"ქართულმა ჯარმა" საფრანგეთში გამართული შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში ავსტრალიას 55-16 სძლია და ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.

პირველ ტაიმში ხშირად ვჯარიმდებოდით, რითიც მეტოქემ ისარგებლა, ორი ჯარიმის შემდეგ ლელო გაიტანა, გარდასახა და 15 წუთის შემდეგ 13-0 დაწინაურდა. რამაზ ხარაზიშვილმა და ვანო ბერიკაშვილმა მალევე შეძლეს საპასუხო ლელოების დადება, გარდასახვებიც ზუსტი იყო და ლევან ობოლაძის შეგირდები 1 ქულით დაწინაურდნენ. 38-ე წუთზე ავტრალიამ ჯარიმით დაიბრუნა უპირატესობა, თუმცა გაწითლებულ დროზე მოლის შემდეგ ხაზზე გავიდა ბურთი, თაიგ სქურმა ხაზი გაჭრა და პირველი ნახევარი 19-16 მოვიგეთ.

მეორე ტაიმში საქართველომ ტურნირზე საუკეთესო თამაში აჩვენა, მეტოქეს ქულა არ ააღებინა, თავად კი 36 გაიტანა (5 ლელო). ამრიგად, საქართველომ მესამედ ითამაშა შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასზე და წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა – 4 თამაში დიდი სხვაობით მოიგო, ერთში კი დიდ ბრიტანეთთან მხოლოდ 3 ქულა დათმო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასი

საფრანგეთი. 9 სექტემბერი. V ადგილისთვის

საქართველო – ავსტრალია 55:16 (19:16)

საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. თაიგ სქური, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გელა მახარაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. ვანო ბერიკაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. თენგო გიგოლაშვილი, 8. თორნიკე ზოიძე.

მარქაფა: 16. დიმიტრი ცაბაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. გიგა კაციტაძე, 20. ლევან რატიანი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. გოგა გელაშვილი.

Rugby.ge

ჰასანა
თქვე დალოცვილებო რამდენი გუნდი მონაწილეობდა,ფინალში ვინ გავიდა ჩვენ კარგი მეხუთეზე გავედით დანარჩენი გუნდები?თუ სიზმარში მარტო ჩვენი გუნდი ნახეთ.
semi
ჩვენთან პროფესიონალი მორაგბეები თამაშობენ და ნეტავ იმათაც ასეთი მორაგბეები ყავთ თუ ნამდვილად ჯარისკაცები თამაშობენ?
G.LA
ნეტავ მართლა ჯარი იყოს მსოფლიოში მე-5 და მეტი რაღა გვინდა? წარმატება ყველა ჩვენიანებისაგან მისასალმებელია. გილოცავთ ბიჭებო.
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი "იუტასთან" მატჩის საუკეთესო გახდა! - ქართველი "ტორონტოს" ლიდერად ყალიბდება
[VIDEO] გულიაშვილის 58 წუთი "გრანადასთან" და "რასინგის" წაგება