62 ქულა ევროპის ჩემპიონატზე – მართალია, C დივიზიონში და გიბრალტართან, თუმცა სანაკრებო დონეზე ამდენი ქულის მოგროვება გმირობის ტოლფასია. ანდორაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მალტასთან ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ჩინებული რეაბილიტაცია მოახდინა – რიგით მეორე მეტოქე 120:32 დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად სომხეთის დამარცხება მართებს.

ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, სადაც 8 ნაკრები ასპარეზობს, საქართველო A ჯგუფში მალტასთან, გიბრალტართან და სომხეთთან მოხვდა. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მალტასთან 74:79 წააგო, დღეს კი გიბრალტართან იოლი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფის ბოლო მატჩში სომხეთს ნახევარფინალში გასასვლელად დაუპირისპირდება. სომხებმა დღეს მალტასთან წააგეს და საქართველოს მსგავსად თითო მოგება-წაგება აქვთ. მალტამ 2 მოგებით პირველი ადგილი გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 88 ქულით დაამარცხა, რაც ბოლო წლების რეკორდია. რეკორდია ასევე სალომე სვანის 62 ქულაც, რომელიც ჩვენი ნაკრების ლიდერმა არასრულ 29 წუთში ჩააგდო. სალომემ 27-დან 18 ორქულიანი, 14-დან 6 სამიანი და 11-დან 8 საჯარიმო მიითვალა. მან ასევე 7 მოხსნა, 5 პასი და რეკორდული 16 ჩაჭრა მიითვალა. მისი საერთო სარგებლიანობის ინდექსი კიდევ დიდხანს იქნება მიუწვდომელი – 68.

სვანის კვალზე ორმაგი დუბლით გამოირჩა ნიცა საბადაშვილი, რომელმაც 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 ჩაჭრა დააგროვა. 11 ქულა მიითვალა ლიზი აბრამიშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის გადამწყვეტი მატჩი 20 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო