ეროვნული მე-4 ლიგის ბინადარი "გონიო" საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქედის "ბეთლემთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

კლუბის დამფუძნებელი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და სფფ-ს პოლიტიკურ ფედერაციას უწოდებს.

მისი თქმით, შეხვედრას გამოუცდელი მსაჯები ემსახურებოდნენ, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ და ამის წყალობით მარცხი იწვნიეს.

"პირველ რიგში, ქედის "ბეთლემს" ვუსურვებ წარმატებას ყიფიანის თასზე. არ მინდა, რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ მიმიფურთხებია ასეთ ცუდ მოქცევაზე.

ეს ფეხბურთი არაა. ეს პოლიტიკური ფეხბურთის ფედერაციაა. ერთი უბრალო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ვარ. ასეთი მიდგომით თქვენ კლავთ ქართულ ფეხბურთს. არასწორები ხართ. მიმიფურთხებია ქართულ ფეხბურთზე, ამის შემდეგ მუღამიც არა მაქვს, რომ გავაგრძელო ჩემპიონატი.

წინა მატჩი, იგივე კომისარი და დაყვითლებული გონიო.

თასის მატჩი, იგივე კომისარი და გამოუცდელი მსაჯები, შეგნებულად აწეული ოფსაიდები და დახატული ფეხბურთი, მიუხედავად მსაჯებიანა, ვეთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რქებით, მთავრობით და პოლიტიკური ფედერაციით დაგვამარცხეთ.

არა უშავს, უფრო ვძლიერდები თქვენი ასეთი მიდგომით და უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებ, რომ მსაჯებიანა მოვიგო თამაშები.

მოედანს არ გვაძლევთ. დამთავრდა ჩემპიონატი ევროპის, მაინც არ მოგვეცით, ორი წელია ზღაპრების მოსმენით დავიღალე. აგერ, კიდევ მიზეზი იმის, რომ უნდა მიგვეცა და ნახე, რა დაგვიწერაო. ესეც გამოიყენეთ მიზეზებში, არაა პრობლემა.

ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ, ეს ვარ მე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation თქვენი ბრალია ყველაფერი. გთხოვეთ, რომ პრინციპული თამაშია და გამოცდილი მსაჯები გამოგეშვათ.

ვისაც კიდევ ჩემი პირადი ინტერესი აქვს, ყველა იმ ადამიანს მო…ნ ყველა და ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს. წერტილი.", - წერს დოლიძე.

კოტე
ფედერაციამ რატომ უნდა მოგცეს სტადიონი? შენ უნდა მიხედო შენს ბიზნესს. ასეთი აზროვნებით რომ ხართ გუნდის ხელმძღვანელები ზუსტად იმიტომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი. ან შენი პირადი ინტერესი ვის აქვს, ან გონიო რა გუნდია ვინმეს რომ მისი სპეციალურად ჩაძირვა უნდოდეს?! კაი რა კაცურად!

მგონი არ არის ფეხბურთი შენი საქმე და სხვა რამეს მიხედე. პოლიტიკური კი არა პირდაპირ რუსული ფედერაცია უნდა იძახო. რა რეზონანსი მიეცი, ან გონიო რა კლუბია, ან ბეთლემი, ან ეს მე-4 ლიგა რაღაა როცა უმაღლესის დონეა ლამის სამოყვარულო. თურმე მოედანი არ მისცეს - იქირავე, ინფრასტრუქტურა მოაწყვე და ... ფეხბურთში მხოლოდ პირადი სარგებლისთვის მოდიხართ ყველა და ფეხბურთის სიყვარულს და მითუმეტეს უანგარობას ნუ იბრალებთ - არც არავინ გთხოვთ. ფეხბურთი ბიზნესია და ეს ბიზნესი არ იცით არავინ საქართველოში. და წაგებას თუნდაც შენი აზრით მიკერძოებული მსაჯობის გამო, ღირსეული მიღება და ღირსეული პროტესტი ჭირდება და არა მიმიფურთხებიას ძახილი. ასე ერთი წაგების გამო ვერ გახდებოდი მასეთი დამოკიდებულების და თუ "მისაფურთხებელი" იყო, რატომ შეხვედი მაგ სფეროში? და ნუ მიეცით რა ამხელა რეზონანსი არარსებული ლიგის არარსებული კლუბის წაგებას, თავის მსგავს არარსებულ კლუბთან.
კოლინა
აბა კლავიატურის *ლომებო*,რამდენს გიგინებია ფედერაცია და მსაჯები დაიდგით გულზე ხელი,ჩახედეთ თქვენს ნამუს სარკეში...რომ დამჯდარხართ აქ და ქილიკობთ ....მსაჯების 0 დონე რომაა საქართველოში ამას რატომ არ აღიარებთ???რომელი ერთი მატჩის მაგალითი გინდათ მოგიყვანოთ??თუნდაც შარშანდელი მატჩი აიგეთ ტყიბულის თუ არ ვცდები.რა გააკეთა მსაჯმა და როგორ იმსაჯა....დანარჩენი თქვენთვის მომინდია
მიშა
წინა სეზონზე ხაშურის ივერიას დამართეს იგივე გლდანთან თამაშში
vaaaaaaa-s
ჯიგარი ხარ! ყველაზე კარგი კომენტარია
ციციკორე
აქ რა კომენტარებიც წავიკითხე, დიდი ალბათობით მართალია ეგ კაცი. გაბი კამაევები შემოყარეს და ამ კაცს დასცინიან. მეოთხე ლიგის გუნდი, თორემ ის მეორეა ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ბინადარი :) გაგიკვირდათ ცუდი მსაჯობა, თუ ფედერაციის მიერ ცალკეული გუნდის გაქაჩვა?
batumi
ბერიძეც მასე იწყებდა და დაიწყო მერე ყუმარი ნერვებს რას იშლი გამაზო უნდა არიცი?ჯუგელთან გაიარე კონსულტაცია.ისე ამ ჩამოწერილ ფეხბურტელებით რა თასის ფინალი გინდოდა რაპდენობით ბევრი რო აიყვანე ომინხოარაა
გდჰდ
როგორი გუნდი დაშალეს არველაძემ და სიჭინავამ ზესტაფონი და ესენი კიდევ იმათ გზას აგრძელებწნ საკუთარი ფით ინახავდა გუნნდს დღესავ მის განეთებულ ბაზაზე ვარჯიშობს ნაკრები და ამხელა რაღაც შექმნა კაცმა და გუნდი მოუხსნეს ჩემპიონატიდან და ერთიმეორეზე უსინდისოები არიან ფულის შოვნაზეარიან გადასულები ძირითადი აქცენტი თბილისურ გუნდებზე მეთდება და სულ იმას იძახიან დინამო დინამო.და კიგახადეს ჩემპიონი და დაგლიჭეს ასტანამ გაჰყარაჩვენ ცეხბურთს არაფერი არ ეშველება სანამ კლუბებს კერძო პირი არიყიდის და სახემწიფო არ შეწყვეტს დაფინანსებასს მანამდე ესეთ ნაგავვში ვიქნებით
კვარა
საკუთარი ტელევიზია და პარტიაც დაგეარსებინა ჯიგარო, მერე რო რამე იტყოდი თავისუფალ აზრს დევნიანო და წამოვიდოდა დასავლეთიდან აღშფოთება-შეშფოთებების ნოტა ნოტაზე და ეგრევე "დაზადნავდნენ", ახლა აქ ყველა ასე "უსრულებს" ამ მთავრობას
სოსო
გიორგი ასანიძე,მაშინ ახლად ოლიმპიური ჩემპიონი,ნაცმოძრაობის დეპუტატად გავიდა,პარლამენტში,მაგრამ პოლიტიკურად არავინ მისწოლია და არც არავის დაუყვედრებია,სპორტსმენს,პარლამენტში რა უნდაო.დღემდე,ნაკრების მწვრთნელია.ბრწყინვალე მწვრთნელია და იმიტომ!როცა ევროპაში მწვრთნელი მსაჯზე რაიმეს ცუდად იტყვის,ცამდე მართალიც რომ იყოს,მაინც კაი მსუყე ჯარიმას და დისკვალიფიკაციას აჰკიდებენ ხოლმე.ამასაც რომ გამოუწერონ?ქუჩური სიტყვებით იგინება,მაგრამ მავანნი,ევროპული მისწრაფებებით რომ იწონებენ თავს,მის დასაცავად,მიტინგებს და მთავრობის ჩამოგდების მცდელობებს გააკეთებენ.მათთვის ხომ ყველაფერი შეიძლება!
Levani
ამას ეტყობა შემდეგ არჩევნებზე კენჭი უნდა უყუროს,სტადიონი ვერ მოგვარების ტიპს და ახლა პოპულისტობს რა პოლიტიკური? ან ქვეყნიდან მოხვევა და ლტოლვილად ჩაბარება უნდა და ალიბის უმზადებს მერე რო იქ წარადგინოს
ზურიკოს
სპორტში იგივე ადგილს ტკეპნის საქართველო დამოუკიდებლობის დღიდან ? არც რაგბზე , არ სპორტის სხვა სახეობებზე , ძალოსნობაზე ,ძიუდოზე , ჭიდაობაზე , ნიჩბოსნობა , კალათბურთზე და ასე შემდეგ - არაფერი გსმენია ?
.-ს
შენ ხომ გითხარი, სანამ ფსიქიატრი გარეთ არ გამოგიშვებს, არ მომადგე თქო? :))
Kvekeskiri
არ ვიცით რა მოხდა რეალურად მაგრამ,ეს მართლა ვერ არის დალაგებული მე-4 ლიგის გუნდს ეგეთი რა ამბიცია გაქვს რო საქართველოს თასი მოიგო?!მსაჯებმა დაწვეს ტიპი ქედას ბეთლემთან,თორე უმაღლესლიგელს ყველას დაამარცხებდა,კაით რა...წელს გადმოხვალ მე-3 ლიგაში კიდე გაძლიერდი,გადახვალ მერე მე-2 ლიგაში,კიდე გაძლიერდი და აი უმაღლესში გადმოსვლაზე რო გექნება ამბიცია,მერე შეიძლება თასზეც გაიწიო...ისა და ბრატ პირდაპირ ხო ჩაგსვას ფედერაციამ უმაღლეს ლიგაში?!
vaaaaaaaaaa
სხვათაშორის ვილნიუსშიც განუხილავთ თქვენი საკითხი და გაეროს სხდომაზეც უთქვამთ რომ ნამდვილად გებრძვიან. თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის ნელსონ მანდელა. ეს უკვე ფაქტია. ანუ პირადად თქვენ გებრძვიან. ახლა კი სერიოზულად... ჩემი პატივისცემა გონიოს და მის ფეხბურთელებს მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ გუნდის წარუმატებლობის მიზეზი თქვენ ხართ. თქვენ შეგიძლიათ ოცნებებში წარმოიდგინოთ რომ გონიოს შესწევს ძალა პლანეტათაშორისი თასი მოიგოს და მერე დააბრალოთ ხელისუფლებას რომ მარსზე გაფრენა არ დაგიფინანსეს.

გივი ჩვენ ვართ გივი, გივი გააღე.
ზურიკო
ეს ილუზიებში ცხოვრება მაგარი მოირგეთ.თავისით არაფერი მოდის ბიძიკო ასე რომ გამოფხიზლდით ლანგრით არავინ მოგართმევთ არც ლიგას არც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატს.იგივე ადგილს რომ ტკეპნის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან ყველა მიმართულებით, იქნება ეს სპორტი თუ სხვა ფაქტია და ვერსად გავექცევით.
გივი
ამან, ყოველ წაგებაზე თუ უზრდელური პოსტები წერა, ავშენებულვართ. :))
გიორგი
ქართველი რომელიც იტყვის მიმიფურთხებია ქართულო ფეხბურთისთვის... ფედერაცია არ იწყება კობიაშვილით და არც მთავრდება. ის არის მოხელე, რომელიც სამსახურშია. ხვალ სხვა იქნება! გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და მომავალ მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ნაკრებს!!!
გიზოგ
ზერილობა უნდა გქონდეს ბიძია, ზრდილობა პირველ რიგში. "ათასჯერ კაცი დაფასდა, ათი ათასჯერ ზრდილობაო". ისე ცნობისთვის მსაჯებს მსაჯთა კოლეგია ნიშნავს და არა სფფ.
aburjga
ახალი გუნდი როცა იქმნება ჩემპიონატში მონაწილეობა მე-4 ლიგიდან ხომ იწყება თუ მე-5 ლიგაც არსებობს?!
გიზოგ
ახალგაზრდა კაცი ხარ, სირცხვილია ის, რომ ასე სახალხოდ გამოდიხარ კლუბის დამაარსებელი და ასეთ დაუსაბუთებელ და უბრალდებებს უყენებ მათ ვისი კომპეტენციაც არ არის მსაჯების დაკომლექტება თამაშებზე, ამისთვის მსაჯთა კოლეგია არსებობს. ეს ასე გამოიყურება ნატოს ვთხოვოთ ევროკავშირში მიგვიღეო, მერე რა მოხდა ორივე ევროპული ორგანიზაციააო. მე კი ასე მგონია, ასეთი გაურვეველი აზროვნების და მდგომარეობის ხალხი რომ არის ქართულ ფეხბურთში "ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს"
JABA
ბიჭო რა პოლიტიკა, ერთი ის მაინც აგვიხსნას, ფედერაციისათვის რა მნიშვნელობა და რა პოლიტიკური ინტერესი აქვს, ბეთლემი გავა შემდეგ ეტაპზე თუ გონიო ?
გოგა
რა გონიო რა ქედა რა ბეთლემი ხო არ გაჟრიალებთ წადით რა რამე საქმეს მოკიდეთ ხელი რაში კარგავთ დროს და ენერგიას საქართველოს ჩემპიონატის მე 4 ე ლიგაში რომ ხარ ფეხბურთელი ესეიგი აზრი არ აქვს ბურთს ტყუილად დასდევ რა მიზნები გაქვს ან რა ხელფასს უნდა გიხდიდნენ რო გიღირდეს
მინდია
ბილწად პოლიტიზირებული ნაკლებად იყავ და ფეხბურთის სიყვარული გქონდეს ნაღდი,დაიმსახურე და მოიგებ..."ჩალით დახურული " ქვეყანა ვაიპილიტიზირებულთა აღქმებშია მხოლოდ.ეს "ვაჟკაციც"ასეთთა რიგებშია,როგორც სჩანს...
კოტე
ამას მგონი ი მფილმში როა დანკარას ერალი ისე გონია მართლა მოიგებს თას და ჩემპიონატს ას ლარიანით ჯიბეში და ფედერაციის დაფიანნსებისტ
სიმართლე
მართალი კაცი........
Master
ეს ის არაა ჩემს ძმას მინდა მოვაგებინო საქართველოს თასი და იმიტომ ვქმნი გუნდსო?მეოთხელიგელი გონიოთი აპირებდა ერთ წელიწადში თასის მოგებას.რა ინტერესი უნდა ქონდეს ფედერაციას მერვედფინალში ქედის გუნდი გავა თუ გონიოს? p.s.თუ გგონიათ რომ ფიფიას და ბერიძის მენტალიტეტი და აზრები ძალიან განსხვავდება ამ ადამიანის აზრებისგან ძალიან ცდებით...
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი