიჭო, ყველაფერი გვერდით უნდა გადადო. ამ მილიონობით ადამიანისგან წამოსული სითბო და სიყვარული ხო კარგია? კერპობა ხო კარგია? ხოდა მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ხვიჩას ყველა წარმატება გამახარებს, მაგრამ ყოველთვის ხინჯად მექნება,U21 ამბავი

  • სიმართლე

    გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის, ჩემპიონთა ლიგას რომ უყურებ და ევროპის და მსოფლიოს პირველობას, ეგ გგონია მარტო ფეხბურთი :):) ჰოდა მაშინ ჩაუჯექი და დაელოდე, ან ერთში ან მეორეში ან მესამეში ოდესმე რამეს თუ მივაღწევთ ასეთი მიდგომების და აზროვნების დამსახურებით. :) საერთოდ დ ჯერ იქ უნდა გააჯაზო, სადაც ამის შანსი გაქვს და პატარობიდანვე უნდა აპიარო და უქომაგო გუნდებს. ბოლოში (შემდგარი ფეხბურთელების) შედეგის ყურება არაა ფეხბურთის ცოდნა. ეგეც ბლეფია, რომ სხვები არ გამოჩნდებოდნენ. ამათ ფონზე და გვერდში სხვები უფრო იზრდებიან და ვლინდებიან; და კლასიც ასე იწევს, როცა ძლიერების გვერდით ბევრს თამაშობ). ნუ აფეტიშებთ ამ კვარას და ჟორჟს. ჯერ არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ, რომ ამ დონემდე აიყვანოთ ცაში. უნახავივით იქცევა მთელიუ ქვეყანა. ერთხელ ჯოხიც გაისვრის :). დაელოდეთ, ჯერ წლები უნდა რეალურ აღიარებას. პოტენციალი აქვთ, მაგრამ ასე გამოდევნება და ხელის დაფარება სიბნელეა. თან ასე თუ აუვარდათ და არ იკადრეს, არც სხვა დონეზე შედგებიან, დამერწმუნე (შანსი არაა, რომ ამ ფსიქოტპით რამე გაქაჩაონ აწი, თუ არ შეიცვლიან). უნდა ეთამაშათ და ბოლომდე დახარჯულიყვნენ. ეს მათი თაობაა და თუ ამ თაობის ლიდერები არიან, პერო კი არ უნდა იკეთო (არ მეკადრება სერია ა-ს პონტში, რაც ქაჯობაა). იყავი თავმდაბალი და დაიხარჯე ჯერ შენი ქვეყნის სიყვარულში. და მოეშვით, ნუ ელოლიავებით. შეცდომა შეცდომაა და მისი აღიარებაც დიდი ფეხბურთელობის ნაწილია.

  • ისაესა

    არველაძეებს ნაკრებში არ თამაშზე ხმა არ აქვთ ამოსაღები, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა შოთა არველაძეს უარი უთქვამს ნაკრებში თამაშზე და მეორე-მესამე დღეებში 90 წუტი უთამაშია. ხვიჩა ადგა და კაცურად გვითხრა დავიღალეო და ჩვენ მისი გვესმის.

  • გივი

    აუუუ,მოკლედ, ჩაატანა ყველამ გემო ამ თემას. არ დაიღალეთ? არველაძე იმაში თუა დარწმუნებული, თვითონ რომ ნაკრებში თამაშობდა თავს უფრო ზოგავდა და უფრთხილდებოდა, ვიდრე თავის კლუბში გამოსვლისას? ან საერთოდ, როგორ შეიძლება სხვის ნაცვლად იყო დარწმუნებული, როცა ადამიანი საკუთარ ფიქრებშიც კი არაა დარწმუნებული ყოველთვის. შეუკიკინეს რა ხვიჩას და ჟორჟს. მიხედეთ ყველამ საკუთარ საქმეს.

  • კოლა

    ლაურენტისმა თქვა, თუ ,,ასეა ეს" ნაპოლი და მისი წარმატება აღარ აინტერესებს, დავშლი გუნდს და სახლებში გავუშვებ ყველასო.

  • D0N

    როჟებს ეროვნული და ახლალგაზრდული ნაკრებები ვერ გაგირჩევიათ და ვის ცხოვრებას და საქციელებს არჩევთ ბიჭო?!!!

  • nk

    საერთოდ რატო გგონიათ რომ ჯგუფიდან უეჭ გავიდოდით კვარა მიქა რო ყოფილიყვნენ ? უფრო ადვილი გასაშიფრი იქნებოდა, რა და ვინ უნდა ამოეკეტათ თუ დაემტვრიათ. ბოლო 20 წუთი შემოვიყვანდითო ისრაელთან და სისულეებს ვინც იძახით, ეჭვიც არ მეპარება პირველები იქნებოდით ვინც ყველა თამაშის ძირითადში ყოფნას მოთხოვდით, ძირითადში კი არა 90 წუთზე რო შეეცვალათ და გუნდს ვერ მოეგო მაგ ამბავს დააბრალებდით. იდეალურად დაჯდა ყველაფერი, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ნახ ფინალამდე, ახალი სახეებიც გამოჩნდნენ მსოფლიო რადარზე. ოლიმპიადა კი გაასწორებდა, მარა ცხოვრებაში არ მინახია ოლიმპიადის ფეხბურთის თამაშები და დარწმუნებული ვარ არც 90%ს აქ მყოფთაგან. კვარა მიქა რო ყოფილიყვნენ სხვებს აღარც კი შეიმჩნევდნენ

  • გიორგი

    ოლიმპიადაზე რისი მიღწევას ვაპირებდით? ახალგაზრდული კი არა ძირითადი ვერაფერს ვერ აჩვენებდა. სამი გადაბმული პასი არ შეუძლიათ გაითამაშონ, უკან პასების მეტი რა ვიცით? ინდუვიდუალურად თუ შევძლებთ, ეგაა და ეგ.

  • ირაკლი

    გაიხარე, კომენტარები კი ზოგი მართლა უბრალოდ გაუგებარია რას ემსახურება.

  • ციციკორე

    შოთას, ცალკე აღებულუ ერთი სეზონი, ხვიჩას შარშანდელ სეზონს ვერ ჯობდა, მაგრამ მის კარიერამდე და სტაბილურობამდე, ხვიჩას ჯერ დასამტკიცებელი აქვს. აიაქსი თავისი ისტორიით, ნაპოლის ჯიბეში ჩაისვამს და აიაქსის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელობა, პატარა მიღწევა არაა.

  • david

    საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ჩემპიონატს რადგან სხვა არცერთი საკლუბო თუ სანაკრებო მატჩები არ ემთხვეოდა დროში და უამრავი ჩემი თანამშრომელი მეკითხებოდა ჩვენს ნაკრებზე (მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ), უკვირდათ პორტუგალიას რომ მოვუგეთ და საერთოდ ჯგუფიდან რომ გავედით. აქედან გამომდინარე მიქაუტაძის და კვარაცხელიას თამაში მეტი წარმატების შემთხვევაში უფრო გაზრდიდა ფეხბურთელების მიმართ გამოჩემილ ინტერესს ევროპული კლუბების მხრიდან....

  • მარადონას

    ვინც ხარ, არ ხარ შენ კაი კაცი

  • odala

    ჯერ რა ეთამაშება უკრაინას, მაგრამ თუ ეს ჩემპიონატიც ომის და შემართების ნაწილია, ითამაშონ. საერთოდაც რაც მაგათ თავის ქვეყანას დამართეს, იმის მერე მე მაგათ არაფერში მივბაძავდი.

  • მამუკა

    ჩვენთვის ყველა ტურნირი, სადაც საქართველოს სახელით გამოდიან, საქართველოს დროშა ფრიალებს და საქართველოს ჰიმნი ისმის მნიშვნელოვანია!!!

  • (===

    გადამეტებულ მოლოდინებს რომ იქმნით იმის ბრალია.ადამიანს იმას რომ მიაწერთ რაც არის, შემდეგ ბრაზდებით და ქვების სროლას იწყებთ. თავად ქმნით ილუზიებს,აყენებთ პედესტალზე, გმირს და თავდადებულებს ეძახით. არადა ჩვეულებრივი, დაუღვინებელი ბავსია,რომელსაც ბუნებამ ნიჭი მისცა კარგად ითამაშოს ფეხბურთი + შრომისმოყვარეეობა. თქვენ კიდევ ხან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას თხოვთ, ხანაც გმირობას საკუთარი ინტერესების უკან გადადებას.

  • ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

    ტრამვები არა, ტრამვაები უნდა დაგეწერა. ქართულში ორი გყავდა? აჩი, ჯიგარი ხარ!

  • Givi

    რასაც ვეღარ შეცვლი აღარც უნდა იფიქრო და ილაპარაკო...წარსულს ჩაბარდა და ნუ გადავაყოლებთ ბიჭებს ამ ყველაფერს...

  • odala

    მსოფლიოს არ აინტერესებს და საფეხბურთო სამყაროს. ამას მტკიცება სჭირდება? რამდენჯერ აქვს ნათამაშები მესის, რონალდოს და სხვა ვარკვლავებს ოლიმპიადაზე ან U-21 ჩემპიონატები?

  • სააკაძე

    ისრაელს გავცდებოდით და ოლიმპიადაზე გავიდოდით!

  • ქართველი

    მართალია არველაძე. ხვიჩაზე და მიქაუტაძე ნაკლები არიან მესი, მბაპე და სხვები, რომლებიც ხვიჩაზე მეტ თამაშებს ატარებენ ნაკრებში და კლუბებში (თანაც უმაღლეს დონეზე) და თავი არავისთვის დაუყვედრებიათ. თუ 21-22 წლის ასაკში არ შეგიძლია თამაში ეროვნული ნაკრების დახმარება, აბა როდისღა შეძლებ თამაშს?

  • სიმკაცრე

    აი, ფეხბურთის, უფრო სწორად ერთი მარჯვე ფეხბურთელის სექტა ღა აკლდა ამ საწყალ საქართველოს და აჰა, ეგეც შეიქმნა უკვე რამდენიმე თვეა. ბიჭო, საქართველოს არაფერი დააკლდა მაგითი. ისევ თქვენს საფიცარს დააკლდება. სამართალი ისეთი რამეა, არავის არაფერს აპატიებს. ფეხბურთი მარტო ფეხის სიმარჯვე არაა, კეთილსინდისიერება და თავმდაბლობაა ის ძალა, რაც დიდ ფეხბურთელად გაქცევს. კარგად დაიმახსოვრეთ, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში სადამდე ჩამოვა ეგ თქვენი ჯილა.

  • მარადონა

    ამან 28 წლის ასაკში დაანება ფეხბურთს თავი ტრამვების გამო. ეთამაშა გამაყუჩებლებით, თუნდაც კარიერის მერე ინვალიდი დარჩენილიყო. სამშობლოს და გულშემატკივარს ხო ჭირდებოდა. რატო დაიმალა. რა დასვენება. რას გარბოდა სახლში.

  • გიორგი

    პაწა ხო არა გშურს?))) ისე საერთოდ თუ გაინტერესებს ფაქტები ხვიჩა საკუთარ სოფელშია ეხლა.

  • ასეა ეს

    უბრალოთ ხვიჩამ 9 კილო ოქროს რომ ჯობია, ყველაფერს ის ამჯობინა და პარიზში გაფრინდა.ამის შემდეგ ნაპოლიც და ყველა მისი ფეხბურთელი აღარ მაინტერესებს.

  • ავთო

    ეხლა ეს გამოვიდა ახალი პროფესორი. კაცმა 60(!) თამაში ითამაშა სეზონში, ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყავი. რომელ ახალგაზრდულ ან ძველგაზრდულ ჩემპიონატზე მოგიკლავთ საქართველოსთვის თავი შენ და შენ ძმებს. საიდან უნდა ცოდნოდა კვარას, რომ გუნდი ამ ჯგუფიდან ამოვიდოდა. ამ ხუთ თამაშში მთელი მომავალი სეზონი უნდა დაედო სასწორზე. თქვენგან განსხვავებით კვარა ხალხს უყვარს და ჯობია, გაჩუმდე

  • დინამო

    კომენტარების დონე პლინტუსს ქვემოთ. პროფანების დოღი. შესვლაზე რომ შემოსულიყვნენ ესეც საკმარისი იქნებოდაო. ჯერ ერთი, ვისთან იქნებოდა საკმარისი, ინგლისთან, თუ ესპანეთთან?!.. თქვენ ხო თასი გინდოდათ. და მერე კიდე, ისე ამბობთ, თითქოს უნდა გადმოფრენილიყო კვარა მესამოცე წუთზე მონაკოდან და გადაფრენილიყო ისევ თამაშის შემდეგ. ანუ, დაისვენებდა კიდეც და თასსაც მოგვაგებინებდა. საერთოდაც რომ არ მიიღოს ფეხბურთელმა თამაშებში მონაწილეობა და მხოლოდ განაცხადში იყოს, ეს უკვე ნიშნავს შეკრებაში, ვარჯიშებში, მომზადებაში მონაწილეობას. რაც შეეხება მუდრიკს, აქ რომ ეტალონად მოაქვთ. მუდრიკი მთელი წელი კრასკას ხეხავდა ჩელსის სათადარიგოზე და კვარაცხელია იტალიის ტოპი და ჩემპიონი გახდა. მუდრიკს ათასი აქვს დასამტკიცებელი მათ შორის ჩელსის წინაშეც და ეს ახალგაზრდული კარგი საშუალება იყო მისთვის და ვერც ეს გამოიყენა. და რედაქციამ რომ ამოიღოს ეს თემა თავისი განრიგიდან, ვერა?!.. გარდა არასასარგებლო ნეგატივის რას აკეთებს..

  • რატი

    აჩიმაც გააპარაა. :) და ისევ მისცა სასაუბრო აქოთებულ სოროებში მიყუჩებულ ხელმოცარულებს.

  • Haaland

    უნიჭიერესი კვერნაძე და სიგუა არ ათამაშეს და სამწვრთნელო სტაფი არ ნანობს? ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ისრაელთან თამაშზე, სადაც მოგება შეგვეძლო. იმ ორის გამართლებას არ ვცდილობ ამით, ყველასთვის დატვირთული სეზონი იყო, განსაკუთრებით მამარდასთვის

  • nika

    ტვინი წაიღეს უკვე ამ უ-21-ით, ძლივს ფეხბურთელები გამოჩდნენ, გოლები რომ გააქვთ ევროპაში და უპოვეს ახლა საქილიკო, თურმე ჭე-კლასის ტურნირზე როგორ არ გამოვიდნენ, რომელიც თავადაც პირველად გაიგეს. რამდენმა ქართველმა იცოდა, შვედეთმა რომ მოიგო 2015 წელს? თითქოს ამით გვაღიარებდა მსოფლიო. გაგვიცნო უკვე მსოფლიომ კვარაცხელიათი და გაიაზრეთ სათანადოდ. მუდრიკს რომ ადარებენ კიდევ, მგონი გოლიც არ გაუტანია ტიპს ჩელსიში, მაშინ როცა ნაპოლის თითქმის ყველა სახიფათო მომენტი კვარაცხელიას შექმნილი იყო, გინდა მოგებულ მატჩებში, გინდაც წაგებულში.

  • გიორგი

    არ მოეშვებიან ეხლა. თვითონ იტყვიან თუ ნანობენ. სხვის ნაცვლად ლაპარაკს იმაზე ილაპარაკონ თვითონ რაზე ნანობენ, თუ არაფერი აქვთ სანანებელი?

  • ქოცი

    აბა მამი არველაძეეეეე??

  • ზურა

    ტრადიციული ქართული ბულინგი. " ჩვენს სიმცირეს მივტირით მუდამ, მაგრამ თუ ვინმე რჩეული გამოგვერია, ისე დავკორტნით ..... ". არველაძეს და მის ძმებს ხვიჩას დონის და ინტენსივობის ფეხბურთი არ უთამაშიათ. დაღლილობა რა არის, კარგად მოეხსენებათ, ამიტომ ყველამ თავის მამიდას მიხედეთ, ერთხელ და სამუდამოდ

  • თემო

    უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართველები სუფრასთან ვართ მაგარი პატრიოტები.მაგრამ გასარკვევია ვინაა მთავარი დამნაშავე გაუნათლებელი ფეხბურთის ფედერაცია თუ ხვიჩა.ფაქტი კი ის არის რომ ქართველი გულშემატკივრები ოლიმპიადაზე ჩვენ ნაკრებს ვეღარ ვიხილავთ.

  • ლაშა

    ეჰ, რაღა დროს?! მხოლოდ შეცვლებზე რომ შესულიყვნენ ისიც კი კმაროდა პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად...

  • კ ო მ ბ ლ ე

    ოდნავ ნიჭი და მაკვარანცხი ვინმე თუ გამოჩნდა; მორჩა! ამოვიჩემებთ, იმ ერთისგან ვითხოვთ ციდან ყველა ვარსკვლავი მოწყვიტოს, ჩაამოგვიტანოს, ჩაგვახუტოს და ეს გვგონია სამართლიანობის მაქსიმუმი. აბა რაა! მაშ რისთვის ვაღმერთებთ და რისთვის ვეთაყვანებით, თუ ქვეყანას არაფერი მოუტანა ხომ? როცა გუნდი იყო, ტალანტებით დახუნძლული გინდი, ქინქლაძის და არველაძის თაობა, მაშინ არავის არაფერი მოუთხოვია, მაშინ არ გეცალათ ხო? ეხლა კი, ეცით ამ პატარა ბიჭს და ცოტა გაკლიათ სამოთხის გასაღები მოთხოვოთ, იმას კი არ უკვირდებით, როგორ? თერთმეტ კაციან გუნდიდან ერთმა როგორ უნდა გაამარჯვებინოს?. უყურებთ საქართველოს ჩემპიონატს? ვერა ხომ? ნერვები არ გყოფნით მათი თამაშის დონის ყურებაზე ხომ? აი აქ დავამთავრებ, მორჩა, პრაშჩაი გოდი დალიოკაია! და ნუ ათამაშებთ რაა, საკუთარ თავს კითხეთ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის სხვისგან რომ ითხოვთ სასწაულებს.. ააა?! ციც! თქვე უსამურთა ხროვა, ენის ტარტარის მეტი სხვა არაფერი რო არ იცით.

  • იბერია

    ერთი კაი მამის შვილი ქინებოდა იგივე მუდრიკი რომ არ წასყლიყო უკრაინის ნაკრებში, მაგრამ არც მას აწყენდა დასვენება მარა იცოდა რასაც მოიწევდა იმიტონ რონ კაცურად მოთხოვდნენ პასუხს აქ კიდე ქვეშქვეშძრომიების და მლიქვნელების ქვეყანა რომაა და სათქმრლს არავინ რომ არ ამბობს იმიტომაა ასეთი მდგომარეობა. იგივე ხიზანიშვილი ნაკრწბის ასისტენტი კი არ უნდა იყოს უნდა იმალებოდეს რაც მაგან თავის დროზე იკადრა როდესაც ნაკრწბის კაპიტანმა თქვა ხალხი ჩვენს საგულშემატკივროდ კი არა უცხოელი ფეხბურთელების სანახავად დადია თამაშებზე. პასუხი არავინ მოსთხოვა. კარგად შეუძვერით ერთმანეთს

  • odala-ს

    თქვენ რა იცით, ვის რა აინტერესებს

  • w

    სხვებმაც ითამაშეს დიდების ნაკრებში და არა მარტო ქართველებმა უკრაინელებმაც.სხვებისთვის იქნებოდა უდიდესი სტიმული მათ გვერდით ყოფნა.

  • ქუთაისი

    მიქაუტაძის არ ვიცი და კვარაცხელიას არაფერი არ აქვს სანანებელი. კვარა არის მსოფლიოს ტოპ მოთამაშე. რატომ უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში საინტერესოა. წარმოვიდგინოთ, რომ მიეღო მძიმე ტრამვა რომელიმე თამაშში,ისეთი ჩაკვეს რომ ორი წელი გაუცდინა... მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდებოდით. ქართველებმა, ბოლო ოცდაათი წლის საუკეთესო მოთამაშე და დღეის მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელი ვათამაშეთ ახალგაზრდულზე, სადაც ვიღაც უცნობმა თინეიჯერმა მოტეხა ფეხი... მაგარია არა?!... მითუმეტეს, რომ ყველა ვხედავდით როგორი გადაღლილი იყო კვარა სეზონის ბოლოს და ახალგაზრდული რომ ეთამაშა, ფაქტიურად დასვენებას ვერ ასწრებდა, ერთ თვეში უკვე სერია ა იწყება და ნაპოლის მოსამზადებელი უკვე დაწყებული აქვს. და, ფეხბურთელის გადაღლა, ეს ის გადაღლა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი რომ მეათე სართულზე ავიდეს ფეხით... ეს მთელი კომპლექსია, ძვალ კუნთოვანი მასიდან დაწყებული და ათასი კიდე... როცა სხეული ძნელად გემორჩილება, კოორდინაცია გიჭირს, სისხარტეს კარგავ და კიდე ფსიქოლოგიური ფაქტორები... და ეს არველაძემ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს... ალბათ ისიც იცის, რომ წინა სეზონი კვარამ ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო... ისე, მაინტერესებს არველაძემ თუ იცის ვინ გახდა ახალგაზრდული ევროპის ამისწინა გათამაშების გამარჯვებული... რაღაც ეჭვი მეპარება... და ასეთ ტურნირზე უნდა ეთამაშა თურმე კვარაცხელიას.

  • odala

    აუ მორჩით, რა! არავის აინტერესებს ეგ თქვენი ოლიმპიადა ფეხბურთში. არც არავის აინტერესებს U-21 ჩემპიონატიც. უბრალოდ ჩვენ გვემართება ელეთ-მელეთი ასეთ მეორეხარისხოვან ტურნირებზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე შანსი არა გვაქვს. ამ ბიჭებმა დიდების ნაკრებში ითამაშეს, რაც სრულიად საკმარისია და მადლობა მათ. არ ჩაიხვიეს ამ ინფანტილებმა.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"შოთა არ ვარ, აჩი ვარ" - თურქ ჟურნალისტს ძმები არველაძეები ერთმანეთში აერია [VIDEO]

"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა

"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

იტალიური გრანდი მიქაუტაძით კვლავ ინტერესდება - რას წერს Tuttosport-ი?

"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით

ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა

კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

ანდრეა პირლო აჩი არველაძის გუნდის მწვრთნელი გახდება და ვატო არველაძეს დამოძღვრავს

ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება