"მარკა" იტყობინება, რომ უეფა ევროტურნირების ფორმატის სრულად რეფორმირებას აპირებს.

წყაროს ცნობით, უეფას ხელმძღვანელები და ევროპის კლუბების ასოციაცია სამი დივიზიონის ჩამოყალიბების ვარიანტს განიხილავენ - სუპერლიგა, ევროპა ლიგა და პრეტენდენტთა ლიგა. ამ სამ დივიზიონში იმოქმედებს აღზევებისა და დაქვეითების სისტემა.

მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის ბოლოს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბება, სადაც საკითხი განიხილება. თუ ახალი ფორმატი დამტკიცდა, ძალაში 2027 წელზე ადრე არ შევა.

შეგახსენებთ, 2024/25-ის სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. 36 კლუბი ძირითად ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ყოველი კლუბი რვა მატჩს სხვადასხვა გუნდთან გამართავს - ოთხს საკუთარ მოედანზე და ოთხს სტუმრად.

შეხვედრების შედეგად საერთო სატურნირო ცხრილი ჩამოყალიბდება. რვა საუკეთესო პირდაპირ მოხვდება მერვედფინალში, ხოლო 16 გუნდს მერვედფინალში გასასვლელად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

სავარაუდო რეფორმა გამოწვეულია სუპერლიგის შექმნის ჩავარდნილი იდეის გამო და ცხადია, წამყვანი ევროპული კლუბების ფინანსური ინტერესების გათვალისწინებითაა ნაკარნახევი.

Tvini gadmosdiT
არ შეიძლება იმ ტრადიციის მორღვევა რასაც ქვია ჩემპიონთა ლიგა და ჩემპიონთა თასი
Levani
მე ნეიტრალური გულშემატკივარი,რომელიც მარტო საქ.ნაკრებს ვგულშემატკივრობ და დანარჩენი სხვა-ლამაზი ფეხბურთი მიყვარს. დავკარგე ინტერესი-აღარ ვუყურებ არცერთ ევროთასს,არც ევროპის ჩემპიონატს.არც ერთა ლიგას.ყველაფერი მარაზმია. ფეხბურთელები ძალად თამაშობენ-იურისტების,ფინანსისტების და ტოტალიზატორის ტურნირად იქცა ყველა შეჯიბრება. რა უბედურებაა ევროპის ჩემპიონატზე 6 ჯგუფი საუკეთესო მესამე ადგილი და მაყურებლის სიმპათია? ან კონფერენს ლიგა რა ჯანდაბაა,ან ერთა ლიგა? ან რა უნდა ფინალურ ეტაპზე ისეთ გუნდებს როგორიცაა ჩვენი საყვარელი ნაკრები,მაკედონია,ალბანეთი,ლატვია. უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგა 16 გუნდით,ევროპა ლიგა 16 გუნდით, ევროპის ჩემპიონატი 16 გუნდით და მსოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდით. სხვა დანარჩენებმა ითამაშონ დუბლებში. ფულის გაკეთების მანქანა რო გახდა და წურბელები შეესივნენ,წადით ბიძი რამე სხვა პროფესიები მოძებნეთ.
beqa
იმდენი ფულიაქვთ როგორ გაათეთრონ ვერ მოიფიქრეს
რეფორმების პროფესორი
იმედია აღმასრულებელი კომიტეტი კობიაშვილის გარეშე არ შეიკრიბება. უმაგისოდ ეგენი რა რეფორმების გამტარებლები არიან,,,))
Nick
რა სასაცილოები არიან, ჯერ პერეს აძაგებდნენ და დასცინოდნენ და ახლა მისი პროექტის გადაღებას აპირებენ, სახელი მაინც შეუცვალონ
რად გინდა
ჩვენი გუნდები ვერც ერთ დივიზიონში ვერ მოხვდებიენ
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს