პირველად ისტორიაში, ფიბა-ს სამუშაო კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი შეიყვანეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის საშეჯიბრო კომისიის წევრი გახდა.

სანიკიძის აღნიშნულ კომისიაში შესაყვანად წარდგინება მანილაში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, რაც ფიბა-სგან მოსული ოფიციალური წერილით ახლა დადასტურდა.

წერილში აღნიშნულია, რომ საშეჯიბრო კომისიაში სანიკიძის არჩევა მოხდა კალათბურთისადმი მისი ერთგულების, ამ სფეროში გამოცდილებისა და საჭირო უნარების ფლობის გათვალისწინებით.

ფიბა-ს საშეჯიბრო კომისია, თავის მხრივ, ოთხ ქვე-კომისიას აერთიანებს: კაცთა ეროვნული ნაკრებების, ქალთა ეროვნული ნაკრებების, ახალგაზრდული ნაკრებებისა და კლუბების. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კლუბების ქვე-კომისიის წევრი იქნება, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და საერთაშორისო ტურნირებთან და კლუბებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საკონტინენტო საკალათბურთო ორგანიზაციაში ქართველებს აქამდეც უმუშავიათ და ფიბა-ევროპის კომისიებში ახლაც არიან ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები, თუმცა ფიბა-მსოფლიოში ვიქტორ სანიკიძე პირველი ქართველი იქნება.

GBF.GE

შანიკიძეს ნუ დააბრალებთ ყველა უბედურებას ? რაც ქართულ კალათბურთშია. ძალიან რთულ საქმეს ( ჭაობს ფაქტობრივად ) შეეჭიდა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ნელ ნელა გაწმენდს .
აუუუუუ
საქართველო ხომ ააყვავა ასაკობრი ტურნირებით და ნეპოტიზმით გაივსო ყველაფერი და ფულიანი შვილებით. 2014 წლიდან ვარ ჩართული კალათბურთში ბავშვების მხრიდან და ისე შეისწავლეს კალათბურთი მიდგომა ასაკობრივებში მიდგომა ა ლიგაში ჩაწყობა სუპერლიგაში და ასე შემდეგ.ნაკრების შემცვლელი ბავშვები ვერ გაზარდა ფედერაციამ. ახლა ვინც თამაშობს ბავშვები ყველა ძალათ გაზრდილები მამიკოს და მეგობრის შვილები ჩაკეტილი წრე აქვთ და თაობიდან თაობას გადაეცემა ნაკრებში ბავშვები. დღეს დღეობით ფედერაციაში გაიხსნა ბავშვების ინდივიდუალური მომზადების ჯგუფი მათი თქმით პერსპექტიული ბავშვებისთვის და ვინმეს ბავშვი დადის?მე ვისაც ვიცნობ არავინ არ დადის .მარტო დადიან ჩაკეტილ წრეში მყოფი შვილები. ფიბა გაივსება ახლა ქართველებით. 8 წელიწადი თავი ვერ დაადგეს ასაკობრივი ჩემპიონატების ნორმალურად ჩატარებას. ვერც ამან და მსოფლიო აშენდება ახლა
Gia
Mokled gaugeb aria adamiani amden adgilas mushaobdes da yvela samsaxurshi ertdroulad saqmes aketebdes.
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა