საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა: “უპირველესად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა შედეგს მიაღწია ნაკრებმა. ისტორიულია, რომ გუნდმა მონაწილეობა მიიღო პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე და მოახერხა 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში. ასე რომ, 2 გამარჯვებითა და ჯგუფიდან გასვლით ჩვენ ორივე მხრივ შევქმენით ისტორია.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩვენ ვეთამაშებით ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნაკრებს, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოს ტოპ-გუნდების რიცხვს. მათ ჰყავთ ნბა-ს 9 მოთამაშე და თამაშობენ ძალიან სწრაფად და ათლეტურად. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე მესმის, რომ ხანდახან, წაგების შემდეგ მოთამაშეთა განწყობა ფუჭდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ტრავმირებულები გვყავს. თორნიკე შენგელიას წინა თამაშში მოედანზე გასვლაც არ შეეძლო, თუმცა ძალიან მოინდომა, ექიმებიც ძალიან დაეხმარნენ და მაინც ითამაშა, თუმცა ისევ დაშავდა. ჩვენ შევხედავთ, რა ვითარება იქნება, თუმცა ჩანს, რომ საქმე საკმაოდ რთულადაა. ასევე ტრავმირებულია მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, რომლებსაც ფეხის პრობლემები აქვთ. ისიც გამაყუჩებლით თამაშობდა და ექიმები ახლა მას დიაგნოსტიკას უტარებენ. ერთი სიტყვით, ხვალ გამოჩნდება, თუ ვინ შეძლებს მოედანზე გასვლას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია და ასე უნდა იყოს ყველა ჩვენი ქომაგი. გავიმეორებ, რომ როგორც ყოველთვის, ავსტრალიასთან მატჩშიც მაქსიმუმს ვეცდებით. კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კალათბურთში არის მოგებები, არის წაგებები… ამ მოთამაშეებმა დიდი ხნის განმავლობაში დიდი მონდომება გამოავლინეს. ჩვენ ვცდილობდით ჩვენს მაქსიმუმს, მაგრამ ხანდახან პატარა დეტალები, თითოეული აცილებული ბურთი, ან მეტოქის მიერ ჩაგდებული ხდება გადამწყვეტი. 20 სამქულიანი ჩააგდო გერმანიამ, რაც იშვიათობაა. ჩვენ წავაგეთ ერთი მატჩი, ეს არ არის მსოფლიოს დასასრული და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ”.

GBF.GE

ბესო შიოშვილი-ს
დავიმახსოვრე და ახლა (თამაშის შემდეგ) გეუბნები - კალათბურთის გაგებაში არ ხარ
მასტერს
რასაც ზუროსი ამბობს, პიარის მესიჯბოქსია - აქცენტი გავაკეთოთ პოზიტივზე, ანუ ისტორიულ შედეგზე და გათვლილია იმაზე, რომ გადაიფაროს ის შეცდომები, რაც როსტერის, სათამაშო სტრატეგიის, ნატურალიზებული კალათბირთელის შერჩევის და ა.შ. იქნა დაშვებული. ჰოდა, ისტორიული შედეგი კარგი და სასიხარულოა, მაგრამ მწვრთნელისგან, რომელიც თვითონაცაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, ეს მესიჯი ცოტა ირონიულად ხომ არ ჟღერს?!..
Jordan
მართალია, მარტო 3 ქულიანებს რომ ისვრიან ეგ კალათბურთი არ არის მაგას არ ქვია თამაში. არასამართლიანია, მე პასებს კომბინაციებს ვჩალიჩობ ორთავრძოლებს ცრუმოძრაობებს ფარქვეშ შესვლებს ვჩალიჩობ და სულ ამეებში ვვარჯიშობ, შენ კი უცებ გამოძვრები საიდანღაც უნიჭო ქვეშაფსია მარტო შორიდან ისვრი და ჩემზე მეტ ქულებს აკეთებ? ტვინი მაგას არ უნდა და არაფერი, ეს ყველამ იცის რომ ასეა მაგრამ ვითომ არაფერი. მაგ 3ქულიანებმა უნიჭო ხალხები გააბლატავა და გაუადვილა თამაში. 1ქულიანი უნდა იყოს ეგ საერთოდ რომ თავიანთი ადგილი ისწავლონ.
ბასკო
მილიტონ ჰეიგზე უკეთესი და უტიფარი სადღეგრძელოები უსწავლია ამასაც. ლუზერული სულისკვეთების ჩამნერგავი,მენტალიტეტს ახალისებს ტიპი
z
კარგი და ჩვენ პრინციპულად არ ვიღებთ შეიარაღებაში სამქულიანებს?...)))))
Walter White
სამქულიანებს თავისი ეშხი აქვს. თანაც შანსი ეზრდება გუნდებს , რომელთაც არ ჰყავთ მაღალი კლასის ცენტრები. უბრალოდ სამქულიანებს უნდა ვარჯიში, ბევრი ვარჯიში. როცა არ იყო სამართლიანი ტყორცნები,მე მახსოვს გვყავდა ბიჭიაშვილი, ჰქონდა ერთი წერტილი, მარცხენა ფლანგზე და იქიდო მუდამ ჰყრიდა. მაგრამ იგივე ცსკა-ს თუ ჟალგირისს ჰყავდა მაგეთი დონის მტყორცნელი 3-4. ამიტომაც დინამოს უჭირდა მათთან თამაში. უბრალოდ ბევრი ვარჯიშის ხარჯზე შეიძლება სამქულიანების ავტომატურად დაყენება, მაგრამ ტრადიციულად ეგ ჩვენი სპორტსმენების ხასიათში არ შედის.
ზუროსი
იმედია შენს გარეშე ჩავატარებთ შესარჩევი.არაფრის გაკეთებული და მაქნისო.წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი
S.K.K.
კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ. ჩემ აზრს მოგახსენებთ, შეგიძლიათ "დამბომბოთ". მე მგონი კალათბურთმა გარკვეულწილად დაკარგა თავისი "ეშხი" მას მერე რაც სამქულიანები შემოიღეს (არასწორი გადაწყვეტილება). ყველა საშუალო დონის ნაკრებმა "შეიარაღებაში" აიღო და მაქსიმუმი გამოწველა...
ტტტ
მერე მაგას ამბობს ეს კაცი? არ ამბობს მაგას ყელყელაობს და თავი მოაქვს მაგრად ვითამაშეთო, თორემ ამ გუნდით მეტი არ ეგვეძლოო, რომ ეთქვა ვინ ოხერი ამოიღებსდა ხმას.
S.K.K.
ეს რომ იხტიბარს მაინც არ იტეხავს... ნეტარ არიან მორწმუნენი!
ილია
რაა ბუჯო ისტორიული შედეგი ამ ჯგუფიდან მარტო სუპერ ლიგის ხალხი რომ წაგვეყვანა ეგენიც გავიდოდა 16 საუკეთესოში,
ქართლელი თავადი
ლაშა-ს და ყველა ქართველის მხარდასაჭერად ,ვისაც გული შესტკივა,ქართველთა წინსვლაზე და სიძლიერის გაუმჯობესებაზე,რეალური,ობიექტური დასკვნების გამოყენებით,,ლაზო აზნაურო რა უმადურობაზე უბნობ,შენგელიას გარკვეულ, ევრო დონის კალათბურთის თამაშს, ეჭქვეშ არავინ აყენებს,მაგრამ მისი დიდი ავტორიტეტი უარყოფით როლს თამაშობს გუნდში, და ნაკრების დიდ გუნდებთან ,თამაშისას უარყოფით შედეგს იძლევა,წაგებით მთავრდება ნაკრებისთვის,გასაგებად რომ ვთქვა ის რაც გამოსდის შენგელიას კაბო ვერდესთან და გუნდი იგებს,ვეღარ გამოსდის სლოვენიასთან და გერმანიასთან და უსუსურად- გუნდის წაგებით მთავრდება,ობიქტურად ენბეას დონის მოთამაშეები ცოტა გვყავს-2 ბიჭი,მწვრთნელიც ვერაა და რატომღავ გადაყვა "სიხარულებს" და ხალხსაც გვასწავლის რაა ქართველებისთვის სასიხარულოდ ისტორიული მიღწევა, ევრო თუ მსოფლიოს ტურნირებზე ,ბევრი აქვს ქართველთა ქვეყანას შესაცვლელი,ქვეყნის თავის -უფლებისთვის, კალათბურთშიც და....,ყველა "სხვაშიც",დაწყებული მთავრობის უვიცების შეცვლით,
Lashache
Che klasis kalatburtelia xesavit iscris burts mavnebloba rashuashia ra mogcons es tamashi rasac tamashiben amas antikalatburti qvia
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
უმადურობა,მაგარი ცუდი რამ არის! შენგელიაზე ეგ როგორ უნდა დაწეროს კაცმა?! თუ მავნე არა ხარ?!
Lasha
Ra istoriuli latviam espanets mougo eseni kide saertod tu tamashoben lalatburts cadi ra da gaiyole shengeliac

Jnj
ამ გუნდით ამაზე უკეთესი შედეგი ვერ გვექნებოდა მართალია ეს კაცი
ჟორა
გვაშაყირებს ეს ჩემისა. რა შედეგზეა საუბარი გუნდმა ერთი ხეირიანი თამაში ვერ ჩაატარა. ვის მოვუგეთ? ვის და რის ხარჯზე გავედით? ვენესუელას? იქ კალათბურთს თუ თამაშობდენ არც ვიცოდი. მოა\შორეთ ნაკრებს ზუროსი და მაკფადენი.
ბუჯანგა
ოლიმპიადა არა სპარტაკიდა კიდევ..წადი ზურია აწი ოლიმპოზე...ღმერთები გელოდებიან...ჩვენ დაგვანებე აწი თავიი..კი გევიკლოვთ რა ვქნათ და რაფერ
ვვვ
ჰო, სანაძე ერთი 10 წელიწადში კაი ფორმაში იქნება ;)

აუფ დუდა სანაძეს ტრამვა აქვსო:))) და რა მნიშვნელობა აქვს მაგისთვის მოედანზე ისეირნებს თუ სკამს გახეხავს? კარგი რა ზურუსს შენც ხო იცი სკამზე როა დასასმელი????
ბესო შიოშვილი
შენგელია და სანაძე თუ ტრამვირებულები იყვნენ, რაღატომ ათამაშა მწვრთნელმა? რომ გაიყვანა მოედანზე მაინც და ხედავდა, რომ თამაშის რითმს აგდებდნენ და ბურთს ხშირად კარგავდნენ, უნდა დაესვა. თუ ავსტრალიასთან აღარ გვეყოლებიან, ნახავთ, რომ უფრო გამართული თამაში წავა. დაიმახსოვრეთ ჩემი კომენტარი და დისლაიკების ავტორებს ვთხოვ, თამაშის მერე გაიხსენონ ჩემი კომენტარი.
irakli
ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ სპორტი იმით არის საოცრება რომ საოცრებები ხდება - ასეთი განწყობით დიდ შედეგებს ვერ მიაღწევენ!!!!
nika
სამწუხაროდ ანდრონიკაშვილი, სანაძე ჯერჯერობით არ არიან მზად ნაკრებში სათამაშოდ..
დიმა
ეს კაცი წასვლას არ აპირებს?
პროტაგორა
როგორც წესი პირველი ვუგებ ხოლმე ფორმატებს გინა ფეხბჰრთი გინდა გინდა კალათბურთი მაგრამ ან შენთხვე აში ჯერ თვითონაც არ იციან
Master
როდისაა ეა ოლიმპიადის შესარჩევი,ან რა ფორმატით და ვისთან ვითამაშებთ იცის ვინმემ?იქნებ დაწეროთ...
Master
დიახ შედეგიბნამდვილად ისტორიულია.ავსტრალიაც,გერმანიაც და სლოვენიაც ამ დროისთვის მსოფლიოს გრანდები არიან და ყველას უნდა გვცოდნოდა რომ საქართველოს მათთან არანაირი შანსი არ ექნებოდა.გუნდში სამიანის მსროლელი კაცი არ გვყავს(არც გვყოლია არასდროს)რა სლოვენიიის და გერმანიის დამარცხება გვინდა.ბოლოს როდის ითამაშა ქართულმა კლუბმა ევროთასებზე ვინმეა გახსოვთ???ასეთ სიტუაციაში რასაც ამ ნაკრებმა მიაღწიქ გმირობაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან სპარინგ-მატჩი ბრძოლაში დათმო
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია