ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

რუსულმა "იზვესტიამ" ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიაზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ბელარუსი და რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციაზე საუბრობს.

- გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო. როგორ ფიქრობთ, რა როლი იქონია მის წარმატებაში რუსეთში თამაშის გამოცდილებამ?

- რა თქმა უნდა, რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხვიჩას ბედში! რუსეთში თამაშის შემდეგ ყველანაირად მზად იყო კარიერის განსავითარებლად. მას უკვე შეეძლო ისეთ დიდ ჩემპიონატში ეთამაშა, როგორიც სერია A არის.

- ხვიჩამ "რუბინი" იმის გამო დატოვა, რომ ქართული საზოგადოებისგან ზეწოლას განიცდიდა. ქართველ ფეხბურთელებს ახლა რუსეთში წასვლა შეუძლიათ? დაგმობენ მათ, თუ რუსეთში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ?

- ჩვენ სპორტსმენები ვართ და ვცდილობთ, არ ჩავერთოთ პოლიტიკაში. ეს ლოგიკურია - მაგალითად, სპორტსმენი ვარ და სადაც უკეთესი პირობებია, იქ გავაგრძელებ კარიერას. ადრე, როცა ვთამაშობდი, საზღვარგარეთ წასვლა შეუძლებელი იყო, ახლა კი ყველა კარი ღიაა.

მიიღებთ უამრავ მოწვევას და უბრალოდ სასურველი ვარიანტი უნდა აირჩიო... სსრკ-ში ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ახლა ახალგაზრდებს აქვთ ასეთი შანსი და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ. საქართველოსთვისაც კარგია, როცა ახალგაზრდა ბიჭები გამოცდილებას საზღვარგარეთ იძენენ, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, გამოცდილებას აქ უზიარებენ.

- რას ფიქრობთ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოკვეთაზე საერთაშორისო ტურნირებიდან?

- ასეთი რაღაცების წინააღმდეგი ვარ! სპორტსმენი არ არის პოლიტიკოსი! მას უნდა შეეძლოს ნებისმიერ ტურნირსა და შეჯიბრებაში მონაწილეობა. სპორტსმენების უფლებები არ უნდა დაირღვეს ვიღაცის პოლიტიკური ამბიციების გამო. ყოველ შემთხვევაში, მე სპორტსმენების მხარეს ვარ.

- თუ ახლა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტს რუსეთში სათამაშოდ წასვლას, როგორ მოექცევიან მას თქვენს ქვეყანაში? იქნება იგივე ზეწოლა, რაც ხვიჩაზე იყო?

- ალბათ, გამოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იტყვიან, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა და იტყვიან - რატომ მიდის იქ?!

ერთს გეტყვით: ჩვენ სპორტსმენები ვართ და კარიერაში ძალიან ცოტა დრო გვაქვს. როდესაც კარიერას დაასრულებ, პრაქტიკულად ჰაერში რჩები. არ გაქვს სამუშაო, მაგრამ პროფესიონალი ხარ და უნდა იცხოვრო. ღმერთმა ნიჭი მოგცა და როდემდე შეძლებ თამაშს?!

ათი წელი? - მაქსიმალური პოტენციალი უნდა აჩვენო! ასე რომ, ვფიქრობ, ყველას უნდა შეეძლოს თამაში იქ, სადაც თავად ფეხბურთელებს სურთ.

- რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებ სსრკ-ის ნაკრების ყოფილ თანაგუნდელებთან ხომ არ გაქვთ ურთიერთობა?

- სსრკ-ის დროს ყოველთვის ერთი მუშტივით ვიყავით შეკრულნი. განსხვავება არ იყო - უკრაინელი ხარ, რუსი, სომეხი თუ სხვა. ჩვენ ყველანი სსრკ-ის მოქალაქეები ვიყავით. ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს და ამიტომ დღემდე ჩვენ შორის არის კავშირი. ვხვდებით და ტელეფონზე ვსაუბრობთ. ძალიან მომწონს ის დრო და ის წლები. ჩვენ ყველანი მეგობრები ვიყავით.

- კახა კალაძესთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- ის ფეხბურთელია, რომლის სახელიც დიდი ასოებით უნდა დაიწეროს! მან ძალიან ბევრი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებსა და "მილანში", ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო!

ის ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა. კალაძე იყო და დღემდე რჩება დიდ პროფესიონალად.

კახა ბავშვობიდან არის მიჩვეული გუნდში თამაშს და ეს მას ახლაც ეხმარება მერის პოსტზე. მეტსაც გეტყვით - ასეთი მერი თბილისს ჯერ არ ჰყოლია!. ძალიან მიხარია, რომ პირადად ვიცნობთ ერთმანეთს! ყველა აქებს მას და ის ბევრს აკეთებს ქალაქისთვის.

- მაისში კალაძე რუსეთისთვის სანქციის დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნამდვილი ჰარაკირი იქნება რუსეთისთვის სანქციების დაწესება. თქვენი დაკვირვებით, საქართველოს მოსახლეობა კალაძეს და მისი პარტიის წევრებს "ქართული ოცნებიდან" უფრო ეთანხმება სანქციების არდაწესების პოლიტიკაში თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რუსეთისთის სანქციების დაწესების მომხრეა?

- აშკარად კალაძეს საკუთარი აზრი გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ქართველი ხალხი იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთისთვის სანქციების არდაწესების შესახებ. რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავიკეტოთ, ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოხდა ბოლო ათწლეულებში, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ ხელახლა უნდა დავიწყოთ ცხოვრება და განვვითარდეთ. ზოგადად მე ვემხრობი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგებას და ჩვენ შევძლოთ მშვიდად ვეწვიოთ ერთმანეთის ქვეყნებს.

- რუსეთიდან საქართველოში ბევრი ადამიანი გადმოვიდა საცხოვრებლად. თქვენ გრძნობთ ბევრი რუსის ყოფნას საქართველოში? როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ საქართველოში?

- მათ ძალიან კარგად ექცევიან, ჩემს სკოლაშიც სწავლობენ ბავშვები მოსკოვიდან და უკრაინიდან და ამ კუთხით ყველაფერი კარგადაა. მე თვითონ ვწვრთნი რუს ბავშვებს და ვთვლი, რომ ყველას კარგად უნდა მოექცე, მით უმეტეს,, როდესაც ადამიანს საკუთარი ქვეყნის დატოვება უწევს, ანუ მას უკვე აქვს პრობლემები. მე არ ვინტერესდები მათი ეროვნებით და ყველას ერთნაირად ვექცევი.

- შესაძლებელია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ისევ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ერთად ყოფნის დროს იყო?

- პრინციპში, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. პირველ რიგში, საჭიროა ჩვენ შორის კავშირები ისე დალაგდეს, როგორც ადრე იყო. მე პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ როგორც სპორტსმენი, ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის დაწყება სპორტიდან შეიძლება, სპორტული ტრადიციებიდან. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები.

• კოლხი

ქართველები ასე რამ გამოგაშტერათ მტერი დაოყვარე ვერ შეგიცვნიათ? ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი ან დახოცეს ან გამოყარეს თავიანთი სახლებიდან. ისტორიას გვიყალბებს დაბოლოს და ბოლო სურს საქართველო და ქართველი ერი გააქრობს დედამიწიდან. რუსზე დიდი და ვერაგი მტერი საქართველოს არ ყოლია.

• გიორგი

კარგია, იქნებ ხალხმაც დავინახოთ რომ ოლიმპიური ჩემპიონი, გენიალური მუსიკოსი თუ მომღერალი, რომელმაც რაღაც მაგარი პატრიოტული სიმღერა იმღეა, მსახიობი, რომელმაც რაღაც ისტორიული პერსონაჟი განასახიერა, არ ნიშნავს აპრიორი რომ სულით და გულით ილია ჭავჭავაძია. გოლებს იტანს? კარგად იმღერა? კარგი რეჟისორი თუ მსახიობია? დაუკარი ტაში. იმის იქით შეაფასე რაღაც გმირობის გვირგვინს ნუ დაადებ თავზე და არ უნდა გქონდეს რაღაცის ილუზია. არა ერთხელ და ორჯეთ ვნახეთ ხომ გადეპუტატებული სპორტსმენები, გუშინ რომ სტადიონზე აღაფრთოვანებდა ხალხს და პარლამენტში გამოსოროსდა, გახდა ერთი ჩვეულებრივი ვირთხა, რომელიც იმ თავის პრივილეგიებს დასდევდა და თავის თემებს ალაგებდა.

• ნათია

ღმერთო რა სირცხვილია

• gito

რიგირთი ღრუზინი

• სოსო

თენგიზ სულაქველიძე საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მას აქვს ავტორიტეტი რომელიც უნდა გამოვიყენოთ საქართველოსთვის სასიკეთოდ.

• ციციკორე

ამ არაკაცმა აქ რაც იბოდიალა, მაგაზე პასუხის გაცემა პატრიოტიზმია?! მითუმეტეს, ურაპატრიოტიზმი?! ანზორ კავაზაშვილს არ უკადრია, ისეთები ილაპარაკა. პოლიტიკა არ აინტერესებს ჯიგარს :) კაი კაცო :)

• ქ. გ.

ეს ტიპი დღეიდან ჩემთვის აღარ არსებობს. დავივიწყე მაგის სახელი.

• ჯემალა

ჯიგარი ხარ თენგიზ მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. დანარჩენი მერე თავისით დალაგდება

• ჰეჰე

რამდენი ვითომ პატრიოტი ხართ აბა ჩაიხედეთ ახლა საკუთარ გულში და რამდენს გაკერიათ ხოლმე პირზე ჩემი დედაო... ეგაა რა,ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ ფსევდო პატრტიოტობით.აბა თქვენ იცით ჰე მარტო ილაპარაკეთ მეტი რა შეგიძლია ან რა გაგიკეტებიათ ყოვლისმცოდნე ერო.

• ქ. გ.

Re: "სპორტსმენები ვართ და ვცდილობთ, არ ჩავერთოთ პოლიტიკაში" მართლა ვერ ხვდები, რომ ჩაერიე, რუსეთის პოლიტიკა გაამართლე და საქართველოს ზიანი მიაყენე?!!!

• საბა

რო შევაგინო არ დაბეჭდავ და წყევლა რა კაცის საქმეა?(

• მამუკა

ამხელა კაცს ჭკუა სულ არ ქონია. ამდენი წლობით ნაშენები და მოპოვებული სიყვარული ერთ წამში გააცამტვერა და წყალს გაატანა. განა რამდენი გადაგიხადეს, რომ ამად გიღირდა. აი, რა თანხა უნდა შემოგთავაზონ რომ ხალხის სიყვარულზე უარი თქვა. სამწუხაროა.

• შინდისელი

თენგიზ, სანამ ურთიერთობებს დაალაგებთ, გადააფსით ერთმანეთს შენ და მარია ზახაროვამ, შუაში კიდევ მედვედევი ჩაიყენეთ.

• ქ. გ.

სირცხვილია, თენგიზ! სირცხვილი!

• nika

რა უნდა თქვა ამ ადამიანზე, არასდროს არ ჰქონია კაცური სიტყვა და აზროვნება, არც ფეხბურთელი ყოფილა დიდი და დაზუსტდა რომ არც ღირსეული მოქალაქე ყოფილა ამ ქვეყნის. სამშობლოს განცდაზე საერთოდ არაა საუბარი. აი, ესაა საბჭოთა მემკვიდრეობა და რუსეთის მიერ განადგურებული ადამიანის გონება, ღირსება, სამშობლოს განცდა,თავმოყვარეობა და ა.შ. სულაქველიძემ 1981-ში სსრკ-სთვის ითამაშა !!!

• XXX

რა კომენტარი გავაკეთო? რისი დაწერაც მინდა და რისი ღირსიც არის იმას აქ არ გამოაქვეყნებენ... ჩავთვალოთ რომ გავაკეთე კომენტარი, რომელიც ერთგვარი კრებულია უცენზურო სიტყვების და გინებების...

• zaza

გვარი "დაგილოცე" უკვე. მოღალატის გაპრავებისთვის...

• აბო

თქვენ კიდევ კავაზაშვილს აგინებთ მოსკოვში. აქ ცოტა გვყოლია საგინებელი? უკვე წარმომოდგრნია როგორ აზროვნებენ ჩივაძე და მაგის თანაგუნდელები. ვნახოთ აბა რომელი გამოვა და გაემიჯნება ამ მართლა #ტაპორს#

• Tommaso

ჭოლა, ჯერ დაგვიბრუნონ რაც გვეკუთნის და მერე დავჯდეთ და დავალაგოთ თანაბარ პირობებში როცა ვიქნებით.მერე ჩავეხუტოთ ჩასახუტებელს. პოლიტიკაში არც მე ვერევი, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. აქ პროგრამებზე და სტრატეგიაში არაა საქმე. ოკუპირებული აქვს შენი სამშობლო. ეგ მაინც გეთქვა. მეც ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში. რუსმა ხალხმა უნდა მოინდომოს, სპორტცმენმაც და გლეხმაც, შეწუხდეს და ნორმალური მთავრობა მოიყვანოს თავის ქვეყნის სათავეში. მაგათ გასაკეთებელს, სხვა ვერ გააკეთებს. ცოტათი მაინც როგორ არ ხარ გაბრაზებული რუსებზე? ან ეს ვითომ მოზომილი ინტერვიუ საერთოდ რატომ მიეცი? ისმინე ახლა კრიტიკა ამ ხნის კაცმა! ყოჩაღ შენ თენგიზ სულაქველიძე!

• gogig

რუსეთთან სიტუაცია დავალაგოთო იძახის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაფერს ამბობს. გამოდის რუსეთს ჩუქნის ქართულ მიწებს.

• გუგა

სულით მათხოვარი

• ფეხბურთი

სპორტსმენი პოლიტიკოსი რომ არ არის, ეს არ ნიშნავს რომ მოქალაქე არ არის და პასუხისმგებლობა არ გააჩნია. არც მოსამართლეა პოლიტიკოსი და მაშინ უკანონო გადაწყვეტილების გამო არ დავასანქციროთ?! ყველა სფეროს წარმომადგენელი არის მოქალაქ, რომელიც დადის არჩევნებზე და ხმას აძლევს სასურველ ხელისიფლებას. ადამიანი რომელიც რაღაცის და ვიღაცის გამო, არჩევნებში ბანდიტ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ის რათქამაუნდა უნდა დასანქცირდეს , მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელი იქნება თუ მეთევზე

• Gia

რა დაგვღალეს ამ სპორტსმენებმა თავისი მოკლე კარიერით გაპრავებული სიხარბით. ბოდიში მაგრამ ყველა პროფესიაში არის იგივე პრობლემა, 40 წლის ზევით არავის ჭირდები ისეთ თანამდებობაზე სადაც 25 წლისები არიან და ან უნდა შეიცვალო ან დაჯდე სახლში. თქვენც ან მწვრთნელ/აგენტ/მენეჯერები ხდებით ხო? საშუალო ფეხბურთელი რასაც იმ 10-15 წელში იღებს 10ჯერ აღემატება საშუალო არაფეხბურთელის მთელი ცხოვრების ხელფასს და სიხარბეს ნუ აპრავებთ რაღაც სულელური თეორიებით.

• გიორგი

პოლიტიკაში არ ვერევიო და პოლიტიკურ განცხადებებს კი აკეთებს. მონა მომხეა ბატონთან ურთიერთობების 'დალაგებით'.

• ILIA

ეს ყოველთვის ხისთავა იყო.

• კ

ღორი

• ძველი გულშემატკივარი

ეჰ თენგიზ, თენგიზ! შენ იყავი ჩვენი თაობის ერთ-ერთი საყვარელი და დაფასებული ფეხბურთელი. მაგრამ ეტყობა ასაკთან ერთად რამსები აგერია და დაიწყე რაღაც პოლიტიკური და ანტიქართული განცხადებების გაკეთება. შენზე თანაგუნდელები დინამოში და ნაკრებში იძახდნენ, რომ რუსულ ენას ვერ ფლობსო და რაც აქ წერია მართლაც თუ რუსულად ილაპარაკე - ყოჩაღ შენ! არ მინდა დავიჯერო, რომ ეს შენი სიტყვებია, იქნებ ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. არ ვიცი, არ ვიცი ...

• ვენეციის კომისია

ამის აკადემიაში ბავშვის მიყვანა საშიშია, ამან რა უნდა ასწავლოს ან რა უნდა გაზარდოს...

• აკაკი ხოშტარია

ნათელი მაგალითი, რომ კარგი სპორტსმენი შეიძლება არ იყოს კარგი მოქალაქე. ეს და ზოგადად, საბჭოთა კავშირში დაბადებულების თაობა რომ დასრულდება, მერე მოეხსნება ტვირთი საქართველოს და მანტალური გარდაქმნის პროცესიც აჩქარდება.

• ციციკორე

რამდენი ხანი უნდა ებოდიშოთ "დიდი ფუტბოლი"-ს თაობას?! 1981 ინდულგენციაა?! ნეტა დავორ შუკერი ან ანგელოს ხარისტეასიც "დიდი ფუტბოლი"-თ ამადლიან თავიანთ თავს იმ ქვეყნებს?

• თენგო

პირადად თენგიზი მომხრე ყოფილა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების და ყველაფრის თავიდან დაწყების. გენიოსია პირდაპირ, როგორ მოიფიქრა ნეტავ ეს გეგმა.

• საქართველო

იცი რა მიკვირს?! ამ ინტერვიუს შემდეგ გახდა ეს კაცი ესეთი?! თუ ეს ყველაფერი იცოდით თქვენც და სხვებმაც,რატომ აქამდე არ იღებდით ხმას?! 90-იანი წლებიდან აქვს ამას ბაზა და 90-იანების დასაწყისიდან მუშაობს მწვრთნელად,ჯერ დინამოზე იყო და შემდეგ თავის აკადემია გააკეთა,როგორც კი მიწა მიიღო. მე თუ მკითხავ ეს კაცი ბავშვთა ფეხბურთს საერთოდ არ უნდა გააკარო

• Kale

https://iz.ru/1559124/georgii-dzhabishvili-aleksei-fomin/ia-protiv-otstraneniia-sportsmenov-rossii-i-belorussii ამას დახედეთ რა გაზეთისთვის აქვს ინტერვიუ მიცემული! მალადეც, თენგოია უბედურო შენ! აქეთ მისი ინტერვიუ დევს და აქეთ "ასე ვუტირეთ უკრაინელთა სათვალთვალო პუნქტს ყოფაო" https://iz.ru/1560312/2023-08-17/boitcy-gruppirovki-voisk-dnepr-unichtozhili-nabliudatelnyi-punkt-vsu

• არტ

ეს რა არაკაცი ყოფილა. გულდასაწყვეტია ნამდვილად. ათასობით რუსების ხელით ჩახოცილი ქართველი, ეთნიკური წმენდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სხვა ბევრი რამ შენთვის რაღაც პოლიტიკაა არა? ტფუ მართლა! ახლა ვიღაც ასეთივე საბჭოთა რუსეთუმე გამომიხატება და მაგის სპორტულ მიღწევებს შემახსენებს - თავს ნუ შეიწუხებთ კარგად მახსოვს. მაგრამ კარგი ფეხბურთელი კარგ ადამიანს არ ნიშნავს. მეტიც , შეიძლება ნაძირალაც კი იყოს. ეს ეგ შემთხვევაა!

• 544

შევჩენკო, ბლოხინი, ბელანოვი: მოკეტე, თენგო!

• Revazichi

ზვიადი იყო, გესროდა, ედიკა მოგითრია თვითOნვე, გესროდა, მიშა იყო, გესროდა, ესენი არიან და დედას ... რა გეგმა გაქვს ასეთი მაგენთან პოლოტიკით რამის დალაგების და დაბრუნების? და თუ არ გავს და არ იცი, 30 წლის გამოცდილებით მაინც ვერ გამეიტანე დასკვნა>?

• suxumchanin

ეს რა გავიგე, ამის იმედზეა ჩვენი შვილების მომავალი განსაზთვრული? კაცი რომელმაც დაღუპა ახალგაზრდა ფეხბურთი საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან იმდენი სიკეთე არავის მიუღია რაც მას. ბაზა დიღომში , უამრავი ბონუსი, გადასახადებზე მორატორიუმი და რა გვაქვს? დამისახელეთ მისი აღზრდილი ფეხბურთელი. თუ ფული არ აქვთ ბავშვის მშობლებს ახლოსაც არ იკარებს, ძვირიანი სპორტული ამუნიცია, ვითომ ზბორები, გადასახადი პლუს ჩაწყობა დიდ დონეზე და რომელი ქართული ოჯახი შეძლებს მის გუნდში ბავშვის მიყვანას. უნდა მოიკვეთოს ბავშვთა ფეხბურთიდდან ვინაიდან მისი შედეგია ნული!

• Bagrat

ბოდიში, მაგრამ შახ-აბასისა და თემურ-ლენგის ბანაკში რანაირად უნდა გეძებნა მოყვარე? რეებს მიედ-მოედები, თუ ძმა ხარ

• სამაჩაბლო

არ გინდათ თენგიზ ცოტა ხნით თბილისი, რომ დატოვოთ და კონფლიქტის ზონის მოსახლეობას და მესაზღვრეებს ჩაენაცვლოთ??თქვენ დალაგებული გქონიათ რუსეთთან ურთიერთობები და იქნებ ქვეყანასაც დაულაგოთ და ადგილობრივ მოსახლეობასაც,იქნებ გადაიფიქროს რუსეთთმა ტერიტორიების მიტაცება და ხალხის გატაცება საკუთარი სახლებიდან??!!ველოდები თქვენს გამოხმაურებას, მე დაგასახლებთ ერთ-ერთ კონფლიქტის ზონის სოფელში,სუფთა ჰაერი არ მოგაკლდებათ,სხვა ყველაფრის ნაკლებობა კი არის სოფელში, არც სტადიონები აქვთ ბავშვებს,თუმცა ბავშვებიც არ ცხოვრობენ ყველა თბილისისკენ გამორბის, საკუთარი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრება უნდათ!!!აი ასე იცლება ძირ-ძველი ქართული მიწა ქართველებისგან!!!!იქნებ თქვენ გვიშველით რამეეეე!!!

• ლაშა

დაბერდა და გამოპრუტუნდა

• მწვრთნელი

"იყო დრო და მომენტი, დანარჩენი თვითონ გააგძელეთ!" - ასე მაინც გეთქვა შე კაცო მაგ კორესპონდეტისთვის, თუ არ იშლიდა ინტერვიუს ჩაწერას!

• ზურიკო

გული ამერია.. უსამშობლო კაცი ხარ შენ თენგოია უსამშობლო და ყველაზე ცოდო ის ადამიანია რომელსაც სამშობლო და იდენტობა არ გააჩნია!

• გია

ჯერ გასარკვევია ამან რა თქვა და იმათმა რა დაწერეს, ბატონი თენგიზი ალბათ გააკეთებს კომენტარს. არა მგონია პატრიოტიზმში ეშლებოდეს ან კაცობაში. ნუ ვიჩქარებთ ასე სახალხოდ ლანძღვას, იმდენი სიხარული აქვს მონიჭებული ქართველი ხალხისთვის რომ ყველას გვეყოფა სათითაოდ

• გოჩა

შენ მტერში თუ მოყვარეს ხედავ, სულმდაბალი მონა ხარ და მოღალატე!

• ოთო

თენგიზ, თან იძახი ჩვენ სპორტსმენები შორს უნდა ვიყოთ პოლიტიკისგანო და თან პოლიტიკურ კითხვებზე სცემ პასუხს! ტანაც ისეთ პასუხს რომელშიც არ დაგეთანხმება მოსახლეობის უმეტესობა!

• დააT

1) ფეხბურთიდან ოკუპანტები რომ არ მოეკვეთათ კვრაცხელია დღესაც ოკუპანტების ჩემპიონატში იქნებოდა. ოკუპანტ ქვეყანაში დიდხანს ჩარჩენილები რომ კარგავენ კლასს ამის ძალიან ბევრი მაგალითია. 2) ხელბურთში ოკუპანტების მოკვეთის გამო გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ ქვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ ავედით მთავარ შესარჩევში. ოკუპანტები და ბელარუსების მოკვეთის მერე დაგვიშვეს მთავარ შესარჩევში ჩვენ და ლუქსემბურგი, საიდანაც ჩვენები სასწაულებრივად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. 3) კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ იმიტომ გავედით, რომ ოკუპანტები მოიხსნა კალათბურთიდანაც, ჩვენს ჯგუფში იყო ოკუპანტები და უეჭველი ჩავრჩებოდით ჯგუფში. დასკვნა: ოკუპანტების გარეშე უკეთესია სა. ამისნაირმა საბჭოთა ჯიბის ხურდებმა უკვე ძალიან დამღალეს და მათი არაპატრიოტიზმი და უთავმოყვარეობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ვინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტებს და ქართველების თავებით ფეხბურთის მოთამაშეებს უძვრება იმათი ვუსურვებ "საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს" რაც შეიძლება მალე

• აუუუ, ეს ვინ ყოფილა

თფუი შენი... რატო ფეხები არ მომტყდა როცა შენს თამაშებზე დავდიოდი... შენი კაცობა არ გაიშვას. ანწუხელიძე უნდა იყოს მკვდარი და შენ ცოცხალი?

• ზურა7958

ქუთეისელი რეგვენი

• პატრიოტი

"სპორტსმენების უფლებები არ უნდა დაირღვეს ვიღაცის პოლიტიკური ამბიციების გამო. ყოველ შემთხვევაში, მე სპორტსმენების მხარეს ვარ". ბრძნული აზრია, ორ კაცს ხომ მოეწონა, შენსავით ჩლუნგ "ადამიანს", მაგალითად, არც მე ვარ ნორჩი, შენი თამაშიც მახსოვს, მესხის, ჩოხელის და სხვებისაც, საბჭოთა კავშირის ნაკრებსაც ვგულშემატკივრბდი, როცა იქ ზემოთ მოხსენიებული ფეხბურთელები თამაშობდნენ შენც თამაშობდი, მაგრამ არ გრძნობდი რუსების შოვინიზმს? განა ამ შოვინიზმის გამო არ იყო, რომ მესხი არ გაუშვეს მსოფლიოს ნაკრებში?

• კოლხიდელი

ქართველ კაცს უთქვამს "კარგ მთქმელს,კარგი გამგონი უნდაო".არაფერი უთქვამს ამ ადამიანს თავისი მამულის საწინააღმდეგო....შოთასეული "ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერიაო" არ დაგვავიწყდეს....

• გივი

რუსულ-ქართული ურთიერთობები უნდა დალაგდეს პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალი, თუ როგორ უნდა დალაგდეს ეს არ ვიცი, თუმცა არიან გარე ძალები ვისაც ეს არ სურს კატეგორიულად..

• ლადო

ზაზაჯან, ამ ჯაცს საქართველოს სასიკეთოდ და გასახარელად რო აქვს გაკეტებული მეეჭვება შენს გვარს მთლიანად რამე ქონდეთ მაგის ნახევბარი და სუფრაზე ქართული ღვინით შეგულიანებულები ალბათ თქვენ მართლა აბრეხვებთ ბრტყელ ბრტყელებს! ეს ერთი და მეორე! რო გამოხტებით იცით რა იყო საბჭოთა კავშირი>?! ზუსტად მაგ დროს განვითარდა, გაძლიერდა და აშენდა საქართველო! პირველად გადავცდით 5 მილიონიან ნიშნულს, აყვავდა მეცნიეება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი! ხალხი მშიერი არ იყო და ავად გახდომის არ ეშინოდა! დასასვენებლად ყველა დადიოდა დამლაგებელი იყო თუ დირექტორი და ნიჭის გამოვლენის საშუალებაც ყველას ეძლეოდა! იძახეთ ახლა ამ ცხვირმოუხოცავებმა ის რაც არ იცით და იბრიქეთ!

• Ნიკოლოზი

ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ აზროვნებაში უჭირს

• Bagrat

შეიძლებ, კი არავის აინტერესებს რამეში, მარა მე აღარ გცემ პატივს, თენგიზ ბატონო!

შეენც ბრუტუს? ტფუი!

• G.LA

ბატონო თენგიზ აზროვნება რომ სსრკ-შ ნოსტალგიაში გაქვთ ჩაფლული გასაგებია. მაგრამ ცრუპენტელობა მაინც რატომ იკადრეთ? საქართველოს უმეტესი მოსახლეობა მიესალმება ოკუპანტების შემოთესლებასო რომ თქვით. სირცხვილია ტყუილებში ცხოვრება, თუმცა ნაჩვევი ბრძანდებით გეტყობათ სსრკ-ში და ვეღარ გამოდიხართ მაგ ხიბლიდან. ასე როგორ დაყრუვდით ზოგიერთები და დაბრმავდით რომ ამ ქვეყანის გარუსების წინააღმდეგია ძალიან დიდი % მოსახლეობის და ზოგიერთები ვერ ხედავთ მხოლოდ საფრთხეს. დალაგებისას რისას აპირებთ ოკუპანტებთან? საელჩოები უნდა გაუხსნათ და დავლაგდებით მერეე, რა გაქვთ მხედველობაში ურთიერთობის დალაგებაში? ვერ გაბედეთ თქმა რომ ტერიტორიის დაბრუნებით დალაგდება მხოლოდ ურთიერთობაა, თუ არ იცით რატომ აირია ჩვენ შორის ურთიერთობა? საერთოფ რომ არ გეპასუხათ მაგ ჟურბალისტისათვის უკეთესე იქნებოდა თქვენთვის და ჩვენთვისაც. რუსეთს რააა?

• Kale

მარადიშვილის დააბრალეთ ახლა რამე ის ბიჭი ხმას მაინც არ იღებს, ეს კიდევ სულ მთლად თემო გამხდარა!

• გიორგიპირველი

ბიჭოო, ბიჭოოო...

• ბექა

ამ ადამიანს რამდენჯერაც ტელევიზიით ვუსმინე, ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთზე და რაღა ახლა გამიხდა ფილოსოფისი და ერის მამა?!

• იიი

მაგ ხალხს რატო ალაპარაკებენ საერთოდ, მონობა ურჩევნიათ ისევ, კარგად ვჭამდითო იძახიან, თან ვაზელინის ახალი პარტია მიიღო ეტყობა, ეხლა ხომ დაიჯერეთ რაც მაგას და მისთანებს მიღწევები აქვთ ყველაფერი სსრკ-ს ეკუთვნის და არა საქართველოს, ყველა საბჭოელი საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება, ჩარჩა ზოგი

• Irakli

თენგიზ სულაქველიძეს დიდ პატივს ვცემდი, ამიტომ ცუდს არაფერს დავწერ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ ამ ინტერვიუთი გული ძალიან მატკინა!

• ოტია იოსელიანი

"ზიგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"!!!!

• მწვრთნელი

სსრკ-მ კარგა ხანია დალია ჩაილურის წყალი ბატონო თენგიზ! ახლა რუსეთი სვამს!

• ელგუჯა

ბევრ მონას მოსწონს მონობა სხვათაშორის

• დიდი ილია

"ჩემო კარგო ქვეყანავ,რაზედ მოგიწყენია!..აწყმო თუ არა გწყალობს,მომავალი ჩვენია"!!!!

• ეეე

კუნთ მაგარი და გონება ჩლუნგი.ტფუ

• საბა

ძველი თაობის ფეხბურთელები რუსულ პრესას აძლევენ ინტერვიუს,ახალი თაობა საერთაშორისო ავტორიტეტულ პრესასთან,აი განსხვავება!!!!ნუ მიათრევთ ახალგაზრდებს თქვენ ჭაობში, გეყოთ რაც იგულავეთ,დაოკდიიიით!!!!!!!

• zaza

ეს ეხლა სუფრაზე საქართველოს სადღეგძელოს სვამს და კაცი ვარო ამტკიცებს...

• რატი

ჯობდა, საერთოდ გაჩუმებულიყავი! მართლა ფუი ეშმაკს!

• რატი

რუსკი კარაბლ, იდი ტი ნა ***!!!

• giorgi

სულელისთვის რა მნიშვნელობააქ სად გაძღება

• Giusha 3232

აუფ, გენაცვალე მაგ გახსნილ გონებაში.მართლაც რა გეშველება?!

ესეთი აზროვნება კატასტროფააა!!!!!

• იმერელი

ეს რა დაბერდა და გამო ჩიტიკოტრლდა? რაის მეგობეობა რაის ეუსეფი რაის სპორტი და მეგობრობა ბიწებს რო გვიხოცავდნენ რომრლმა რუსმა სპორტსმენმა დაგმო. ეგრე ტუ გიყვარს რუსეტი უვიზოა ახლა და წაეთრეს.ფუ საქონელი ყოფილა

• las

ერთი ჭესმარიტება არ გესმის. საქართველო ეხლაც ფორმალურად არის დამოუკიდებელი. 1992 წელს განხორციელდა რევანში და ხელისუფლებაში დაბრუნდა კომუნისტიური ნომენკლატურა და დღესაც ისინი არიან. ასე რომ ის პრობლემები რაც გვაქვს სწორედ ამის ბრალია.

• las

ეხლა მესმის ბიბლიური ჭეშმარიტება, როცა მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი, და აღთქმულ მიწაზე მხოლოდ ახალი თაობა შეიყვანა. :)

• ლაშა

ბერდები და ….

• ადამიანი

ცუნცულ,შენი სამშობლოსადმი ამაგი გამოამზეურე, ,,ფლიზზ"

• ადამიანი

ცუნცულებო,აბა ერთი გაარეთ პირი და გვითხარით,ტავად რა გაგიკეტებიატ,სად ბრძანდებოდით 2008-ში,ან 2008-დან დღემდე სად მოითხოვეთ რუსი სპორტსმენები მოკვეთა ან სანქციები? ეროვნული ნიშნით ზიზღი ფაშიზმია ჰალეკოებო, ფ ა შ ი ზ მ ი . სხვათაშორის ფაშიზმიც,მენშევიზმ-ბოლშევიზმიც ,დანარცენი უბედურება იდეოლოგიებიც დღევანდელი თქვენი ლივბერტანინობის ჩათვლით სუფთა ევროპული პროდუქია და მაგით რამე კარგი მხარე გააჩნია?! რუსეთი ოკუპანტი თურქეთიც ოკუპანტია პატარ-პატარა დოზებით აზერბაიჯანი და სომხეთიც ოკუპანტია. რუსმა ოკუპანტებმა 2008-ში უფრო მეტი ქართველი მოკლა თუ სააკაშვილის რეჟიმა მეტ ქართველს მოუსრაფა სიცოცხლე?-ოღონდ ალალად რუსეთმა მეტი მიიტაცა თუ ნაცებმა მეტი მისცეს რუსებს ქართული ენერგო სისტემა,ბუნებრივი რესურსი თავის საფირმო ,,ბორჯომიანად" და ა.შ. ამიტომ თავი დაანებტ კლავიატურის ლომობას წითელ ხიდზე ნარბენებო. ჰო, ნაცი=ქოცს, და კიდევ ყველა დანარჩენ პარტიებს,ერთიდაიგივე მარიონეტია ყველა,მედიიან-ნჯოებიანად

• Juve

ეს რამხელა გვყოლიაა

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ვერავინ ახსნის 2012 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობა რაში ჭირდება. გუბერნია გინდა გარეთ იყოს და გინდა შიგნით რა აზრი აქ.

საერთოდ რომ არ მიგეცა ინტერვიუ არა? გასაგებია რომ ნოსტალგია გაქვს საკუთარი აქტიური ცხოვრების პერიოდის, რომელიც სსრკ-ში გაატარე, მსოფლიო მოიარე და მრავალმილიონიანი ქვეყნის ნაკრების წევრი იყავი, ტაშს გიკრავდნენ, მაგრამ აზროვნება ხომ შეგრჩა ასაკში ოდნავ მაინც რომ ის განსაზღვრო როდის გამოხატო ღიად შენი სენტიმენტები.

• ნიკა

დინამოს ვეტერანებმა ხმა ამოიღეთო რი იძახით გუნდი იღუპებაო , ეს ეხლა ჰგავს ხმის ამომღებს ამ აზროვნებით? :დდ უძაღლო ქვეყანაშიო .....

• თადე

ბევრი პოლიტიკოსი ვერ გააკეთებდა ესეთ ზუსტ და მოზომილ შეფასებებს, კაცი ხარ თენგიზ ბატონო, ვენაცვალე თქვენ თაობას, რომელსაც უკვე დინჯი მსჯელობა შეუძლია და თქვენი ყველა მოზომილი სიტყვა ქვეყნის კეთილდღეობის სურვილით არის განმსჭვალული.

• ჯერ სად ხარ

СЛАВА КПСС!!!

• ნიკა

ცოტაც , ცოტაც დარჩა და რამდენიმე წელიწადში არ დარჩება თაობა რომელსაც სსრკ ემახსოვრება და შესაბამისად მსგავს გოდებასაც ვერ მოვისმენთ. სანამ ახსოვთ გზა ხსნილია როსტოვისა და ვოლგოგრადისკენ , ჩვენ ვივლით უწყლოდ და უგაზოდ დარჩენილ - ნეაპოლი , ბერლინი , მილანი და ვენისკენ ეჰ :(

• აფსუს

ნეტა ეკითხა ჟურნალისტს " როგორ ფიქრობთ რუსეთი ოკუპანტია?" - იცით რა მე სპორტსმენი ვარ და ჩემი გადმოსახედიდან ეს ოკუპაცია არ იყო, არამედ უბრალოდ რამდენიმე კილომეტრიანი სპრინტი, მავთულხლართებით გორისა და გალის მიმართულებით

• ადამიანი

ალიოო, დიდო ,,მამულიშვილი",აქ რომ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა,უნდა მიეკვეთათ ჩვენი სპორტსმენები?! სად იყავი მაშინ,მერაბიშვილის დაწესებულ პრემიებს იღებდი? ან 2008-დან დღემდე რატომ არ ითხოვდი რუსეთის განკვეთას,ეხლა გახდი პატრიოტი?! აღარაფერს ვამბობ აშშ-მ რომ სერბეთი დაადუღა და უამრავი ბავშვი ამოჟლიტა,მოკვეთეს ამერიკელი სპორტსმენები? ერაყი?სირია?ლიბანი? და ასე დაუმთავრებლად,ზომბირებული ხარ და ვერ ამჩნევ,ვიდრე ჭომას ახსენებ,ჯერ შენი გაკეღებული გაგვაცანი რამე

• ჯამლეტი

სამარცხვინოდ აზროვნებს

• la masia

აუფ, რა კაცი წავიდა ...

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო

საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

დავლაგდით და კიდევ მოვუმატებთ! თენგიზ სულაქველიძე ნაკრებზე

[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

სალომე ზურაბიშვილი: ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

ფეხბურთის ფედერაციამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უპასუხა