კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანტანას მიერ მოპოვებული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტით სტუმრები კასიმმა დააწინაურა. მასპინძლებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. არაბიძეს პერსონალურად ქართველი ლეგიონერი გადრანი მეურვეობდა, თუმცა გიორგიმ მაინც შექმნა მომენტი, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბუღრიძემ გატანა ვერ შეძლო, ხოლო „აქტობემ“ კონტრიერიშისას ქუთაისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და რაიჩკოვიჩმა კლიაიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „ტორპედო“ ინიციატივას დაეუფლა, შეუტია. ბუღრიძემ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. ყაზახურმა გუნდმა მალე ქობულაძის შეცდომით ისარგებლა და სამოროდოვმა ანგარიში გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მერე არაბიძემ გაიტანა, კომპენსირებულ დროში მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - აქტობე 1:4

გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+2)

მერაბი
გულდასაწყვეტია, მაგრამ სიმართლეს უნდა შევხედოთ - აქტობე ჯობდა. ძალიან ცოტა გვყავს მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი. გამოირჩეოდა მხოლოდ არაბიძე, ინდივიდუალური ტექნიკის გამო, ბურთიც მან შეაგდო. ეგ კიდევ სხვა თემაა - იმდენი ქნა, შახტიორიდან ბოლოს ტორპედოში აღმოჩნდა. იქნებ გაუმართლოს, შრომის ფასად ევროპის საშუალო ჩემპიონატში მაინც მოხდეს.
andria
ქართულ ფეხბურთში უზარმაზარი ფული ჩაიდო სახელმწიფოსგან,მართლა უზარმაზარი ჩვენი ქვიყნის ბიუჯეტთან შეფარდებით და სად წავიდა ეს ფული?შედეგი გვქვს ნული,ვინმემ მოიკითხა ამ ფულის ხარჯვის მართებულობა?ის თანხები გაწერილი იყო როგორ უნდა დახარჯულიყო,რამდენი უნდა გამოეყენებინათ ხელფასებისთვის,რამდენი ბავთა ფეხბურთისთვის და ასე შემდეგ,ვინმემ შეამოწმა მაინც?რომელიმე კლუბში რაიმე დარღვევა გამოვლინდა?პასუხისმგებლობის საკითხი დადგა?არა არ დამდგარა!!! იცით რატომ?იმიტომ რომ ატკატები მიდის უკან იმიტომ რომ,ამ კლუბებში ასაქმებენ უმუშევარ ძმაკაცებს როგორც,შუქურას დირექტორად დანიშნეს დემეტრაძე.ვინმეს გჯერათ რომ საქართველოში სახელმწიფოს,ანუ ხალხის ფული დაიხარჯა ისე რომ,არავის მოუპარავს?შედეგი რაც გვაქვს ესაა პასუხი იმაზე სად წავიდა ეს ფული.
გია
როდემდე უნდა ვუყუროთ ქართული კლუბების ასეთ სამარცხვინო თამაშებს. ჩვენთან არც ჩემპიონატს არა აქვს აზრი. რად გინდა ჩემპიონატი იმისთვის რომ ასე სამარცხვინოთ დაამთავროს საქართველოს საუკეთესო კლუბებმა გამოსვლები? ჩემპიონატის დონე არ იწევს პირიქით ეცემა.დონემ რომ აიწიოს უზარმაზარი თანხებია საჭირო.ამის შანსი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.შემოვდივარ ასეთი წინადადებით. გაკეთდეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების ნაკრები, რომელსაც პირობითად დავარქვათ დინამო თბილისი და ეს კლუბი ვათამაშოთ ყაზახეთის ჩემპიონატში.(ან აზერბაიჯანის ჩემპიონატში).ეს კლუბი შედარებით ძლიერ გუნდებთან პაექრობაში გაიზრდება და ჩვენც ერთი კლუბი მაინც გვეყოლება ნორმალური.რაც შეეხება ევროპის საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ამ კლუბმა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც სავარაუდოდ გაიმარჯვებს და უეფას ტურნირი გარანტირებული ექნება.საქართველოს ჩემპიონატი კი ჩატარდეს დანაჩენი კლუბების მონაწილეობით.
111
შენც გაფენილი ხარ გეტყობა ტოო
გიორგი
ერთი ის მიკვირს, როდემდე უნდა ვიყოთ ხავს გამოკიდებული რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, თუ 1. არასაფეხბურთო ქვეყნების გუნდები ცალი ფეხით უგებენ ჩვენს ჩემპიონებს; 2. მეხანძრეებით, მეთევზებით, ბანკირებით და სტომატოლოგებით დაკომპლექტებული გუნდი (ანუ ფაქტიურად სამოყვარულო) უგებს "პროფესიონალი" ფეხბურთელებით(ანუ რომელთა ძირითადი საქმიანობა ფეხბურთია) დაკომპლექტებულ გუნდს? გავიგეთ კვარაცხელია და ა.შ., მაგრამ საქართველოს ეროვნულ ლიგას რატომ ვახარჯავთ ასობით მილიონს? არც ფეხბურთელების გაყიდვიდან ხეირობენ ეს გუნდები და დავტოვოთ საფეხბურთო აკადემიები, ეს ფულიც მანდ გავუშვათ, წამოიზრდებიან და გავუშვათ 16-17 წლისები უცხოურ გუნდებში (მაინც ეგრე ხდება) და ეგ იქნება
Dandy
ეგ დიდი ხნის წინ გარდაცვალა.
ზესტაფდონი
ერთადერთი გუნდი რომელიც ბოლო ათწლეულებში გამოჩნდა საქართველოში და მართლა გუნდი ერქვა იყო ზესტაფონი და რა უქნეს კი იცით(იტანჯება მე-3 ლიგაში),შესაბამისად,ასეთი მეფულეების და არაპროფესიონალების ხელში არ მიკვირს დღევანდელი შედეგების.
Აქანე ქუთეისია სიმონ
რაო, გაგიფინეს?
მიყვარს ფეხბურთი და რა ვქნა
სიყვარული ბრმაა თორემ, ამ უთავმოყვარეო ბრბოს თამაშს კიარადა, ბოდიალს როგორ უნდა ვუყუროთ.
ფეოლა
დიდი გულის ტკივილით გაცნობებთ რომ, გარდაიცვალა ერთ დროს ქართველი ერის დიდი სიყვარულის, დიდი ღირსების, დიდი სიამაყის, დიდი სიხარულის მომტანი ქართული ფეხბურთი, გამოსვენება 3-აგვისტოს, მისამართი: წერეთლის გამზირი დინამოს სტადიონი.
მამუკა
აქტობეს კოეფიციენტი რამდენი ჰქონდა ტოტალიზატორში ვინმემ იცის?
მამუკა
რავიცი ეს ჟურნალისტები თამაშამდე იმას წერდით რომ აქტობე რთულ მდგომარეობაშიაო, ესაო ისაო, რამის თამაშამდე მოაგებინეთ დიდი ანგარიშით ტორპედოს
დიმა
ყველაზე კარგი კომენტარი იყო "არ გაგვიმართლა". რა თქმა უნდა თუ ყაზახები 4 გულიდან 2-ს საკუთარში გაიტანდბენ, გაგვიმართლებდა. მთელი ქართული ფეხბურთი ნაგავში და კიდევ ვერ გაგიგიათ.
დავით 67
სულ ეგა ხართ? მინდორზე თქვენ ეტყობა მწვანილი გგონიათ დათესილი და ფეხს არ ადგამთ ნორმალურად. შეგირცხვად ყველას ნამუსი.
დიმა
ვისაც გჯერათ, რომ ქართული კლუბები წარმატებით გამოვლენ ევროსარბიელზე, უბრალოდ შტერები ხართ. არ გეწყინოთ, მე კიდევ რბილად გითხარით.
იკა
შიდა ჩემპიონატის დონე სანამ არ აიწევს სულ ესე საცოდავად ვიქნებით..არც მქონდა დიდი ილუზია და იმედი რომ გავიდოდით მაგრამ ყველაფერს ხო საზღვარი აქვს ამდენი არა პროფესიონალი და უთავმოყვარეო საიდან გაჩნდა ქართულ კლუბებში ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი ოდესმე..მწვრთნელი ვინ უნდა ჩამოვიდეს აქ პროფესიონალი ამათი ფეხბურთის შემხედვარე
გეგი
არ დაიღალეთ ხალხო ასე თავის მოტყუებით?ფეხბურთში რომ წარმატებას მიაღწიო ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად წარმატებული და ეკონომიკურად გამართული,გაქვთ ასეთი ქვეყანა?რა თქმა უნდა არა!
სიმართლე
აქტობეს ეგრე აგდებულად ნუ უყურებთ და მთლიანად ყაზახური საკლუბო ფეხბური ჩვენზე მეტად წამოიწია ფინანსების გამო , ეგე ბაზელი მიაცურდავა ტობოლმა თანაც გასვლაზე 1-3 ასე რომ სანამ სხვებს დასცინებთ გადახედეთ თქვენ გაჭირვებულ და არაპროფესიონალების მიერ მართულ კლუბებს
ზურა
გულშემატკივრების გარდა ვინმეს აღელვებს საკლუბო ფეხბურთი?! ფულიან ხალხსაც ფეხზე კიდიათ და ეს ჩვენი პარლამენტარი ფედერაციაც არაფერს აკეთებს რომ დააინტერესოს, რავი რამე შეხავათი გააკეთეთ გადასახადების სახით იქნებ ფულის ტომრები მაგით მაინც დაინტერესდნენ
ტაჰამატა
გამოგონილი პენალტი და დაცვის ხაზის სამი უხეში შეცდომა რაც ანგარიშზე აისახა.
დავითი
არა გასაკვირი ეს შედეგი ... ჩხეტიანის დაკომპლექტებული გუნდი , ორი დღის მოსული მწვრთნელი, გუნდის დალაგებას დრო უნდა ,დააცადონ მომავალ წლამდე და იქ გამოჩნდება მწვრთნელის ალღო. დილას ეტყობა ნწვრთნელის ხელი აი ცოტა მფლობელებიც შემადგენლობის მხრივ რო ხელს უწყობდნენ კოვტალიუკს უკეთეს შედეგს დადებდა ...
დავით
არ გაგვიმართლა შეცდომა დაუშვა მცველმა შეცდომა დაუშვა მეკარემ ვერხვდებიან რო დიდ ნეხვში ვართ სირცხვილია ყაზახეთის გუნდთან ესე რო ვფარჩაკდებით ისე კარგი იქნება უბნის ბიჩებს თუ შევკრიბავთ და იმათ ვათამაშებთ იქნებ ტალანტები აღმოვაჩინოთ
giga
ხალხი მოვიდა იმედის ნაპერწკლით ,კარგი თამაშის საყურებლად,მხარდასაჭერად,საქომაგად,ელემენტარულად- ღირსეულად მოთამაშე გუნდის საყურებლად და .... ისევ უსუსური,ინფანტილური,არაპროფესიული დამოკიდებულება.დიდი ნოლი.....ახლა ტუტუცარად რაღაცეების ბოდიალს დაიწყებენ თავის გასასამართლებლად. გრცხვენოდეთ! და წადით სახლებში....
ნოდო
და მეტოქის ფეფხბურტელებმაც ეგ ტირანები ეგენი ადამიანობა სულ დაკარგეს გაიტანე 1 შეირგე რა 4 გოლი :) :D
Status quo
ტორპედო, რა აზრი აქვს ყაზახეთში წასვლას, ტყუილად ფული მაინც არ დახარჯოთ.
ნოდო
ჯერ იმაზე გვქონდა ჟრიამული რომ თამაშის არ გადაუდეს შიდა ჩემპიონატში არადა პირიქით ეგ უფრო კარგია ტონუსში ხარ მარა ჩვენთან მაგას ვერ ხვდებიან 2 თვე ჩემპიონატი არდადეგებზეა და ე სედეგიც მერე ის გაგვიხარდა თამაშის დღეს რო ჩამოვიდნენ და აი შედეგი ეგ კი არა პირველი ტაიმის ნახევრისას კომემტატორები მომავალ მეტოქეს ირჩევფნენ რატო ვერ ვისწავლეთ რომ ასე ადრე მომავალ მეტოქეზე არ ვიფიქროთ
ilar10N YouTube
ის იტალიელი ფორვარდი თუ არ ვარგოდა რას მოჰყავდათ?? ან ის ავღანელი ჩამშლელი ნაწუწნ კანფეტს რომ ჰგავს )) ტფუიი.. მოგიკითხავთ სატრანსფერო პოლიტიკას ;)
საჩინო
გუნდს არ გააჩნია ჯანი და ენერგია,როგორც დანარჩენ ყველა ქართულ გუნდს .ძალიან საცოდავად და უსუსურებად გამოიყურებოდნენ,გუნდთან რომელიც პირდაპირ თვითმფრინავიდან მივიდა სტადიონზე.არაუშავდა არაბიძეს [საშინელი ცალფეხაა,რაც აღარიბებს და დაღს ასვამს მის თამაშს]დანარჩენები ს თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,სპორტსმენის,ათლეტის,ნიშანწყალი არ ეტყობოდა არცერთს რაც ანგარიშშიც ადეკვატურად აისახა.
რუსთავი
ერთი ძველი ანეგდოტი მახსენდება, ზიდანი უყვება ძმაკაცს, დინამოს ვეთამაშე მარტომო და ერთით ერთი დამთავრდაო, ეგ რანაირადო ძმაკაცმა 11- მა კაცმა როგორ ვერ მოგიგოო, ზიდანმა - უჰ ეგ რა აროს დაჟე მეორე ტაიმში გამაძევესო! ეგრეა დღეს ჩვენი ფეხბურთის საქმეც სამწუხაროდ და გასაღები ფედერაციაშია!
sormona
სამწუხაროა მაგრამ ეს არის ქართული საკლუბო ფეხბურთის მწარე რეალობა
Ჩვენ ვართ ტორპედო
არ შევიდეთ ტრიბუნაზე სანამ კინს არ გაუშვებენ და სპალეტის არ მოიყვანენ. ბოლობოლო ტორპედო ჩვენია და რასაც გვინდა იმას მოვითხოვთ. სასწრაფოდ წავიდეს კინი და მოვიდეს სპალეტი!!! სასწრაფოდ! თორე სუყველა ავაჯანყებთ!
Luka
ერთადერთი , შენელებული , მაგრამ ფეხბურთელი , არაბიძეა . მეკარეზეც ცუდს არ ვიტყვი .დანარჩენები ვინ და რა არიან მე ვერ გავიგე . ფეხბურთთან საერთო არაფერი არ აქვთ . არაბიძე , მიუხედავად თავისი ხასიათისა ცოდოა აქ . დანარჩენი არის ზბროდი .სირცხვილია , სირცხვილი !!!!
Silver xerxes
კაი თბილისის დინამოს სახელი 81 წლის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული და დინამოს სახელი არ გადაარქვეს და დანარჩენებს რა წარმატება გქონდათ? ტორპედოს სახელით რამე მოიგეთ და არ ვიცით? გაზმიასა დაარვით ბარემ .
ლაშა
ბევრად ღარიბი კალათბურთის ფედერაცია, ბევრად მეტს აღწევს, ვიდრე სფფ! ალო, გამოფხიზლდით. მარტო საკუთარ ოჯახებზე ნუ ფიქრობთ მავანნო!...
TAZO
რა უნდა ქნა,ჯოგია,ისეთივე,როგორიც ორი დინამო,ერთმანეთზე უარესები,არაბიძე და მეკარე მეცოდებიან ამათ ხელში,დანარჩენი გაუშვი ყველა უკლებლივ,თავის ვითომ მწვრთნელიანად,ვინაა საერთოდ,სად ნახეს,რა უბედურებაა,ფეხბურთელები არიან თუ სტატისტები,ასე უჯიგროდ და შიშით თამაშობდე,მე არ მინახავს,დილას ჩემი სიმპათიები,ბოლო წამებზე წააგეს,მაგრამ უშანსოდ მაინც არ არიან,იტყვიან თავის სიტყვას დარწმუნებული ვარ,ამათ კი არაფერი ეშველებათ.
Ქუთაისი გაიფინეს რერო
რა გორის დილასთან რო დაგიდოთ მსაჯმა პენალტი აქ ვერაო? გამოხვალთ ეხლა და ფედერაციას დაადანაშაულებთ და მსაჯებს. ისე ეგ ავღანელები რომელი ლტოლვილთა ბანაკიდან მოიყვანეთ? აი არა გრცხვენიათ რამაზ შენგელიას მშობლიურ ქალაქში 11 ნომერი ავღანელი გეყოლებათ?
ელიასი
ყველამ წააგო, როგორც ყოველთვის. მაგარია, ძაან მაგარია!!! გაუმარჯოს ტფილისის და ქუთეისის გუბერნიებს!!! ურა, ურა, ურა!!!!!!!!!!!
ლევანი
ამათ ერთი გაუვარდათ და მგონი მართლა ვარსკვლავებად წარმოიდგინეს თავები. რა სირცხვილია, ღმერთო, რა სირცხვილი. რა დავაშავეთ ამისთანა? დაშავებული კი ბევრი გვაქვს, მაგრამ ნუთუ ამდენი? ეეეეეჰ...
სიმართლე
კლუბებს ნაკრებსაც დაგვაყოლებენ ეხლა მალეე ძმებო და მერეე დავრჩებით პირღიები აი რას შვრება ფულიიი....
ქუთაისელი
რა სამარცხვინოები ხართ.რა აღარ იღონეთ,გუნდი ტრაპიდან პირდაპირ სტადიონზე მოვიდა,გაგიფინათ და წავიდა
ლაშა
ფსკერზე ვართ, ფსკერზე... აღარ ვართ საფეხბურთო საბჭოთა საქართველო! ადრე ყველაზე მდიდარი იყო საბჭოთა საქართველო და ახლა ყველაზე ღატრაკია! პ. ს. ვეჟო, ყველა სპორტის სახეობა წელში გაიმართა ამ ფეხბურთის გარდა, რომელიც 30 წელზე მეტია ერთ წრეზე ბრუნავს და უფრო რეგრესირებს, მაგრამ ახლა უკვე ფსკერზე ვართ. ქუთაისი, საიდანაც თბილისის დინამო ტალანტებით ივსებოდა სამარცხვინოდ აგებს ყაზახებთან. ისე მაგათ რა უჭირთ, ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ყველაზე მეტი პენსია პოსტ-საბჭოთა სივრცეში მათ აქვთ, თვით ბალტიისპირელებზე მეტი!
ჯორჯო ბიძია
წაით ბიძიკო დეისვენეთ..
Zviads
მე მგონი დაფინანსება უნდა შეიცვალოს კლუბების, თვითონ უნდა ეძებდეს კლუბი ფულს და მერე სიმწრით ნაშოვნს სპონსორი რომ მოთხოვს ვალდებული იქნება შედეგი დადოს...
G.LA
ტორპედო დღეს ჩამოფრინდა დაღლილები იყვნენ და ამიტომ დათმეს თამაში. იქ ადრე ჩაფრინდებიან და 4-0 მოუგებენ რომ დამატებით ტაიმებში აღარ დაიღალნენ.
Geo
არაბიძეს ეტყობა კლასი ორივე გუნდის ფეხფურთელეებზე ერთი თავით მაღლა დგას . ტორპედოს არ ეტყობოდა დღეს მწვრთნელის ხელი , დაცვაში უჭირს ძალიან , ნახევარდაცვაც ვერ დაფრინავს . მოკლედ არაბიძის დონის ლეგიონერები თუ იკადრებენ ტორპედოში თამაშს კარგი იქნება . ეხლა ვინც გვყავს ლეგიონერები სუსტები არიან ქართველებზე კარგად ვერ თამაშობენ. ფიზიკურად სუსტია ტორპედო .
შალვა
ყ...ჩემპიონატი რომიტოს იქაც ბოლოები იქნებოდენ იმისთანა ყ...არიან ერთი არაბიჩე თამაშობდა და 11 კაზახი :)
მწარე
მეწყინა. ასეთი სხვაობა არ იყო კლასში.
La masia
კინმა როგორც კი თქვა თავიდანვე შევუტევთო ეგერვე ეს გავიფიქრე რაც მოხდა, დიდი ვერაფერია ეს აქტობე მაგრამ ფეხბურთს თამაშობენ ჩვენ ვერა არ გამოგვდის.
გიორგი
მეცინება რო მესმის ყაზახურმა გუნდებმა არ გაგვახარესო. რა ქვეყნის გუნდებმა გაგვახარეს, ერთი ჩამოთვალეთ?
ნაპოლეონ
მსაჯი პრორუსი იყოოოოო
საქართველო
ყველაზე გამართულ ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს გორის დილა,არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს,წააგებს,გავარდება თუ შემდეგ ეტაპზე გავა, ფაქტია რომ ბიჭები სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ეს ყველაფერი ფეხბურთელებთან ერთად, რათქმაუნდა სამწვრთნელო შტაბის და მმართველობის, რომელიც მათ ენდობა,დამსახურებაა.
Levani
ტორპედო რო ქვია იმიტომ სულ ტ..ი, დინამო რო ქვია იმიტომ სულ პ..ში

არადა როგორი იდეალური გარემო იყო მოსაგებად. დილიდან ყველა ფეხბურთზე საუბრობდა ჩემს ქალაქში. სამსახურიდანაც ადრე წავიდა ხალხი. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე სამსახურიდან ადრე გამოსვლა. სტადიონი სავსე იყო და გულშეატკივრობა ბოლომდე. 4:1 წაგებას არ იმსახურებდა გუნდი, ახლა საპასუხო თამაშისთვის მოტივაციაც ნაკლები იქნება. თან პირველი გოლი სრულიად უაზროდ გავიდა, პენალი არ იყო. დანარჩენ ბავშურ შეცდომებზე აღარ ვლაპარაკობ. ნამდვილად არ იმსახურებს ეს ქალაქი და ეს გუნდი, რომ საფეხბურთო სამყაროში არაფრით ცნობილი, არაფრით გამორჩეული და დაბალი დონის ყაზახური გუნდი უგებდეს საკუთარ მოედანზე, თან ამდენი გულშეატკივრის თვალწინ სავსე სტადიონზე და თან ამხელა ანგარიშით. მოკლედ მაგრად გამიტყდა მაგრამ არ ვაპირებ არავის ლანძღვას, არ მინდა სხვებს დავემსაგავსო და საკუთარი ქალაქის გუნდს გადავუარო. ყველაფერი აქვს ამ ქალაქს საფეხბურთოდ. რატო არ უნდა გვყავდეს კარგი გუნდები რაა :(
იბერია
სანამ ქვეყნის გუნდების 90 პრიცენტი სახელმწიფო ბიუჯეტზე იჯდებიან აი ასეთი შედეგი იქნება სულ. ყველამ ხო ვიცით რომ ესტონეტში ყაზახეთში ლატვიაში ლიტვაში ფარერებზე მალტაზე და ა.შ. საქართველოზე ნიჭიერი ფეხბურთელები არ იბადებიან და არ იზრდებიან ხოდა მაშინ რა ხდება? უინტელექტობა, მაფიოზობა, ჩაწყობა, ფულაობა, არაპროფესიონალიზმი, ახლობლობა და აი შედეგი. სულ ასე იქნება სანამ ფეხბურთში ისეთ ხალხს არ მიუშვებთ მენეჯმენტში ვისაც ერთი წიგნი მაინც აქვს წაკითხული. გადახედეთ უცხოეთის ქვეყნების ფედერაციებს და ნახავთ რამდენში არიან მომჯდრები უწიგნური ყოფილი ფეხბურთელები
SS
ნამგზავრმა და რამდენიმე საათის ჩამოსულმა ყაზახებმა გადაგვაფხრიწეს ბურთი
123
მერამდენედ ვწერ არაა ჩვენი სპორტი ეს ფეხბურთი, გავაუქმოთ ფედერაცია, რესურსებს რაღატო ვხარჯავთ სხვა სპორტში მივმართოთ.
ირაკლი
პატივისცემა მოწინააღმდეგე გუნდს! - როდესაც გსურს შედეგის მიღწევა, დაბრკოლება არ არსებობს… - ბრავო “აკტობე”
Levani
Vai tkvens patrons, kazaxetma sadac daichira qartuli klubebi ikve...
Juve
დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ქვესკნელშია,ტიპები საათები იჯდნენ ჩამოვიდეს და მაგრად გაშალეს ფეხი, ფუუ ...
ქუთაისელი
მსაჯების ბრალი იყო.მსაჯებმა წაგვაგებინეს
ლაშა
ქუთეისელმა ფეხბურთელებმა ტორპედო გოუშვეს და მათვე მოხვდათ!...
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
ყველა დროის ყვლაზე სამარცხვინო გუნდი
ქუთაისელი
წორპეეეეეეედოოო
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
"ტორპედოს" მწვრთნელი: ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"ტორპედოსთან" მატჩამდე "აქტობე" რუსი ფეხბურთელით გაძლიერდა - ქართულ-ყაზახურ მატჩზე არბიტრები მიავლინეს
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
"აქტობეს" "ტორპედოსთან" მატჩისთვის დიდი პრობლემა შეექმნა - ეს ქუთაისელებისთვის უპირატესობა იქნება
"გენაცვალეთ, ბიჭებო!" - ნახეთ, როგორ საუბრობს "ტორპედოს" მწვრთნელი სტივ კინი ქართულად, რომელმაც პირობა დადო, რომ ჩვენს ენას ისწავლიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
კაცნაკლულმა "ტორპედომ" ყაზახეთში გაიმარჯვა, მაგრამ გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]