ქართული ჯარი შეიარაღებული ძალების მეოთხე მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ხვალ, ჩვენი დროით 21 საათზე დიდი ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ გამართავს.

საფრანგეთში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა ესპანეთი დიდი ანგარიშით, 87:0 დაამარცხა, დიდმა ბრიტანეთმა კი ტონგას 43:14 სძლია. შესაბამისად, ხვალინდელი მატჩის გამარჯვებული მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

შეგახსენებთ, შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების გუნდები მონაწილეობენ, 12 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული. ქართული ჯარი მეორე ჯგუფში დიდ ბრიტანეთთან, ტონგასთან და ესპანეთთან მოხვდა. პირველ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია და ნიდერლანდები; მესამე ჯგუფში კი ფიჯი, ახალი ზელანდია, ირლანდია და უზბეკეთი თამაშობენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამი მოწინავე და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის, ორი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, დარჩენილი 4 გუნდი კი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების გუნდები ბრესტში, „პეტიტ კერზუს“ კომპლექსის მოედანზე ითამაშებენ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 27 აგვისტოს ლე რუში, „სტად დე ბეუფრუზე“ ტონგას წინააღმდეგ გამართავენ.

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი

საფრანგეთი. 23 აგვისტო. 21:00 (საქ. დრო)

საქართველო – დიდი ბრიტანეთი

საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. სანდრო ნახუცრიშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გელა მახარაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. ვანო ბერიკაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი მჭედლიშვილი, 8. თორნიკე ზოიძე.

მარქაფა: 16. დიმიტრი ცაბაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. გიგა კაციტაძე, 20. თენგო გიგოლაშვილი, 21. ირაკლი ხაბულიანი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. გიორგი გელაშვილი.

Rugby.ge

რაგბის გულშემატკივარი
დიდი 10-ის ნაკრებია.....
ასეა
ქართულ ჯარს თავის უშუალო ფუნქცია- ქვეყნის დაცვა ხომ მოგვარებული აქვს-მტრები საზღვრებთან გაჭაჭანებასაც ვერ ბედავენ.ვაი თქვენს პატრონს მართლა, ქვეყანის ტერიტორიის თითქმის მე-3 ოკუპირებულია და ქართველებს ბოსტნებიდან იტაცებენ ესენი რაგბის სათამაშოდ იცლიან და ამით ამაყობენ კიდეც.მაინტერესებს ამ ჩემპიონატში თუ მონაწილეობს ისეთი ქვეყნის ჯარის რეგბისტები,რომლის ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია.
რეზო
ეს ნახევარი დიდი 10 და შავი ლომი სამხედროა? არ აცვენებთ არსად?
ქართველი
წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა