უკვე კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაციები, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და „ჯვაროსნებში“ თამაშს აპირებს. Geo Team-მა კი გვაცნობა, რომ მარადიშვილმა საქართველოს მოქალეობა უკვე მიიღო. ამაზე არაერთგვაროვანი კომენტარი გააკეთა კონსტანტინეს მამამ და აგენტმა კობა მარადიშვილმა.

კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთის პრემიერლიგაში ვარსკვლავად არ ითვლება, თუმცა უდავოდ კარგი ფეხბურთელია და იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდში ერთობ პრობლემატურია. ამდენად, ვინმეს დასაწუნებლად, სამწუხაროდ, საქმე ნამდვილად არ გვაქვს. მარადიშვილის საკითხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგი მისი ნატურალიზაციის მომხრეა, ზოგი - წინააღმდეგი.

კონსტანტინე მოსკოვშია დაბადებული, ცსკა-ს აღზრდილია, 2021 წლის სექტემბერში „ლოკომოტივში“ გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა; ახლახან იჯარით „ურალში“ უპირებდნენ გაშვებას, მაგრამ კლუბები ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. 12 აგვისტოს „კრილია სოვეტოვთან“ შეცვლაზე შესულმა კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით თავის გუნდს ფრე (1:1) მოუპოვა. მას რუსეთის 20 და 21-წლამდელთა ნაკრებში საერთო ჯამში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2021 წლის მაისში კი რუსეთის ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. თუ მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დადასტურდა, ჩვენს ნაკრებში საასპარეზოდ ფიფასგან თანხმობა უნდა მიიღოს, როგორც ეს გიორგი წიტაიშვილის შემთხვევაში მოხდა.

კონსტანტინეს აგენტი მისი მამა, კობა მარადიშვილია, რომელმაც 2020 წელს matchtv-სთან ინტერვიუში ისაუბრა. რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:

„მე კახეთში, სოფელ მუკუზანში გავიზარდე. შესაძლოა, გაგიგიათ, იქ საქართველოში საუკეთესო ღვინოს აყენებენ. სიჭაბუკისას არ მომწონდა სოფელში ცხოვრება, ნებისმიერი ხერხით გაქცევას ვცდილობდი და 13 წლისა თბილისის ოლიმპიური რეზერვის სპორტულ სკოლაში მოვხვდი. ორი წლის შემდეგ მამაკაცებთან საბჭოთა მეორე ლიგაში ვიბრძოდი. „იმედის“ შემადგენლობაში. იქ იმიტომ მოვხვდი, რომ ძალიან სწრაფად დავრბოდი. სოფელში გადარბენაზე ჩემს ძაღლს ვეჯიბრებოდი და პირველ ოც მეტრზე ვასწრებდი კიდეც.

საყრდენ ზონაში ვთამაშობდი, ჩემს გუნდთან ერთად მთელი საბჭოთა კავშირი შემოვიარე. ვერ ვიტანდი წაგებას. ძალიან ემოციურად ვთამაშობდი. ახლაც, ამხანაგურ შეხვედრებში 25 წლის ბიჭებს ვლანძღავ, რომლებიც პირველი 15 წუთის შემდეგ დალასლასებენ. ხანდახან ჩემი დაყვირების მერე გასახდელში გადიან - არ შეუძლიათ ჩემთან თამაში. მე კი არ შემიძლია დამარცხება - ჭკუიდან გადავდივარ.

ვის წინააღმდეგ მითამაშია საქართველოში? შოთა არველაძეზე უფრო ცნობილს ვერავის გავიხსენებ. ერთხელ ჩვენ შორის როგორღაც მცირე შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. წვიმდა, დავიფიცე, რომ არც ერთხელ არ გავატარებდი და ჩვენ სულ ტალახში ვვარდებოდით. ხან ის მეცემოდა ზემოდან, ხან მე მას. საბოლოო ჯამში უხეშად მკრა ხელი, მაგრამ როგორც კარგად აღზრდილ ადამიანს შეეფერება, შემდეგ გასახდელში შემოვიდა და ბოდიში მოიხადა.

„იმედიდან“ მხოლოდ ხვიჩა შუბითიძემ გაითქვა სახელი, გერმანიაში წავიდა, მეორე ბუნდესლიგაში ითამაშა. „ჰალეში“ მისი შვილი ლუკა თამაშობს. ის კოსტიას თანატოლია.

ყოველთვის საყრდენად არ ვთამაშობდი. როდესაც ჩვენი სპორტული სკოლის ბაზაზე მეორე ლიგის გუნდი შექმნეს, მწვრთნელმა თეიმურაზ მახარაძემ მოულოდნელად მარცხენა ფლანგზე დამაყენა (ხელით მემარჯვენე ვარ, ფეხით - ცაცია). ოღონდაც მეთამაშა და თუნდაც კარში ჩავეყენებინე. თუმცა 18 წლის ასაკში მყესები გამეწყვიტა. დღემდე მაწვალებს. ორი ოპერაცია გავიკეთე. ბევრი ექიმი არ იყო და მახარაძემ თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ზაქარია (ზაქრო) თელიასთან წამიყვანა. მან ჩემი მუხლი ნახა, მწვრთნელს შეხედა და თავი გააქნია. ისე გამოუვიდა, უშანსოდააო. მაშინ მენისკის გამოც კი ასრულებდნენ კარიერას“.

კოტე მარადიშვილი იხსენებს, რომ ოპერაციის გასაკეთებლად მოსკოვში დასთან გაემგზავრა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, ვინაიდან ძალიან უნდოდა თამაში, „დილას“ განაცხადში შეიყვანეს, 200 ლარი ხელფასი დაუნიშნეს, მაგრამ მისთვის მთავარი ფული კი არა, დიდება იყო, სამი თვის მერე მიხვდა, რომ ასეთ დონეზე თავის წარმოსაჩენად ერთი-ორი წელი ყველა უნდა გაებრდღვნა, უკვე თითქმის 30 წლის იყო, ობიექტურად შეაფასა ყველაფერი, მოსკოვში დაბრუნდა, კომერციას მიჰყო ხელი და ფეხბურთს დღემდე თავისი სიამოვნებისთვის თამაშობს.

კოტე მარადიშვილმა 1992 წელს, როცა სპორტული სკოლა დაასრულა, მწვრთნელის დიპლომი მიიღო, შვილს ვარჯიშებზე ეხმარებოდა, რომელიც საშუალო სკოლაშიც კარგად სწავლობდა, ცსკა-ს ახლგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, ლიდერული თვისებები გააჩნია, თავმდაბალია, მშვიდია, უაზროდ პასს არავის არ მისცემს და დაფარული გადაცემის გაკეთება ეხერხება.

კოტემ თქვა, რომ ყოველ ზაფხულს ჩამოდის საქართველოში: „როგორც წესი, ავტომობილით მივდივარ. აქედან იქამდე ორი ათასი კილომეტრია. გზის დასაფარად 24 საათია საჭირო. დიდებული შეგრძნებაა. როდესაც კავკასიონის ქედს გაივლი, შენ გარშემო ღრუბლებია. პირდაპირი მნიშვნელობით. თითქოს ზეცაში იმყოფები. ქართველისთვის მშობლიური მიწა ნებისმიერ ფულსა და სიამოვნებაზე უფრო ძვირფასია. რუსეთი ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სამშობლო მეც სულ უფრო და უფრო ძლიერ მიხმობს“.

ეს მამაცხონებული თუ მუკუზნელია და ასე ვენებს იჭრის სამშობლოს სიყვარულით, შვილი ასეთი უჯიშო რატომ გაზარდა, საინტერესოა? თუკი საზონოვს ასეთი შეგნებული მამა აღმოაჩნდა , მარადიშვილის მამას ტვინი შეუცვალა რუსმა ცოლმა? ამ ბავშვის ბრალი აშკარად არ არის, მამამ ვერ ივარგა. რაც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, თუ ეს ბიჭი მართლა გამოადგება ჩვენს ნაკრებს და თავადაც სურვილი აქვს, გამოვიყენოთ. თუ ვერ გაქაჩავს, კალთებს არავინ დაახევს. კონკურენცია მაინც იქნება
lm
ბაგრატ - განსხვავება ისაა რომ მარადაშვილს არ უნდოდა სანქციებამდე და უარს აცხადებდა. ფლამარიონი კიდე ვიცით ვინცაა და არ ორმაგსტანდარტობს. მგონი საკმარისი განსხვავებაა თორე საზონოვსაც ყავს მშობელი რუსი, მაგრამ თქვა ალალად ჩემთვის ერთი სამშობლო მამაა და მეორე დედაო. ეთქვა ასე ეს დალოცვილი. სიტყვას დიდი ძალა აქვს და აწი ითამაშოს რუსეთში და ჯიქიასთან ერთად
Bagrat
ფლამარიონი ძალიან პატრიოტი ყოფილა თურმე საქართველოსი - საწოლთან მარჯვენით ილიას ფოტო უდევს, მარცხენით - ზვიადის... მარა მარადიშვილს დედა ყავს რუსი და სკოლაში მოსკოვში დაიდოდა და ამიტომ პუტინის აგენტია პრიამოი. ვაი ჩვენს დღეს!!!
სოსო
ფლამარიონი და არაბიძე გამოიძახეთ ნაკრებში,ვისაც ეს ეხება!!!!
Kale
Makfadens rais patriotuli grdznoba ar adzlevs dzilis sashualebas? Kartveloba daucune axla im bovshs
კოლა -ს
აბა ვის ვისთან ადარებ? სად ყიფიანი და სად ეგ?
დავით 67
რაც მეტი ქართველი წამოვა რუსეთიდან მით უკეთესი. თუ ნაკრების გაძლიერებაზე ფიქრობთ. ერთი ორი უცხოელიც უნდა მოვიწვიოთ და მივცეთ მოქალაქეობა,ასევე ნაკრებში თამაშის უფლება, როგორც კალათბურთშია. უამრავი კარგი ფეხბურთელია ტოპ ლიგებიდან, რომლებიც საკუთარ ეროვნულ გუნდში ვერ ხვდება. სხვანაირად საშუალო დონეს ვერ მივაღწევთ ნაკრებში.
დავით 67
კომენტარი მომეწონა, მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში უადგილოა.
გენა
რატო გვტენით ამ რუსებს? ეყარონ სადაც არიან
კოლა
ეგ არაა არგუნენტი მეგობარო. თავის დროზე, ყიფიანი გაუშვეს დინამოდან. ფიზიკა არ გივარგაო.
karoche
რავი, გუშინ გეწერათ "ღობეზე ბევრი რამეც წერია ძმააოოოოოო" ეგრე ლაპარაკობს აქაურობაზე და ახლა აუძგერდა გული? კარგად იყვნენ რა.
გოგიას, bagrats, მოხოს და ძმათა მათთა
ვერ ხედავთ რომ რუსეთის დღევანდელი ბანძი დონის ჩემპიონატის საშაულო კლუბი ახეხინებს სათადარიგო სკამს - მეტი არგუმენტი რა გინდათ - მაინც თქვენ მეტი იცით?
bagrat - s
საკუთარი კლუბი არ ათამაშებს და რა რაზეა ლაპარაკი? იქ არაპროფესიონელები მუშაობენ და მარტო აქ ხედავთ, რომ არ გვესმის? ტქვენზე მეტი ესმით იქ, ლოკიომოტივში და აშჯკურკინებენ, არანდვინებენ და ასალაშინებენ სკამს შეცვლაზე
გოგიას, bagrats, მოხოს და ძმათა მათთა
დიახ
მიდი რა
თუ სამშობლოს სიყვარულით არ უძგერს გული, მაშინ რად მინდა ასეთი ფეხბურთელი. რუსეთის ნაკრებში თამაშზე უცნებობდა და ახლა მიხვდნენ რომ ვერავის ეთამაშებიან სირიის, ნაურუს და ნიკარაგუას გარდა.
გოგია
მოდით ასე დავწერ. პირველი: რაც შეეხება მამის გულწრფელობას, ბინებრივია, რომ არავის გვჯერა, რომ რაიმე პატრიოტული ჰანგები აუჟღერდა გულში და რომ არა რუსეთის სანქციები, საერთოდ გამოიხედებოდა აქეთ. ისეც არ ქმნის ეს ინტერვიუ პოზტიურ აზრს მის პიროვნებაზე. ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. ეხლა მედლის მეორე მხარე. თუ ეს ბიჭი რამეში გამოადგება ქვეყნის ნაკრებს, რატომაც არ უნდა ითამაშოს? რა, რომელიმე გადამწყვეტი გოლი რომ გაიტანოს ნაკრების მაისურით, მაშინაც მამამისის ჩერჩეტობებს ხომ არ გავუხსენებთ? და მედლის მესამე (გურტის) მხარე. :) თუ იმაზე გვაქვს მიუღებლობა (და ბუნებრივია, რომ არც-თუ ცოტა ადამიანს ექნება), რომ როცა მათ დასჭირდთ, მაშინ მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა ერთგვარი ევროპული საშვივით და ვაი-თუ ჩვენ ნაკრებს არაფერში გამოადგეს. . . დავიჯერო, ვინც საქართველოს მოქალაქეა, უკლებლივ, ყველა ადგება ქვეყანას? ქართველი პოლიტიკოსები, ლამის ყველა საქართველოს მოქალაქეა და რა, რა ხეირი მათგან? P.S. ჩემთვის ნათელია, რადგან მოქალაქეობა მისცეს, ე.ი. ნაკრების მოთამაშედაც მოიაზრება. დიდი ალბათობით, სანიოლთანაც გავლილია ეს თემა უკვე.
ლევანი-ს
მშვიდობა გაქვთ?
Bagrat
ეს მამამისი რაღაცა თავია, კი ჩანს აგერ ამ ინტერვიუდან. მაგრამ ამ შვილს, მამამ რომ ჩამოიყვანა და არ ასწავლა, რას ვერჩით, სამშობლოსთან დაახლოვების უფლებას რომ ვართმევთ?
Bagrat
რა კარგია, ამას თქვენ რომ არავინ შეგეკითხება!
Bagrat
რა ვქნა, გენაცვალე?! ასე მოხდა რომ ვიცი რომ ნაკრებს ჭირდება... 20 წელიწადი ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემი პროფესიული მოვალეობაა მაგის ცოდნა. ყველა ფეხბურთში ვერ იმუშავებს, რას იზამ.
მესხი მელექსე
მარადიშვილი! ეს არის პპელე ამომავალი და მარადაონა ჩაუქრობელი!
ალეკო
100%
ლევანი
ვინმეს გჯერათ ახლა ეს ლეგენდა? მართლა გჯერათ თუ თავს ისულელებთ, რა იცი, იქნებ გამოგადგეთ? ისიც ასე ფიქრობს - იქნებს საქართველოს ნაკრები გამომადგესო! (არა ბიჭო და თურმე შოტლანდიასტან, რომ წავაგეთ, ცრე,ლად დაღვრილა, არ დასძინებია - მე ვაკლდი ნახევარდაცასო და პასპორტი რატომ ვერ მოვასწარიო).. არ გამოგადგებათ. ეგ ხოდი. ეგ არ არის წიტაიშვილის შემთხვევა, ის უკრაინა იყო. და თვითონ ქართველია. ეს სხვა შემთხვევაა, ეს რუსეთია და თვითონაც რუსია. მიიღებთ შედეგად .... ზუსტად რუსულ ფეხბყრთს - "ბეი დაგანიაის" და აქეთ "მატ"-ს მოგაყოლებთ სართულებიანს. რამ გადაგრიათ და შეგარყიათ - გინახავთ მაინც მაგის მაგარი თამაში - აი ლოკომოტივს არ უნახავს და თქვენ სად ნახავდით? ვერც ნახავთ მომავალში. ერთი"სრედნი გროკია", ნუ სირბილი იცის ალბათ და ეგ არის. ჰო კიდევ, კარგად გამოსდის სათადარიგოზე ჯდომა.კლუბში. წაით ბიძია ახლა "ჰაეროპორტში", ყანწებით, ხონჩებით და სადღეგრძელოებით ("ტოსტებით") დახვდით, ჰო ჩოხა-ახალუხი არ დაგავიწყდეთ, აზიაცკები და თარჯიმანიც თან წაიყოლეთ (ქართულიდან რომ უთარგმნოს თქვენი "გრუზინსკი რეჩი").
ბატონ ბაგრატს ერთი შეკითხვა
Bagrat ბატონო, ჩვენ არ ვიცით სათქვენ იცით, ჰოდა გვითხარით ერთი (დაგვდეთ პატივი) რატომ არის ეს ვასკვლავი (ახლა რომ გაახსენდა სამშობლო) სათადარიგოზე კლუბში და თან კაპიტალურად? რატომ არ ათამაშებენ? თქვენ ხომ იცით და ჩვენ არ ვიცით და გვითხარით აბა?
Bagrat
ბიჭო, რავა ყველა სპეციალისტი გახდა ამ ფეხბურთის! ჯაბა კანკავას მერე აღარ გვყავს საყრდენი, ეს ბიჭი კიდევ მაგარი ხისტი, ჭკვიანი და მეომარია აბურჯანია და ბუბა დაუშვილი მაგ საქმეს თუ გააკეთებენ, რა აჯობებს მაგას, მარა რაღაც არ ეტყობოდა ხეირი საყრდენ ზონას ნორვეგიასთან თამაშისას. გაგვაღღვიეს პაჭიკოს გარმონივით... ამიტომ რაც არ ვიცით, იმას შევეშვათ და ნუ ავჩერჩეტდებით, მეგობრებო!
მიხო
თუ ნაკრებს გამნოიადგება ამას რა სჯობს, თან ეთნიკურად ქართველია, მოკლედ მალე გამოჩნდება რა შეუძლია
ალო 3
შენ ფრთხილად იყავი რაიმე მახვილი და წვეტიანი არ გაიჩალიჩო, დერმოკრატო
დიტო
ისს, ისა და მანდა დიდ რუსეთში, ერთი სალტეებიანი ურემი ან დანჯღრეული "ტელეგა" ვერ იშოვნე, რომ ქვევრს გვერდით მიუგორო და უფრო დაგვაჯერო სამშობლოს სიყვარული? ისა, ისა, და ვინმე კეთილმა ადამიანმა ურჩეთ მამა-შვილს, რომ ცოტა ნაკლები ილაპარაკონ, თირემ ისეტებს როშავენ, ვისაც თავიდან სჯეროდათ იმათაც ეცინებათ უკვე. რა სამშობლო რის ლირკა - ჩაიკეტა მატუშკა როსსია და მორბიან. კდევ ერტხევ ვეკითხები მარადიუშვილის მოტრფიალეებს - რატომ უნდა გადმოჯდეს ნაკრების ძირითადში კლუბის სათადარიგოდან სკამიდან 23 წლის რუსის მენტალობის , როდესაც აქ ქართველები უნდა წავწიოთ წინ? აი ამიხსენით რატომ? რა ასეთი შეუცვლელია ეს კლუბის ზამენა ჩვენი ნაკრებისთვის? სულ რომ არ გვყავდეს ვინმე - უნდა გავზარდოთ და არა უკან გამოქცეულები.!
gia
აი ღრუსები
alo2
მეორე პლანზე უნდა გადავიდნენ, კი. დაბალი დონის და ""თავისებური""მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი საერთოთ ვერ უნდა ხვდებოდეს განაცხადში. სტადიონზე რომ მოხვდები იქ დაიწყე ეგეთი ლოზუნგები აბა, ერთი ორი მწარე არ აქცდება. ფაშისტო
ზურიკო
რა საეჭვოდ დაემთხვა სამშობლოს და სისხლის ყივილი სანქციებს. ისე მიდის საქმე ზახარიანმაც არ თქვას ქართველი ვარ და სამშობლო მიხმობსო ))
გურჯაანი მააშ
ტი ვოტ სკაჟი, კაკოე ვინო ლუჩშე - კრასნი მუკუზანი ილი ნაპარეული ?
Juve
Mxoxavi
Nukri
არასწორ შეფასებებს ვკითხულობ, არ შეიძლება ასე, რა ქნას ბავშვმა რუსეთში დაიბადა და ამის გამო ავუკრძალოთ სამშობლოში დაბრუნება, თუ კარგად ითამაშებს, თავს დადებს ნაკრებისთვის, მაშინ კარგი იქნება, მოვიდეს და ვნახოთ ნუ ჩქარობთ
ალოოოოო
აბა როროც ფოტოზეა ისე გუნდურად, მრავალხმიანად თუ დასჭექთ - "სამშობლო, სამშობლო, ჩემო ლამაზო!" და შემდეგ როგორც ჰიმნშია. რად გინდათ ახლა ეგ თქვენს ენაზე, რომ ვთქვათ - "რიჯა ბაზარი"? ქვევრი რა შუაშია, ვოდკის კატიუოლი უნდა გედგათ კუხნაში და ბრაგას ხდიდეთ. მაშ! ისე მიკვირს ზოგიერთქბის (ამათი არა). რომ ქრთველები, საქართველოშში გაზრდილები უნდა გადავიდნენ მეორე "პლანზე" და ამათნაირებმა ნაკრებში უნდა დაიკავონ ადგილი - იმიტომ რომ რუსეთი გაიჭედა და გაახსენდა ახლა საქართველო. და ვისაც სულ ახსოვდა სამშობლო?
beqa
ვირივარ და ვყროყინებ თემაა :))))
მე
ეგ ამბავი ღობეზე დააწერეთ მარადიშვილებმა, მაგასაც კაფუ არ მოყავდეს რა

მერე შვილს რატო არ ასწავლე ქართული? ეს ელემენტარულია!!ახლა გიხმობს სამშობლო?
kesha
რა კომენტარს წერ საერთოდ გაგეგება ამ ქყვეყანაზე რამე
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მერე კოტევ ბატონო, ბალღს რად არ ასწავლე, შუკუზანის სიყვარული?
გივი
ვკითხულობდი ინტერვიუს და უკვე ვხვდებოდი, ქვემოთ, კომენტარებში რა ამბები ატყდებოდა. :)) სულ ღერა-ღერა გაარჩევენ თითოეულ წინადადებას. :)
ქ. გ.
ასეთი ფეხბურთელები ნაკრებში არ გვჭირდება.
დდდ
თუ სწორად გავიგე, ამ კაცის ერთადერთი მიღწევა ის არის, რომ ახალგაზრდობაში საკუთარ ძაღლს ასწრებდა საწყის 20 მეტრში... წესით, ის ქართული ანდაზაც უნდა ჰქონდეს ყურმოკრული, საკუთარ ცხენს რა შემთხვევაში ასწრებენ...
არ გავცცლი სალსა კლდეებსა...
რუსეთი ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანააო)))) და რუსებიც რა თქმა უნდა ძალიან თბილი და მოსიყვარულე ერია, არა კობა?)))))))) ხოდა, ზუსტად იქ ცხოვრობ, სადაც უნდა ცხოვრობდე.
ბნელი გრუზინი
თუ ასე ამოგდის მზე და მთვარე შენს სამშობლოზე შვილი გაგეზარდა ქართველად და გესწავლებინა მისთვის სამშობლოს სიყვარული. თან ყოველ ზაფხულს თუ აქ ჩამოდიხარ ეგეც ჩამოგეყვანა აქ რამოდენიმეჯერ რა დაშავდებოდა და შეერწყმებოდა აქაურ გარემოს.არ გინდა რა ეს ფსევდო სამშობლოს სიყვარული შენ უკვე აირჩიე შენ სამშობლო დედა რუსეთის სახით და იყავი მანდ. შენნაირი ხალხის გარეშეც კარგად ვართ აქ (p.s. ვინც მე გამლანძღოს ის იყოს ვლადიმერ პუტინი)
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
"მარადიშვილი რუსეთის ნაკრებს არ სჭირდება" - "ზენიტის" ყოფილი ფეხბურთელი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
"ღობეზეც ბევრი რამეა დაწერილი" - მარადიშვილის მამამ თავისი შვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე გააკეთა კომენტარი