• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ქართველები ემოციურები ვართ, საკუთარი ნაკრები გვიყვარს და ცხელ გულზე ობიექტურობაც გვიჭირს, ემოციების დაცხრომის შემდეგ კი რეალობას თვალს იოლად ვუსწორებთ...

რას ველოდით და რა მოხდა...

ობიექტურად, ილიას ზუროსის გუნდის მიზანი პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და შესაბამისად, ორი მეტოქის დამარცხება იყო. ეს ყოველივე შესრულდა. კალათბურთელებმა დიდ ფორუმებზე გამოსვლას ისე შეგვაჩვიეს, ამ ისტორიული მიღწევისა და შედეგის შესაბამისად აღქმა მაინც გვიჭირს, თანაც, მაქსიმალისტები ვართ.

ჩვენი ნაკრების მხრიდან სენსაციები გვინახავს და გრანდებისთვისაც მოგვიგია. შესაბამისად, თუ იმის მოლოდინიც არსებობდა, რომ რომელიღაც შეხვედრაში, სადაც აუტსაიდერები ვიყავით, წარმატებას მივაღწევდით, ასე არ გამოვიდა.

ვერ დავეთანხმებით მთავარ მწვრთნელს, რომ იმაზე კარგი ჩემპიონატი გვქონდა, ვიდრე ველოდით და ვერც მათ, ვინც შედეგის მხრივ განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს...

რას ვერ ვცვლით...

მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ტურნირია, აქ დამატებითი მოტივაცია და შემართება გაქვს, მაგრამ ახლიდან ნამდვილად ვერ იბადები. ზუროსის გუნდმა კვლავ დაუშვა ის შეცდომები, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ და ტურნირისწინა ამხანაგურმა შეხვედრებმაც გამოაჩინა.

საქართველოს ნაკრები ბურთს ხშირად კარგავს, მათ შორის, უწყინარ სიტუაციებში. რას ნიშნავს ეს? - მოწინააღმდეგეს სწრაფი შეტევის საშუალებას აძლევ. ტანმაღალი კალათბურთელების მიუხედავად, მეტოქეები ჩვენს ფარზე ბურთს იოლად ხსნიდნენ. ესეც მარტივი რამაა - დამატებითი შანსისა და ქულების მიცემა. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი რომ განვიხილოთ, ჩვენს ფარში უკვე არაერთ ქულას ნიშნავს.

პერიმეტრი კვლავ სუსტ წერტილად გვრჩება. მეტოქეებმა იციან, რამდენი სროლის საშუალება არ უნდა მოგვცენ, ჩვენს ქულებს ბევრს მაინც ვერაფერს შევძენთ. ასევე, საკმარისი სისწრაფე და მოძრაობა არ გვაქვს, აქეთ კი შორიდან არაერთ ქულას ვიღებთ, უიღბლობაც რომ დაგვდევს და წარმოუდგენელი პოზიციებიდანაც "გვბომბავენ".

მშვენიერი იყო დაცვაში თამაში კაბო ვერდესა და ვენესუელასთან და მათი დაჯაბვნა შესაბამისი აგრესიულობის დამსახურებითაც შევძელით.

ვინ იყო კარგი?

საქართველოს ნაკრებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მართლაც მშვენიერი წარმომადგენლები ჰყავს. გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილისგან კიდევ უფრო უკეთეს სეზონებს ველით.

ბითაძეს მსოფლიოზე კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა მისი თამაში ციფრებზე მეტია. გოგა სწრაფად მოძრაობს და მისი აღნაგობიდან გამომდინარე, მასთან უპირატესობის მიღება რთულია. ბითაძე, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელიც ჩვენი გუნდიდან დაფარებას ახერხებდა. ეს კომპონენტიც პრობლემურია საქართველოს ნაკრებისთვის. მარგი ქმედების კოეფიციენტიდან გამომდინარე, გოგა ზუროსის გუნდში საუკეთესო იყო...

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, შესაძლოა, ის გარკვეულ ეპიზოდებში თამაშიდან გამორთულს ჰგავდეს, თუმცა "მამუს" ძალიან მაგარი აფეთქებები აქვს - როცა ფარისკენ მიდის, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. სანდროს ლიდერის თვისებები აქვს. დაკარგვები ის კომპონენტია, რაზეც მამუკელაშვილს ჩემპიონატზე სამუშაო ჰქონდა.

კარგი ეპიზოდები ჰქონდა თორნიკე შენგელიას, ის ნამდვილი კაპიტანია. მოსაწონი იყო კახა ჯინჭარაძის თამაში დაცვაში და სარგებლიანობა გუნდითვის. ცოტა დრო ეძლეოდა ვეტერან ცინცაძეს და ის ამ დროს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებდა...

ვინ იყო ცუდი...

თად მაკფადენმა მსოფლიო ჩემპიონატი პირწმინდად ჩააგდო და ამას სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ნატურალიზებულ ამერიკელს ბოლო დროს პროგრესი ჰქონდა და ეს ჩავარდნა განსაკუთრებული მოულოდნელობა იყო. მის ჩანაცვლებაზე ფიქრი, რაც ახლა აუცილებლად მოხდება, უფრო ადრე შეიძლებოდა. დამსახურებას არავის ვუკარგავთ, ადამიანურადაც გვესმის, მაკფადენს არაფერი გამოსდიოდა და კალათბურთში ფსიქოლოგიური ფაქტორები მეტად მნიშვნელოვანია, მან საკუთარი თავი "დაკარგა".

ვსაუბრობთ პერიმეტრზე და დუდა სანაძეს, რომელიც ძირითადად ტრავმით თამაშობდა, კარგი გარჯა არც დაცვაში ჰქონია და შორეული სროლების ასპექტში ბევრი არაფერი გამოუვიდა. მეტს ველოდით გიორგი შერმადინისგან, რომელსაც ზუროსი სასტარტო ხუთეულში ათამაშებდა. ვეტერანმა ძლიერი მოწინააღმდეგეების პირისპირ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა და ისტორიაშიც შევიდა, როგორც მსოფლოზე პირველი ქულების ავტორი.

ზუროსი და მომავალი

ჯერჯერობით რთული გასაგებია, ბერძენი მთავარი მწვრთნელი გუნდში რჩება თუ მიდის. კარგად უნდა განვსაზღვროთ, მას ახალი ელემენტების შეტანა, თაობათა ცვლასთან გამკლავება და ოლიმპიადისთვის გუნდის მომზადება შეუძლია თუ არა. შეგვიძლია წარმატებებზე ვისაუბროთ, მსოფლიოს 16 გუნდში მოხვედრაზე და ამავდროულად, ამით თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

სიახლეები აუცილებლად იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ზუროსი ახალგაზრდებს დიდად არ ენდობოდა. უნდა აღვნიშნოთ რატი ანდრონიკაშვილის თამაში დაცვაში და მშვენიერი "ასისტები". მას ყველანაირი მონაცემი აქვს, მთავარია მეტი სტაბილურობა და "დაღვინება". რაც შეეხება ლუკა ლიკლიკაძეს, მომავალი მის ხელშია, გამოცდილება კი, იმედია, მეტს მისცემს და მათ შორის იმასაც ასწავლის, ტექნიკური ჯარიმები თავიდან როგორ აიცილოს...

მეტად უნდა გავაძლიეროთ კალათბურთის შიდა ჩემპიონატი, უკეთესი ბავშვთა მწვრთნელები გვყავდეს, ვითამაშოთ ევროტურნირებზე - ევროპის წამყვანი ჩემპიონატებისა და NBA-სკენ გზები ისევ უნდა გავჭრათ!..

ჟორა გაბრიჭიძე
რატომ გავიწყდებათ, რომ მაკ ფადენმა ევროპაც ჩააგდო და ის, სხვისგან ინათხოვრო კი არა, ჩვენი მოქალაქეც რომ იყოს დიდი ხანია გუნდში მიწვევას აღარ იმსახურებს.
amberგ
ზუროსმა ბევრი გააკეთა, მაგრამ წასვლის დროა. წინ აშკარად ვეღარ მიდის, ვერც პრინციპულ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს. დუდა სანაძე კვიპროსის დონეს ვერ გაცდა, არც პერსპექტიულად აღარ ითვლება - სხვა უნდა წაეყვანა მის ნაცვლად. ლიკლილაძის ყოჩობა ერთ ერთ თამაშში მის არაპროფესიონალურ გეზს მიანიჩნებს, დროზე უნდა დაუბრუნდეს თავმდაბლურ შრომას თუ რამეს უნდა რომ მიაღწიოს. მამუს, ბითაძის, შერმადინის და შენგელიას სწორი გამოყენების პირობებში ეს ნაკრები ჩამოსაწერი კიდევ დიდი ხანი არ იქნება. და რაც დამაკლდა არის ის რომ ფაჩულიას დონის სტარი ამ ეტაპზე არ გვყავს და ძალიან გვაკლია.
ზუროსულაი
ზუროსმა გუნდი დაამსგავსა ქუჩურ კალათბურთს...ბიჭები თამაშობენ უმაღლესად დარბაზის და ვარსკვლავების მოედანზე...რა დროს ზუროსია...ამ ბიჭებს რომ ყავდეთ ნბას ასისტენტი მაინც ხომ უფრო წინ წავიდოდით.მადლობა ბიჭებს რაც გააკეთეს.კოკოშკოვის ხელში დაფრინავდნენ ბიჭები 8 წელი დაჭირდა ზუროსს გუნდი მიწაზე ევლოთ.კატასტროფა
llcl
გამთამაშებლის და მსროლელის გარეშე, მაღლები თუნდაც ჯაბარი და კარლ მელოუნი გყავდეს, ნორმალურ გუნდს ვერ მოუგებ! და პატივცემულო სტატიის ავტორო, ისევ ეს ტენდენციურობა, სად დაინახეთ ანდრონიკაშვილის და ლიკლიკაძის ნათელი მომავალი? ფეხბურტელი ჭანტურიასი არ იყოს, სულ ვგიჟდებოდი პერსპექტიულს რომ ეძახდნენ თავიდან, არადა ესეთი უაზრო ფაფხური ნული ინტელექტით, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ძალიან დიდი უნამუსობაა ნომერ პირველი და მეორე სპორტი ესეთ დღეში იყოს და ფედერაციის პრეზიდენტები კიდევ პარლამენტში ისხდნენ შეთავსებით, თქვე დალოცვილებო, მთელი ახალგაზრდობა ევროპაში გაატარეთ და ვერაფერი ისწავლეთ?
irakli
სამ ქულიანებში მაგრად გვიჭირს და ბევრი დაკარგვები გვქონდა და შედეგიც ცუდი იყო დიდ გუნდებთან უშანსოდ წავაგეთ
Ucxo
რას მიაკვდნენ ამ ზუროსს მწვრთნელები დაილია? ზუროსი უკვე გადამწიფდა ჩვენი ნაკრებისთვის ეგ მეტს ვეღარაფერს იზავს. თადის მაგივრად სხვა ვინმე რომ წაეყვანა უკეთეს შედეგებს დავდებდით ტიპი თამაშში ხუთ ქულას ვერ აგროვებდა დაბერდა ტადიც ამიტომ თადიც და ზუროსიც უკვე უნდა წავიდნენ დამთავრდა მაგათი დრო.
suares
mazgach regio uli klubebia 6 superligashi. popularizacia ar aklia. gamgzavrebas rac sheexeba geyida bileti da casulikavi, bisac akvs sashualeba ojaxic miyavs da megobaric. mand aravis valdebuleba araa vinme ufasod ataros.
გუსანი
ჩემი სათქმელიც იგივეა, შესანიშნავია 16 გუნდში მოხვედრა,ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს! მაგრამ როგორ მოვხვდით მსოფლიოზე და 16 გუნდში? იყო გამართლებაც...ბუნების კანონია ხვალინდელ დღეზე ფიქრი, პრობლემები კი ჩვენს კალათბურთში რაც იყო იგივე რჩება...ზუროსის კომპეტენციაც ასევე.... ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს თვალს ვადევნებ და სამწუხაროდ იმედის მომცემი ვერაფერი შევამჩნიე, მიზეზები? ყველა დონეზეა...დაწყებული მწვრთნელებით და დამთავრებული ოჯახებით, მათ შორის მენტალურიც.....
ქომაგი
აუცილებელია რეგიონებში კალათბურთის პოპულარიზება. საქართველო მარტო თბილისი არაა, დროა გაიგონ მესვეურებმაც. თუნდაც გულშემატკივრებიც ამ მსოფლიოზე, მხოლოდ ოჯახის წევრები და გავლენიანი ხალხი უნდა გაყვეს ნაკრებს? ახლა რაც სეეხება ნაკრებს, პირველ რიგში მადლობა ამ ისტორიული შედეგისათვის. მაგრამ მოდი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, გასცენ პასუხები: 1. ფაქტიურად ჩვენ ნაკრებს მსოფლიოზე რატომ ყავდა მხოლოდ 9 მოთამაშე და სამი სკამს მიჯაჭული კლათბურთელი? 2. მწვრთნელი რამდენად ეფექტურად იყენებს შერმადინს, მამუკელაშვილს? სად ჩანდა მისი მაღალი კლასი? რამდენჯერ დააგვიანა შეცვლები? რამდენჯერ დროზე არ აიღო წუთშესვენება? საერთოდ ისარგებლა კი ვიდორეფერით? ხომ არ ყავს ფავორიტები გუნდში? საადაა მისი ობიექტური შეფასებები?. 3. შენგელიას ჩრდილში ხომ არ იმყოფება კალათბურთელები. მაგ: მამუკელაშვილი. დაბალანსება ხომ არ ჭირდება მის ამბიციებს? სად გამოჩნდა მსაჯის გადაწყვეტილებებზე მისი გამოხატვა, როგორც გუნდის ლიდერის და კაპიტანის? 4. ვინ იმუშავა ნატურალიზებაზე? ხომ არ ჯობდა ერთი ორი მსროლელის ნატურალიზებაც? და მხოლოდ მაკფადენია დამნაშავე წაგებებში? სხვები რატომ დუმან, სადაა ჯანსაღი თვითკრიტიკა? 5. ფედერაცია ასრულებს კი თავის ფუნქციებს, თუ უბრალოდ პოლიტიკითაა დაკავებული და გულსემატკივრის როლს ითავსებს? სად იყო მათი პოზიციის დაფიქსირება მსაჯების მიკერთოებაზე? იქნებ გვიპასუხონ ნატურალიზების კრახზე? და ყველაზე მთავარი გაასაჯაროონ ხარჯები რა დაჯდა ეს ჩემპიონატი, რაში რა თანხები დაიხარჯა? სანამ ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, მომავალშიც იგივე იმედგაცრუება გვექნება!
დააT
ფანტასტიური შედეგი დადეს ჩვენმა კალათბურთელებმა, დებიუტშივე 16 გუნდში მოვხვდით. საბერძნეთს ბოლო წამზე რომ არ ჩაეგდო მონტენეგროსთან 3 ქულიანი მე-15 ადგილზეც გავიდოდით. თაობას ვკარგავთ და ახალი არავინ ჩანს, არავინ იცის კიდე როდის გავალთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამიტომაც ეს შედეგი ისტორიულია. შედეგი და თამაშის ხარისხი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. მთელი მსოფლიოს ჩემპიონატი გადაიარა შენგელიას, ბითაძის და მამუკელაშვილის ზურგზე. ანდრონიკაშვილი და სანაძე არასტაბილურები იყვნენ მაკფადენი და შერმადინი ძალიან ცუდები იყვნენ ისევე როგორც თბილისის ევრობასკეტ 2022-ზე. 2022-2023 წლის ესპანეთის ლიგა ენდესას MVP-სგან მოულოდნელი იყო ასეთი ცუდი თამაში, ბურთს ხელში ვერ იჩერებდა. შერმადინს და მაკფადენს - მადლობა და ნახვამდის. ცინცაძე მეტ დროს იმსახურებდა და 2025 წლის ევრობასკეტზე კიდევ დაგვჭირდება უკლუბო ანდრონიკაშვილის შემხედვარე. ლიკლიკაძემ შანსი ვერ გამოიყენა, ოდნავადაც კი არ იყო პროდუქტიული, თუ ზუროსი დარჩება ლიკლიკაძეს კიდევ მიეცემა შანსი, თუ არადა ახალი მწვრთნელი საერთოდ არ გააკარებს ნაკრებს და ღირსიც იქნება. დანარჩენები ტურისტად იყვნენ ჩასულები. პროგრესი რომელიც ჰქონდა საქართველოს ნაკრებს 2006-დან - 2017 წლამდე, ამის მერე 6 წელიწადია თავისუფალ ვარდნაზეა ნაკრები, ახალი თაობა არ ჩანს და კალათბურთის მომკითხავიც არავინაა ფედერაციიდან.
მწვრთნელი
ასეთი შემადგენლობის ნაკრები არ უნდა განადგურდეს ისეთ გუნდებთან როგორიცაა სლოვენია, გერმანია, ავსტრალია! ამ გუნდების მოთამაშებიი დონჩიჩის და კიდევ ერთი ორის გამოკლებით ვერაფრით ვერ აღემატებიან ჩვენ მოთამაშეებს! ზუროსმა ისევ დაუშვა შეცდომები,როგორც თბილისში ევროპის ჩემპიონატზე! მოთამაშეს რომელსაც თამაში არ მიდის კონკრეტულ თამაშში დიდი ხნით არ უნდა დატოვო მოედანზე! ზუროსი კიდევ პირ იქით აკეთებდა მაკფადენის შემთხვევაში!

ანდრონიკაშვილი ესპანური გუნდიდან გამოუშვეს!!
jorj
ახალი სახეები ნაკრებში .... ძველებს მადლობა და დამსახურებული დასვენება. მაგრამ ახალი არ გამოჩნდება თუ ძველები უარს ამბობენ ნაკრებიდან დამსახურებულ წასვლაზე.
ნუგზარი
ჩვენ გვქვს სიტუაცია, როცა გვყავს საშუალოზე უკეთესი მაღლები თუმცა დაცვაში თამაში არ არის მათი ძლერი მხარე და ამაზე ნბა-შიც არაერთჯერ ითქვა. გვყავს საშუალოზე სუსტი 1-2-3 ნომრები, ანუ პოზიციები, რომლებიც ქმნიან თამაშს. გამთამაშებელი, მსროლელები. ერთი ხუთეულის შემადგენლობაც კი არ გვყავს მეტნაკლებად თანაბარი დონის. ასევე პრობლემაა შემადგენლობის სიღრმე, განსაკუთრებით იგივე 1-2-3 ნომრებზე. ამ რესურსით გრეგ პოპოვიჩიც ვერ დადებს უკეთეს შედეგს. სამწუხაროდ, ზუროსს არ აქვს ალტერნატივები. იძახებს 25 კაცს, მათ შორის ახალგაზრდებსაც და შეკრებაზე ხედავს ვის რა შეუძლია. ზუროსი ვერ გაზრდის მოთამაშეებს, შეიძლება რაღაც ასწავლოს და გააუმჯობესებინოს, მაგრამ ნაკრებში უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე უნდა მივიდეს. პრობლემაა მწვრთნელები ბავშვთა კალათბურთში და საკალათბურთო დარბაზები. საჭიროა მეტი ფულის ჩადებაა კალათბურთში, თუ გვინდა უკეთესი შედეგი მივიღოთ. რაც მეტი ბავშვი ივლის კალათბურთზე კარგ მწვრთნელებთან, მით მეტი კარგი კალათბურთელი გაიზრდება. სამწუხაროდ, ახლო მომავალში არ ჩანს არავინ ვინც გუნდის თამაშს დაალაგებს. იმედია 16 წლამდელები მალე შემოგვესწრებიან, იქ რამდენიმე საინტერესო ბავშვია.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! - რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი...
შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში
"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა
[VIDEO] ბითაძის 4 წუთი - "ორლანდომ" "ატლანტა" დაამარცხა და პლეი-ოფში ითამაშებს
სანდროს 3 სამქულიანი - "სან ანტონიო" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცხდა [VIDEO]
ბითაძის "ორლანდომ" მამუკელაშვილის "სან ანტონიოს" სძლია | ქართული დერბი ნბა-ში [VIDEO]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
[VIDEO] ბითაძის 7 წუთი "ბოსტონთან" - "ორლანდომ" პლეი-ოფში მეორე თამაშიც წააგო
ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დღეს - კალათბურთელები ესპანეთის წინააღმდეგ, კვარაცხელია - "ლაციოს"
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული
შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და "ვირტუსის" გამარჯვება ბერლინში
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ისტორიული მატჩის დღე - საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტთან" - "სან ანტონიო" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]