ქართული კლუბის გამოსვლა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრძელდება, თუმცა შანსი იმისა, რომ დღეს საღამოს დასრულდეს, საკმაოდ დიდია. მატჩის წინ ოპტიმისტები ვიყოთ და იმედი ვიქონიოთ, გორის "დილა" კიდევ ერთ მოულოდნელ შედეგს შემოგვთავაზებს და "აპოელს" კვიპროსში სასურველი ანგარიშით დაამარცხებს. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" სტუმრებმა (2:0) მოიგეს, დღევანდელი, 17 აგვისტოს დაპირისპირება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება (პირდაპირი "პირველ არხზე").

რა შეიძლება შეიცვალოს "დილას" გამოსვლაში? საშინაო მატჩში მათ პირველ ტაიმში კარგად ითამაშეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი უჭირდათ. დემჩენკოს გუნდმა რეალიზაცია უნდა გააუმჯობესოს და სწრაფად გაიტანოს, ეს თამაშის მიმდინარეობას მკვეთრად შეცვლის. ვერ ვიტყვით, რომ დვალისა და ქვილითაიას თანაგუნდელებმა რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზეს, მათ ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანეს, შემდეგ კი მინდვრის ცენტრში ბურთის კონტროლი არ გასჭირვებიათ. სახიფათო ზონაში ამდენ ჯარიმას და ბევრ გაფრთხილებას, რაც "დინამო არენაზე" ვნახეთ, უნდა ვერიდოთ.

ნიქოზიელები საკუთარ არენაზე ძლიერები არიან, თუმცა ახლა ისინი თავდაჯერებულები იქნებიან და მომავალ მეტოქეზე იფიქრებენ. გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ მის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ "გენტთან", ჯგუფურ ეტაპამდე უკანასკნელ ბარიერთან, ძალიან მოტივირებული იქნება. მოულოდნელობის ეფექტი ახლა "დილას" სასარგებლოდ იმუშავებს. პირველმა დაპირისპირებამ გამოაჩინა, რომ მოწინააღმდეგეებს ჩვენი გუნდის ლიდერი გეილი კარგად ჰყავდათ შესწავლილი, იმედია, ბარბადოსელი ლეგიონერი ახლა თავს კარგად წარმოაჩენს.

ქართული კლუბების მორიგ ცუდ ევროსეზონს შევეჩვიეთ. თუკი შვებას ტრანსფერებსა და ძლიერ ლეგიონერებში ვეძებთ, რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან, ახლა ამ მხრივაც არასახარბიელო ვითარებაა. გიორგი კვერნაძის იტალიაში გადასვლამ არ უნდა შეგვაცდინოს, მას ეროვნულ ლიგაში დრო არ ეძლეოდა. ახლა თ ითოეული ქულა მნიშვნელოვანია და მისი გაზრდის საშუალება მხოლოდ "დილას" აქვს.

დღევანდელ შეხვედრას უელსელი არბიტრი ჯენკინსი განსჯის.

მამუკა
სოსო, მე მხედველობაში მყავს ის არაბი შეიხები ვინც იყიდა ჩელსი (სულ რომ ცხრილის შუაში იყო), სიტი (სულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, გავარდებოდა ძლივს დაბრუნდებოდა). დღეს სიტიმ ყველაფერი მოიგო, ქვა-ქვაზე არ დატოვა. ამას ვგულისხმობდი და არა სამშობლოს გაყიდვას, ღალატს, მტრის საქმის გაკეთებას. თან ეს იყო იუმორი. მეტი არ იყვეს ჩემი მტერი არაბებმა რომელიმე ქართული კლუბი იყიდონ, ან იჩუქონ.
სოსო
ერთიც საკმარისი იქნება.მოვა და იყიდის მთელ საქართველოს!მე შენ გეტყვი და გამყიდველს ვერ იპოვის!აგერ ვინც მოვიდა,ფეხს აღარ დგავენ,აქედან!
მამუკა
თქვენი საცოდავი პოლიტიზირებული სულები რა ვთქვი. გამოდით აბა დამენახეთ რა პრეტენზიები გაქვთ
მამუკა
და შეურაცყოფენზე ნუ გადადიხართ.
მამუკა
ნაცებად და ქოცებად რო დაყავით საქართველო არ დაგავიწყდეთ რომ მაგათ გარდა საქართველოში არიან კაცები.
იპოლიტი
შენ ნაცი ხარ? კომენტარში გეტყობა
მამუკა
აბა რომლები ხართ გამომეხმაურეთ და ახსენით თქვენი საქციელი, იუმორზე აცრილებო.
მამუკა
რა დისლაიქს მიწერ ხუმრობაზე. შენც 1 მილიარდი არ გქონდეს გამზადებული ქართულ ფეხბურთში ჩასადებად. ღმერთს ვთხოვ გიშველოს.
სამტრედიას ფან კლუბი
მაინც იმედი გვაქ რომ დილა კარს ფაიჯახუნებს.ღმერთი თქვენსკენ.
მამუკა
რა ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ამაზე იმტვრევს თავს მთელი ქართული საფეხბურთო ელიტა და გულშემატკივრები. არდა ყველაფერი ძალიან მარტივია. უნდა დავპატიჟოთ საქართველოში 10 არაბი შეიხი. ვაჩვენოთ ჩვენი სტუმართმასპინძლობა უმაღლეს დონეზე და გაცილების დროს, აეროპორტში პატივისცემის გამოხატვის მიზნით ვაჩუქოთ ნაბადი, ხანჯალი და თითო ქართული კლუბი. შემდეგ დაველოდოთ რა მოხდება. ხა, ხა,ხა...
სოსო
გივი,ჩემი პოსტი წაიკითხეთ და ასე აფასებთ?ტექსტიდან შინაარსის გამოტანაზე უნდა ივარჯიშოთ.ბოდიში,მაგრამ ბევრი სამუშაო გაქვთ!
გივი
შენი ოპტიმიზმი უკვე აბსურდულ ფანატიზმში გადადის. დაეშვი
დავითს
იმ დროისთვის ევროპაში საშვალოზე ძლიერი ანორთოსისი გაანადგურეს 3:0 გასვლაზე თან ყველა ადგილობრივი ფეხბურთელით ერთის გარდა
დავით
მაშინ ჩემპიონთა თასი რომ მოიგეს.?
Შიო
მაგათ ყავთ ანდრია გვაზავა))
რრრ
ეჰ ნეტა მოიგოს, მარა ტყუილი იმედია თან სანტოსიც არ ეყოლება.
სოსო
გორელებმა, თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიმსახურეს ჩვენი სიმპათიები.უკიდურესად მწირი რესურსების მიუხედავად,მაინც ახერხებენ შედეგის დადებას და ახლაცვ იგივეს ვუსურვებ.ერთიცაა,დღეს დილა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია,ვიდრე ადრე,რადგან არ ეყოლება გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი,ასევე ნიკა გაგნიძე,რომელზეც წერდნენ,რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა,თუმცა ჯერაც ვერ ჩადგა მწყობრში და ესე იგი,არც თუ ისე მსუბუქი ყოფილა,ტრავმა.იმედი ვიქონიოთ,რომ კიდევ უფრო შეიკვრებიან ბიჭები და იქნებ რაიმეც გამოგვივიდეს.წარმატებას და იღბალს ვუსურვებ,ბიჭებს!
ქუთაისელი
ვგულშემატკივრობ დილას მთელი ქუთაისური გულით! წარმატებები, ბიჭებო!
მწვრთნელი
3-0, თუ მოიგო გავა, მაგრამ აპოელი დინამო ხომ არარის ტოტალიზატორზე ითამაშოს! მე პირიქით დავდებდი 3-0 , რომ აპოელი მოიგებს!
ქორ-პარიკმახერი
წმინდანები და ფეხბურთი მართლაც რა შუაშია ერთმანეთთან, მარა აი ამ თვალაბეიშვილს რაღა უნდა ფეხბურთთპნ ეგეც ვერ გავიგე , მაგის ნაკომენტატორები არ გეიშვა....
გრიგოლი
როგორც 11 წლის წინ ეხლაც უნდა იყოჩაღოს დილამ
ვარლამი,პოლონეთიდან
წმინდანები ფეხბურთთან რა მოსატანია
Nikoloz
წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი დაეხმაროს გორის დილას შემდეგ ეტაპზე გასვლაში!!!!!!
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა
კიტეიშვილი ფორმაშია, "ბარსა" ფლიკით "ბაიერნთან", მიქაუტაძე თურქების წინააღმდეგ - ევროტურნირების მთავარი ამბები
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ფიროსმანი "ტორპედოს" მაისურზე, აზრთა სხვადასხვაობა, ახალწვეულები და მეორე ავღანელი...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ქართველების "სლოვანი" "ბაზელის" პირისპირ - კონფერენს ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
[VIDEO] ჩელსიმ" "ბეტისს" თამაში შემოუტრიალა და კონფერენს ლიგა მოიგო
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...