"შავი ლომის" გამოცდილი მორაგბეები – მერაბ შარიქაძე და შალვა მამუკაშვილი ჩელენჯ თასში ჩართვის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მას ქართული რაგბის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ეს არის შესანიშნავი შანსი ქართველი გულშემატკივრისთვის, თბილისში იხილოს ევროპის და მსოფლიოს უძლიერესი კლუბები:

„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. წლების განმავლობაში რაღაცას რომ ითხოვ და მოგეცემა, მერე თავი უნდა გამოიჩინო. ჯერ წინ მსოფლიო თასი გველის და სრულად მასზე ვართ კონცენტრირებული, მერე კი ჩელენჯ თასისთვის მოვემზადებით და დარწმუნებული ვარ ღირსეულად წარვდგებით. ყველაზე სასიხარული კი ისაა, რომ პრეცედენტი შედგა – ქართულმა რაგბმა ამაყად შეაბიჯა ევროპულ რაგბში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ტურნირზე მოტამაშე ყველა გუნდი სახელოვანია და "გლოსთერისა" და "კლერმონის" თბილისში სტუმრობა ქართული რაგბს ქომაგისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა“.

შალვა მამუკაშვილს EPCR-ის ტურნირებში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასში ინგლისური "სეილ შარქსის", შოტლანდიური "გლაზგოს", ფრანგული "მონპელიესა" და რუსული "ენისეის" რიგებში უთამაშია. ის ბედნიერია, რომ ახლა ამის შესაძლებლობა ქართული კლუბის სახელით ექნება:

„ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პირველი ქართული ფრენჩაიზი თამაშს ჩელენჯ თასზე გააგრძელებს და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული რაგბისთვის. პირადად ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, რადგან არ მეგონა კარიერის დასრულებამდე ქართული კლუბის შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი ასეთი მაღალი დონის ევროტურნირს, ახლა კი ეს რეალურია. ჩელენჯ თასი იგივე ტესტ-რაგბია, იგივე დონის თამაშებია სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შორის და ძალიან წაადგება ეროვნულ ნაკრებს, რომლის 50%-ს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები შეადგენენ“.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ითამაშებს და "გლოსთერს" (9 დეკემბერს) და "კლერმონს" (20 იანვარს) „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება, "სქარლეთსა" (15 დეკემბერს) და "კასტრს" (13 იანვარს) კი სტუმრად ეთამაშება.

Rugby.ge

რეზო
Все верно, ოღონდ უკან არა, წინ! მეტსაც გეტყვით, უარესს: არა მარტო რუსული, რუმინულიც, ესპანურიც...
Რაგბის ფანი
ძალიან მაგარი ამბავია
w
რუსები მონაწილეობას უიმბლდონზეც იღებენ და თუ ქართველიც მოხვდება იქ არ გაგვიხარდეს?
კაი რა
მაგ რუსულ კლუბებს დიდი 10 ერთად რო აიღო იმაზე მეტი ფინანსი ქონდა და ისტორიაში დიდ 10-ში რამდენ ლეგიონერსაც უთამაშია იმდენი ლეგიონერი ყავდა მარტო ენისეის მაგ სეზონებში. დაამარცხეს კიდეც უელსური და ფრანგული კლუბები, ჩვენთვის ეს არის უდედის ნაბიჯი და მხოლოდ უნდა გვიხაროდეს.
დიმა
რამდენიმე წლის უკან ამ ტურნირში რუსეთის კლუბებიც მონაწილეობდა, ასე რომ ნუ ატეხავთ დიდ აჟიოტაჟს.
w
შეღება არ არის საკმარისი შელეწვაა საჭირო.
suxumchanin
დიდებულია, დიდი რაგბის კარიც იღება
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის