<p>ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "სელტას" ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს.</p><p>ერთი ხანობა მისი "ნაპოლიში" გადაბარგება გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ საუდის არაბეთის კლუბის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი მსუყე შეთავაზებით აცდუნეს.</p><p>"პარტენოპეი" ესპანელს სეზონურად 2,2 მილიონ ევროს სთავაზობდა, "ალ აჰლი" კი 5,7-ჯერ მეტს, წელიწადში 12,5 მილიონი ევროს დაჰპირდა.</p><p>მოკლედ, "ნაპოლის" ვეიგა ხელიდან გამოჰგლიჯეს და დე ლაურენტისმაც მორიგი ვარსკვლავი ხელში ვერ ჩაიგდო.<br></p>
ჭიჭე!
მაგრად ერკვევი "ყველაფერში". სიტყვა რუსეთის" გარდა არაფერი იცი.
სოსო
ჩელსიმაც და სიტიმაც,მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ მიაღწიეს შედეგს.ეს სწორედ ის წლებია,რომელიც ძლიერი კოლექტივიდან,გრანდის ჩამოყალიბებას სჭირდება.ნუ დაგვავიწყდება,რომ ეს ინგლისია,სადაც საფეხბურთო მენეჯმენტი,უმაღლეს დონეზეა განვითარებული და იქაური გულშემატკივრობის კულტურაც კი,მთელ მსოფლიოს სანატრელი აქვს.ამერიკელები,1970 წლიდან ცდილობენ,ფეხბურთის განვითარებას,პელეც კი წაიყვანეს და ახლაც ასაკოვანი ვარსკვლავები მოჰყავთ,მაგრამ მაინც ვერ შესძლეს,სათანადო დონეზე გუნდების გაძლიერება.ვერც არაბები შესძლებენ,ჩემპიონატის მაღალ დონეზე აწევას,რადგან საამისოდ,ყველა ფეხბურთელის ყიდვა დასჭირდებათ და მათი ფინანსებიც კი არ ეყოფათ საამისოდ.მათი კლიმატიდან გამომდინარე,ადგილობრივი ახალგაზრდობა ვერ შესძლებს,მასიური ფეხბურთის დონის აწევას,რომ უცხოელი ვარსკვლავები,საკუთარი ახალგაზრდებით ჩაანაცვლონ,დროთა განმავლობაში.უდაბნოსა და ქვიშაში ხომ ნამდვილ ფეხბურთს,ვერ ითამაშებ.ადგილობრივ თუ ვერავინ გაიზრდება,ამ შემთხვევაში კი,ფეხბურთის პოპულარობა,აუცილებლად დაიკლებს,მხოლოდ უცხოელების ყურება და გულშემატკივრობა ხომ მოსაწყენია და შეიხების ენთუზიაზმიც თანდათან დაიკლებს.თუ არაბეთს,ამერიკას შევადარებთ,ამერიკაში მოედნების პრობლემა არ არის,მაგრამ "სოკერმა"სპორტის სხვა,ამერიკელებისათვის ტრადიციული სახეობების კონკურენციას ვერ აჯობა.არაბეთში კი,უდაბნოში ბალახიანი მოედნების მასობრივი გაკეთება და შენახვა,როგორ წარმოგიდგენია?წყალზე მომუშავე მანქანებზე კი,შენს პირს შაქარი,მაგრამ საქართველოს მყინვარები რომ დადნება და წყალი ჩვენც რომ გაგვიჭირდება,მაშინ თუ შემოვა,ჩვენი ბედის ამბავი რომ ვიცი.კი,აფრიკის არაბულ ქვეყნებში,ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება,მაგრამ აფრიკა,არაბეთის ნახევარკუნძული ხომ არ არის და იქიდან წაყვანილი არაბი ვარსკვლავიც,მაინც მისული არაბი იქნება.რა ვიცი,ხანდახან,ამერიკის პირველობის ფრაგმენტებს თუ მატჩებს რომ ვუყურებ და ვხედავ,როგორ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ,იქაური ფეხბურთელები,ნამდვილად არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი,ამ ლიგის სწრაფი ტემპით გაძლიერებაზე.ვარსკვლავებსა და მასას შორის,უზარმაზარი სხვაობაა და იმიტომ.ასევე იქნება,არაბეთშიც.
საქართველო
ნეტავ მარტო მაგისთვის მიეყიდათ სული, ნაკლები პრობლემა იქნებოდა,სამწუხაროდ რაც დამოუკიდებლები ვართ იმის შემდეგ ვისაც მეტი ფული აქვს ის ყიდულობს ყველაზე მეტს. აქცია არ ჩატარებულა საქართველოში რომ ფული არ დაერიგებინათ(რათქმაუნდა ყველას არ აუღია),ზოგი მართლა გულით იბრძოდა,თუმცა აი ამ გამყიდველების გამოა საქართველო ესეთ დღეში. კახეთში ინდოელს მიჰყიდა ნაცნობმა მიწა დაახლოებით 8 წლის წინ და 1 წელიწადში(ფული რომ გაუთავდა) მთავრობას აგინებდა,კანონს რატომ არ იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მიწა რომ არ შეისყიდონო :-) თვითონ რომ გაყიდა სახლიც,კარიც,წინაპარიც და სულიც ეგ არაფერი,სხვაა დამნაშავე,ჩვენთან ხომ ყოველთვის სხვაა დამნაშავე
რეზო
საბოლოო მიზანი ამათთვის უეფა და ჩემპიონთა ლიგაა. იმედია გააზმეინებენ..ვინც მიდის ეხლა მაგ ჭაობში ( 100 წლის ტიპებს არ ვგულისხმობ) რუსეთში რო ქართველები მიდიოდნენ და მაგიტომაც ვერ სედგნენ-ეგაა
დავით 67
სოსო-ს! თავად ამბობ სიტიმ რამდენიმე წლიანი წარუმატებლობის შემდეგ მიაღწიაო შედეგს. ეხლა მე გეკითბი, ხომ მიაღწია მაინც. ე.ი ფულს ჰქონია მნიშვნელობა, თანაც გადამწყვეტი, ასე იყო ლონდონის ჩელსიც, როცა აბრამოვიჩმა იყიდა ( მანამდე არაფერი გუნდი არ იყო) ბევრი წვალება კი დასჭირდა, უამრავი მწვრთნელი შეცვალა, მაგრამ ხომ მიაღწია შედეგს? იმასაც ავღნიშნავ რომ რეალი და ბარსელონასავით ვარსკვლავებით გაძეძგილი ფეხბურთელები არ ჰყოლია ჩელსის. პსჟ ახსენე და იმასაც გეტყვი რომ ადრე თუ გვიან ისიც გაისვრის თუ მფლობელი კიდევ უფრო მოინდომებს. დიდი ფულს ყველა ვარიანტში მოაქვს შედეგი, არა ჩქარა მაგრამ მოაქვს. ეს ქართული ბიზნესივით კი არაა. ჩვენთან დღეს თუ ფული ჩადეს საქმეში, ხვალ გამთენიისას უკვე მოგება უნდათ თანაც რამდენიმე ასეული %-ით. ზოგადად მე პირადად წინააღმდეგი ვარ ფეხბურთში ამდენი ფულის ხარჯვის, მაგრამ ასეა და რას იზამ. საერთოდ ვოცნებობ ნავთობი გაქრეს და წყალზე იმუშაოს მანქანებმა)) აი მაშინ დაერხევათ გაუნათლებელ არაფრის მცოდნე შეიხებს.
სანდრო
რა ადვილია გააკრიტიკო სხვისი გადაწყვეტილება რომ წელიწადში 12,5 მილიონი აიღოს. ჩვენთან ხალხმა უფასო სოლარიუმისა და თითო სოფელს 5 მილიონი ლარის "უკონტაქტო" შეპირების გამო სული მიჰყიდა უწიგნურ აფერისტს. ამიტომ ტრაკი დააყენეთ და თავის თავს მიხედეთ.
სოსო
დავით,დისლაიქის დაწერას გიპირებდი და შეცდომით ლაიქზე დავაჭირე.დიდი გუნდის შექმნას,წლები,ჯოჯოხეთური მუშაობა და ტრადიციების შექმნა სჭირდება.პარი სენ ჟერმენმა,ზღვა ფული დახარჯა,სუპერვარსკვლავებით გაიძეძგა,მაგრამ საერთაშორისო არენაზე,ვერაფერს მიაღწია.სიტიმაც რამდენი წელი თავგადაკლულმა იშრომა,ზღვა ფული დახარჯა და მხოლოდ რამდენიმეწლიანი,წარუმატებლობების შემდეგ შესძლო,დიდი მიზნის მიღწევა.დიდი გუნდი რომ გახდე,საათიით აწყობილი ინფრასტრუქტურა,მენეჯმენტი,შესანიშნავი ფეხბურთელები,მწვრთნელები და ფეხბურთის მცოდნე და ასეთი კლუბის ღირსი,გულშემატკივრები უნდა ჰყავდეს.სხვათა შორის,გულშემატკივრებსაც გაზრდა სჭირდებათ და ამასაც დრო უნდა.
mate
და კიდევ, ბოლო ვინც გახვალთ ევროპიდან, შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეღთ
ენძო
ერთი წამით წარმოიდგინეთ-კვარა "ალ ნასრი'-ის მაისურით მინდორზე მსაჯის სასტვენს ელოდება.იმ ხოშით და ჟინით უყურებთ მატჩს,როგორი ჟინითაც სერია A-ს უყურებდით?
Ფული ჯოჯოხეთს ანათებს
ნებისმიერი ადამიანი უკეთესი პირობებისთვის და ანაზღაურებისთვის შრომობს და სადაც გაცილებით მეტი შესთავაზეს იქ წავიდა რა არის აქ გასაკვირი. რონალდოა იქ ბოლო ბოლო მსოფლიო ლეგენდა. მეორე ლეგენდამ ამერიკა არჩია მაგრამ მათ ყველაფერი აქვთ უკვე და ერთობიან. ხოლო ვეიგა მესი არაა არც რონალდო.
რატის
მეგობარო, ზემოთ სწორი შენიშვნა იყო რაც დაწერეს,მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერე ყველაზე ყურებადი ჩემპიონთა ლიგაა და თუ მოხიკეს ამ არაბებმა უკვე პენსიონერები კი არა აგერ ასეთი ყმაწვილი ტალანტები მერე ლიგაზე ვის უნდა ვუყუროთ? გაანახევრებენ ასე ლიგას, ფული ულევი აქვთ
mate
ფეხბურთელების სასაფლაოს მიშურა! ულოცავ!
დავით-ს
მაგას მართლა კითხულობ რომ დიდი გუნდისათვის მარტო ფულის გარდა არაფერია საჭირო?? გუნდის უკან დგას ისტორია, ტრადიციული დაპირისპირებები, გულშემიტკივარი, დიდი ემოცია, სიხარული და ტკივილი... და შენ გინდა თქვა რომ ეს ყველაფერი ალ ჰალილს თუ ალ ნასირს გააჩნია თავისი არხეინა გასართობად მოსული გულშემატკივრებით??
იმერელი
ვერც დაბრუნდებიან უბრალოდ იქ სხვა კონდიციებია სცვა ტემპი და იქ მიჩვეული ევროპაში ვერ გაქაჩავენ.
მეგრელი
3 მილიონად რომ წასულიყო ვიტყოდი ფულის მონაა მეთქი, მაგრამ ამხელა თანხაზე რავიცი, დიდი ცდუნებაა, ფაქტიურად ცხოვრებას იწყობ, ხოლო ფეხბურთელის ცხოვრება მოკლეა და ერთ ტრავმას შუძლია დაგამთავრებინოს
რრრ
მაგ ლიგაში არანაირი მოტივაცია არ იქნება არც განვითარება, დაასრულებენ კონტრაქტებს და წავლენ დაისვენებენ, ვეტერანების მესმის, ახალგაზრდებისაც, ამხელა ფული მაგარია, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული აღარ დაიჩემონ, არც ვამტყუნებ
დავით
რატომ, იქ ოთხკუთხედი ბურთით თამაშობენ თუ აცტეკების ფეხბურთის მსგავსად წაგებულს თავს აჭრიან? :) ))) თუ უფრო სერიოზულად - არაბებს რატომ გინდა აეკრძალოს ის, რისი უფლებაც, ვთქვათ ინგლისელებს, იტალიელებს და ესპანელებს აქვთ? დღეს განა ნებისმიერი დიდი გუნდის შექმნას დიდი ფულის გარდა რაიმე სჭირდება? ფული ჩადე და თუ გინდა ჭოპორტის "პამიდორს" ააღებინებ ევროპის ჩემპიონთა თასს! :) )))
kesha
არაბეთში გადასულ ფეხბურთელები უკან ევროპაში არავინ აღარ უნდა დაიბრუნოს!!!
ტომი
ითამაშენს მანდ ასე 2-3 წელიწადს, მაგარ ფულს აიღებს და კონტრაქტი რომ ამოეწურება თავისუფალ აგენტად წავა რომელიმე ევროპულ გრანდში.
G.LA
ბედუინები მისდგნენ ახალგაზდებსაც. ეგენი აღარ გაჩერდებიან 3-4 წელში ევროპაში აღარავის დატოვებენ.
papai
აიღო ფული და გაქრა სახელი... თუ ვინმეს იმედი აქვს რომ არაბული ლიგა ოდესმე ტოპი გახდება, გაიხსენოს კატარის ლიგა, იაპონიის ჯეილიგა, ჩინეთის ჩემპიონატი.. ნაკლები ფული და მონდომება მაგათაც არ ქონდათ მაგრამ რა... ყველა პროექტი ჩაიფუშა... მართლა არ მესმის მარადონას სტადიონზე თამაშს ამჯობინო ეს ფარსი
ratis
რეებს იძახი, ღმერთმა დაგვიფაროს არაბული ლიგის ყურება დავიწყოთ... მარტო ფეხბურთელები კი არ არის ფეხბურთი... გარემო, სტადიონი, გულშემატკივარი, ემოცია... ვერასოდეს მიაღწევს ამას საუდეთი
რატი
რატომ ხალხო, იქნებ ეგ არაბული ლიგა ისეთი გახდეს, საყურებლად ყველას აჯობოს. ერთხელ ვნახე და ძალიან სანახაობრივია. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი არ გვაქვს და რა მნიშვნელობა აქვს პსჟ- ჩელსის უყურებ კაცი პირობითად თუ ამ არაბულ გუნდებს იგივე ფეხბურთელებით? ჩვენთვის არსებითად არაფერი იცვლება თუ დავუკვირდებით
დათო
აქლემკვერცხბურთი)
ალექს
ბოდიში მაგრამ აწი ფეხბურთის დედაც მ...ან.. სახელი გადაარქვით- აქლემბურთი, ალაჰბურთი ან რავიცი რაც გინდათ ის უწოდეთ..
NAPOLI!
არც ერთმა ევროპულმა გუნდმა უკან არ უნდა მიიღოს ეს ფულის მონა!!!
გურია!
არაბებმა ფეხბურთი თავიანთი მილიარდებით, აქლემების "გონკებს" დაამსგავსეს!!
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
"ნაპოლი" ფრანგულ "ბრესტთან" დამარცხდა
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
გაოფიციალურობა დაიწყო - "ლიონმა" ჩეხი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"ორბი" ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
[VIDEO] მამარდაშვილმა "ენფილდზე" პირველად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა
მამარდაშვილი სასტარტოშია - "ლივერპულმა" პირველი მატჩი "ბილბაოს" დამაჯერებლად მოუგო
პსჟ-ს დონარუმას გაყიდვა სურს - ფასი ცნობილია
მამარდაშვილი "ბილბაოსთან" "ლივერპულის" პირველ მატჩში არ ითამაშებს - Evening Standard-ი მიზეზს განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ჰატო 2022 წლის შემდეგ "ჩელსის" 50-ე შენაძენი გახდა - შემდეგი სამიზნეები გარნაჩო და სიმონსი არიან
ოფიციალურად: პალინია "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
სად შევძლებთ "ლივერპულისა" და "ბილბაოს" მატჩების ყურებას?
"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
"ფეხბურთელები ველურები არ ვართ" - მბაპემ ჰაკიმი დაიცვა
"ნაპოლი" ფრანგულ "ბრესტთან" დამარცხდა
21 წლის ვეიგა: საუდის არაბეთში ფულის გამო არ წავსულვარ
ყველა დროის რეკორდი მოხსნილია - მოდრიჩი "რეალის" ისტორიაში შევიდა
მამარდაშვილმა ასპასის დარტყმული პენალტი აიღო [VIDEO]
მამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო [VIDEO]
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
დე ლაურენტისს დიდი გეგმები აქვს - "ნაპოლი" ზაფხულში 3 ტალანტის ყიდვას ეცდება
გველესიანის "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ აჰლისთან" დამარცხდა
"ნაპოლი" კულიბალის 14-ჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობს - რას გადაწყვეტს სენეგალელი
ძაღლმა "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს სასქესო ორგანოზე უკბინა - შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
"ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
თუ მესის ტრანსფერი არ გამოვა, "ბარსელონას" ალტერნატივა "სელტადან" ჰყავს
დასახელდა ლა ლიგის გუნდები, რომლებიც ქოჩორაშვილის დამატებით ინტერესდებიან - ქართველს შესაძლოა, "ბარსელონასთან" დიდი ჯახი მოუწიოს
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება
დე ლაურენტისი იახტით მოგზაურობს და ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერსაც ჩარხავს
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
მოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს
"ნაპოლის" სუპერტრანსფერი - პირველ ოფიციალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე "პარტენოპეიმ" ესპანელი ტალანტი დაიმატა
რომანო: "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - ოსიმენს არაბეთში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან
"ბარსადან" "ბარსამდე" - მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სელტას" მოუგო
გილმორი "ნაპოლიში" გადადის - ოსიმენმა თავად არ იცის, სად მიდის