ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გახდა - ინფორმაცია კლუბმა საკუთარ საიტზე გაავრცელა. საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინის ჩემპიონს სერბული "ცრვენა ზვეზდადან" შეუერთდა.

21 წლის ფეხბურთელმა "მეშახტეებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ტრანსფერი უკრაინელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. 1 წლის წინ ირაკლი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" მხოლოდ 300 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სერბებმა კი მოთამაშე 10-ჯერ უფრო ძვირად გაყიდეს.

აზაროვი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეიდან შეუდგება. დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, იქამდე კი უკრაინის პრემიერლიგის მატჩები ელოდება.

აღსანიშნავია, რომ დონეცკურ გუნდს დაცვაში ქართული ფლანგები ეყოლება - მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს. ისიც ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზიდან ჩემპიონთა ლიგაზე 2 ფეხბურთელი ითამაშებს და დიდი ალბათობით, ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ლშა
ისე ვიღაცა იტყვის , ამ გაწირვების ჟამს , ამ ომის დროს რა სამ მილიონებს იხდიან ფეხბურთელში , ეგ ფული ქვეყანას მოახმარონო მარა ფეხბურთის ქვეყნის პრესტიჟის მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე , ხო ხედავთ ჩემპიონატი არც კი გაჩერდა . ევროპულ ქვეყანაში ატარებენ მატჩებს
Master
და რატომ არ იყიდება მილიონად საქართველოდან თუ გიფიქრია ამაზე?თუ 1995 წელს ქინქლაძე დინამოდან 3 მილიონად გაიყიდა ახლა რატომ არ ხდება ასე?ვინ შექმნა ეს ტენდენცია რომ არ გაიყიდოს საქართველიდან ძვირად ფეხბურთელი?კლუბების მფლობელებმა ხომ?ან თუ იცი დილას რამდენს სთავაზობენ ის ბარბადოსელში?მილიონზე მეტს.მონდომებაა მთავარი,თორემ,დოგმა არაა რომ საქართველოდან მილიონად არ გაიყიდოს ფეხბურთელი.ნუ გამოხვალთ ფიფიას და არჩილას ადვიკატად გეთაყვა...
ქუთაისი
იმაზე, რაზედაც კომენტარს აკეთებთ, როგორც მინიმუმ ინფორმაცია მაინც უნდა გქონდეთ. თქვენზე ვამბობ, ვინც აქ აკომენტარებთ. ჯერ ერთი ის, რომ არ იყიდება საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელები მილიონებად. და მეორე, აზაროვის კონტრაქტში სერბებთან, დევს მუხლი, რომლითაც ბათუმის დინამო ამ 3 მილიონიდან მიიღებს 30 პროცენტს, ანუ 900000 დოლარს. ამას დამატებული ის 300 000 და ჯამში გამოდის 1 მილიონ 200 ათასი. კონტრაქტი რომ შემდგარიყო ამ 30 პროცენტის ვალდებულების გარეშე, მაშინ სერბები გადაიხდიდნენ მაქსიმუმ ერთ მილიონს. ასე რომ ბათუმის დინამოს არაფერი წაუგია. პირიქით მოიგო. საწყენი ისაა, რომ მხოლოდ სამ მილიონად გაიყიდა და არა მეტად, საიდანაც ბათუმს უფრო მეტი შეხვდებოდა.
გიუშა
5 წლიანი ცოტაა,მინიმუმ 15 წლიანი უნდა გაეჩითათ,ან ,,პოჟიზნენი,,)))
გიორგი
ჩვენი კლუბების სელექციას და სატრანსფერო პოლიტიკას რომ ვუყურებ, კი არ მიკვირს უკანალში რომ არის ქართული საკლუბო ფეხბურთი. გაყიდვიდან ესენი ვერ ყიდიან და ყიდვით ისეთი ფეხბურთელები ჩამოყავთ, თავის ქვეყანაში რომ აკრძალული აქვთ ფეხბურთის თამაში
Master
რამდენი?მაქსიმუმ 10 პროცენტი,ჯამში ნახევარი მილიონი აიღე.სერბებმა კი ერთ წელიწადში 2 მილიონი მოიგეს.ამაშია სხვაობა ქართულ და ევროპულ საკლუბო ფეხბურთს შორის....
Master
სამ მილიონადო არჩილ,რომან გაიგეთ? 3 მილიონადო და არა 300 000-ად,კაპიკებში.არჩილ,რომან გესმით???მეტი არაა ჩემი მტერი ამას დაუკვირდეთ...სიგუა 2 წლის მერე სწორედ 3 მილიონი ეღირება,თუ მეტი არა.აზარას კი წარმატებები.შახტარი ქართული ფლანგებით,თან ჩემპიონთა ლიგაზე.დიდებულია!!!!!
Baduri
ირაკლის ისეთი პოტენციალი აქვს დღესვე შეუძლია ნაპოლის ფლანგზე რუის მაგივრად ითამაშოს, უბრალოდ ქართველია და არ აფასებენ შესაბამისად. ხოლო თუ დაინახა მწვრთნელის ნდობა ნებისმიერი გუნდის პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელი გახდება, სასწაული მარცხენა აქვს, ვისაც ბათუმში მისი თამაშები ნანახი აქვს დამეთანხმება 100 % ით. იკა წარმატებები მალე სერია ა ში გელოდები იუვეს ფორმაში.
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
მალე უკრაინა აღარ იქნება და ეგაა ,თორემ შახტარში მოხვედრა სახუმარო საქმე არაა
ბექა
კარგია რუსეთუმე ქვეყნიდან და კლუბიდან რომ წამოვიდა!!!!წარმატებები
საბურთალო
ცოტა ჭამე რა რომ მოიხოდო ბოლომდე, სხვა ნაკლი შენ არა გაქვს, ჯანი გაკლია მარტო. გილოცავ და სულ წინსვლა.................
Რერო
3 მილიონიდან დინამოებსაც შეხვდებათ წილი.
ნიკა
მთლიანად არ ცვლის სურათს, მაგრამ ბათუმს ამ ტრანსფერიდან 20% ეკუთვნის ანუ ჯამში 900 000 მიიღო აზაროვში ბათუმმა ქართულ ფეხბურთის დონეს და რეალობას თუ გავითვალისწინებთ არ არის ცუდი თანხა. თან აზაროვის ფასი ცოტა ახალგაზრდულმა ჩემპიონატმაც აწია სადაც ბრწყინვალედ ითამაშა. იმედია შახტარში ძირითადის მოთამაშე გახდება
dd
და ეს მაშინ, როდესაც ძირითადში ვერ ხვდებოდა.
დონ დიეგო
წარმატებები გოჩოლეიშვილს და აზაროვს,მომავალ წელს იმედია იტალიაში ვიხილავ ორივეს...უკრაინული ფეხბურთი ისევე როგორც ქვეყანა რეგრესირებს,შახტარის გარდა ნორმალური გუნდი აღარ ჰყავთ,ისიც აჩრდილია...
giorgi
კუნთოვანი მასა უნდა გაზარდოს ორთაბრძოლები რომ მოიგოს
თენგაბი
წარმატებები ირაკლის. ეს ტრანსფერი იმითაც სასიხარულოა, რომ შახტარში თამაშით ნაკრების დაცვის ფლანგელების ფიზმომზადების და მოძრაობის პრობლემა მოგვარდება.
რატი
წარმატებები ირას ...კიდევ ერთი უნიათობა ქართული კლუბების 300 ათასად ბათუმმა გაყიდა და ერთ წელში 3 მილიონად ცრვენა ზვეზდამ .
მინდია
წარმატებები ვუსურვოთ ამ მეტად ნიჭიერ ფეხბურთელს!
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ტორონტომ" "ფინიქსი" დაამარცხა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა