ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

ედინბურგში, მსოფლიო თასის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 6:33 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმამორჩენილი აბჟანდაძე დაუბრუნდა, მამუკაშვილმა კი ეროვნულ გუნდში მეასე შეხვედრა ჩაატარა.

პირთამდე სავსე 67-ათასიან „მარიფილდზე“ თამაში ქართველი მორაგბეების შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე საჯარიმოთი მატკავამ წინ გაიყვანა. ჩვენი გუნდი მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, წნეხში ამყოფებდა, ორჯერ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, 21-ე წუთზე კი მატკავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. აქედან მოყოლებული შოტლანდია მოგვეძალა, 35-ე წუთზე სტეინმა ლელო დაგვიდო, მაგრამ იქამდე ბურთი წინ დაუვარდა და პირველი ტაიმი 0:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი სრულად შეიცვალა, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, ჩვენი გუნდის შეცდომებმა იმატა და სკოთებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

იმედია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საჭირო დასკვნებს გამოიტანს და დაშვებული შეცდომები მსოფლიო თასზე არ განმეორდება.

26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“

შოტლანდია – საქართველო 33:6

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

• :D :D

შენ ეტყობა წარუმატებლობის სინდრომი გაქვს და ამიტომ ჯობია სპორტს განერიდო. აგერ ზელანდიას უშანსოდ გათხარა აფრიკამ და მაგ ლოგიკით თუ ზელანდიას ქომაგობ, იქაც გულისყრა დაგემართება.

რა ჰქვია ურთიერთობებს ვერ ალაგებს? ეხლა არ მითხრათ ჟვანია რატომ არ არისო??? გიპასუხებთ კიდეც, რატომაც არ არის და ეგ მისი ბრალია! ჩილაჩავას მაისაშვილთან არ მოსვლია კონფლიქტი და მისი არყოფნა მწვრთნელის ბრალი არ არის.ვისაც არ უნდა ნაკრებში თამაში, არც უნდა დააძალოს ვინმემ და თუ რამე ან ვინმე უშლის ხელს, უნდა გამოვიდნენ და თქვან. არ არის მაისაშვილი ჩემი ფავორიტი, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით თვითონ ძაბავენ სიტუაციას. გვყავდა ასეთი გიორგი ჟღენტი, მონპელიეში ნარიაშვილის გვერდით იდგა შერკინებაში. ისეთი თამაშები ჰქონდა, ბდღვნიდა ყველაფერს. რომ მოიწვიეს, ასეთი პასუხი გასცა - თუ ძირითადში არ ვიქნები, ნუ გამომიძახებთო. მაშინ სამ ნომერზე ზირაქაშვილი იდგა და მისი სკამზე დასმა ხომ წარმოგიდგენიათ? იყო ერთი მორაგბე, გვარს ვერ ვიხსენებ, იძახებდნენ და არ უნდოდა ნაკრებში თამაში. ამიტომ არის ასეთი ბევრი შემთხვევა და საბოლოოდ ვისაც მწვრთნელი აირჩევს, ის გვეყოლება

ეს კარკაძე მართლა რა მოთამაშეა ასეთი , რომ ყველა მაგას გაიძახის? ერთმა ისეთი სისულელე დაწერა, ე, ბიჭო ქუთეისლები დაგვიჩაგრენო. რომ წაეყვანა და ვერ ევარგა, მაშინ არ გადაუვლიდნენ? ვართ მძიმე ჯგუფში, ჩვენ კი არა, შოტლანდია შეიძლება დარჩეს. ამიტომ ნუ მოვითხოვთ იმდენს, რამდენიც არ არის შესაძლებელი

• სოსო

რა სირცხვილზე ლაპარაკობ,რამაზ!როდის იყო,ამათ რაიმესი რცხვენოდათ?!ამდენი წელია,რაგბი ევროპას,მსაჯებთან ერთად უგებენ მეტოქეებს და ეგ თურმე არაფერი ყოფილა,იტალიას მოუგეს და თურმე მწვრთნელი ნულია,მაგრამ მაგარმა მორაგბეებმა(თითქოს ან ისინი,სოკოსავით ნახერხზე ამოიზარდნენ) გაიმარჯვეს,შავმა ლომმა ტურნირზე მოიგო და ისიც არაფერი იყო,უელსიც დაამარცხეს და მაისაშვილი,თურმე ისევ არაფერი ყოფილა,აი შოტლანდიასთან წააგეს და უეცრად,ყველაფერში დამნაშავე,მაისაშვილი აღმოჩნდა.დაუნახაობა და უმადურობა,ჩვენი ეროვნული თვისება გახდა.არ სურთ დანახვა და მორჩა!თემურ ქეცბაია,რა დღეში გაატარეს და თურმე ახლა გამხდარა,კარგი კაცი და მწვრთნელი.გულს მოუკლავენ ადამიანს და მერე,იქით დააბრალებენ უჯიგრობას.ამათ სირცხვილისა,სინდისის ქენჯნისა,არაფერი იციან!საერთოდაც,არაფერი იციან,მათმა დიდმა ნაწილმა და ამიტომ უფრო არიან,ასე ბრმად აგრესიულები.

• ზაალი

პიმენის, შოტლანდია და ზოგადად ტიერ 1 ქვეყნები იმიტომ არიან ძლიერები, რომ თამაშის მრავალფეროვანი განვითარება შეუძლიათ მაღალ სისწრააფებში, ტაქტიკას საქართველო ვერ შეცვლიდა შოტლანდიასთან, უბრალოდ არ გვქონდა მაგის რესურსი, დამერწმუნეთ ვერც მაისაშვილი და ედი ჯონსიც რომ ყოფილიყო მაგ წნეხს რაც შოტლანდიელება დაგვადეს, ვერაფერს მოუხერხებდა.. მაისაშვილის გარდა იქ 6 მწვრთნელია, დავიჯერო ჩვენზე კარგად არ იციან რაგბი? და რა უნდა გააკეთონ?

• ზაალი

ლოგიკა ის არის, რომ კომენტარი დაწერეს, რომ თურმე საქართველოს პრეტენზია ჰქონია 6 ერზე, დიახ თუ იტალია არის 6 ერში, ჩვენც გვაქვს უფლება პრეტენზია მაინც გქვონდეს..

• ზაალი

ეს კარკაძე ახალი ამოჩემებაა? კარკაძე იყო 2 წლის წინ ერთი აუტი ვერ ააგდო და პირველები თქვენნაირები იყავით ვინც მას ლანძღავდა, მონპელიეში ძირითადში იმიტომ არის რომ ნახევარი გუნდი წასულია.. არაფერი არ მაქვს კარკაძესთან საპირისპირო, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რაც სიმართლეა ის დაწერეთ..

• რამაზ

მსოფლიომდე დათვლილი დღეებია. რამე არ მოგწონს გულისტკივილი გამოხატე, მაგრამ ეს მაისაშვილის უაზრო (უაზრო იმიტომ რომ მცირე დრო დარჩა და ჩემპიონატის დამთავრებამდე მვრთნელი ხელშეუხებელია - თუ რამე კონსტრუქციული/მხარდასაჭერი/რჩევა გაქვს სათქმელი კი ბატონო) ლანძღვა რა უბედურებაა. ღმერთმა ქნას ისე წაგვივიდეს საქმე ყაყანის გამო საბოდიშოდ გაგიხდეთ. რაც შეეხება შოტლანდიასთან პირველი ტაიმი ღირსეულად ვითამაშეთ. შოტლანდიასთან, ვინც მსოფლიოში დღეს სიძლიერით მეხუთეა. მეორე ტაიმი ჩავაგდეთ და იმას თუ გავითვალისწინებთ რა შეცვლები გვქონდა (ანუ თადარიგში ვინც იყვნენ) ეს იმთავითვე წარმოდგენადი იყო. კი ბატონო, შეიძლება არც პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო შოტლანდიისთვის (ობიექტური მოცემულობებიდან გამომდინარე) და არც მეორე ტაიმი უნდა წაგვეგო ასე (იმავე ობიექტური მონაცემებიდან გამომდინარე). ეხლა ყაყანს, თუ რამე სასიკეთო (ვიმეორებ ბიჭების და გუნდის მხარდამჭერი, გამამხნევებელი) სათქმელი არ გაქვს დადუმდი და დაელოდე შენ დროს, იქნებდა რომ არ დადგეს (რატომღაც მჯერა რომ შენც გინდა რომარ დადგეს). ვნახოთ ავსტრალიასთან რა შედეგი დაიდება.

• ოსე

ჰო, კიდევ შოტლანდიელი ბილეთში 100 ევროს არ იხდის, იმიტომ, რომ იქ ევროები არაა - ფუნტებია. მეორე - ასე ძვირი პრო 14-ის თამაშებზე დასწრება არ ღირს, 6 ერის თამაშებზე არის 100 ფუნტიანი ბილეთები მაგრამ - არა ყველა და ისიც, შოტლანდიაში წელიწადში 2, მაქსიმუმ 3 თამაში ტარდება. და მესამე - შოტლანდიელისთვის 100 ფუნტის გადახდა იგივეა, რაც ქართველისთვის 100 ლარის, რადგან იმათ ხელფასი ფუნტებში აქვთ, 100 ლარი კი იტალიასთან ბილეთებში გადავიხადეთ და სტადიონიც გავავსეთ. ასე, რომ არც მასე დაქცეულები ვართ.

• საპროცედურო

რეგლემენტიიიიი....

• ოსე

დავიწყოთ იქიდან, მეგობარო, რომ შოტლანდიელებს საკუთარი სახელმწიფო საერთოდ არა აქვთ, მეტიც - საკუთარ ენასაც კარგავენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ კი ჩვენი, საკუთარი და თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, სისხლით, ოფლითა და ბრძოლით მოპოვებული და შენარჩუნებული. სწორედ, ამიტომ გვიყვარს, ალბათ, რაგბი, რომ ჩვენსავე ბედს გვაგონებს. მართალია, დღეს, ბევრი მიზეზის გამო, მაგათ ჩამოვრჩებით, მაგრამ შორს არაა ის დრო, ეკონომიკურადაც დავეწევით და რაგბსაც მოვუგებთ! ისე, შოტლანდიის შიდა ჩემპიონატი სამოყვარულოა და, რამდენადაც ვიცი, თამაშებზე დასწრება უფასოა ან სიმბოლური ფასი ღირს. მაგათი ფრანჩაიზები - გლაზგო და ედინბურგი პრო 14-ში, ძველ კელტურ ლიგაში თამაშობენ

• გლახუნა

ბიჭებს მადლობა თავდადება-განვითარების სწრაფისათვის, სისუსტეების-შეცდომების სწორად გაანალიზებით, სწორი სტრატეგია- ტაქტიკის გამოყენებით,განს აუტები-დერეფანში,შერკინებაში,რაქი,მოლში უშეცდომო, აგრესიული თამაშით, უკანა ხაზის ,,შიდა ჩათამაშებები,,-ს დამუშავებით (4-6 პასით და მერე გაშლა),რაც მეტოქის დეზორიენტირებას იწვევს... ფიჯისთან ფრთებზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ბიჭებიის დაყენებით (- ფიჯის ფრთებს ვერ ვაჩერებთ და მით რომ მოგვიგეს ბოლო თამაშები), თუნდაც მე-3-ე ხაზის ( მისი შესაძლევლობა გვაქვს) და შეიძლება ჯგუფიდან გასვლა. ცნობისათვის -ჯერ შოტლანდიის დონის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ავაშენოთ-50 ეურო კი არა,100 ეუროს რომ დაუფიქრებლად იხდიან შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად- საყურებლად...და მერე გამოვთქვათ მეტი პრეტენზიები, რისთვის გვჭირდება რუსულ-მონღოლური სამყაროდან თავის დახსნა,თან საბოლოოდ და სამუდამოთ,მით ეკო-კა-შიდა წარმოების რეალურად განვითარება,მით სპორტში კერძო სეიოზული ბიზნესი- ფინანსები შევიდეს,მით შიდა ჩემპიონატები ყველა სპორტის სახეობაში გაცილებით კონკურენტული და პასუხისმგრობითი გავხადოთ, მით ხარისხი გავაუმჯობესოთ- განვამტკივოთ და შედეგიც სწრაფად დადგენა, რისთვის გვჭირდება- სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო-წესრიგის დამკვიდრება, მისთვის დასავლური - დემოკრატიულ-ინსტიტუციური მმართველობის პოლიტიკური სისტემა-კანონის უზენაესუბის... და არა რუსული;ტოტალიტარული,თუ ავტორიტარული,თუ ოლიგარქიული, კლეპტოკარატიული ...ე.ი კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები,მით რუსეთი,მით უმეტეს მტერი- მტრულად განწყობილი ნომერ-1-ლი სავაჭრო ,,პარტნიორი,, რომ გახადეს(?!)... აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!

• პიმენი რ

მართალი ხარ, მარა პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა უნდა იყოჩაღოს - უნდა შეაფასოს ავ-კარგი; და როცა შავ დღეში ჩაგვაგდეს, მე-60 წუთისთვის ცვლილებები და ტაქტიკური გადაადგილებები გააკეთოს - სწრაფი ანალიზი!

• გიორგი

ცდებიან, რადგან ძალიან ძლიერი მორაგბეები გვყავს. 6 ერზე რომ ითამაშო, 6 ერის დონის მწვრთნელი გვჭირდება. ისინი გიჟები კი არ არიან, რომ უმაღლესი დონის მწვრთნელებში ასობით ათასებს იხდიან.

• Giorgi

რა ვთქვა არ ვიცი, ყველა თამაშის ბილეთები დავარეზერვე საფრანგეთში მსოფლიოზე ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ, იმედია ასე სამარცხვინოდ არ გადაგვივლიან და სირცხვილს არ ვჭამთ , ხალიან იმედგაცრუებული ვარ.

როცა გუნდი მეორე ტაიმში მთლიანად აგდებს, აშკარად მწვრთნელის ბრალია. ყველა ხიდი კიდევ ის არის, რომ მარქაფა გყავს სუსტი და ძალიან უხერხულ ჯგუფში. ვართ. ეს გუნდი , რაც გუშინ ვნახეთ, არ არის ძირითადი შემადგენლობა. ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ მსოფლიოზე ასეთი ჩავარდნა არ ექნება. უბრალოდ, არ მოვიტყუოთ თავი, რომ ავსტრალია და უელსი ჩვენი საკბილო გახდება. აი ფიჯის რაც შეეხება, ისინი ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები არიან და ასე მგონია, მაგათი დამარცხება ჩვენთვის სენსაცია იქნება

• 123

ლოგიკას ვერ მივხვდი ანუ იტალიაც თუ აგებს ჩვენც რომ წავაგებთ ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ? ზაალს

• Gio-T

კი ბატონო მეგობაო, მართალი ხარ, მაგრამ სელექციარო აშკარად არაა სამართლიანი ხო ფაქტია? რატოა გუნდში ჰუკერი ზამთარაძე, რომელმაც ყველა აუტი წააგო, მათ შორის მეტოქის 5 და 22 ში და შავი ლომის მესამე ჰუკერია და არაა გამოძახებული კარკაძე, რომელიც მონპელიეს ძირითადში თამაშობს! ან ნარიაშვილი რო ვეღარ არის ნაკრების დონეზე ხო აშკარად გამოჩდა? ყველა შერკინებაში დავჯარიმდით…

• ოსე

მოდი, ასე შევხედოთ - შარშან, ნოემბერში უელსს რომ მოუგო, ამის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს პირველი ეშელონის გუნდთან არც-ერთი ! თამაში არ უთამაშია! ამასობაში, შოტლანდიამ ითამაშა ექვსი ერი და ორი ტესტი საფრანგეთთან. მაგათმა ფრანჩაიზებმა კი ითამაშეს - პრო 14, ჩემპიონთა თასი და ჩელენჯი! ყველაზე რთული მოწინააღმდეგე კი, რომელიც შავ ლომს სუპერ თასზე შეხვდა იყო ლუზიტანუში და თელავივ ჰითი! ამის მიხედავად, პირველ ტაიმში შოტლანდია ნულზე დავტოვეთ და თან - სად! აბა, გვეთამაშონ კიდევ ორი- სამი მატჩი და მერე ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს! საამაყო და გმირი ნაკრები გვყავს!

• ოსე

მოდი, ასე შევხედოთ, მეგობარო. შარშან, უელსამდე ჯერ სამოას ვეთამაშეთ და წავაგეთ, სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატისაგან განსხვავებულ ტემპს და სირთულეს ავუღეთ ალღო. შემდეგ იყო იტალია ისიც ბათუმში და ბოლოს უელსს სავსებით მომზადებული და უნარიანი შევხვდით. ეს იყო შარშან ნოემბერში. ამის შემდეგ ჩვენ პირველი ეშელონის არც-ერთ გუნდს არ შევხვედრივართ! ამასობაში, შოტლანდიელებმა ითამაშეს ექვსი ერი, ორი ტესტი საფრანგეთთან, მაგათმა ფრანჩაიზებმა- პრო 14, ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ თასი, ჩვენმა შავ ლომმა კი - ევროპის სუპერ თასის ხუთი თამაში ლუზიტანუშთან და თელავივ ჰიტთან და ამის მიუხედავად, შოტლანდია პირველ ტაიმში ნულზე დავტოვეთ! ეგ გმირობაა, ჩემი აზრით! დიდებული და საამაყო გუნდი გვყავს, მეგობარო!

• ერმილე

უცოდინარი მწვრთნელი ვერ ამარცხებს უელსს და იტალიას.

• საჩინო

თავს არ ვდებ რაგბის მაგარ მცოდნედ და ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია .როგორც დილეტანტი ვკითხულობ:1]როდესაც მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზამდე რამოდენიმე მეტრი რჩება და დანა და ყელი ერთად არის,აი მაშინ ,სწორედ მაშინ ჯარიმდებიან და კარგავენ ბურთს.რატომ? რა ხდება?ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს თამაშის წესები არ იციან.2]ცუდად თამაშობენ ხელით და ფეხით კიდევ უფრო უარესად და როცა ხელით თამაშისას რაღაც პერსპექტივა მაინც ჭიატობს შეტევის მწვავედ გაგრძელებისა ,ესენი ფეხით თამაშობენ და იკარგება ბურთიც და ყველაფერი.რატომ ? რატომ აკეთებეN ამას? 3]შერკინებისას მოწინააღმდეგე სწრაფად და იოლად იღებს ბურთს და სწრაფადვე იწყებს შეტევას,მაშინ როცა ჩვენები დიდი გაჭირვებით ახერხებენ ამას .არადა თითქოს ჩვენი შერკინება ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.4]მოწინააღმდეგის აუტის დროს ჩვენები იმდენად უშანსოდ არიან მცდელობაც კი არაა აქვთ ხელის შეშლისა,ჩვენი აუტისას კი შანსები თითქოს თანაბრდება და ზოგჯერ უფრო მცირდება კიდეც .რატომ,რატომ ხდება ასე,რატომ ასეთი უზარმაზარი სხვაობა?

• გიორგი 50

მთელი ღამე ცუდად ვიყავი, ახლაც ჭვალი მადგას... რა დაგიშავეთ მაისაშვილო? არ ვიცი რა უთხარი ბიჭებს შესვენებაზე, მაგრამ იგივე აღარასოდეს გააკეთო. წაგებას ისე არ გავუმწარებივარ, როგორც შერკინებაში და აუტიდან კაპიტულაციას... ამაში ხომ მაინც შეიძლებოდა გვევარგა? რამდენჯერ გაგაფრთხილე გაუშვი მადლობით დამსახურებულ პენსიაში ხანდაზმულები, მიეცი შანსი ახალგაზრდებს გაიზარდნონ, არა... პარტიულ ბოსებს ხომ ვერ აწყენინებ... შენს გულში ჩაიხედე...

• 1.2.3.4.5.6.

პირველ ტაიმში დაბალი ტემპი რომ იყო ეს ვერავინ დაინახა? მეორე ტაიმი ჩაგდებული კი არა ჩვენი ბიჭების გმირობის დემონსტრირება იყო კლასით ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეზე. მადლობა ბიჭებს და ბევრი იფიქრონ მწვრთნელებმა ბიჭების თავდადების ხარჯზე როდესაც შედეგს აღწევენ ეს რამდენ ტრავმად უჯდებათ ჩვენ ბიჭებს და დროზე მოიყვანონ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები!

• რეზო

ფაქტია რომ უსუსურად გამოიყურება ჩვენი პირველი ხაზი, მარტო ჰუკერის პრობლემა არ არის აქ. სამწუხაროდ საკადრო პოლიტიკა არ უვარგათ, კარკაძე, ქუნთელია, მელიქიძე ნაკრების შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ აუცილებლად, ზამთარაძე და ნარიაშვილი არ არიან ნაკრების ხალხი. მეორე ხაზელები საშინლად შემოვიდნენ, გორგაძე და საღინაძე მაგრად გვაკლდა. ერთადერთი ხაზის ბიჭებმა ითამაშეს ნორმალურად, ყველამ შარიქაძის ჩათვლით. ასეთი შერკინებით შევრცხვებით ფიჯისთანაც, ავსტრალიასთანაც და უელსთან. მწვრთნელი რომ უცხოელი და კვალიფიციური გვჭირდებოდა ყველამ იცის.

• გიორგი

მიქაუტაძე კვლავ შეუცვლელია, რაც სიღრმეების სიღარიბეს მოწმობს. ნარიაშვილის ადგილზე კი უზარმაზარი კონკურენცია იქნებოდა, ნორმალური მწვრთნლი რომ გვყავდეს.

• გიორგი

მთლად მასეც არ არის. იტალიასა და უელსთან რომ მოვიგეთ, სიხარულთან ერთად ის ფიქრიც ამეკვიატა, აწი მაისაშვილს ვეღარასოდეს მოვიშორებთ თავიდან-თქო. სამწუხაროდ, ეს აგვიხდა.

• გიორგი

რაგბის კავშირი ფულს ზოგავს, როცა ხეირიანი მწვრთნელის ჩანოყვანის მაგივრად მაისაშვუილს აბარაებს ბუნდს. იმაზე კი არავინ დარდობს, რომ ამგვარი მცდარი გადაწტვეტილებით უამრავი ფული იფლანგება საერთაშორისო ტესტებზე, რაც მაისაშვილის გამო არაფრის მომტანია. გუშინ დავინახეთ, რომ იტალიასა და უელსთან გამარჯვებაში იმათი მწვრთნელების შეცდომის წილიც იყო. ცხადია, ჩვენმა ბიჭებმა ფანტასტიურად ითამაშეს და ამას არასდროს დავივიწყებთ გულშემატკივრები.

• გიორგი

მოდით ეს თამაში ობიექტურად შევაფასოთ. შერკინენების უმრავლესობა წავაგთ და რაც უარესია ჯარიმები ავიღეთ. შერკინების მწვრთნელს მთავარი მწვრთნელი ირჩევს. მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობაა აგრეთვე შერკინების მოთამაშეების შერჩევა. საქართველო ბურჯებითა და მესამე ხაზელებით ამარაგებს ფრანგულ ლიგებს. რატომაა ასე ძნელი საუკეთესო ბურჯებთან ურთიერთობის დალაგება და ნაკრებში მოწვევა? მეორე ხაზშიც შეიძლება უკეთესი მორაგბეების მოწვევა. ნარიაშვილი ლეგენდარული მორაგბეა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის აჩრდილია. მეორე ნახევარში ყველა დერეფანი გავანიავეთ. ასეთი ტექნიკური წუნით მსოფლიოს ნებისიერი საუკეთესო გუნდი წააგებს თამაშს. დერეფანის მწვრთნელსაც მთავარი მწვრთნელი არჩევს. მაისაშვილის დამცველები გვიკიჟინებენ, იტალიასა და უელსს ხომ მოვუგეთო? დიახ, მოვუგეთ, რადგან (ა) იმ თამაშებში ნინიაშვილმა სასწაულები აკეთა, (ბ) შერკინებაში ტოლს არ ვუდებდით და (გ) საკუთარ დერეფნებს ვიგებდით და შეტევას ვამწვავებდით. გუშინ კი, შოტლანდიის მწვრთნელმა წაგებული პირველი ნახევარი თავისი გუნდის სასარგებლოდ გამოიყენა, ტაქტიკა შეცვალა და ჩვენი ნაკრები გაანადგურა. ესაა მწვრთნელის ხელოვნება.

• გიორგი

უცოდინარი მწვრთნელის ხელში გუნდი ვერ გაიზრდება.

• გენო

ფაქტია,რომ რაგბის მამები არ ცდებიან როცა 6ერში თამაშის უფლებას არ გვაძლევენ. ეს ქმწუხანდელმა თამაშმაც დაგვანახა

• ვახო

ჩვენში ტრადიციულად გრძელდება ორი უკიდურესობა ან ლანძღვა-გინება ან ქება-დიდება , იშვიათად ,რომ ობიექტური შეფასება ნახო სადმე.ეს რომ მარტო გულშემატკივარს ეხებოდეს კიდევ არაუშავს, მაგრამ ..... ამას თავი დავანებოთ,ერთი რამე მაინტერესებს უბრალოდ,მაინცდამაინც დიდი ანგარიშით უნდა წავაგოთ, რომ ნაკლპოვანებები დავინახოთ? ის თამაშები, რომლებიც მოვიგეთ, მაგრამ ,,დერეფნებს" ხშირად ვაგებდით საყურადღებოდ საკმარისი არ იყო?

• ზაალი

6 ერის მონაწილე იტალიაც არის, მაგრამ 25 წლის განმავლობაში რამდენჯერ აქვს მოგებული ან წაიკითხეთ ან უყურეთ..

• გუგა

მიშა ნარიაშვილის და კოტე მიქაუტაძის საუკეთესო წლები, სამწუხაროდ წარსულშია

• ვალერი

არ უნდა ზედმეტი ბჟოტიალი - ჯერ არ ვართ მაგათი დონის გუნდი. ესაა მიზეზი. უფრო მეტი შეუძლიათ და მორჩა.

• ერმილე

უელსს და იტალიას რომ მოუგეთ მაშინ კაი იყო ხო? თუ ეს უკვე დაგავიწყდა?

• უკავცრავად

უხერხულია, თორემ დავწერდი თამაშის დასრულების მერე რაც გამოჩნდა და ყველამ ვიცით რაც გამოჩნდა

• ერმილე

ახლა დავიწყებთ მწვრთნელების ლანძღვას. უელსთან მოვიგეთ და გენიოსი იყო შოტლანდიასთან კვალიფიკაცია არ ყოფნის. უცხოელი გვინდა ჩვენის ფასი ტრადიციულად არ ვიცით და ჰაი ჰუი. გინდიც და სამწვრთნელო შტაბი ერთად უნდა გაიზარდოს და განვითარდეს გვაქვს უკვე იმხელა ტრადიცია და გამოცდილება. მოგება წაგება დღე ღამესავითა . იტალიის ნაკრები 6 ერში 3 სეზონზე მეტხანს თამაშს ვერ იგებდა მაგრამ მწვრთნელს ცვლიდნენ ასე ჩქარა? აცადეთ ამ კაცს მუშაობა დაელოდეთ შედეგს მოთმინებით. რაგბი ყველა თაობაში პროგრესირებს და შედეგი ნაბიჯნაბიჯ მიიღწევა . მოუნდათ გასვლაზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის განადგურება. რაც გვაქვს უზღვავი ქართველებს ამბიცია და მოუთმენლობა . წარმატებები ბიჭებს წინ დიდი ბრძოლები ელოდებათ....

• ანტონ განძიელი

ამ თამაშმა დაგვანახა, რომ იმდენად გუნდებში არა, აშკარა სხვაობა მწვრთნელებშია! ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ნაკრებისა და "შავი ლომისვის" უნდა მოვიყვანოთ ძლიერი უცხოელი სპეცალისტი (შედარებისთვის - გვარდიოლა და ანჩელოტი, თუ არა ამათ მერე მომავალთაგანი) ასევე - ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელები საშუალოვადიანად უნდა მივავლინოთ ს/აფრიკის, საფრანგეთის თუ სხვა მოწინავე ქვეყნების გუნდებში!

• ლევანი

რომ შეეძლოს ვკითხავდი ბატონ ლევანს, თუ რატომ არის მისთვის ძირითადი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი? დსნამკაში ვიხოდით, რომ არ იყო ძლიერი, ახლა სტატიკაშიც უჭირს. ვერ ხედდავს ბატონი ლევანი? უკეთესი ვითომ ბურჯები არ არიან? კიდევ კითხავდი რატომ არის ზამტარაძე ნაკრებში, როდესაც აკრებში არ რის კარკაძე? ზამთარაძე უკეთესია? თუ ასეა მაშინ აუტის ერთ ტაიმში ხუთჯერ ხუდად მოწოდება მხოლოდ წცრთელის ბრალი ყოფილა. ასევე ვკითხავდი ბატონ ლევანს, მეორე ტაიმში შოტლადიამ ფლაგების მაგიერ ცენტრში, რომ მომატა შეტევებს, რა შეცვალა თვითონ საქართველოს ნაკრებში? კიდევ ბევრ რამეს ვკითხავდი, მაგრამ ....

Sxvas ras elodit, amerikastan metoqis sibecis gamo moiges. Yvela swrafi gundi ase ushansod gaanadgurebs chvens nakrebs mat shoris fijic. Maisashvili saertod ar schirdeba nakrebs imisatvis rom ruminetisnair gundebs mougos. Mwvrtnelis gareshea nakrebi wlebia. Maisashvili nakrebshi swavlobs mwvrtnelobas da nakrebisgan mets ras itxovt. Mondomebit rom sheidzlebodes grandebis damarcxeba, xorvatebi da kosovoelebi chvenze win iqnebodnen ragbshi. Imat aqvt gansakutrebuli xarisxis ltolva warmatebisken magram ragbs saertod ver tamashoben. Es aris saqartvelos zeda zgvari ragbshi da amaze win verasodes waiwevs. Saocrebebi zgaprebshi marto xdeba.

• კოტე

სულ ეს არის ჩვენი ნაკრები, ასეთი დონის გუნდებთან სრულიათ უსუსური. ჩასაფრება არაფერ შუაშიააა

• ჩელენჯერი

მასაშვილი იძახდა ეს თამაში დაგვანახებს სად ვართ სინამდვილეშიო და ნეტავ რა დაინახა თამაშის დასრულების მერე?

• 123

გადავხედე კომენტარებს და უმეტესობა ჩასაფრებული ვაი გულშემატკივარი!

• გენა

შენი ქსენოფობიური გამოხტომა სამწუხაროა(ისე, ქართველი ვარ რომ იცოდე). იცხოვრეთ ილუზიებში "დიდი გამარჯვებების" იმედით.

• გიორგი

საფრანგეთში ქართველი ბურჯების ცვენაა, მაგრამ მაისაშვილი მათთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს. მაისაშვილი ვერც თამაშს არჩევს და არც ტაქტიკის ოსტატია. რატომაა ეს კაცი ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

• გოგა

პირველი ტაიმი კი დალაგებულათ ჩაატარეს, თან ძალიან ბევრი ძალა შეალიეს.ნინიაშვილი ერთი თავით მაღალია ყველაზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ვერ უგებდენ არად ერთად არიან რამდენი ხანია.საერთოდ ძლიერი გუნდი ბოლო 20 წუთში ტეხავს მოწინაღმდეგეს.ჩვენები კი უკვე მეორე ტაიმიდან შეჭამეს რა გახდა ეს აუტი რამდენი წელია პრობლემაა,რა ვერ გამოსწორდა. შერკინება მოგვიგეს .ტეპში ვერ ავყევით მეორე ტაიმში ასე ფიჯი მოგვიგებს აუცილებლად.თავდადებას არავინ უწუნებს ყოველთვის ჯიგრით თამაშობენ. მაგრამ ეს არ კმარა ასეთ გუნდებთან ტემპში მაინც უნდა ავყვეთ თუ ტექნიკურად ვერა

• simartle

ძალიან სამწუხაქროა რომ ისევ გამოცნდა სამწრთნელო შტაბის უსუსურობა, თან როდესაც მსოფლიო ორ კვირაში იწყება და სამწუხაროდ სმაწრვთნელო შტაბს არ ჰყოფნის უნარი მოთამაშეების წორად შერჩევის და სწორი ტაქტიკისთ თამაშის. პირველი თაიმი ჯანდაბას მოვიგეთ მაგრამ ყველაფერი იმ ტაიმს დაახარჯეს და მოიგეს ორი ჯარიმით. მეორე ტაიმში 7 აუტი უკან ჩააბარეს, არასწორად შეღჩეულმა პირველმა ხაზმა ყველა შერკინება დათმო. მხოლოდ მესამე ხაზელებიდან ერთი ორს თუ გამოვარჩევდით. 9 ნომერმა ფეხის არასწორად ბრახუნით ჩააგდო თამაში და თვითონ აც კარგად შემოირტყა თავს ხელი, რა დროს ნარიაშვილია და შადრეც გასაშვებია კარგა ხანია, აუტის შემოგდება ყველას უჭირს, მოლი ვერ დააყენეს,მარტო ნინიაშვილის იმედით ხაზი ვერ ითამაშებს. ძალიან დიდ პატოვს ვცემ შარიქაძეს თავდადებული თამაშისათვის , მაგრამ 12 ნომერი მარტო შებოჭვებით არ უნდა იკლავდეს თავს და თავდასხმაში უნდა იყოს გამგლეჯი და მას ეს არ შეუძლია. უკანა ხაზი დაცვაში ყოველთვის არასწორად დგას და ყოველთვის კაცნაკლულები რჩებიან თუ მოწინააღმდეგებ ბურთი ბოლომდე ჩაათამაშაა. ვან დერ მერვემ თუ მეცხრემ თავისუფლად გაინავრდა ამის გამო. Gადაწყობა დროულად არ ხდება. ფეხით თამაშიც გამოსასწორებელია და ხალით თამაში საერთოდ არ გამოუვიდათ. მარტო რუმინეთთან გამოსდით ან იმ გუნდებთან რომელთანაც მოგებას დაჩვეულები არიან. პირველ ხაზში არიან ახალგაზრდა თანადი მძიმე მოთამაშეები რომელნიც მზად არიან სათამაშოდ მგრამ შანასი არ ეძლევათ. სამწუხაროა რომ საღინაძე, გორგაზე, ციცქირიძე ვერ არიან გამოჯანმრთელებულები. თუ ასე ფიჯისთან ვითამაშეთ 50-ზე მეტს ჩაგვირბენენ და გადაგვივლიან ისევ. ავსტრალიას და უელსაც ასეთი თამაშOთ ვერ გავაკვირვებთ და ისევ ერთი მოგების იმედით მოვდივართ. იმედია შარიქაძემ კიდევ ტვინის შერყევა არ მიიღო და შადრემაც მენისკი არ დაიზიანა თორემ ვმათი შემცველელიც სავალალოდ არ ჰყავთ.მ გამიგრძელდა ბოდიშით... მოკელედ მწრთვნელებ ამ თამაშში დაეწერებოდათ 0-ზე ნაკლები და გუნდს პირველ ტაიმში 10 ბალიანო სისტმით 6 და მეორე ტაიმშო -6. იმედია გადახედავენ ამ თამაშს და დასკვნებს გამოიტანენ,

• გენა-ს

ყოველ შემთხვევაში, თქვენო ნაკრები რომელიმე გუნდურ მსოფლიოზე ჩემპიონატზე ვერასდროს მოხვდებით, ჩვენგან განსხვავებით, განსაკუთრებით კალათბურთშე, აბა, სხვის კალათში რაიმეს ხომ არ ჩააგდებთ!!!

• BOSS

იმედია ზამთარაძეს აღარ დავინახავთ მსოფლიოზე-ძალიან სამარცხვინო იყო! და მსოფლიოს მერე გვაღირსებენ წესიერ მწვრთნელს!!! რაც მაისაშვილი მოვიდა ყველა ნორმალურ გუნდთან შერკინებაში ვაგებთ და თუ მეტოქე მიხვდა რო აუტში კაცი აწიოს ხო საერთოდ…პლიუსები გვაქ,მაგრამ მინუსები ბევრად მეტი სამწუხაროდ

• გენა

გეყოთ გულუბრყვილობა და ილუზიები. ეს შენელებული მორაგბეები მაგ დონეზე ვერასოდეს ვერ ითამაშებენ. ერთი ფეხბურთში გყავთ " კარგი თაობა" და მეორე რაგბიში. კალათბურთიც ვენესუელასთან განწირულია

• ზაალი-ს

როცა 6 ერის პირველობაში მონაწილეობაზე გაქვს პრეტენზია ასე კატასტროფულად არ უნდა ჩაატარო მატჩი, ამაზე უარესი მეორე ტაიმი პირადად მე არც მინახავს.

• Gio-T

იმ შუაშია მწვრთნელი რომ არასწორი სელექციაა, ზამთარაძეს რა უნდა ნაკრებში? როცა მონპელიეს ძირითადი ჰუკერი არ გამოიძახა? ან დიდი პატივისცემის მიუხედავად, აღარაა ნარიაშვილის დრო! და ზოგადად, მეორე ტაიმში ჩანს მწვრთნელი! მეტი რაღა შუაში უნდა იყოს??

• ზაალი

კარკაძე იყო 2 წლის წინ საქართველოს ნაკრებში, 1 აუტი რომ ვერ ააგდო.. იგივეს წერდით მასზეც... მარტო 2 ნომრის ბრალი არ არის აუტის ვერ მოგება.. მაისაშვილის დროს მოვუგეთ, უელსაც და იტალიასაც.. შოტლანდია მე-3 ნაკრებია ევროპაში, გადახედეთ რა მოგებები დაუგროვდა ბოლო წელს.. ცოტა მიწაზე დავეშვათ ეს სჯობს..

• გივი

და მაისაშვილი რა შუაშია?? ჭკუასუსტი ხარ?

• რა მნიშვნელობა აქვს

ყოჩაღ მაისა, გამოჩნდა შენი კლასი მეორე ტაიმში

• სოსო

პირველ ტაიმში შეცძელით და აგრესიული დაცვით,ბურთი შოტლანდიელების ნახევარზე ვათამაშებინეთ.ვერც მაშინ შევძელით,შეტევაში რამის ჩვენება,მაგრამ ჯარიმებით მაინც დავწნაურდით.ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა შერკინებაში სკოტების ასეთი დომინაცია.მამუკაშვილის ტრავმის შემდეგ კი,ყველა დერეფანიც დავკარგეთ და რაღა თამაშზე იყო ლაპარაკი.სიჩქარე აკრეფილ შოტლანდიელებს,მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებიც ძნელად თუ გააჩერებენ,ჩვენ კი, გადაგვირბინეს.წინა თამაშებშიც და ახლაც,რამდენჯერმე ვცადეთ,მარაოს გაშლა და კაცის გამოტოვებით,ფლანგზე თავისუფალი კაცის ბურთით მომარაგება,მაგრამ,ეს ჩვეულებრივ,ცოტათი არაზუსტი პასით და ბურთის დაკარგვთ მთავრდებოდა.შოტლანდიელებმა კი,ეს რამდენჯერმე ზუსტად შეასრულეს და შედეგიც მოიმკეს.ნაკრები შოტლანდიელების სისწრაფეებს,ბოლომდე ვერ აჰყვა და სწორედ ამისათვის გვჭირდება,შოტლანდიის და მსგავსი კალიბრის სხვა ნაკრებებთან ხშირი თამაში.რუმინეთი და ამერიკა,დიდ სოსწრაფეებზე თამაშს ვერ გვასწავლის და ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს,ამით,უკვე წინასწარ აქვთ უპირატესობა.ზამთარაძეს,ამერიკელებთამნაც ჰქონდა აუტის პრობლემა,აქ კი,ვერც ერთხელ ვერ ჩამოაწოდა ზუსტად.როგორც უნდა შეესწავლათ,ყველა აუტს ვერავინ წაგართმევს,შენ თუ კარგად ჩააწვდი,თანაც მამუკაშვილის ვერც ერთი აუტი ვერ წაიღეს.ასე რომ,ვფიქრობ,ზამთარაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა,რომელზეც სამუშაოა.ნინიაშვილი რომ ძალიან მაგარია,მაგას რად უნდა ლაპარაკი,მაგრამ ორივე თამაშში,ბურთის უკან ჩაგდებაში,უზუსტობები ჰქონდა და ამის გამო,ბურთს ვკარგავდით.ის ახლა გამოჯანმრთელდა და რა თქმა უნდა სათამაშო პრაქტიკა აკლია.ჩემპიონატის დაწყებისათვის,ვფიქრობ სიზუსტეს და ზოგადად ფორმას,თითქმის სრულად აღიდგენს,ჩემპიონატის მსვლელობისას კი,ის თითქმისიც აღმოიფხვრება.მის მიმართ ეჭვები არა მაქვს,აი შერკინებაში რა გვეშველება,ეგ კი პრობლემაა.ფიჯელებმა ინგლისს გადაუარეს და ესე იგი,დისციპლინაში პრობლემები არ ექნებათ.დისციპლინირებულ ფიჯის კი,ჩემპიონობაც შეუძლია მოიპოვოს.შოტლანდიელებთა წაგება,რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო,მაგრამ ერთ ტაიმში 5 ლელოს გაშვებაზე და მეორე ტაიმში უქულოდ დარჩენაზე,ვერც კი ვიფიქრებდი.მამუკაშვილმა ტრავმა მიიღო და თუ ვერ გამოჯანმრთელდა,მაშინ მართლაც ძალიან მაგრად დაგვერხევა.დღეს სწორედ ეს მაღელვებს,ყველაზე მეტად.ზამთარაძემ კი,თავი, აუცილებლად უნდა აიყვანოს ხელში.სხვა შემთხვევაში,ნაკრებს დააღალატებს.თამაშმა გააშიშვლა ჩვენი მინუსები და შესაძლოა გუნდისათვის,გამარჯვებაზე უფრო სასარგებლო,ეს საშინელი მეორე ტაიმი გახდეს.ეს კი,მხოლოდ სრულფასოვანი ანალიზის და შეცდომების გამოსწორების გზების სწორი დასახვის და შესრულების შემთხვევაში მოხდება.სწორედ ამას და მსოფლიოს თასზე კარგ და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ ბიჭებს. ჩემპიონატი იწყება,ბიჭებს ახლა უაზრო თუ აზრიანი კრიტიკა კი არა,გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ და გამოჩნდება ვინ არის ნამდვილი გულშემატკივარი და ვინ კიდევ ჩასაფრებული მედროვე

• გიორგი

ფიჯი ჩვენ კი არადა ბევრს გახევს.

• გიორგი

მწვრთნელი რომ არ გვყავს, ის მოხდა.

• გიორგი

შესვენებაზე შოტლანდიის მწვრთნელმა თამაში გაარჩია. მაისაშვილმა კი "მიდით ბიჭებო, არ შევრცხვეთო" და სხვა ვერაფერი უთხრა.

• ჟორა

მეორე ტაიმის ასე ჩაგდება სამწვრთნელო შტაბის სისუსტეზე მიუთითებს, შერკინებაში და დერეფნებში ასეთი უსუსური ნაკრები მგონი 20 წლის წინათ ავსტრალიაშიც არ იყო, ჩვენ 20 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით, შეხედეთ ფიჯიმ თვით ინგლისი დაამარცხა და ჩვენ რას გვიზამს მსოფლიოზე? აგერ სამოა ირლანდიას ამარცხებს და ამავე დროს ეს გუნდები რაგბს თამაშობენ, ჩვენსავით მარტო ჯაჯგურით კი არ გადიან ფონს.

• რეზო

აი ვისაც ეს კომენტარი არ მოეწონა, ახსნას რა, რა არ არის სიმართლე

• გოგა

მამუკაშვილის გასვლის შემდეგ ზამთარაძემ ერთი აუტი ვერ ააგდო, მამუკა გორგოძის წასვლის შემდეგ შერკინებაში დაღმასვლა დაიწყო.

• გიორგი

ახლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაისაშვილი ნეპოტიზმის ნიმუშია. გარტყმაში არაა ტიპი.

• ზაალი

იგივეწ იძახდით როდესაც კარკაძემ ვერ მოაწოდა აუტები 2 წლის წინ საქართველოს ნაკრებში.. აუტში წაგება მარტო 2 ნომრის ბრალი არ არის...

• 123

მარტო კარკაძეც არაა, ორიაკშიცაა ჰუკერი და პირველ ნომერზეც უკეთესი ბურჯის ნახვა შესაძლებელია. შერკინებაში ესე არ უნდა ვიჩაგრებოდეთ.

• პაატა

ჩვენ ნაკრებს მსოფლიოზე წარმატებას ვუსურვებ… მაგრამ, სიმართლეს გაუმარჯოს და სამწუხაროდ ორი თამაშის მოგებაზე ნაღდად ვერ ვარ იმედიანად… ეგება და დღევანდელი მეორე ტაიმის ვიდეო ანალიზის მერე მაინც ჩაიხედოს მაისაშვილმა სარკეში და თავის თავს მაინც უთხრას ერთი ორი სიტყვა… აი ესაა შავი ლომის ნაკრების ბაზაა და ასეთი მიკერძოებული მიდგომები!!! მოკლედ ეხლა უკვე აზრი აღარ აქვს, კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ნაკრებს, ეგება და მსოფლიოს მერე მაინც გვეღირსოს ნაკრებში ძლიერი უცხოელი მწვრთნელი, თავისი ძლიერი სამწბრთნელო შტაბით!

• 123

რა მოხდა და მეორე ტაიმი მწვრთნელისაა ჩვენს შემთხვევაში მაისაშვილის

• Guderian

ეხლა გადაუვლის ყველა მაისაშვილს..გამახსენდა ჩვენი ფეხბურთელები, სტანდარტულიდან ჯარიმების ან საუკუნეში ერთხელ, რომ იტანენ, შეიცვალა ოცი მწვრთნელი მაგრამ მაგ კომპონენტს არ ეშველა, ეს აუთი რა გახდა?თან გადამწყვეტ მომენტებში?რა შუაშია აქ მწვრთნელი? შერკინებაც კარგად ხანია ისეთი არ გვყავს, როგორც ათი წლის წინ, ზოგადად პირველი ტაიმი მაგრად ითამაშეს, ერთი ეგ არის მეორე ჯარიმა არ უნდა დაერტყათ, ლელოზე უნდა ეთამაშათ, ფსიქოლიგიური მომენტიც ჩვენ მხარეზე იქნებოდა, ტაიმის მიწურულს უკვე ეტყობოდათ, რომ შენარჩუნებაზე უფრო იყვნენ, საუკეთესო განმსჯელი მსოფლიო თასი იქნება

• 123

გაახსენდებამაისაშვილს კარკაძე, ტრამვა მიიღო მამუკაშვილმა და აუტი ვეღარ ავაგდეთ. აქამდე ნორმალური მეტოქე არ გვყვავდა შოტლანდიასთან გამოჩნდა სადაც ვართ, უბრალოდ დრო აღარაა მწვრთნელის შესაცვლელად

• ვახო

არავინ ფიქრობდა რომ მოვიგენდით, მაგრამ ასე სამარცხვინოდ ვერცერთი აუტი ვერცერთი შერკინება ვერ მოვიგეთ მსოფლიოს წინ ამას რაღა გამოასწორებს.

• დათი

დერეფნებით წავაგეთ,რა გახდა აუტის მოწოდების სწავლა? ტიერ ერთში გვინდა და ელემენტარულ რამეს ვერ ვაკეთებთ,ჩვენი ქებული შერკინებაც სადღაა?

• გიორგი

მეორე მახევარი მწვრთნელისაა. წავაგეთ ყველა დერეფანი და თიყქმუს ყველა შერკინება. შესაბამისად, 33:0 მეორე ნახევრის ანგარიში დამსახურებულია. სავალალო მდგომარეობაა.

• ზურა

ძალიან მაგარი პირველი და სამარცხვინო მეორე ტაიმი. მოკითხვა მაისაშვილს

• ჯუჯი

რა უნდა მოიგო როცა დერეფანში აუტს ვერ აწვდი.

• ლევანი

კი მარა, შესვენებაზე რა მოხდა? რა დაემართათ მეორე ტაიმში? ერთადერთი სპორტი იყო რაგბი, რომლის ყურების შემდეგ, წაგების შემთხვევაშიც კი ამაყი ვიყავი ხოლმე. იმიტომ რომ გუნდი ბოლომდე იბრძოდა. დღეს კი, რა დაემართათ შესვენების შემდეგ? ნეტა თუ ახსნის ვინმე? დიდება საქართველოს!

• odala

მეეჭვება, რომ კომუნისტების დროს არსებობდა იმაზე მაზალო გამოთქმა ვიდრე 'რაგბი ჩვენი თამაშია'. ეს არის თანამედროვე ნაც-ქოც ზომბების მოფიქრებული, ყველანაირ რეალობას აცდენილი, feel-good სისულელე, რომელიც რეალობასთან არანაირ თანხვედრაში არ არის. ხელით ვერ თამაშობ, ფეხით ვერ თამაშობ, გონების სისხარტე არ გაგაჩნია და შენი თამაში რა არის, ჯაჯგური??

• ჯონი☆

ვინმემ ახსენით რა მოხდა მეორე ტაიმში?

• მ.ზ.

ჰეიგის წასვლის შემდგომ გავიძახი უცხოელი მწვრთნელი არანაკლებ ახალზელანდიელის დონისა,ესაჭიროვება ეროვნულ ნაკრებს,გადაუდებლად.....მეორე ნახევარი თამაშისა მწვრთნელმა წააგო დაცვაში გუნდის ჩაყენებით.....

• S.K.K.

რაღაცით 2007 წლის მსოფლიოს პირველი მატჩი გამახსენდა. არგენტინასთან მოგებული პირველი ტაიმი 6-3 და საბოლოო ანგარიში 6-33. ეს სამწვრთნელო შტაბის სისუსტეზე მეტყველებს. მეორე ტაიმში შოტლანდიელებმა საჭირო კორექტივები შეიტანეს, რასაც ვერაფერი დავუპირისპირეთ. დადეთ

• SS

მეორე ტაიმში ჩვენი ადგილი მიგვიჩინეს(

• Gio-T

ჟურნალისტებს მაინც არ გაქვთ ნამუსი? კითხვა არ გიჩდებათ, მონპელიეს ძირითადში მოთამაშე კარკაძე რატო არაა გამოძახებული და ეს რაღაც საოცრება ზამთარაძე, შავი ლომის მესამე ჰუკერი, რომელიც 5 მეტრიანშიც კი აგებს ყველა აუტს ნაკრებშია. კითხვა მაინც დასვით!!!

• რეზო

ჩინებული და ჩაგდებული კი არა, ბინმე თუ ხართ ნაღდი ჟურნალისტები და არ გეშინიათ! ამ კაცს კითხვა დაუსვით! რა დააშავა ეგეთი მონპელიეს ძირითადმა კვაჭმა კარკაძემ, რომ ზამტარაძე აგდებს ნაკრებში აუტებს???? აი ძალიან გთხოვთ, ვისაც ხმა მიგიწვდებათ,კითხეთ რა! 3 ჰუკერში როგორ ვერ მოხვდა? მართლა სამართალი საერთოდ არ არის? რაც შეხება თამაშს, როგორცმოსალოდნელი იყო ისე დამთავრდა. მაისაშვილის ყისმათი დამთავრდა. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეიძლება ( და არა უეჭველად) მოვუგოთ- პორტუგალიაა. რა ფიჯი,ხო არ ხუმრობთ!!!

• David

შერკინება 0, აუტები(ზამთარაძე) - 40, დანარჩენზე პროფესორები ისაუბრებენ....

• ალექს

ჯერჯერობით ერთი თავით მაღლა დგას შოტლანდია. მაქსიმუმი რისი მიღწევაც ნამდვილად შეიძლებოდა იყო გაცილებით ნაკლები სხვაობა ანგარიშში. ფაქტიურად სამი ლელო მივიღეთ ჩვენი დერეფნის დაკარგვის გამო. ზამთარაძის ადგილი არაა ამ ნაკრებში. სხვა მხრივ თავს ზემოთ ძალა არაა, უძლიერესი გუნდია შოტლანდია დღეს.

ბიჭო ვიჩხუბოთ მაინც ვერა? იქნებ უფრო სანახაობრივი გამოდგეს:))))

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო

მაისაშვილი: ამდენ შეცდომას არ ველოდით - უკეთ ვითამაშებთ

საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"