ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო თასზე

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო თასზე

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის 33 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

შემადგენლობაში 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი არჩევანთან დაკავშირებით ამბობს:

„თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო მოსამზადებელი და არა სასელექციო შეკრება, რის გამოც ძალიან ცოტა კითხვის ნიშანი გვქონდა. არჩევანი იყო გასაკეთებელი მესამე ხაზში. ასევე უნდა გადაგვეწყვიტა, 19 ფორვარდით და 14 ბექით წავიდოდით მსოფლიოზე თუ არჩევანს 18/15-ზე გავაკეთებდით. საბოლოოდ 19 ფორვარდი შევარჩიეთ, რადგან მესამე ხაზში ტრავმების გამო ლიმიტირებული მოთამაშეები გვყავს. ამ მორაგბეებს დიდი ხანია ვაკვირდებით, მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო 33 შეირჩა“.

რაზმში 15 მორაგბე "შავი ლომიდანაა", 18 კი ლეგიონერია. მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა და საფრანგეთში ვერ ითამაშებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე.

15 გამოცდილი

შემადგენლობაში 15 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც მსოფლიო თასზე აქამდეც უთამაშიათ. ლაშა ხმალაძე და სანდრო თოდუა რაგბის უმაღლეს ფორუმზე მეოთხედ ითამაშებენ. თავის მესამე მსოფლიო თასზე მიემგზავრებიან მერაბ შარიქაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და კოტე მიქაუტაძე. მეორე მსოფლიო თასს ითამაშებენ მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე.

საფრანგეთში მარცხენა ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და ნიკა აბულაძე იქნებიან, ხოლო მარჯვენა ბურჯებად ბექა გიგაშვილს, გურამ პაპიძეს და ლუკა ჯაფარიძეს ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე შემადგენლობაში შალვა მამუკაშვილი, ლუკა ნიორაძე და თენგიზ ზამთარაძე დარჩნენ. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი და ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლუკა ივანიშვილი ითამაშებენ.

9-10 ნომერზე ვასილ ლობჟანიძეს, გელა აფრასიძეს, თენგიზ პერანიძეს, თედო აბჟანდაძეს და ლუკა მატკავას, ხაზში კი გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს, თორნიკე კახოიძეს, დემურ თაფლაძეს, გიორგი კვესელაძეს, აკაკი ტაბუცაძეს, ალექსანდრე თოდუას, მირიან მოდებაძეს, დავით ნინიაშვილს და ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ.

მოსამზადებელი ეტაპი

მოსამზადებელ ეტაპზე "ბორჯღალოსნებმა" სამი გასახურებელი თამაში გამართა. თბილისში რუმინეთისა (56-6) და აშშ-ის (22-7) სარეკორდო სხვაობით დამარცხების შემდეგ „მარიფილდზე“ შოტლანდიას ტაიმი 6-0 მოვუგეთ, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 33-6 გაიმარჯვა.

„ვთვლი, რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ვისურვებდი, რომ 4 გასახურებელი თამაში გვქონოდა, ან ორი შეხვედრა ტიერ1-ის გუნდებთან, მაგრამ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშემ გასახურებელ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. 1-ელ სექტემბერს ერთობლივი ვარჯიში გვექნება ტონგასთან, რის შემდეგაც სრულად გადავერთვებით ავსტრალიისთვის მზადებაზე“ – აღნიშნა მაისაშვილმა და „მარიფილდზე“ გამართული ბოლო ტესტ-მატჩი შეაფასა:

„წელს შოტლანდია მზარდი და პროგრესირებადი გუნდია, რომელიც დაბალანსებულ, სწრაფ და ჭკვიანურ რაგბის თამაშობს. სამწუხაროდ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, არ გვქონდა ბურთის ფლობა, რაც შედეგზე აისახა. მეტოქემ კარგად წაიკითხა ჩვენი დერეფანი და 5 მოწოდება დავკარგეთ. ჩვენ მათთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ როგორც ტიერ1-ის გუნდმა, რაც მეორე ტაიმში აღარ გამოგვივიდა. ამ შეხვედრის ანალიზი მსოფლიო თასის წინ აუცილებლად დაგვეხმარება“.

2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

მესამე ხაზში დიდი კონკურენციაა და გასაგებია, რატომაც არ არის . ფაქტია, ეს არ იყო მისი საუკეთესო სეზონი და მწვრთნელმაც ივანიშვილი და გაჩეჩილაძე ამჯობინა

• იიიოოოოოხხხ

გიორგაძე, კარკაძე მელიქიძე და კიდევ სხვა არაერთიძე - ნაკრებში მთავარი მწვრთელის გადაწყვეტილებით არ არიან.

• Aoje

Giorgadze sad aris ?

იმდენი ცოდნა ნამდვილად მაქვს რაგბში, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა :) აი მაისაშვილი რომ ჩვენზე მეტი მცოდნეა ეგ ცხადია. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ სადავო რაღაცებს, გინდა სასელექციო ან შავი ლომის ახირებებს, ან სხვა სახის პრობლემებს, მე, რიგითი გულშემატკივარი ვერ ვახსენებ და გინდა არაბლაბლაბლა თუ როგორიც გინდა უწოდე ანალიზს ვერ გავაკეთებ. ვნახოთ თუ გაამართლებს მისი მეთოდები და გადაწყვეტილებები, ყველანაირაჩ ჩვენი გუნდის და სტაფისკენ ვარ.

• komentari

რაც არ მომეწონა იყო ის, რომ ვერ ვნახე ვერსად შოტლანდიასთან მატჩისშემდეგი კომენტარები, ვერც მწვრთნელის, ვერც კაპიტნის და ვერც სხვა მოთამაშეების. მაინტერესებს მათი შეფასება თუ რა მოხდა მეორე ტაიმში. ვნახეთ ყველამ, რომ მეორე ტაიმში ცვლილების შემდეგ ვერ მოვიგეთ ვერც ერთი ჩვენი დერეფანი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შოტლანდიელები გვჩუქნიდნენ დერეფნებს რადგან მოლს ლამის აქეთ გვიწყებდნენ. დერეფნის და შერკინების შიშმა, კი სულ დააბნია ჩვენი გუნდი და აგარ იცოდნენ როგორ ეთამაშათ და გაეგრძელებინათ თამაში: იდეების და ფანტაზიის გარეშე დარჩა გუნდი. მგონი მსოფლიოზე ყველა მოწინააღმდეგე კარგად გამოიყენებს ამ წუნს ჩვენს წინააღმდეგ. არ მინდა ჯოხი მოთამაშეზე გადატყდეს, რადგან მსოფლიოს წინ კიდევ მეტ წნეხში ვამყოფებთ ამ კაცს, მაგრამ კარგი იქნებოდა მწვრთნელს პატივი დაედო ერისთვის, ბერისთვის, თვითონ გუნდისთვის და 2 სიტყვით რაიმე განმარტება მოეცა.

• ლევანი

გასაგებია, რომ ნარიაშვილი საპატიოს სტატუსით მიჰყავს, თორემ დინამიკაში ჯეელობაშიც სუსტი იყო და ახლა სტატიკაშიც (შერკინებაშიც) დასუსტდა. შადრეს გარდა, რომ ნორმალური (მაგარი კი არა საშუალო მაინც) ჰუკერი რომ არ მომზადდა ბოლო წლებში ვისი ბრალია? მაისაშვილის ბრალი არ არის? ნაკრებიც მაგას ებარა და შავი ლომიც. ჰეიგის დროსაც ეგ იყო მთავარი მწვრთელის მარჯვენა ხელი. და ა გააკეთა? ვერ დაინახა ხომ, რომ ჰიკერის პრობლემა იყო და რომ დამძიმდებოდა შადრეს ასაკთან ერთად? არც ჭყოიძეა მისი შეგირდი, და ახლა ჭყოიძეც კი გამოაკდა ნაკრებს. ზამთარაძის იმედად წავიდა და 33-შიც კი კარკაძე (თუნდაც ყოველი შემთხვევისთვის) არ შეიყვანა. არ არის ახლა ეს ჯინზე გაკეთებეული? თუნდაც მხოლოდ ჰუკერის პრობლემის იგნორირებაზე და ამ ვითარების ჩამოყალიბებაზე, რომ მეორე ჰუკერი არ გვყავს - არ ეკისრება პასუხისმგებლობა მაისაშვილს? თუმცა რა აზრი აქვს ამის თქმას, გამოჩნებიან ახალ აქ დამცველები, ოღოდნ პირი მოწმიდონ. და რამინშვნელობა აქვს მაისაშვილმა აქამდე რომ მიიყვანა საქმე.- მთავარია დაიცვან. დაიწყო, აბა ჰე დაიცავით :)

• მიხეილი

გამოდის რომ ტოპ 14 მოთამაშეების მომზადება, მაგალითად კუნთელია /ლა როშელი/, კარკაძე/მონპელიე/,შეიძლება გაგრძელდეს,არ აკმაყოფილებს სანაკრებო დონეს, და უფრო დაბალ ლიგებში მოთამაშეები, მაგალითად ნიორაძე /ორიაკი/, ზამთარაძე/შავი ლომი/,შეიძლება გაგრძელდეს, აკმაყოფილებს, საინტერესო ფენომენია. ფართო წრეებისთვის,რომ ადვილი გასაგები იყოს, მოვიყვან შემდეგ მაგალითს - რეალ მადრიდის ქართველი ფეხბურთელი ვილი სანიოლმა არ გამოიძახა ნაკრებში, სამაგიეროდ უხმო ლიგა 2 გუნდის ფეხბურთელს, წარმომიდგენია რა რეზონანსი ექნება ამ ფაქტს საზოგადოებაში

• ადამიანი

ეს რა არაბლაბლაბლა ანალიზი გცოდნია,დაგვენახე რომელი ხარ და მოითხოვე მთავარი მწვრთნელობა

• ჩელენჯერი

მაგარ შარში ვართ.

• :D

მაგას ასე ვხსნი - ჭყოიძე კარგად ცვლიდა მამუკაშვილს და რახან გამოგვაკლდა, იქვე, შავი ლომის ზამენა ზამთარაძე წაიყვანა. ეგ პოზიცია ძალიან პრობლემა მგონია. მელიქიძე რაც ვუყურე, მაისაშვილის ფავორიტი იყო, მაგრამ ბოლოს აშკარად აბულაძე ჯობდა, თან მაგარ გუნდშიც გადავიდა. ჩემი აზრით , ძირითადში მაგან უნდა დაიწყოს. აღარ გვყავს ძველი ნარიაშვილი და ზირაქაშვილი, პირველივე დაჯახებაზე რომ ამტვრევდნენ მეტოქეს, მაგრამ დღეს რაც გვყავს, უკეთესი ვერ გვეყოლება.

გიორგაძე ამდენი წელია იმას ამტკიცებს, რომ ერთფეროვანი მოთამაშეა - აიღე და დაეჯახე. გაჩეჩილაძე ძალიან ძლიერია დაცვაში, ბოჭვაშიც, შეტევაშიც და ბურთის ღლეტვაში. საჭიროების შემთხვევაში ძირითადის მესამეხაზელს უპრობლემოდ შეცვლის

მიკერძოებული სელექცია იყო, შავი ლომი და ბლა ბლა ბლა ფაქტორი სრულიად გასაგებია, მაგრამ ძალიან გაირთულა საქმე ამის გამო მაისაშვილმა. შედეგი თუ არ დაიდო აუცილებლად ამას დაბრალდება, რადგან რაც არ უნდა კარგი სტრატეგი და თამაშის მცოდნე არ უნდა იყო, უნდა შეგეძლოს მორაგბეებთან ურთიერთობა. არ მჯერა რომ მელიქიძის "კლუბი მირჩევნიას" არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა არ ხვდა წინ. ნარიაშვილი არ არის სათანადო ფორმაში. შადრეს იქით ორივე კვაჭი სრულიად გამოუცდელია სანაკრებო დონეზე და წილი პასუხისმგებლობა ამაზე ნამდვილად თავ კაცზე მიდის, 2 კვაჭით ვითამაშეთ 2 წლის მანძილზე. გიორგაძეზე ტრავმა თუ არ არის, სრულიად გაუგებარია რითი ჯობია გაჩეჩილაძე. მე მგონია, რომ წარუმატებლობას ცვლილებები არ მოჰყვება :) მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველანაირ ლოგიკაში უნდა მოჰყვეს.

• Nik

ყველაზე სუსტი შერკინება გვყავს რაც კი გვყოლია, ნარიაშვილი და პაპიძე ვერ არიან სათანადო ფორმაში, დავიჯერო სხვა ვერავინ შეარჩიეს მათ მაგივრად? გადავგვივლიან ფიჯელები

• Fenomeno

გიორგაძე?

• რეზო

მელუქიძე არა ავქსენტი გიორგაძე!

• ზურა

კარკაძე და მელიქიძე ვერ მოხვდნენ? ღმერთო მამუკაშვილი ჯანმრთელად გვიმყოფე...

• დურუ

ჭყოიძე არა, კარკაძე არა, ერთი შადრეა და ზამტარაძე ჯობია საერთოდ არ იყო ჯოტია ცაავა მაინც აგეყვანათ, კარგად სროლილობს და ...

• ანდრო

მარიაშვილი არსად დაგეკარგოთ. კაცმა რამდენიმე წლის წინ თამაშს თავი დაანება და ამ მაისაშვილმა მაინც ამოთხარა, კარკაძე აგერ მონპელიეში ძირითადში თამაშობს, ტოპ 14 ში მესამე ტურია სულ ძირითადშია. რომ არ ვარგოდეს ვინ ათამაშებს ფრანგულ გრანდში?! მაისაშვილს ხომ მაინც შავი ლომის მესამე მეორე ნომერი ურჩევნია?!

ზამთარაძე მიწოლაში და დგომში თუ მოგწონთ, ძალიან გთხოვთ, აუტი არ ააგდებინოთ

• 123

იმედია პორტუგალიას მოვუგებთ.

• რეზო

ჭყოიძე????? ისე დაიმტვრა, რო ვეღარ ითამაშებს?

• კაკო

დაგვენძრა

• ბაში-ა-ჩუკი

თენგიზაც არ მიყავთ, სულაქველიძე, ეჰ......

• ალექს

ფაქტიურად ერთი კვაჭი გვყავს :(

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე

"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა

მიქაუტაძის "ლიონმა" პატრიკ კლუივერტის შვილი შეიძინა

წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო

დიოკერეში "არსენალთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა

L’Equipe-მ განმარტა, რატომ აპირებს პსჟ დონარუმას გაყიდვას

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?

დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება

სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის

ჩიჩარიტომ ქალებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოიხადა

ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს

მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა

[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა

საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური

საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა

გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება