მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე “ბ”-დან “ა” დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.

ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.

ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია.

ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს.

GBF.GE

ზუროსული
გამკვირვებია რა ნამდვილად კოკოშკოვის დროს დაფრინავდა ნაკრები...ზუროსმა ნელნელა ჩამოსვა მიწაზე და ბოლოს ისე მიიყვანა ნაკრები რომ შეტევისას დაცვაში ვერ ჩამოდიოდნენ და დაცვაში ყოველთვის რჩებოდა მსროლელი ცარიელი. ვე ნაწილებობდნენ და ამას უხდის მადლობას შრომისთვის.მიტო მომავალი სად არის 7 კალათბურთელი 30 წელს გადაცილებულია
ტტტ
შემცვლელზე რატომ ზდუმხართ? იმედია ვინმე უცხოელ მოიყვანთ და არ იტყვით მარკოიშვილი და ბოისა მზად არიან ნაკრებს გაუძღვნენო.
კალათბურთის გულშემატკივარი
ვაი, რომ მართალს ამბობთ... წარმატება ქართულ კალათბურთს!
გლახუნა
ი.ზუროსი,როგორც ძალოან წარმატებული მწვრთნელი,ისე შევა ქართული კალათბურთის ისტორიაში, ლიდერების წასვლის,შიდა ჩემპიონატის დაბალი დონის მიუხედავად -ნაკრები მსოფლიოზე გაიყვანა,იქაც ჯგუფიდან...მაგრამ ცვლილებების დროა და უნდა წასულიყო. მისდამი მხოლოდ პატივისცემით. (დასაფიქრებელია,ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონის შემხედვარე,თან წლობით,ე.ი ფედერაციის არასათანადო- არაკვალიფიციური მუშაობის შედეგად;სლოვენიის, გერმანიის, ავსტრალიის მოგებაზე რომ ვფიქრობთ?!)
გლახუნა
აკაკუნებ ვერაგულად,სომხურად(?!), სომხეთის ნაკრებს დაუნიშნეთ,გაგვასწრებთ, მსოფლიოზე ჯგუფიდან კი არა-მე-4 ფინალში-ც გაგიყვანთ... ვერაგ სომხობას ისე გაგასხმე-ვინებთ საქართველოდან,მერე აფხაზეთიდან-აზრზეც ვერ მოხვალთ!
gpi
თქვენ რას იზამდით ზუროსის ადგილზე , რას შეცვლიდით და ვის შეცვლიდით . მაინტერესებს მართლა , ნაფიქრი გექნებათ.
ATP 16
ზუროსი გაუშვეს თუ თვითონვე აღარ ისურვა ამოწურული კონტრაქტის გაგრძელება , ეგ კიდევ გასარკვევია . არც ზუროსი არ ყოფილა ქართული კალათბურთის პრობლემა არც კოკოშკოვი და არც ჰერბერტი . ერთმა ევროპა მოიგო , მეორემ მსოფლიო , დაველოდოთ ზუროსი რას იზავს მომავალში . ქართული კალათბურთის პრობლემა ის სტაფია , ვინც მას მართავს . ევროპის ქვეყნების ყველა ასაკობრივი გუნდების თამაშების რაოდენობა წლის განმავლობაში , დაახლოვებით 60-70 თამაშია . საქართველოში ყველაზე მეტი 20-25 თამაში იყვეს ოფიციალური , ამხანაგური და პირველ და მეორე გუნდს შორის თამაში ვერ იქნება შემცვლელი . აქ რაღა გვიშლის ხელს , რომ თამაშების რაოდენობა გაიზარდოს ? მაგრამ მერე უსაქმურმა ხალხმა ვინც ფედერაციაშია დასაქმებული , ხელფასი და პრემია რაში აიღოს ?! ამათ მარტო ნაკრები აინტერესებთ და იმას ვერ ხვდებიან რომ ნაკრები თავისით ვერ შეივსება . ყველაზე მოკლე სკამი საქართველოს ყავდა ბოლო 5-6 წელია , ვინმემ იზრუნა იმაზე რომ სკამი დაგვეგრძელებინა ? ფედერაციის პრეზიდენტი რომ კალათბურთის განვითარებისათვის საკუთარი აკადემიის გახსნის მეტს ვერაფერს მოიფიქრება , უკვე გასაგებია რომ ვერაფერს სასიკეთოს ვერ გააკეთებ . შემდეგი მწვრთნელი მარკოიშვილი-ბოისადან ერთ-ერთი იქნება , გააჩნია რომლის კლანი უფრო ძლიერია . აბა დაიეყო ქართულ-ჯიგრული თამაშებიი !!!
dd
ფედერაციამ კი არ გაიგო გულშემატკივრის მოთხოვნა, უბრალოდ კონტრაქტი დაუმთავრდა და მორჩა. ფედერაცია რომ არ იხრჩობოდეს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ზუროსს და მაკფადენს აქამდე გაუშვებდა და მსოფლიოზე ღირსეულად წარვდგებოდით. კალათბურთის ფედერაციას, ისევე როგორც ფეხბურთის ფედერაციას, სულ ფეხებზე კიდია გულშემატკივარი და სპორტი. არ დამიწყოთ ეხლა მსოფლიოზე შედეგი ვაჩვენეთო. ის ყველაზე სუსტი გუნდები იმიტომ დავამარცხეთ, რომ რამოდენიმე მაღალი კლასის კალათბურთელები გვყავს და მათმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, ზუროსი რომ რამედ ვარგებულიყო და ფედერაციასაც გამართულად ემუშავა სლოვენიასთან, გერმანიასთან და ავსტრალისთან ასე არ ჩავისვრიდით.
კახა ქ.
ბევრს ავიწყდება რომ სპორტი არის გულშემატკივრებისთვის და არა ფედერაციებისთვის.ფედერაციებმა უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ გულშემატკივარი იყოს კმაყოფილი თავის გუნდის თამაშით, რომლის თამაშის დროსაც ავსებს სტადიონებსა და დარბაზებს.ამიტომ როცა გულშემატკივარი ხედავს,რომ გუნდი ვერ დებს შედეგს ამა თუ იმ მწვრთნელის თავკავობით, სრული უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადაყენება.
Robert22
დე კეტალარიანი დანიშნონ ლიეჟის სტანდარტში ქოჩაელიანის ასისტენტია.
საბურთალო
მადლობა ზუროსს.............
QT
7 წელი წვრთნიდა ნაკრებს 7 წელი ! აცადეთ რომელიმეს ფეხბურთშიც და ისიც დადებს შედეგს, ყოველი წაგებული თამაშის მერე გადაყენებას რომ ითხოვთ. თუმცა ასე იყო ზუროსის შემთხვევაშიც მაგრამ მაშინ არ გიჯერებდათ ფედერაცია და კარგსაც შვებოდა თურმე.
ტოტის
ხო,კოკოშკოვსაც არაფრით გამორჩეულს ვეძახდით თავის დროზე და გირდონ ჰებერტსაც
toti
კარგი? რით იყო კარგი? ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული
დათო
ნეტარ როდის გვეყოლება ესეთი კარგი მწვრთნელი ფეხბურთში ?!
G.LA
ფეხბურთის ფედერაცის განსხვავებით, კალათბურთის ფედარაციამ ჩვენი ხმა გაიგო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა ზუროსს მართლაც დიდია მისი ამაგი ჩვენ ნაკრებზე. წარამტებას ვუსურვებ ზუროსს.
ნოდო
შედეგი ქონდა გაუშვეს სანიოლზე მეტი ჰო ქონდა ოლიმპიადის შესარჩევია წინ რომელიც ახალი ეტაპი არ არის რასაც ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია ქვია გაგრძელებაა მსოფლიო ჩემპიომატის ციკლის გამომდინარე აქედან თუ ვილის მარტის გამო არ ვუშვებთ რატომ გავუშვით ეს შუა გზაში?
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია